სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა, როგორიც ამერიკა და ევროპაა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი
"საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა, როგორიც ამერიკა და ევროპაა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი

არუნ ხათ­რი აი­ურ­ვე­დას (ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ინ­დო­ეთ­ში) ექ­სპერ­ტია და ქარ­თვე­ლებს ას­წავ­ლის, რო­გორ არ უნდა და­ბერ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 10-15-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბი­სა და კვე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვებს აზი­ა­რებს, მიმ­დევ­რე­ბი ფე­ის­ბუკ­შიც ბევ­რი ჰყავს და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო, მო­ე­წო­ნა და ინ­დო­ეთ­შიც წა­იყ­ვა­ნა. დე­ლი­ში მდიდ­რუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს, თუმ­ცა წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ახლა არუნ ხათ­რი და თა­თია კუ­ზა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ და ტყუპ გო­გო­ნას ზრდი­ან.

არუნ ხათ­რი:

- თამ­თა ბავ­შვო­ბი­დან იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ინ­დუ­რი კულ­ტუ­რი­თა და ფილ­მე­ბით, სა­ხე­ლი არუ­ნი ჰყვა­რე­ბია. ერთ დღეს სკა­ი­პის სა­ძი­ე­ბელ­ში ჩა­წე­რა ეს სა­ხე­ლი და მე მი­პო­ვა... ჩვენ­თან მა­შინ გვი­ა­ნი ღამე იყო, მე პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი და გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­რჩი კომ­პი­უ­ტერ­თან, ერ­თმა­ნეთს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, გა­ვე­ცა­ნით... ის ძი­რი­თა­დად კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მის­ვამ­და შე­კი­თხვებს, მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვპა­სუ­ხობ­დი. ბო­ლოს ერ­თმა­ნე­თის უფრო ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი.

- თქვენ რო­დის ის­წავ­ლეთ ქარ­თუ­ლი ასე კარ­გად?

- ვერც გა­ვი­გე, რო­დის ვის­წავ­ლე. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ვნა­ხე, რომ ინ­გლი­სუ­რი ძა­ლი­ან ცო­ტამ იცო­და, არა­და, ხალ­ხთან ხომ უნდა მე­ლა­პა­რა­კა?! და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი ისე, რო­გორც შე­მეძ­ლო - თა­ვი­დან ცუ­დად ვლა­პა­რა­კობ­დი, მერე თან­და­თან ვის­წავ­ლე, ბო­ლოს გრა­მა­ტი­კუ­ლა­დაც გავ­მარ­თე.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და ინ­დო­ე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ხალ­ხი ვართ, ოჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეგ­ხვედ­რი­ათ?

- სხვა­თა შო­რის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც თამ­თას ოჯა­ხის­გან ყო­ფი­ლა და არც ჩემი. თა­ვა­დაც არ ვე­ლო­დი, თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე კარ­გად აე­წყო­ბო­და. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ჩემს მშობ­ლებ­სა და ძმა­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ბო­ლოს ერთი თვე დაჰ­ყვეს თბი­ლის­ში, სულ ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­დნენ ინ­დო­ეთ­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მოგ­წონთ, რა არის აქ თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- ვიდ­რე აქ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი­ვე კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც ამე­რი­კა და ევ­რო­პა, მაგ­რამ შევ­ცდი, ინ­დო­ეთს უფრო ჰგავს. თქვენც ჩვენ­სა­ვით დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებთ ნა­თე­სა­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ოჯახს, სტუ­მარს ოჯახ­ში მას­პინ­ძლობთ და ღა­მის გა­სა­თე­ვად სას­ტუმ­რო­ში არ უშ­ვებთ. მე იმის გა­მოც გა­მი­ად­ვილ­და ქარ­თვე­ლებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა, რომ თამ­თა ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ­და ჩვენს კულ­ტუ­რას, მან მეც გა­მი­ად­ვი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა და თა­ვა­დაც იო­ლად შე­ე­გუა ინ­დო­ეთს. სხვა­თა შო­რის, თამ­თამ ინ­დუ­რი ენაც კარ­გად იცის და სამ­ზა­რე­უ­ლოც, ხში­რად აკე­თებს ინ­დურ კერ­ძებს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ შე­ე­გუა, ცხე­ლი კლი­მა­ტია. სხვა­თა შო­რის, სი­ცხე მეც არ მიყ­ვარს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია ინ­დო­ეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ლი­ში ცხოვ­რე­ბა. სახ­ლი­დან გა­სუ­ლი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე რო­დის მი­აღ­წევ, არ იცი. შე­იძ­ლე­ბა გზა­ში 4-5 სა­ა­თი მო­გი­წი­ოს ყოფ­ნამ. ჩემი ოფი­სი სახ­ლი­დან 45 კი­ლო­მეტრში მქონ­და. 8 სა­ა­თი­თაც ვყო­ფილ­ვარ სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლი, ბო­ლოს 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ვერ და­ვაღ­წიე თავი სა­ცობს, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარს გზა­ში არ გა­ვა­ტა­რებ­დი და სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვი­დო­დი.

- ე..ი. თბი­ლი­სუ­რი სა­ცო­ბე­ბი ვერ შე­გიქ­მნით დის­კომ­ფორ­ტს.

- ბოლო დროს აქაც გარ­თულ­და სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ დე­ლის­თან რა შე­და­რე­ბაა?! იქ ხომ 17 მი­ლი­ო­ნი კაცი ცხოვ­რობს.

- პრო­ფე­სი­ით ექი­მი ხართ?

- აი­ურ­ვე­დის ექ­სპერ­ტი ვარ, თუმ­ცა ინ­დო­ეთ­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია. არც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ­დი. ისე გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, ვი­ფიქ­რე, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს მივ­ცემ ხალ­ხს-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე­თი დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს, გა­დავ­წყვი­ტე, დღე­ში 10-15 წუთი ამ საქ­მის­თვის და­მეთ­მო. რა­ტო­მაც არა?! სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ზი­ა­რებ ჩემს ცოდ­ნას ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. ჩემი გო­გო­ნე­ბი ინ­დო­ეთ­ში და­ი­ბად­ნენ, მაგ­რამ 6 თვის იყ­ვნენ, აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. მეც აქ ვა­პი­რებ და­ბე­რე­ბას.

- რას საქ­მი­ა­ნობთ?

- რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი მაქვს, ძი­რი­თა­დად, პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის კონ­სულ­ტან­ტი ვი­ყა­ვი ინ­დო­ეთ­ში და ახ­ლაც ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ. მი­ხა­რია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი საქ­მე.

- ქარ­თველ ხალ­ხზე რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი ხართ, უკვე 12 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და არა­ვის­თან შემ­ქმნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მა. ქარ­თუ­ლად რომ კარ­გად ვლა­პა­რა­კობ, ეს ძა­ლი­ან მოს­წონთ. კუ­თხე არ არ­სე­ბობს, ძმა­კა­ცი რომ არ მყავ­დეს, ინ­დო­ეთ­ზე კარ­გად სა­ქარ­თვე­ლოს ვიც­ნობ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
2

უფალმა დაგლოცოთ, წარმატებები მუდამ 

მსიამოვნებს თქვენი დანახვა, ვიდეოებს ხშირად ვუსმენ

დარია
9

უფალმა დაგლოცოს 🙏🙏🙏ძალიან კარგი ადამიანი ხარ 

მე სულ თვალს ვადევნებ და ვკითხულობ თქვენს ვიდეოებს❤️

ავტორი:

"საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა, როგორიც ამერიკა და ევროპაა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი

"საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა მეგონა, როგორიც ამერიკა და ევროპაა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი

არუნ ხათრი აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტია და ქართველებს ასწავლის, როგორ არ უნდა დაბერდნენ. სოციალურ ქსელში 10-15-წუთიანი ვიდეორგოლებით ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების შესახებ რჩევებს აზიარებს, მიმდევრები ფეისბუკშიც ბევრი ჰყავს და ინსტაგრამზეც.

საქართველოში პირველად შეყვარებულის სანახავად ჩამოვიდა. ქართველი გოგონა სოციალური ქსელით გაიცნო, მოეწონა და ინდოეთშიც წაიყვანა. დელიში მდიდრული, ტრადიციული ქორწილიც გადაიხადეს, თუმცა წყვილმა საქართველოში დაფუძნება გადაწყვიტა. ახლა არუნ ხათრი და თათია კუზანაშვილი თბილისში ცხოვრობენ და ტყუპ გოგონას ზრდიან.

არუნ ხათრი:

- თამთა ბავშვობიდან იყო გატაცებული ინდური კულტურითა და ფილმებით, სახელი არუნი ჰყვარებია. ერთ დღეს სკაიპის საძიებელში ჩაწერა ეს სახელი და მე მიპოვა... ჩვენთან მაშინ გვიანი ღამე იყო, მე პროექტზე ვმუშაობდი და გვიანობამდე შევრჩი კომპიუტერთან, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, გავეცანით... ის ძირითადად კულტურის შესახებ მისვამდა შეკითხვებს, მეც დიდი სიამოვნებით ვპასუხობდი. ბოლოს ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და საქართველოში ჩამოვედი.

- თქვენ როდის ისწავლეთ ქართული ასე კარგად?

- ვერც გავიგე, როდის ვისწავლე. საქართველოში რომ ჩამოვედი, ვნახე, რომ ინგლისური ძალიან ცოტამ იცოდა, არადა, ხალხთან ხომ უნდა მელაპარაკა?! დავიწყე საუბარი ისე, როგორც შემეძლო - თავიდან ცუდად ვლაპარაკობდი, მერე თანდათან ვისწავლე, ბოლოს გრამატიკულადაც გავმართე.

- იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები და ინდოელები ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციებისა და კულტურის ხალხი ვართ, ოჯახების წინააღმდეგობა არ შეგხვედრიათ?

- სხვათა შორის, წინააღმდეგობა არც თამთას ოჯახისგან ყოფილა და არც ჩემი. თავადაც არ ველოდი, თუ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა. სხვათა შორის, საქართველო ჩემს მშობლებსა და ძმასაც ძალიან მოსწონთ. ჩემმა მშობლებმა ბოლოს ერთი თვე დაჰყვეს თბილისში, სულ ახლახან დაბრუნდნენ ინდოეთში.

- საქართველოში რა მოგწონთ, რა არის აქ თქვენთვის განსაკუთრებული?

- ვიდრე აქ ჩამოვდიოდი, მეგონა, საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა იქნებოდა, როგორიც ამერიკა და ევროპა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს უფრო ჰგავს. თქვენც ჩვენსავით დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ნათესაურ ურთიერთობებს, ოჯახს, სტუმარს ოჯახში მასპინძლობთ და ღამის გასათევად სასტუმროში არ უშვებთ. მე იმის გამოც გამიადვილდა ქართველებთან ინტეგრირება, რომ თამთა ძალიან კარგად იცნობდა ჩვენს კულტურას, მან მეც გამიადვილა საქართველოში ცხოვრება და თავადაც იოლად შეეგუა ინდოეთს. სხვათა შორის, თამთამ ინდური ენაც კარგად იცის და სამზარეულოც, ხშირად აკეთებს ინდურ კერძებს. ერთადერთი, რასაც ვერ შეეგუა, ცხელი კლიმატია. სხვათა შორის, სიცხე მეც არ მიყვარს.

- საქართველოში ცხოვრება რატომ გადაწყვიტეთ?

- ძალიან რთულია ინდოეთში, განსაკუთრებით დელიში ცხოვრება. სახლიდან გასული, დანიშნულების ადგილამდე როდის მიაღწევ, არ იცი. შეიძლება გზაში 4-5 საათი მოგიწიოს ყოფნამ. ჩემი ოფისი სახლიდან 45 კილომეტრში მქონდა. 8 საათითაც ვყოფილვარ საცობში გაჭედილი, ბოლოს 12 საათის განმავლობაში რომ ვერ დავაღწიე თავი საცობს, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ცხოვრების ნახევარს გზაში არ გავატარებდი და საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდოდი.

- ე..ი. თბილისური საცობები ვერ შეგიქმნით დისკომფორტს.

- ბოლო დროს აქაც გართულდა სიტუაცია, მაგრამ დელისთან რა შედარებაა?! იქ ხომ 17 მილიონი კაცი ცხოვრობს.

- პროფესიით ექიმი ხართ?

- აიურვედის ექსპერტი ვარ, თუმცა ინდოეთში ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. არც საქართველოში ვაპირებდი. ისე გადავიღე რამდენიმე ვიდეო, ვიფიქრე, სასარგებლო რჩევებს მივცემ ხალხს-მეთქი, მაგრამ ისეთი დიდი ინტერესი გამოხატეს, გადავწყვიტე, დღეში 10-15 წუთი ამ საქმისთვის დამეთმო. რატომაც არა?! სიამოვნებით გავაზიარებ ჩემს ცოდნას ქვეყანაში, სადაც ჩემი შვილებიც ცხოვრობენ. ჩემი გოგონები ინდოეთში დაიბადნენ, მაგრამ 6 თვის იყვნენ, აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად. მეც აქ ვაპირებ დაბერებას.

- რას საქმიანობთ?

- რამდენიმე ბიზნესი მაქვს, ძირითადად, პროექტებზე ვმუშაობ. ამერიკული კომპანიის კონსულტანტი ვიყავი ინდოეთში და ახლაც ამ სფეროში ვმუშაობ. მიხარია, რომ შესაძლებლობა მეძლევა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმე.

- ქართველ ხალხზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ძალიან კარგი ხალხი ხართ, უკვე 12 წელია საქართველოში ვცხოვრობ და არავისთან შემქმნია ურთიერთობაში პრობლემა. ქართულად რომ კარგად ვლაპარაკობ, ეს ძალიან მოსწონთ. კუთხე არ არსებობს, ძმაკაცი რომ არ მყავდეს, ინდოეთზე კარგად საქართველოს ვიცნობ. განაგრძეთ კითხვა