მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის" - რა თქვა კახა კალაძემ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით?
"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის" - რა თქვა კახა კალაძემ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით?

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის პირ­ველ ეტაპ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბაზ­რის კვლე­ვა გა­მო­ცხად­დე­ბა და ამის შემ­დეგ, გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი.

რო­გორც მან თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ეს არის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რად­გან აქამ­დე თბი­ლი­სის მეტ­რო­ში საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი არ ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი, გაზ­რდი­ლი მზავ­რთნა­კა­დის პრობ­ლე­მაც გა­და­იჭ­რე­ბა.

"დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გვაქვს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 476 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი თან­ხა გა­მო­ი­ყო­ფა, რი­თაც 212 ერ­თე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა მოხ­დე­ბა. თბი­ლი­სის მეტ­რო გა­ნახ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს. თქვენ იცით რამ­ხე­ლა სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და წლე­ბის წინ, ჩემი მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში. ჩვენ მთლი­ა­ნად შევ­ცვა­ლეთ არ­სე­ბუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი კა­ბე­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 450 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის იყო მთლი­ა­ნო­ბა­ში, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ასე­ვე, გამ­ნი­ა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბი მთლი­ა­ნად გან­ვა­ახ­ლეთ. ახა­ლი აგ­რე­გა­ტე­ბი და­ყენ­და გვი­რა­ბებ­ში. რა თქმა უნდა, ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა, რად­გან ხში­რია ძვე­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის ფაქ­ტე­ბი, რაც მთლი­ა­ნად მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­შა­ო­ბას აფერ­ხებს. ამ­დე­ნად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ეს არის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რად­გან აქამ­დე თბი­ლი­სის მეტ­რო­ში საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი არ ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლა და თბი­ლისს ემ­სა­ხუ­რე­ბა 48 შე­მად­გენ­ლო­ბა, 192 ვა­გო­ნის სა­ხით, რო­მე­ლიც გა­მოშ­ვე­ბუ­ლია და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლია 1974-1992 წლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­დაჭ­რის არა მარ­ტო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბის პრობ­ლე­მას, არა­მედ გაზ­რდი­ლი მგზავ­რთნა­კა­დის სა­კი­თხსაც. რად­გან და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია არ­სე­ბულ­ზე მეტი, 212 ერ­თე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა და ჩა­ნაც­ვლე­ბა, რაც, რა თქმა უნდა, ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით მინ­და მი­ვა­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი მგზავ­რი გა­დაჰ­ყავს თბი­ლი­სის მეტ­როს, შე­სა­ბა­მი­სად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის კომ­ფორ­ტულ, უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პირ­ველ ეტაპ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკვე გა­მო­ცხად­დე­ბა ბაზ­რის კვლე­ვა და ამის შემ­დეგ უკვე გა­მო­ვა­ცხა­დებთ ტენ­დერს და და­ვი­წყებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვას. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის რად­გან ჩვენ­თვის, ქა­ლა­ქის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი დე­და­ქალ­ში იყოს ყვე­ლა­ზე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
magnolia
1

ვაგონები არ არის გამოსაცვლელი, სივრცეებია საშინელ მდგომარეობაში. ექსკალატორები გაბანძებული და საერთოდ თუ ამხელა ფულია შეპირებული სადგურები დაამატეთ!!!!

Natashka
1

ბატონო კახა ეგ ერთი მილიარდი ლარი იმ ოჯახებს გაუნაწილეთ ვისაც სახლში რემონტი და აბაზანა არ აქვს,, სადარბაზოები გაარემონტეთ და მოსახლეობას ღირსეული საცხოვრებელი შეუქმენით, მარტო საცოდავი ხელფასით ვერ ვახერხებთ. ეს რეალურად გაკეთებული სიკეთე იქნება. არჩევნებში მონაწილეობა ჩვენთვისაც ხომ უნდა იყოს უკეთესობისკენ ცვლილება,

ავტორი:

"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის" - რა თქვა კახა კალაძემ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით?

"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის" - რა თქვა კახა კალაძემ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში ბაზრის კვლევა გამოცხადდება და ამის შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი.

როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, გაზრდილი მზავრთნაკადის პრობლემაც გადაიჭრება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა მოხდება. თბილისის მეტრო განახლებას საჭიროებს. თქვენ იცით რამხელა სამუშაო ჩატარდა წლების წინ, ჩემი მერობის პერიოდში. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ არსებული ძალოვანი კაბელები, რომელიც დაახლოებით 450 კილომეტრი სიგრძის იყო მთლიანობაში, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, გამნიავებელი სისტემები მთლიანად განვაახლეთ. ახალი აგრეგატები დაყენდა გვირაბებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობის ჩანაცვლება, რადგან ხშირია ძველი მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტები, რაც მთლიანად მეტროპოლიტენის მუშაობას აფერხებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა, 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში. საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც. რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი, 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონების შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდება.

დღეის მონაცემებით, ასევე, ინფორმაციის სახით მინდა მივაწოდო საზოგადოებას, სამუშაო დღეებში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება ბაზრის კვლევა და ამის შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის აღნიშნული მიმართულება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალში იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი“,- განაცხადა კახა კალაძემ.