მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ მითარგმნით "მმართველობით ფორმაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას", როცა ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია, ჩინეთის კი არა" - თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს
"როგორ მითარგმნით "მმართველობით ფორმაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას", როცა ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია, ჩინეთის კი არა" - თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს

მა­შინ, როცა ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არის ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ჩი­ნე­თის არ არის, რა­ნა­ი­რად აწერთ ხელს იმას, რომ ჩი­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მებს გა­ი­ზი­ა­რებთ? ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას­თან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ივ­ლის, აბა, მე რა ჯან­და­ბა მინ­და?! რას ნიშ­ნავს? ამას როცა ხელს აწერ­დით - ჩი­ნუ­რი პა­სუ­ხე­ბი არ მინ­და, ქარ­თუ­ლად ამიხ­სე­ნით! - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ილია დარ­ჩი­აშ­ვილს, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით უს­მე­ნენ.

ასე­ვე, აქუ­ბარ­დია და­ინ­ტე­რეს­და, ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვი­ლის გა­მოთ­ქმის ფონ­ზე, ამ სა­კი­თხზე რა პო­ზი­ცია აქვთ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს.

"რო­დე­საც ამ­ბობთ, რომ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა ჩი­ნე­თის მხრი­დან იმ ფონ­ზე, როცა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე სი­ტყვა არ გაქვთ ტექ­სტში ნათ­ქვა­მი, მე ამას ჩი­ნეთს კი არ ვაბ­რა­ლებ, მე ამას თქვენ გაბ­რა­ლებთ! იქ­ნებ კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტოთ, გა­სა­გე­ბად, იმი­ტომ, რომ აქ არ წე­რია, რა­ტომ არ იმუ­შა­ვა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რომ ჩი­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­თან მი­მარ­თე­ბით ასი­მეტ­რია არ ყო­ფი­ლი­ყო. როცა შე­გეძ­ლოთ კვიპ­რო­სის და­რად ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა­ზე ყო­ფი­ლი­ყო ჩა­ნა­წე­რი და არა ზო­გა­დად. სა­ერ­თოდ შე­მო­ვი­და თუ არა სა­გა­რე­ო­ში ეს ტექ­სტი. სა­ოქ­მო ჩა­ნა­წე­რე­ბი მოგ­თხო­ვეთ და ამა­ზე პა­სუ­ხი არ არის, რაც კი­დევ უფრო მიმ­ყა­რებს რწმე­ნას, ეტყო­ბა, სა­გა­რე­ო­ში სა­ერ­თოდ არც ნა­ხეს ეს ტექ­სტი.

სა­ერ­თოდ რას­თან გვაქვს საქ­მე, როცა თქვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა რო­გორც სა­გა­რეო ფლან­გის მი­ნის­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. თქვენ მე მი­კი­თხავთ მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ას და იქაც არ წე­რია სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე არა­ფე­რი. გა­სა­გე­ბია, რომ, ეკო­ნო­მი­კის კუ­თხით, ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა წე­რია, მაგ­რამ მი­პა­სუ­ხეთ, ინ­დო­ეთ­თან, პა­კის­ტან­თან, ია­პო­ნი­ას­თა­ნაც ვა­პი­რებთ, სა­გა­რეო კუ­თხით, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბე­ბის ხა­რისხში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აყ­ვა­ნას თუ არ ვა­პი­რებთ? თუ ვა­პი­რებთ, ეგეც უნდა ვი­ცო­დეთ, იმი­ტომ, რომ არც რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, არც მთავ­რო­ბის დო­კუ­მენ­ტში არ წე­რია, მა­შინ, როცა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში რუ­მი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვე­წე­რა და დეკ­ლა­რა­ცი­აც გა­ფორმ­და შარ­შან. ხომ ასეა? წე­სით კარ­გად უნდა იცო­დეთ რომ ასეა! რაც შე­ე­ხე­ბა ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირს, მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი ჩი­ნეთ­თან სამ პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბა: პარტნი­ო­რო­ბა, კონ­კუ­რენ­ცია და გლო­ბა­ლუ­რი მე­ტო­ქე­ო­ბა, მა­შინ, როცა ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ჩი­ნე­თის არ არის, რა­ნა­ი­რად აწერთ ხელს იმას, რომ ჩი­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მებს გა­ი­ზი­ა­რებთ? ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ივ­ლის, აბა, მე რა ჯან­და­ბა მინ­და?!

რას ნიშ­ნავს? ამას როცა ხელს აწერ­დით, რო­გორ მი­თარ­გმნით მე „მმარ­თვე­ლო­ბით ფორ­მა­ში გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას“, რო­დე­საც ჩვე­ნი გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სია დე­მოკ­რა­ტია და ჩი­ნე­თის ნამ­დვი­ლად არ არის დე­მოკ­რა­ტია, რბი­ლად რომ ვთქვათ. იქ­ნებ გა­მა­გე­ბი­ნოთ, გა­სა­გე­ბად, ჩი­ნუ­რი პა­სუ­ხე­ბი არ მინ­და, ქარ­თუ­ლად ამიხ­სე­ნით რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი და თუ კი­დევ ვაღ­რმა­ვებთ, სა­დამ­დე უნდა წა­ვი­დეს ეს?! ყო­ფი­ლა თუ არა კი­თხვე­ბი ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?“ - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააა
0

ადრე ერთხელ ისეთი რაღაც თქვა, კინაღამ ჭკვიანი მეგონა, რას შევცდებოდი!!!!

&*
3

თავში აუვაღდა აქუს გოგოსა!

ავტორი:

"როგორ მითარგმნით "მმართველობით ფორმაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას", როცა ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია, ჩინეთის კი არა" - თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს

"როგორ მითარგმნით "მმართველობით ფორმაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას", როცა ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია, ჩინეთის კი არა" - თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს

მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი არის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარება, რაც ჩინეთის არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთის მმართველობის ფორმებს გაიზიარებთ? ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან „ქართული ოცნება“ ივლის, აბა, მე რა ჯანდაბა მინდა?! რას ნიშნავს? ამას როცა ხელს აწერდით - ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ასევე, აქუბარდია დაინტერესდა, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილის გამოთქმის ფონზე, ამ საკითხზე რა პოზიცია აქვთ დასავლელ პარტნიორებს.

"როდესაც ამბობთ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან იმ ფონზე, როცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სიტყვა არ გაქვთ ტექსტში ნათქვამი, მე ამას ჩინეთს კი არ ვაბრალებ, მე ამას თქვენ გაბრალებთ! იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ, გასაგებად, იმიტომ, რომ აქ არ წერია, რატომ არ იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ჩინეთსა და საქართველოს ინტერესებთან მიმართებით ასიმეტრია არ ყოფილიყო. როცა შეგეძლოთ კვიპროსის დარად ტექსტში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე ყოფილიყო ჩანაწერი და არა ზოგადად. საერთოდ შემოვიდა თუ არა საგარეოში ეს ტექსტი. საოქმო ჩანაწერები მოგთხოვეთ და ამაზე პასუხი არ არის, რაც კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას, ეტყობა, საგარეოში საერთოდ არც ნახეს ეს ტექსტი.

საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, როცა თქვენი მთავარი ამოცანაა როგორც საგარეო ფლანგის მინისტრის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. თქვენ მე მიკითხავთ მთავრობის სტრატეგიას და იქაც არ წერია სტრატეგიულ პარტნიორობაზე არაფერი. გასაგებია, რომ, ეკონომიკის კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება წერია, მაგრამ მიპასუხეთ, ინდოეთთან, პაკისტანთან, იაპონიასთანაც ვაპირებთ, საგარეო კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობების ხარისხში ურთიერთობების აყვანას თუ არ ვაპირებთ? თუ ვაპირებთ, ეგეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ, რომ არც რეზოლუციაში, არც მთავრობის დოკუმენტში არ წერია, მაშინ, როცა საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები გვეწერა და დეკლარაციაც გაფორმდა შარშან. ხომ ასეა? წესით კარგად უნდა იცოდეთ რომ ასეა! რაც შეეხება ნატო-სა და ევროკავშირს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი ჩინეთთან სამ პრინციპს ეყრდნობა: პარტნიორობა, კონკურენცია და გლობალური მეტოქეობა, მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი არის დემოკრატიულად განვითარება, რაც ჩინეთის არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთის მმართველობის ფორმებს გაიზიარებთ? ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან "ქართული ოცნება" ივლის, აბა, მე რა ჯანდაბა მინდა?!

რას ნიშნავს? ამას როცა ხელს აწერდით, როგორ მითარგმნით მე „მმართველობით ფორმაში გამოცდილების გაზიარებას“, როდესაც ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია და ჩინეთის ნამდვილად არ არის დემოკრატია, რბილად რომ ვთქვათ. იქნებ გამაგებინოთ, გასაგებად, ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თუ კიდევ ვაღრმავებთ, სადამდე უნდა წავიდეს ეს?! ყოფილა თუ არა კითხვები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამასთან დაკავშირებით?“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.