გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან-მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.
"დღეს, ადგილი ჰქონდა სამწუხარო შემთხვევას. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.
მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, როულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, რომ უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგება
ასევე მოუწოდებ მათი ოჯახის წევრებს და იმ პირებს, ვისაც შესაძლოა კავშირი აქვთ მათთან, ნებისმიერი ხელშეწყობა დანაშაულია. ვინც მათ მიმალვაში დაეხმარება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება" - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა პატიმრები დროულად იყვნენ დაკავებულები.
"კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულები, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება, თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა.
მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ რა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარება იქნება საჭირო, ის ჩატარდება“,- აღნიშნა მინისტრმა.
"ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
ცოტა რომ გეტირა იქნებ დაბრუნდნენ ჰა??? და ეს კაცი მინისტრია!!!
ვაი რა საცოდავები ხართ.