მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზეა მორგებული" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
"საქართველოს რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზეა მორგებული" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ“ ელ­მავ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად 184 მლნ ლა­რი­ა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ტენ­დერ­ში მხო­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის და­არ­სე­ბულ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­ცე­მულ სერ­ტი­ფი­კატს ფლო­ბენ.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ნო­ემ­ბერს სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ" 10 ელ­მავ­ლის შე­სას­ყი­დად 184 მლნ ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და. ტენ­დერ­ში მიმ­წო­დებ­ლებს წი­ნა­და­დე­ბის წარ­დგე­ნა 3 დე­კემ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ელ­მავ­ლე­ბი 2024 წლის ბო­ლომ­დე უნდა მი­ა­წო­დოს. შეს­ყიდ­ვე­ბის ელექტრო­ნულ სა­იტ­ზე ატ­ვირ­თულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ შეს­ყიდ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­მა კომ­პა­ნი­ამ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს: "შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე გა­ცე­მუ­ლი НБ ЖТ ЦТ 04-1998 ან ТР ТС 001/2011-ის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი ("უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორტზე. ელ­მავ­ლე­ბი. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი“ ან "სა­ბა­ჟო კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა“), რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლი უნდა იყოს თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის (დსთ) სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტის საბ­ჭოს რე­ესტრით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ“.

სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ევ­რა­ზი­ის სა­ბა­ჟო კავ­ში­რი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის (ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი) ნა­წი­ლია და მას­ში შე­დი­ან: რუ­სე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი, სომ­ხე­თი და ყირ­გი­ზე­თი. ამ ჩა­ნა­წე­რით, "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ“ ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­ვიწ­რო­ვა ელ­მავ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის წრე.

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ“ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დე­რი შეს­ყიდ­ვის ელექტრო­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის (GEO) გზით გა­მო­ა­ცხა­და. ეს არის სა­ქონ­ლის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა დად­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წესი, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა ად­გენს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­სყიდ­ვე­ლის­თვის. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის­თვის“ სა­ქარ­თვე­ლო მთავ­რო­ბამ შეს­ყიდ­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი წესი 2022 წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ად­გი­ნა და ის 2024 წლის 10 თე­ბერ­ვლამ­დე იმოქ­მე­დებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი წესი "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას“ ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხარ­ჯვის­გან და შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას შეს­ყიდ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი და არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­გან (მუხ­ლის 1) არ ათა­ვი­სუფ­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ მიერ 4 ნო­ემ­ბერს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი პირ­და­პირ არ­ღვევს შეს­ყიდ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ სა­მარ­თლი­ან და არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ მიდ­გო­მას (კა­ნო­ნი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ, მუხ­ლი 2), რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად რუ­სულ სერ­ტი­ფი­კატს ითხოვს. შემ­სყიდ­ვე­ლი ყუ­რა­დღე­ბას უნდა ამახ­ვი­ლებ­დეს მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე, შე­სას­ყი­დი სა­ქონ­ლის ხა­რისხზე და არა მის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ 2 წლის წი­ნაც წერ­და რკი­ნიგ­ზის მიერ დარ­ღვე­ვით გა­მო­ცხა­დე­ბულ მსგავს ტენ­დერ­ზე. ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­და ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია GSL Steel Trade GmbH-ი, რო­მე­ლიც ფიქ­რობ­და, რომ რკი­ნიგ­ზა ტენ­დერ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად ზღუ­დავ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას. ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა იყო. რომ არა ეს მო­თხოვ­ნა, ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­აც შეძ­ლებ­და ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. თუმ­ცა, ის ტენ­დე­რი მა­ინც შედ­გა და "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ“ 17 მლნ დო­ლა­რის რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის რელ­სე­ბი შე­ის­ყი­და.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს და კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს შე­ის­წავ­ლონ აღ­ნიშ­ნულ ტენ­დერ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ზღუდ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი და მი­ი­ღონ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ზო­მე­ბი”,- ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრისტან დ'აკუნია
3

რასაც გიგაური და მისი კომპანია აკეთებს, ეს ქვეყნის წინაათმდეგ გამოსვლა, ყოვლად უარგუმენტო ჭორაობა და მავნე აზრების გავრცელებაა!

სად არის ამათ მიერ გამოვლენილი ყალბი პასპორტები?

ამათ არ მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა და მათი სურვილის შესაბამისად ტექნიკური მთავრობის შექმნა?

ეს არ იწონებდა გრიგორიადისების მიერ პოლიციელების და პარლამენტის შენობის დაწვას?

ნეტავ ვინ აფინანსებს ამის და სხვა ასოების ქვეყნისა და ხალხის საწინაღმდეგო საქმიანობას?

დავითი
1

ჩვენი რკინის გზა არის დსთს სტანდარტის ვინაც არ იცის გაიგეთ აქ ვერც გერმანული ელ მავალი იმუშავებს ვერც იაპონური სანამ რამეს დაწერთ გაარკვიეთ ჯერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"საქართველოს რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზეა მორგებული" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"საქართველოს რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზეა მორგებული" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"საქართველოს რკინიგზამ“ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზე მორგებული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტენდერში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.

"მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სს "საქართველოს რკინიგზამ" 10 ელმავლის შესასყიდად 184 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მიმწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო გამარჯვებულმა ელმავლები 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს. შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: "შემოთავაზებულ საქონელზე გაცემული НБ ЖТ ЦТ 04-1998 ან ТР ТС 001/2011-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ("უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელმავლები. სერტიფიცირების მოთხოვნები“ ან "საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა“), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ“.

საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, "საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად დაავიწროვა ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე.

"საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დადგენილი სპეციალური წესი, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. "საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველო მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2022 წლის 8 თებერვალს დაადგინა და ის 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.

სპეციალური წესი "საქართველოს რკინიგზას“ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან (მუხლის 1) არ ათავისუფლებს.

"საქართველოს რკინიგზის“ მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას (კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2), რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2 წლის წინაც წერდა რკინიგზის მიერ დარღვევით გამოცხადებულ მსგავს ტენდერზე. ჩვენ დაგვიკავშირდა ავსტრიული კომპანია GSL Steel Trade GmbH-ი, რომელიც ფიქრობდა, რომ რკინიგზა ტენდერში ხელოვნურად ზღუდავდა კონკურენციას. ავსტრიული კომპანიის ძირითადი არგუმენტი ევრაზიული კავშირის სერტიფიკატების მოთხოვნა იყო. რომ არა ეს მოთხოვნა, ავსტრიული კომპანიაც შეძლებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, ის ტენდერი მაინც შედგა და "საქართველოს რკინიგზამ“ 17 მლნ დოლარის რუსული წარმოების რელსები შეისყიდა.

მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს შეისწავლონ აღნიშნულ ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.