პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LET’S GO BEYOND ZERO - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" განახლებული შოურუმი და კონცეფცია
LET’S GO BEYOND ZERO - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" განახლებული შოურუმი და კონცეფცია

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ ახა­ლი შო­უ­რუ­მის რე­კონ­სტრუქ­ცია დას­კვნით ეტაპ­ზე გა­და­დის. ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 2024 წლი­დან მომ­ხმა­რებ­ლებს სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბულ სივ­რცე­ში უმას­პინ­ძლებს. ვი­ზუ­ა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­თან ერ­თად, სრუ­ლად იც­ვლე­ბა შო­უ­რუ­მის კონ­ცეფ­ცი­აც, რაც რე­გი­ონ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის პრე­ცე­დენტს შექ­მნის.

ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა პრო­დუქ­ტი და სერ­ვი­სი ერთ მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სივ­რცე­ში გან­თავ­სდე­ბა, რაც მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ცესს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და გა­ა­მარ­ტი­ვებს. ახა­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სივ­რცეა, სა­დაც თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ბრენდთან უშუ­ა­ლო ინ­ტე­რაქ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა რო­გორც ციფ­რუ­ლი გზით, ისე პერ­სო­ნა­ლუ­რი მრჩევ­ლის დახ­მა­რე­ბით. გა­ნახ­ლე­ბულ შო­უ­რუმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი მო­ნი­ტო­რე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს.

გა­რე­გა­ნი იერ­სა­ხის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტის გა­სა­ახ­ლებ­ლად იგეგ­მე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­აც. ახა­ლი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფრონ­ტის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თვა, საკ­ვან­ძო პო­ზი­ცი­ებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი გუნ­დუ­რი მიდ­გო­მა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბას უფრო სწრაფ­სა და მოქ­ნილს გახ­დის.

მა­რი­ამ მე­ლი­აშ­ვი­ლი, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სივ­რცე მთლი­ა­ნად მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. სტუ­მარ­მა შო­უ­რუმ­ში შე­მოს­ვლის წუ­თი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა მი­ი­ღოს. ახა­ლი შო­უ­რუ­მის კონ­ცეფ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია იმ ამ­ბი­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „ტო­ი­ო­ტას“ ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეძ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს პერ­სო­ნა­ლურ მიდ­გო­მას ყვე­ლა მომ­ხმა­რებ­ლი­სად­მი. „ტო­ი­ო­ტას“ ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია „ომო­ტე­ნა­ში“, რაც ყო­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ჩვენს სახ­ლში მო­სულ სტუ­მარ­თან გა­ი­გი­ვე­ბა­სა და შე­სა­ბა­მის მო­პყრო­ბას ნიშ­ნავს. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია, ვფიქ­რობთ, მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ“.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ შო­უ­რუ­მის რე­კონ­სტრუქ­ცია 2023 წელს და­ი­წყო. ახა­ლი მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მის გახ­სნა და ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ონ­ცეფ­ცი­ით ოპე­რი­რე­ბა 2024 წლის და­სა­წყი­სი­და­ნაა და­გეგ­მი­ლი.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტამ“ 2014 წელს ტო­ი­ო­ტას დი­ლე­რი­სა და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. შო­უ­რუ­მი თბი­ლის­ში 10 წლის წინ გა­იხ­სნა. მისი რე­კონ­სტრუქ­ცია რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სივ­რცე სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას იან­ვრი­დან შეძ­ლებს. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შო­უ­რუ­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქ. #6-ში მდე­ბა­რე 800 კვ/მეტრ ფარ­თობ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ინ­ტე­რი­ე­რი „ტო­ი­ო­ტას“ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნით მო­ე­წყო­ბა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა" სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2014 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მო­ნობ­რენ­დუ­ლია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა სრუ­ლი­ად ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას. სერ­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით.

NS

ავტორი:

LET’S GO BEYOND ZERO - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" განახლებული შოურუმი და კონცეფცია

LET’S GO BEYOND ZERO - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" განახლებული შოურუმი და კონცეფცია

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზე გადადის. იაპონური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა 2024 წლიდან მომხმარებლებს სრულიად განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, სრულად იცვლება შოურუმის კონცეფციაც, რაც რეგიონში განსხვავებული მომსახურების პრეცედენტს შექმნის.

ახალი კონცეფციის თანახმად, ყველა პროდუქტი და სერვისი ერთ მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება, რაც მომსახურების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს. ახალი ვიზუალური იდენტობის მთავარი კონცეფცია სრულიად განახლებული სივრცეა, სადაც თითოეულ მომხმარებელს ბრენდთან უშუალო ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება როგორც ციფრული გზით, ისე პერსონალური მრჩევლის დახმარებით. განახლებულ შოურუმში განთავსებული ციფრული მონიტორები მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოს სხვადასხვა პროდუქტს.

გარეგანი იერსახის ცვლილებასთან ერთად, მომსახურების სტანდარტის გასაახლებლად იგეგმება ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც. ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელი იქნება ფრონტის თითოეული თანამშრომლის ცენტრალიზებული მართვა, საკვანძო პოზიციებს შორის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდება ახალი გუნდური მიდგომა, რაც, საბოლოო ჯამში, მომსახურებას უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „განახლებული სივრცე მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა ფოკუსირებული. სტუმარმა შოურუმში შემოსვლის წუთიდან მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება უნდა მიიღოს. ახალი შოურუმის კონცეფცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ამბიციისკენ მიმავალ გზაზე, რომლის მიხედვითაც „ტოიოტას“ ყველა მომხმარებელი შეძლებს განსაკუთრებული გამოცდილების მიღებას, რაც გულისხმობს პერსონალურ მიდგომას ყველა მომხმარებლისადმი. „ტოიოტას“ იაპონური კულტურის ნაწილია „ომოტენაში“, რაც ყოველი მომხმარებლის ჩვენს სახლში მოსულ სტუმართან გაიგივებასა და შესაბამის მოპყრობას ნიშნავს. განახლებული კონცეფცია, ვფიქრობთ, მოგვცემს საშუალებას, ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო. ახალი მოდერნიზებული შოურუმის გახსნა და იაპონური ბრენდის განახლებული ონცეფციით ოპერირება 2024 წლის დასაწყისიდანაა დაგეგმილი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ 2014 წელს ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. შოურუმი თბილისში 10 წლის წინ გაიხსნა. მისი რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და განახლებული სივრცე სტუმრების მიღებას იანვრიდან შეძლებს. ევროპული სტანდარტების შოურუმი უნივერსიტეტის ქ. #6-ში მდებარე 800 კვ/მეტრ ფართობზეა განთავსებული. ინტერიერი „ტოიოტას“ საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყობა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

NS