მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვიცი, რაც დამემართა. პენსიონერი ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ..." - კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული ნინო ცეცხლაძე 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს
"მე ვიცი, რაც დამემართა. პენსიონერი ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ..." - კანონიერი ქურდისთვის  მიმართვის ბრალდებით დაკავებული ნინო ცეცხლაძე 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის ან „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ნინო ცე­ცხლა­ძე მო­სა­მარ­თლეს 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთხოვს.

რო­გორც და­კა­ვე­ბულ­მა ქალ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­ერ­თოდ არ იცო­და, დახ­მა­რე­ბის­თვის ვის მი­მარ­თა.

"მე ვიცი, რაც და­მე­მარ­თა. პენ­სი­ო­ნე­რი ვარ, თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ. არც ვიცი ვინ იყო (მე­რაბ ცე­ცხლა­ძე, ბრალ­დე­ბუ­ლი), ჩემი მოგ­ვა­რეა, ბევ­რმა მიქო, მე მარ­თლაც მაქვს ასა­ღე­ბი ფული, ის ფული მი­სა­ტა­ნია, სა­დაც სა­ჭი­როა. მა­სეს­ხე ფუ­ლიო, მი­თხრა და ვა­სეს­ხე, საქ­მეც კი არ დაგ­ვი­წყია. მე მას­თან ვალ­ში არ ვარ არა­ფერ­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და სი­მარ­თლე. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი, ვთა­ნამ­შრომ­ლობ, მე არა­ვის ვიც­ნობ. გთხოვთ, 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­მი­ფარ­დოთ, მთა­ვა­რია, ჩემი და იყოს კარ­გად, ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, წყლის მიმ­წო­დე­ბე­ლიც არ ჰყავს",- გა­ნა­ცხა­და ცე­ცხლა­ძემ.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო 15 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს, სა­ი­და­ნაც ერთი ქა­ლია.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბი, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში „ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს“ სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობ­დნენ და მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ და­ვებს იხი­ლავ­დნენ. ასე­ვე, რვა ბრალ­დე­ბულ­მა და­ვის მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­სა­წყვე­ტად „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა.

„6 პირს ბრალ­დე­ბა 223 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით („ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს; 5 პირს ბრალ­დე­ბა 223 ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით ("ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათ­გან 1 პირს და­უს­წრებ­ლად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ 3-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით („კა­ნო­ნი­ერ ქურ­დის­თვის/ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვა), რაც სას­ჯე­ლად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თამარი
0

Ასეა, სანამ ფული სჭირდებათ ყველაფერზე მიდიან, მერე გადახდა არ უნდათ და ფულის გამსესხებელს საციხოდ უხდიან საქმეს. Ასე, რომ ნუ გაასესხებთ ფულს. 

გეგა
3

მაგ საკითხს სახელმწიფო საერთოდ არ აგვარებს და მაგიტო რევენს გარეშე ხალხს რო რაღაც თანხა მაინც ამოიღონ

ავტორი:

"მე ვიცი, რაც დამემართა. პენსიონერი ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ..." - კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული ნინო ცეცხლაძე 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

"მე ვიცი, რაც დამემართა. პენსიონერი ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ..." - კანონიერი ქურდისთვის  მიმართვის ბრალდებით დაკავებული ნინო ცეცხლაძე 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

კანონიერი ქურდისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული ნინო ცეცხლაძე მოსამართლეს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვს.

როგორც დაკავებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, საერთოდ არ იცოდა, დახმარებისთვის ვის მიმართა.

"მე ვიცი, რაც დამემართა. პენსიონერი ვარ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. არც ვიცი ვინ იყო (მერაბ ცეცხლაძე, ბრალდებული), ჩემი მოგვარეა, ბევრმა მიქო, მე მართლაც მაქვს ასაღები ფული, ის ფული მისატანია, სადაც საჭიროა. მასესხე ფულიო, მითხრა და ვასესხე, საქმეც კი არ დაგვიწყია. მე მასთან ვალში არ ვარ არაფერში. ყველაზე მეტად მინდა სიმართლე. გამომძიებლებთან ყველაფერი ვთქვი, ვთანამშრომლობ, მე არავის ვიცნობ. გთხოვთ, 5 000 ლარის ოდენობით გირაო შემიფარდოთ, მთავარია, ჩემი და იყოს კარგად, ძალიან ცუდადაა, წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავს",- განაცხადა ცეცხლაძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, საიდანაც ერთი ქალია.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.

„6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.