ჟურნალისტი ლაშა ბერულავა "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურისა და გატაცებულის, ლევან დოდიაშვილის ფოტოს.
ფოტოზე ისინი ერთად არიან აღბეჭდილნი:
"მარჯვნივ: თამაზ გინტური (მოკლულია რუსი ოკუპანტების მიერ); მარცხნივ: ლევან დოთიაშვილი (გატაცებულია რუსი ოკუპანტების მიერ). კირბალი, 6 ნოემბერი", - წერს ლაშა ბერულავა.
"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
ომი არ გვინდა, მაგრამ დაეცვან ეს საზღვრები რომ უდანაშაულო მოსახლეობა იყოს დაცული. მარტივია ლაპარაკი, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას როველი დრე რომ შიშით უთენდებათ და უღამდებათ რომ არ იციან როდის ვინ გაიტაცებს და ესვრის.
არავის სურს ომი, მაგრამ რა უდგას წინ იმას რომ საოკუპაციო ზოლის პერიმეტრზე განლაგდეს შეიარაღებული სწრაფი რეაგირების ძალები, ანუ კონტროლზე იყოს აყვანილი პერიმეტრი და არ მივცეთ ოკუპანტებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხალხის აყვანის საშუალება და თუ ძალიან მოინდომებენ მაი ლიკვიდაციაც არ უნდა შეგევშინდეს. სახელმწიფო უნდა გავაძლიეროთ ხალხო არ არსებობს მშვიდობით დაბრუნებული არ ახსოვს მსგავსი ისტორიას თორე ჰაა კი ბატონო ღმერთმა ქნას. აქ საუბარი არაა რუსებთან ომის დაწყებაზე აქ საუბარია თავდაცვაზე და შიგადაშიგ მათ გამწარებაზეც მკვლეობა არ უნდა შეარცინონ და ამაზე სპეცსამსახურებმა ინდა იმუშაონ შეფარულად, უნდა მიწვდნენ ყველგან და რომ დაინახავენ თავხედობა მათი სიცოცხლისათვის საშიშია მერე მოერიდებიან, სხვაგვარად არ ასებოსბ. მაშინ ჩავბარდეთ რუსეთს და დავასრულოთ ამ სახელმწიფოებრიობანს თამაში. გვინდა ეს? მე არ მინდა !