სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
85 წლის ქალმა გათავისუფლების შემდეგ "ჰამასელებს" ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა - უცნაური ტყვეობის ამბავი: რას ჰყვება იოჩევედ ლიფშიცი ღაზას გვირაბში გატარებულ დღეებზე?
85 წლის ქალმა გათავისუფლების შემდეგ "ჰამასელებს" ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა - უცნაური ტყვეობის ამბავი: რას ჰყვება იოჩევედ ლიფშიცი ღაზას გვირაბში გატარებულ დღეებზე?

85 წლის იო­ჩე­ვედ ლიფ­ში­ცი, ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებ­მა ტყვე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თელ-ავი­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქალ­მა ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა გა­ნი­ცა­და ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას.

ქა­ლის თქმით, "ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა", როცა ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ ჰა­მა­სის მებ­რძო­ლებ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტით გა­ი­ტა­ცეს. ამ­ბობს, რომ ერთ მო­მენ­ტში ჯო­ხე­ბით სცე­მეს და აი­ძუ­ლეს ფე­ხით ევლო.

იო­ჩე­ვე­დი იხ­სე­ნებს, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო გვი­რაბ­ში, სა­დაც ტყვე­ე­ბი მი­იყ­ვა­ნეს.

"ისი­ნი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გვექ­ცე­ოდ­ნენ, მოგ­ვა­წო­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვჭირ­დე­ბო­და" - უპა­სუ­ხა ქალ­მა რე­პორ­ტი­ორს, რო­მელ­მაც ჰკი­თხა, თუ რა­ტომ ჩა­მო­არ­თვა ხელი ჰა­მა­სის მებ­რძოლს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ.

"ჩვენ ვჭამ­დით იმა­ვე საკ­ვებს, რა­საც ისი­ნი - პური და ყვე­ლი, კიტ­რი. ეს იყო მთე­ლი დღის საჭ­მე­ლი" - თქვა ლიფ­შიც­მა.

რო­გორც ჰყვე­ბა, გვი­რაბ­ში ყო­ველ ორ-სამ დღე­ში ერთხელ ექი­მი მო­დი­ო­და მისი და სხვა მძევ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად და წამ­ლებს აძ­ლევ­დათ. მისი თქმით, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც ტყვე­ე­ბი მი­ი­ღეს "ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი და თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი" იყ­ვნენ, ისი­ნი წი­ნას­წარ მო­ემ­ზად­ნენ მძევ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

"ისი­ნი თით­ქოს მზად იყ­ვნენ ამი­სათ­ვის, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, ჰქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სჭირ­დე­ბო­დათ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის და ქა­ლე­ბის­თვის, შამ­პუ­ნის ჩათ­ვლით,” - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბი „უზარ­მა­ზარ ობო­ბას ქსელს“ შე­ა­და­რა, რო­მელ­საც "ჰა­მა­სი" მარ­თავს. ქალ­მა გა­აკ­რი­ტი­კა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი იმის გამო, რომ ისი­ნი არ აღიქ­ვამ­დნენ სე­რი­ო­ზუ­ლად "ჰა­მა­სის" საფრ­თხეს თავ­დას­ხმის წინ.

ლიფ­ში­ცი ერთ-ერ­თია იმ ორი ქა­ლი­დან, რო­მე­ლიც ჰა­მა­სმა გუ­შინ ღა­მით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ამ დრო­ის­თვის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ოთხი ადა­მი­ა­ნი - 79 წლის ნუ­რიტ კუ­პე­რი, 85 წლის იო­ჩე­ვედ ლიფ­ში­ცი და აშშ-ს ორი მო­ქა­ლა­ქე, მძევ­ლე­ბი ჯუ­დიტ რა­ა­ნა­ნი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლი.

ორ­შა­ბა­თის დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით ის­რა­ე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჰა­მასს ღა­ზა­ში 222 ადა­მი­ა­ნი ჰყავს.

იო­ჩე­ვედ ლიფ­ში­ცის ქა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც დე­დას ეს­ტუმ­რა ის­რა­ე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და რომ დე­და­მი­სი "რო­გორც ჩანს, კარ­გად არის".

"დე­და­ჩე­მის ხე­ლახ­ლა ნახ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე ვა­მა­ყობ მი­სით, ის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია“, - თქვა შე­რონ ლიფ­შიც­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­რო­ნი გან­მარ­ტავს დე­დის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სმა" გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ ხან­ში­შე­სუ­ლი ქალი ხელს არ­თმევს ერთ-ერთ მებ­რძოლს.

"გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ის უკან მიბ­რუნ­და, ხელი ჩა­მო­არ­თვა მას და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩემ­თვის. ეს ძა­ლი­ან ჰგავს მას“, - ამ­ბობს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი.

"იქ ჯერ კი­დევ 200-ზე მეტი ჰა­მა­სის მძე­ვა­ლია. ჩვენ არ უნდა ვი­სა­უბ­როთ მხო­ლოდ სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, არა­მედ უნდა ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლას გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად“, - დას­ძი­ნა ქალ­მა.

მის ოჯახს ჯერ კი­დევ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია მა­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ასე­ვე მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

"ის არ იყო დე­დას­თან ერ­თად, ამი­ტომ მან არ იცის, სად არის", - ამ­ბობს შვი­ლი.

იო­ჩე­ვედ ლიფ­ში­ცი და მისი მე­უღ­ლე - მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა

შე­რონ ლიფ­შიც­მა თქვა, რომ მა­მა­მი­სი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და და "მას სურ­და მშვი­დო­ბა ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან". ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ "ჩვენ უნდა გვე­პო­ვა გზა ერ­თად ცხოვ­რე­ბის­თვის და მა­რა­დი­უ­ლი ომის იდე­ის წი­ნა­აღ­მდეგ".

"ის კარ­გად ლა­პა­რა­კობს არა­ბუ­ლად, ამი­ტომ შე­უძ­ლია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ის ბევრ ადა­მი­ანს იც­ნობს ღა­ზა­ში. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ექ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ქალი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ჰა­მა­სის პო­ლი­ტი­კურ­მა ფრთამ შე­საძ­ლოა, არც იცო­და 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ე­ლებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
1

ამ ქალს სტოკჰოლმის სინდრომი არ შეყრია, კარგად ექცეოდნენ და ამისთვის გადაუხადა მადლობა

!!!!!
99

აგერ, დაწერეს კიდეც, სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა ამ გამოყრუებულ დედაბერს.

ავტორი:

85 წლის ქალმა გათავისუფლების შემდეგ "ჰამასელებს" ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა - უცნაური ტყვეობის ამბავი: რას ჰყვება იოჩევედ ლიფშიცი ღაზას გვირაბში გატარებულ დღეებზე?

85 წლის ქალმა გათავისუფლების შემდეგ "ჰამასელებს" ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა - უცნაური ტყვეობის ამბავი: რას ჰყვება იოჩევედ ლიფშიცი ღაზას გვირაბში გატარებულ დღეებზე?

85 წლის იოჩევედ ლიფშიცი, ერთ-ერთია, რომელიც "ჰამასის" მებრძოლებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს. თელ-ავივის საავადმყოფოში გამართულ პრესკონფერენციაზე ქალმა ისაუბრა იმაზე, თუ რა განიცადა ტყვეობაში ყოფნისას.

ქალის თქმით, "ჯოჯოხეთი გამოიარა", როცა ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მოტოციკლეტით გაიტაცეს. ამბობს, რომ ერთ მომენტში ჯოხებით სცემეს და აიძულეს ფეხით ევლო.

იოჩევედი იხსენებს, რომ განსხვავებული ვითარება იყო გვირაბში, სადაც ტყვეები მიიყვანეს.

"ისინი კეთილგანწყობილი გვექცეოდნენ, მოგვაწოდეს ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა" - უპასუხა ქალმა რეპორტიორს, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ ჩამოართვა ხელი ჰამასის მებრძოლს გათავისუფლების შემდეგ.

"ჩვენ ვჭამდით იმავე საკვებს, რასაც ისინი - პური და ყველი, კიტრი. ეს იყო მთელი დღის საჭმელი" - თქვა ლიფშიცმა.

როგორც ჰყვება, გვირაბში ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ ექიმი მოდიოდა მისი და სხვა მძევლების სანახავად და წამლებს აძლევდათ. მისი თქმით, ადამიანი, რომლებმაც ტყვეები მიიღეს "ძალიან მეგობრულები და თავაზიანები" იყვნენ, ისინი წინასწარ მოემზადნენ მძევლების მისაღებად.

"ისინი თითქოს მზად იყვნენ ამისათვის, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ჰქონდათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, შამპუნის ჩათვლით,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მიწისქვეშა გვირაბები „უზარმაზარ ობობას ქსელს“ შეადარა, რომელსაც "ჰამასი" მართავს. ქალმა გააკრიტიკა ისრაელის სამხედროები იმის გამო, რომ ისინი არ აღიქვამდნენ სერიოზულად "ჰამასის" საფრთხეს თავდასხმის წინ.

ლიფშიცი ერთ-ერთია იმ ორი ქალიდან, რომელიც ჰამასმა გუშინ ღამით გაათავისუფლა.

ამ დროისთვის ტყვეობიდან გათავისუფლებულია ოთხი ადამიანი - 79 წლის ნურიტ კუპერი, 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი და აშშ-ს ორი მოქალაქე, მძევლები ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი.

ორშაბათის დილის მდგომარეობით ისრაელის მონაცემებით, ჰამასს ღაზაში 222 ადამიანი ჰყავს.

იოჩევედ ლიფშიცის ქალიშვილმა, რომელიც დედას ესტუმრა ისრაელის საავადმყოფოში, მედიასთან განაცხადა რომ დედამისი "როგორც ჩანს, კარგად არის".

"დედაჩემის ხელახლა ნახვა წარმოუდგენელია. მე ვამაყობ მისით, ის საოცარი ადამიანია“, - თქვა შერონ ლიფშიცმა ინტერვიუში.

შერონი განმარტავს დედის გათავისუფლების ვიდეოს, რომელიც "ჰამასმა" გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ხანშიშესული ქალი ხელს ართმევს ერთ-ერთ მებრძოლს.

"გათავისუფლების შემდეგ ის უკან მიბრუნდა, ხელი ჩამოართვა მას და მადლობა გადაუხადა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ეს ძალიან ჰგავს მას“, - ამბობს გათავისუფლებული მძევლის ქალიშვილი.

"იქ ჯერ კიდევ 200-ზე მეტი ჰამასის მძევალია. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე, არამედ უნდა ვიმუშაოთ ყველას გასათავისუფლებლად“, - დასძინა ქალმა.

მის ოჯახს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მამის შესახებ, რომელიც ასევე მძევლად აიყვანეს.

"ის არ იყო დედასთან ერთად, ამიტომ მან არ იცის, სად არის", - ამბობს შვილი.

იოჩევედ ლიფშიცი და მისი მეუღლე - მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

შერონ ლიფშიცმა თქვა, რომ მამამისი პალესტინელების უფლებებზე მუშაობდა და "მას სურდა მშვიდობა ჩვენს მეზობლებთან". ის დარწმუნებული იყო, რომ "ჩვენ უნდა გვეპოვა გზა ერთად ცხოვრებისთვის და მარადიული ომის იდეის წინააღმდეგ".

"ის კარგად ლაპარაკობს არაბულად, ამიტომ შეუძლია მათთან ურთიერთობა. ის ბევრ ადამიანს იცნობს ღაზაში. მინდა მჯეროდეს, რომ მას ყველაფერი კარგად ექნება“, - ამბობს ქალი.

ერთ-ერთი ვერსიით, ჰამასის პოლიტიკურმა ფრთამ შესაძლოა, არც იცოდა 7 ოქტომბერს ისრაელებზე მომზადებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესახებ.