მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა" - რას ამბობს ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრასა და ყოფილი გენპროკურორის გარშემო ატეხილ სკანდალზე?
"ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა" - რას ამბობს ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრასა და ყოფილი გენპროკურორის გარშემო ატეხილ სკანდალზე?

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის საქ­მე­ზე სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და იმ ფარ­გლებს, რო­მელ­ზეც სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ისა­უბ­რა, ვერ გავ­ცდე­ბი, ისევ და ისევ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც შო­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, უწყე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

"გე­ტყვით, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში შეყ­ვა­ნას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხსე­ნე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ისა­უბ­რა გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე. ეს გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რეა და ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. ჩვენ საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სუს-ი. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რეა, არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და იმ ფარ­გლებს, რო­მელ­ზეც სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ისა­უბ­რა, ვერ გავ­ცდე­ბი, ისევ და ისევ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მეტ დე­ტალ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ.

2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა აღარ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, მას შემ­დეგ რაც ის გა­დად­გა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და არც შე­იძ­ლე­ბა რომ ჰქონ­დეს. ამის არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს, ეს არის უბ­რა­ლოდ სპე­კუ­ლა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს შეხ­ვედ­რას, ყვე­ლას­თვის სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ჩვენ გვა­კავ­ში­რებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და ყო­ფი­ლა შეხ­ვედ­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც“,- გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში სან­ქცი­ე­ბი კი­დევ 24 ინ­დი­ვიდ­ზე გავ­რცელ­და, რო­მელ­თა შო­რი­საა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ქარ­თველ-რუს ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) მუ­შა­ობ­და, რათა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა.

თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
3

ბიძინას დიდი ალბათობით კადაფის ბედს გააზიარებინებენ და კალაძეს და მსგავს ბინარცენებს ზედ მიაყოლებენ ......

სვანი
0

ცალკე თემაა კიდევ, შოთაძის სამონათმფლობელოში - უფროსების მიერ თანამშრომელი გოგონების სექსუალური თანაცხოვრებისაკენ იძულება პრემია-დაწინაურების გზით, ეგეთი ხრიკებით პროკურატურაში რამდენიმე ქალი თანამდებობის პირია, ზოგი ბაკურ აბულაძის ,,ნაშაა", ზოგიც სხვის... ეს ყველამ იცის, მაგრამ ვის უნდა გასაგდებად გაიხადოს საქმე.... ერთი უნდა ნახოთ ეს ,,ნაშები" რა აუტანლები არიან და რა თავხედობით გამოირჩევიან.... ეჰ, ბევრი რაღაც დალპა პროკურატურაში....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა" - რას ამბობს ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრასა და ყოფილი გენპროკურორის გარშემო ატეხილ სკანდალზე?

"ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა" - რას ამბობს ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრასა და ყოფილი გენპროკურორის გარშემო ატეხილ სკანდალზე?

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

ამასთან, როგორც შოთაძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უწყებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

''გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე. ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ.

2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც“,- განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.