პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე
"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე
  • მთა­ვა­რი ფოტო: ნანო თე­ნოშ­ვი­ლი

ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი და მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა სულ მალე პა­ტა­რას ელო­დე­ბი­ან. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ორ­სუ­ლი ქე­თის ექ­სკლუ­ზი­ურ ფო­ტოს ჟურ­ნა­ლი OK ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მამ­დე მკურ­ნა­ლო­ბაც კი დას­ჭირ­და.

- შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­დით, სა­ნამ გე­ყო­ლე­ბო­დათ?

- რა თქმა უნდა, თუმ­ცა პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბი­სას ინერ­ცი­ას მივ­ყე­ვი. სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად: გავ­თხოვ­დი და, რა თქმა უნდა, შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე. ახლა სულ სხვა­ნა­ი­რა­დაა. ეს პა­ტა­რა დიდი ხნის ნა­ნატ­რი ბავ­შვია. დიდ­ხანს ვერ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. ანას­ტა­სი­ამ რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა ჩემი და მა­მის და­შო­რე­ბა და ამი­ტომ ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ­დი ხელ­მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. შვი­ლი კი­დევ მინ­დო­და, მაგ­რამ მე­ში­ნო­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვერ დავ­ფეხ­მძიმ­დი. მერე ვიმ­კურ­ნა­ლე, საკ­მა­ოდ გა­ი­წე­ლა ეს პრო­ცე­სი და აი, ახლა ასეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უნდა მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, სტრე­სი მო­მეხ­სნა და ცოტა ხნით და­მე­ვი­წყე­ბი­ნა ეს პრობ­ლე­მა. ასეც მო­ვი­ქე­ცი, გა­დავ­ყა­რე წამ­ლე­ბი, ტეს­ტე­ბი და ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბიც მა­ლე­ვე გაჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ ვარ.

- ანას­ტა­სია რო­გორ ელო­დე­ბა ოჯა­ხის ახალ წევ­რს?

- უხა­რია, ერთი სული აქვს, უყი­დოს ტან­საც­მე­ლი. ორი­ვე, ანას­ტა­სია და ნი­კო­ლო­ზი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან პა­ტა­რას...ინ­ტერ­ვიუ წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად, და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბია, პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან წა­სულ და­ვით კა­ჭა­რა­ვას გვერ­დით ჩნდე­ბა. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ არის, თუმ­ცა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, უქ­მე­ებს კი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ატა­რე­ბენ...

წარ­სულ­ში ორი­ვე მათ­გა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, კა­ჭა­რა­ვას და ხა­ტი­აშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ბიჭი და გო­გო­ნა ჰყავთ. 2007 წელს და­ვით კა­ჭა­რა­ვამ ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, მათ­თან ერ­თად იყო სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლო­ზიც... ანკა დუნ­დუა დღეს ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და პი­ლა­ტე­სის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ki
0

კი, კარგი გოგოა, მაგრამ ეს ტიტველა მუცელის ჩვენება ტრენდულია???/ კარგით რა......

Tea
5

ძალიან კარგი გოგონაა ქეთი,ჩემი ორი შვილი დადის მის აკადემიაში და თამამად შემიძლია ვთქვა საუკეთესო პიროვნებაა,სამართლიანი,არ ანსხვავებს ბავშვებს,არის მომთხოვნი...გილოცავთ♥️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე

"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე
  • მთავარი ფოტო: ნანო თენოშვილი

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და მორაგბე დავით კაჭარავა სულ მალე პატარას ელოდებიან. ინფორმაციას და ორსული ქეთის ექსკლუზიურ ფოტოს ჟურნალი OK ავრცელებს. მისი თქმით, ორსულობის დადგომამდე მკურნალობაც კი დასჭირდა.

- შვილზე ოცნებობდით, სანამ გეყოლებოდათ?

- რა თქმა უნდა, თუმცა პირველ ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია. დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ.

- ანასტასია როგორ ელოდება ოჯახის ახალ წევრს?

- უხარია, ერთი სული აქვს, უყიდოს ტანსაცმელი. ორივე, ანასტასია და ნიკოლოზი მოუთმენლად ელიან პატარას...ინტერვიუ წაიკითხეთ სრულად, დაათვალიერეთ ფოტოები

  • როგორც ცნობილია, ქეთი ხატიაშვილი ბოლო წლებია, პარლამენტში დიდი რაგბიდან წასულ დავით კაჭარავას გვერდით ჩნდება. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, თუმცა ბევრს მოგზაურობს, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ...

წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ. 2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერთიფიცირებული ინსტრუქტორია.