პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რჩევა, როგორ შეარჩიოთ სამზარეულო
10 რჩევა, როგორ შეარჩიოთ სამზარეულო

სამ­ზა­რე­უ­ლოს რო­გორ დი­ზა­ინ­საც არ უნდა ვა­ნი­ჭებ­დეთ უპი­რა­ტე­სო­ბას, იქ­ნე­ბა ეს კლა­სი­კუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე თუ ვინ­ტა­ჟუ­რი, მთა­ვა­რია, სახ­ლის ეს სივ­რცე მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად მო­ვა­წყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ხედ­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში არ გა­მოგ­ვრჩეს ის ერთი შე­ხედ­ვით მცი­რე, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს ფუნ­ქცი­უ­რო­ბა­სა და გამ­ძლე­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი­სა და მა­სა­ლე­ბის წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში სწო­რე­ბას სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ დე­ტა­ლებ­ზე აკე­თე­ბენ, რაც ჩვენ­თვის, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არ­ჩე­ვანს კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფარ­თოდ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ჩვე­ნი სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ მო­ვა­წყოთ. ამის მა­გა­ლი­თია ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დის BLACK RED WHITE-ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა. მისი პრო­დუქ­ცია ავე­ჯის ჰაბ ICR HOME-შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­სა­ლე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტის, კა­ტა­ლო­გე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცია ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბით შე­არ­ჩი­ოს.

სწო­რედ კომ­პა­ნია Black Red White-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვი­ზი­ა­რებს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და რჩე­ვებს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, ფრთე­ბი შე­ას­ხათ თქვენს კრე­ა­ტი­ულ იდე­ებს და სწო­რად და­გეგ­მოთ სახ­ლის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კუ­თხე:

1. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სახ­ლის სა­ერ­თო დი­ზა­ი­ნი

რო­გორც წესი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბი­ნებ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათი ფე­რე­ბი, მა­სა­ლე­ბი­სა და ავე­ჯის დი­ზა­ი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან მკვეთრ კონ­ტრასტს არ ქმნი­დეს.

შეგ­ვიძ­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მო­ნოქ­რო­მუ­ლი ფე­რე­ბი - მა­გა­ლი­თად, ყა­ვის­ფრის, კრე­მის­ფრის, სპი­ლოს­ძვლის­ფრი­სა და თეთ­რის ტო­ნა­ლო­ბე­ბი; თუ უფრო მკვეთრ ფე­რებს, მა­გა­ლი­თად, მწვა­ნეს ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, მისი თეთრთან შე­ხა­მე­ბა თბილ და მყუდ­რო გა­რე­მოს შეგ­ვიქ­მნის და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა ავე­ჯის დი­ზა­ინს, უმ­ჯო­ბე­სია, სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­თხი­სა და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის სკა­მე­ბი და სა­ვარ­ძლე­ბი მსგავს ტო­ნა­ლო­ბებ­ში შე­ვარ­ჩი­ოთ.

2. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ ქარ­ხნულ მა­სა­ლებს

სამ­ზა­რე­უ­ლოს შემ­თხვე­ვა­ში რის­კის გა­წე­ვა არ ღირს, რად­გან ერ­თმა შე­უ­სა­ბა­მო­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გეგ­მე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეგ­ვიც­ვა­ლოს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, არ­ჩე­ვა­ნი ქარ­ხნულ წარ­მო­ე­ბა­ზე გა­ვა­კე­თოთ.

მისი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია:

  • კა­ტა­ლოგ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა - მომ­ხმა­რე­ბე­ლი სწო­რედ იმას იღებს, რა­საც უკ­ვეთს;
  • გამ­ძლე­ო­ბა;
  • ვა­დებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა - ფი­ზი­კურ პი­რებ­თან თუ მცი­რე მე­წარ­მე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხან­და­ხან ვა­დე­ბის თვე­ე­ბით გა­და­წე­ვა გვი­წევს, შე­სა­ბა­მი­სად ხან­გრძლივ­დე­ბა სახ­ლის მო­წყო­ბის პრო­ცე­სიც, რაც დის­კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის. ბრენ­დუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბი კი უკვე სხვა­დას­ხვა სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ა­ში გვთა­ვა­ზო­ბენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქტს და რაც მთა­ვა­რია, ჩა­ბა­რე­ბის თა­რი­ღე­ბის გა­და­წე­ვის გა­რე­შე.

3. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ მა­სა­ლე­ბის გამ­ძლე­ო­ბას

წარ­მო­ე­ბი­სას ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი გამ­ძლე­ო­ბაა, რაც მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­ზო­გოს დრო და ფი­ნან­სე­ბი და შე­ამ­ცი­როს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბა, რაც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

თუ გვსურს, რომ ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ეს­თე­ტი­კუ­რად, სა­სურ­ვე­ლია, მას­ზე არ დავ­ზო­გოთ რე­სურ­სე­ბი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სახ­ლის ამ ნა­წილ­ზე დიდი დატ­ვირ­თვა მო­დის, და­ბა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნახ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წელ­ში მოგ­ვი­წევს.

დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია MDF (მერ­ქან ბოჭ­კო­ვა­ნი ფი­ლე­ბი) და შე­ღე­ბი­ლი ხე, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა გამ­ძლე­ო­ბით და ევ­რო­პუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ მას.

4. შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რი მა­სა­ლი­სა და ფე­რის ზე­და­პი­რე­ბი

ზე­და­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა: უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ რო­გორც ლა­მი­ნი­რე­ბულ ზე­და­პირ­ზე, რო­მე­ლიც უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნია, ისე აგ­ლო­მე­რა­ტის (კომ­პო­ზი­ტის) ან სხვა­დას­ხვა ქვის ზე­და­პი­რებ­ზე, რო­მე­ლიც არ იკაწ­რე­ბა, გამ­ძლეა და მარ­ტი­ვა­დაც იწ­მინ­დე­ბა, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად ბი­უ­ჯე­ტუ­რია (მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის და­ზოგ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს).

რაც შე­ე­ხე­ბა MDF-სა და ხის ზე­და­პი­რე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბას, ისი­ნი წყლი­სა და ორ­თქლის მი­მართ ნაკ­ლე­ბად გამ­ძლეა და სწრა­ფად ჩნდე­ბა ნა­კაწ­რე­ბიც.

ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა­საც სა­სურ­ვე­ლია, უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ: შე­იძ­ლე­ბა მუქი ფე­რის, მა­გა­ლი­თად შავი სამ­ზა­რე­უ­ლო ერთი შე­ხედ­ვით ელე­გან­ტუ­რად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ მისი წმენ­და დრო­ის დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, არ­ჩე­ვა­ნი ღია ფე­რებ­ზე გა­ვა­კე­თოთ.

5. თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ტენ­დენ­ცი­ებს

წელს სამ­ზა­რე­უ­ლოს დი­ზა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი შტრი­ხი იკ­ვე­თე­ბა.

მათ შო­რის:

  • სივ­რცის ზედა ნა­წი­ლის კა­რა­დე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა;
  • კონ­ტრას­ტუ­ლი შტრი­ხის შე­ტა­ნა, ღია ფე­რის სამ­ზა­რე­უ­ლოს შემ­თხვე­ვა­ში;
  • ერთი კედ­ლის სრუ­ლად ქვით მო­პირ­კე­თე­ბა;
  • ინ­ტე­რი­ერ­ში ლურ­ჯი და მწვა­ნე ფე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;
  • მეტი აქ­ცენ­ტი ნა­ტუ­რა­ლურ მა­სა­ლებ­ზე.

შე­საძ­ლოა, არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერთი შე­ხედ­ვით ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს ვერ პა­სუ­ხობ­დეს, თუმ­ცა შთა­გო­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­სურ­ვე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­საც გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ვი­თარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იც­ვლე­ბა მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კაც, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის­თვის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უკე­თე­სი პრო­დუქ­ცია შე­ვარ­ჩი­ოთ.

6. თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ კა­ტა­ლო­გებს

თუ ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ცხა­დად გვაქვს გა­მოკ­ვე­თი­ლი, თუმ­ცა დი­ზა­ინ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი რჩე­ვე­ბი მა­ინც გვჭირ­დე­ბა ან ხარ­ჯე­ბი გარ­კვე­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, შეგ­ვიძ­ლია, მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კა­ტა­ლო­გებს გა­ვავ­ლოთ თვა­ლი.

მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად ადევ­ნე­ბენ თვალს წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს და კა­ტა­ლო­გებს სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით ქმნი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, სრუ­ლად და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბის პრო­ცე­სი უფრო ხარჯთე­ფექ­ტუ­რი გავ­ხა­დოთ, რად­გან რო­გორც წესი, მსხვილ ბრენ­დებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სხვა­დას­ხვა სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ის, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის მა­სა­ლე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ.

5. სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძუ­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა

შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლა კუ­თხე გავ­ხა­დოთ რო­გორც ფუნ­ქცი­უ­რი, ისე ეს­თე­ტი­კუ­რიც. თუ კერ­ძებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ზა­დებთ, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად შეგ­ვიძ­ლია დავ­დგათ სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძუ­ლი და სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და ჭურ­ჭე­ლი უფრო მარ­ტი­ვად გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ მას­ზე. მზა­დე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ნაკ­ლე­ბი დრო­ის და­ხარ­ჯვა მოგ­ვი­წევს.

სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძულს კი­დევ უფრო ფუნ­ქცი­ურს გახ­დის სა­თავ­სო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ჭურ­ჭელს ჩა­ვა­წყობთ. გარ­და ამი­სა, კუნ­ძუ­ლი ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი სივ­რცეა.

8. მეტი სიმ­ყუდ­რო­ვის­თვის კა­რა­დე­ბით დავ­ფა­როთ ტექ­ნი­კის ნა­წი­ლი ან გა­მო­ვა­ჩი­ნოთ მეტი კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად

თუ სამ­ზა­რე­უ­ლოს მცი­რე ფარ­თობ­ში ვა­წყობთ, წეს­რი­გი­სა და სიმ­ყუდ­რო­ვის შე­საქ­მნე­ლად უმ­ჯო­ბე­სია, კა­რა­დე­ბით დავ­ფა­როთ სამ­ზა­რე­უ­ლოს ტექ­ნი­კა, ხოლო თუ სივ­რცე სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ფე­რე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ტექ­ნი­კა სა­ერ­თო სუ­რათ­ში ორ­გა­ნუ­ლად ჩაჯ­დე­ბა.

9. შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რი გა­ნა­თე­ბა

სამ­ზა­რე­უ­ლო სახ­ლის ის ნა­წი­ლია, სა­დაც ყვე­ლა დე­ტალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ცხა­დით უნდა ვხე­დავ­დეთ, ამი­ტომ მკვეთ­რი გა­ნა­თე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სი­ნათ­ლე არ უნდა აღი­ზი­ა­ნებ­დეს და ღლი­დეს თვალს, ამი­ტო­მაც ჭაღი სწო­რად უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ და ნა­თუ­რე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ.

სი­ნათ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის ერთ-ერთი ხერ­ხია სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძუ­ლის ზე­მოთ, ჭერ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ზო­მის სა­ნა­თე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს ავეჯ­თან და აქ­სე­სუ­ა­რებ­თან ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ჰარ­მო­ნი­ულ სინ­თეზს ქმნის.

10. ვენ­დოთ მა­სა­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ულ მწარ­მო­ებ­ლებს

დღეს ბა­ზა­რი ბევ­რი მა­სა­ლი­თა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რაც ხან­და­ხან გვაბ­ნევს ხოლ­მე. იმი­სათ­ვის, რომ სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წყო­ბის პრო­ცე­სი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დეს და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც მი­ვი­ღოთ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე კომ­პა­ნი­ებს ვენ­დოთ.

მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, მი­ვი­ღოთ რჩე­ვე­ბი მა­სა­ლებ­თან და დი­ზა­ინ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­ვარ­ჩი­ოთ პრო­დუქ­ცია და რაც მთა­ვა­რია, და­ზღვე­უ­ლე­ბი ვი­ყოთ შეც­დო­მე­ბი­სა და ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბის­გან.

მეტი დე­ტა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდი­ან ავე­ჯის მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი ჰა­ბის, ICR HOME-ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დის „Black Red White”-ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გე­ბის და მა­სა­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თქვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შერ­ჩე­ვა­შიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან

NS

ავტორი:

10 რჩევა, როგორ შეარჩიოთ სამზარეულო

10 რჩევა, როგორ შეარჩიოთ სამზარეულო

სამზარეულოს როგორ დიზაინსაც არ უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას, იქნება ეს კლასიკური, თანამედროვე თუ ვინტაჟური, მთავარია, სახლის ეს სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად მოვაწყოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი ხედვების რეალიზების პროცესში არ გამოგვრჩეს ის ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ აუცილებელი დეტალები, რომელიც სამზარეულოს ფუნქციურობასა და გამძლეობას უზრუნველყოფს.

ინტერიერის დიზაინისა და მასალების წამყვანი ევროპული ბრენდები წარმოების პროცესში სწორებას სწორედ აღნიშნულ დეტალებზე აკეთებენ, რაც ჩვენთვის, მომხმარებლისთვის არჩევანს კიდევ უფრო ამარტივებს.

აღნიშნული ბრენდები საქართველოშიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სახლი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და ჩვენი შეხედულებისამებრ მოვაწყოთ. ამის მაგალითია ევროპული ბრენდის BLACK RED WHITE-ის საქართველოში შემოსვლა. მისი პროდუქცია ავეჯის ჰაბ ICR HOME-შია წარმოდგენილი. მასალების ფართო ასორტიმენტის, კატალოგებისა და პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს, თავისი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქცია ყველაზე მისაღები პირობებით შეარჩიოს.

სწორედ კომპანია Black Red White-ის წარმომადგენელი გვიზიარებს რეკომენდაციებსა და რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ, ფრთები შეასხათ თქვენს კრეატიულ იდეებს და სწორად დაგეგმოთ სახლის ეს უმნიშვნელოვანესი კუთხე:

1. გავითვალისწინოთ სახლის საერთო დიზაინი

როგორც წესი, თანამედროვე ბინებში სამზარეულო და მისაღები ოთახი გაერთიანებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ფერები, მასალებისა და ავეჯის დიზაინი ერთმანეთთან მკვეთრ კონტრასტს არ ქმნიდეს.

შეგვიძლია, გამოვიყენოთ მონოქრომული ფერები - მაგალითად, ყავისფრის, კრემისფრის, სპილოსძვლისფრისა და თეთრის ტონალობები; თუ უფრო მკვეთრ ფერებს, მაგალითად, მწვანეს ვანიჭებთ უპირატესობას, მისი თეთრთან შეხამება თბილ და მყუდრო გარემოს შეგვიქმნის და სხვა. რაც შეეხება ავეჯის დიზაინს, უმჯობესია, სამზარეულოს კუთხისა და მისაღები ოთახის სკამები და სავარძლები მსგავს ტონალობებში შევარჩიოთ.

2. უპირატესობა მივანიჭოთ ქარხნულ მასალებს

სამზარეულოს შემთხვევაში რისკის გაწევა არ ღირს, რადგან ერთმა შეუსაბამობამაც კი შეიძლება გეგმები მნიშვნელოვნად შეგვიცვალოს, ამიტომ უმჯობესია, არჩევანი ქარხნულ წარმოებაზე გავაკეთოთ.

მისი მთავარი უპირატესობებია:

  • კატალოგთან შესაბამისობა - მომხმარებელი სწორედ იმას იღებს, რასაც უკვეთს;
  • გამძლეობა;
  • ვადებთან შესაბამისობა - ფიზიკურ პირებთან თუ მცირე მეწარმეებთან თანამშრომლობის შემთხვევაში ხანდახან ვადების თვეებით გადაწევა გვიწევს, შესაბამისად ხანგრძლივდება სახლის მოწყობის პროცესიც, რაც დისკომფორტს გვიქმნის. ბრენდული მწარმოებლები კი უკვე სხვადასხვა საფასო კატეგორიაში გვთავაზობენ მაღალი ხარისხის პროდუქტს და რაც მთავარია, ჩაბარების თარიღების გადაწევის გარეშე.

3. უპირატესობა მივანიჭოთ მასალების გამძლეობას

წარმოებისას ევროპული კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი გამძლეობაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგოს დრო და ფინანსები და შეამციროს ბუნებრივი რესურსების მოხმარება, რაც გარემოზე ზრუნვაში გვეხმარება.

თუ გვსურს, რომ ჩვენი სამზარეულო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყურებოდეს ესთეტიკურად, სასურველია, მასზე არ დავზოგოთ რესურსები. იმის გათვალისწინებით, რომ სახლის ამ ნაწილზე დიდი დატვირთვა მოდის, დაბალი ხარისხის მასალების გამოყენების შემთხვევაში, სამზარეულოს განახლება რამდენიმე წელში მოგვიწევს.

დღეს აქტუალურია MDF (მერქან ბოჭკოვანი ფილები) და შეღებილი ხე, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და ევროპული მწარმოებლებიც აქტიურად იყენებენ მას.

4. შევარჩიოთ სწორი მასალისა და ფერის ზედაპირები

ზედაპირების შემთხვევაში უკვე განსხვავებული მასალები გვესაჭიროება: უფრო კომფორტულად ვიმუშავებთ როგორც ლამინირებულ ზედაპირზე, რომელიც უფრო ბიუჯეტური არჩევანია, ისე აგლომერატის (კომპოზიტის) ან სხვადასხვა ქვის ზედაპირებზე, რომელიც არ იკაწრება, გამძლეა და მარტივადაც იწმინდება, თუმცა ნაკლებად ბიუჯეტურია (მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემს).

რაც შეეხება MDF-სა და ხის ზედაპირებად გამოყენებას, ისინი წყლისა და ორთქლის მიმართ ნაკლებად გამძლეა და სწრაფად ჩნდება ნაკაწრებიც.

ფერების შერჩევისასაც სასურველია, უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ: შეიძლება მუქი ფერის, მაგალითად შავი სამზარეულო ერთი შეხედვით ელეგანტურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მისი წმენდა დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ უმჯობესია, არჩევანი ღია ფერებზე გავაკეთოთ.

5. თვალი გადავავლოთ ტენდენციებს

წელს სამზარეულოს დიზაინის რამდენიმე წამყვანი შტრიხი იკვეთება.

მათ შორის:

  • სივრცის ზედა ნაწილის კარადების გარეშე დატოვება;
  • კონტრასტული შტრიხის შეტანა, ღია ფერის სამზარეულოს შემთხვევაში;
  • ერთი კედლის სრულად ქვით მოპირკეთება;
  • ინტერიერში ლურჯი და მწვანე ფერების გამოყენება;
  • მეტი აქცენტი ნატურალურ მასალებზე.

შესაძლოა, არსებული ტენდენციები ერთი შეხედვით ჩვენს შეხედულებებს ვერ პასუხობდეს, თუმცა შთაგონების მისაღებად სასურველია, თანამედროვე მიდგომებისაც გადავავლოთ თვალი. ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, იცვლება მასალების დამზადების ტექნიკაც, შესაბამისად, თანამედროვე მიდგომებისთვის თვალის გადავლება საშუალებას მოგვცემს, უკეთესი პროდუქცია შევარჩიოთ.

6. თვალი გადავავლოთ მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ კატალოგებს

თუ ჩვენი საჭიროებები ცხადად გვაქვს გამოკვეთილი, თუმცა დიზაინთან დაკავშირებით გარკვეული რჩევები მაინც გვჭირდება ან ხარჯები გარკვეული იდეების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს, შეგვიძლია, მსხვილი კომპანიების კატალოგებს გავავლოთ თვალი.

მსხვილი კორპორაციები მუდმივად ადევნებენ თვალს წამყვანი დიზაინერების შემოთავაზებებსა და მომხმარებლების მოთხოვნებს და კატალოგებს სწორედ ამის მიხედვით ქმნიან. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა დაგვეხმარება, სრულად დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნები და ინტერიერის მოწყობის პროცესი უფრო ხარჯთეფექტური გავხადოთ, რადგან როგორც წესი, მსხვილ ბრენდებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა საფასო კატეგორიის, თუმცა სასურველი დიზაინის მასალები შემოგვთავაზონ.

5. სამზარეულოს კუნძული კომფორტული გარემოს შექმნაში დაგვეხმარება

შეგვიძლია, ყველა კუთხე გავხადოთ როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკურიც. თუ კერძებს ყოველდღიურად ვამზადებთ, უფრო კომფორტული გარემოს შესაქმნელად შეგვიძლია დავდგათ სამზარეულოს კუნძული და საჭირო ინგრედიენტები და ჭურჭელი უფრო მარტივად გადავანაწილოთ მასზე. მზადების პროცესის დასრულების შემდეგ კი დასუფთავებაში ნაკლები დროის დახარჯვა მოგვიწევს.

სამზარეულოს კუნძულს კიდევ უფრო ფუნქციურს გახდის სათავსოები, რომლებშიც ყოველდღიური საჭიროების ჭურჭელს ჩავაწყობთ. გარდა ამისა, კუნძული ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამზარეულო მისაღები ოთახისგან განცალკევებული სივრცეა.

8. მეტი სიმყუდროვისთვის კარადებით დავფაროთ ტექნიკის ნაწილი ან გამოვაჩინოთ მეტი კომფორტის შესაქმნელად

თუ სამზარეულოს მცირე ფართობში ვაწყობთ, წესრიგისა და სიმყუდროვის შესაქმნელად უმჯობესია, კარადებით დავფაროთ სამზარეულოს ტექნიკა, ხოლო თუ სივრცე საშუალებას გვაძლევს, ფერებისა და დიზაინის მიხედვით სწორად შერჩეული ტექნიკა საერთო სურათში ორგანულად ჩაჯდება.

9. შევარჩიოთ სწორი განათება

სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული სიცხადით უნდა ვხედავდეთ, ამიტომ მკვეთრი განათება დაგვჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ სინათლე არ უნდა აღიზიანებდეს და ღლიდეს თვალს, ამიტომაც ჭაღი სწორად უნდა შევარჩიოთ და ნათურებიც შესაბამისად გადავანაწილოთ.

სინათლის გადანაწილების ერთ-ერთი ხერხია სამზარეულოს კუნძულის ზემოთ, ჭერზე დამაგრებული პატარა ზომის სანათები, რომელიც სამზარეულოს ავეჯთან და აქსესუარებთან ესთეტიკური თვალსაზრისითაც ჰარმონიულ სინთეზს ქმნის.

10. ვენდოთ მასალების რეპუტაციულ მწარმოებლებს

დღეს ბაზარი ბევრი მასალითა და შემოთავაზებით არის გაჯერებული, რაც ხანდახან გვაბნევს ხოლმე. იმისათვის, რომ სამზარეულოს მოწყობის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს და სასურველი შედეგიც მივიღოთ, რეკომენდებულია, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებს ვენდოთ.

მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ რჩევები მასალებთან და დიზაინთან დაკავშირებით, ჩვენი საჭიროებების შესაბამისად შევარჩიოთ პროდუქცია და რაც მთავარია, დაზღვეულები ვიყოთ შეცდომებისა და ვადების ცვლილებისგან.

მეტი დეტალის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან ავეჯის მულტიბრენდული ჰაბის, ICR HOME-ის პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც ევროპული ბრენდის „Black Red White”-ის მრავალფეროვანი კატალოგების და მასალების ნიმუშების მეშვეობით თქვენზე მორგებული სამზარეულოს შერჩევაშიც დაგეხმარებიან

NS