პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი უკვე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზეა. მკი­თხველს, რო­მე­ლიც სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბა თა­ვის რჩე­ულ წიგ­ნებს, მათი შე­ძე­ნი­სა და წა­კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკვე აქვს. ლა­მა­ზი, ფე­რა­დი და სა­ინ­ტე­რე­სოა წიგ­ნე­ბის ყდე­ბიც, რომ­ლე­ბიც შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არა­ვის დარ­ჩე­ბა.

ანა ბა­ლი­აშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე, მათე ბა­ღაშ­ვი­ლი - სწო­რედ ის სამი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სში მკი­თხვე­ლი­სა და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი გახ­დნენ. თა­ვად ავ­ტო­რე­ბი წიგ­ნებს მკი­თხველს 17 ოქ­ტომ­ბერს წა­რუდ­გე­ნენ.

„მე ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი ვარ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან წერს იმას, რა­საც ხე­დავს და უფრო მე­ტად კი ალ­ბათ იმას, რა­საც უნდა, რომ ხე­დავ­დეს. ხში­რად მქო­ნია მცდე­ლო­ბე­ბი, რომ სა­კუ­თა­რი მცი­რე შე­მოქ­მე­დე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მეც­ნო, თუმ­ცა ამა­ში ყო­ველ­თვის მიშ­ლი­და ხელს რა­ღაც... მარ­თა­ლია, ეს „რა­ღაც“ კვლავ ჩემ­თა­ნაა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ვჯობ­ნი და გი­ზი­ა­რებთ იმას, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია-ჩემს გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებს,“ - ასე ახა­სი­ა­თებს ანი სა­კუ­თარ თავ­სა და რო­მანს, რო­მელ­საც „ფსკერ­ზე“ ჰქვია.

რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძის რო­მა­ნი „არ­ქი­ტექ­ტო­რი“, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი მხატ­ვრუ­ლი რო­მა­ნი გახ­და, ტრა­გი-კო­მე­დი­უ­რი დრა­მი­სა და რე­ა­ლიზ­მის ჟანრ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ნა­წარ­მო­ე­ბი აღ­სავ­სეა შავი და თეთ­რი იუ­მო­რით.

„ამ­ბე­ბის თხრო­ბა ბავ­შვო­ბი­დან ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ წერა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, სკო­ლა­ში და­ვი­წყე. შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა, შე­ნო­ბა, პერ­სო­ნა­ჟი თუ გა­რე­მო, - შექ­მნა რა­ი­მე არაფ­რის­გან ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და აზარ­ტუ­ლი პრო­ცე­სია ჩემ­თვის,“ - აღ­ნიშ­ნავს რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე.

22 წლის მათე ბა­ღაშ­ვი­ლი კონ­კურ­სის კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ავ­ტო­რი სა­კუ­თარ თავს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­ხა­ლი­სოდ ახა­სი­ა­თებს - „სა­მუ­ნი­ვერ­სი­ტეტ­გა­მოც­ვლი­ლი, ამ­ჟა­მად მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სტუ­დენ­ტი და თბი­ლი­სის ღვთის­გან მი­ვი­წყე­ბუ­ლი და ამა­ვე ღვთის პი­რი­დან გა­და­ვარ­დნი­ლი გა­რე­უბ­ნის - ლი­ლოს და­სახ­ლე­ბის - მკვიდ­რი.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ მე­ექ­ვსედ გა­ი­მარ­თა. გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თი ავ­ტო­რის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი დღე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რო­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში.

R

ავტორი:

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებული წიგნები უკვე წიგნის მაღაზიის თაროებზეა. მკითხველს, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება თავის რჩეულ წიგნებს, მათი შეძენისა და წაკითხვის შესაძლებლობა უკვე აქვს. ლამაზი, ფერადი და საინტერესოა წიგნების ყდებიც, რომლებიც შეუმჩნეველი ნამდვილად არავის დარჩება.

ანა ბალიაშვილი, რუსუდან ტყემალაძე, მათე ბაღაშვილი - სწორედ ის სამი ადამიანია, რომლებიც კონკურსში მკითხველისა და ჟიურის რჩეულები გახდნენ. თავად ავტორები წიგნებს მკითხველს 17 ოქტომბერს წარუდგენენ.

„მე ანი ბალიაშვილი ვარ. ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან წერს იმას, რასაც ხედავს და უფრო მეტად კი ალბათ იმას, რასაც უნდა, რომ ხედავდეს. ხშირად მქონია მცდელობები, რომ საკუთარი მცირე შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო, თუმცა ამაში ყოველთვის მიშლიდა ხელს რაღაც... მართალია, ეს „რაღაც“ კვლავ ჩემთანაა, თუმცა ამჯერად ვჯობნი და გიზიარებთ იმას, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია-ჩემს გრძნობებსა და ემოციებს,“ - ასე ახასიათებს ანი საკუთარ თავსა და რომანს, რომელსაც „ფსკერზე“ ჰქვია.

რუსუდან ტყემალაძის რომანი „არქიტექტორი“, რომელიც ჟიურის რჩეული მხატვრული რომანი გახდა, ტრაგი-კომედიური დრამისა და რეალიზმის ჟანრშია წარმოდგენილი. ნაწარმოები აღსავსეა შავი და თეთრი იუმორით.

„ამბების თხრობა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საქმეა, თუმცა უშუალოდ წერა მოზარდობის ასაკში, სკოლაში დავიწყე. შემოქმედება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამბავი იქნება, შენობა, პერსონაჟი თუ გარემო, - შექმნა რაიმე არაფრისგან ყველაზე სასიამოვნო და აზარტული პროცესია ჩემთვის,“ - აღნიშნავს რუსუდან ტყემალაძე.

22 წლის მათე ბაღაშვილი კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულია. ავტორი საკუთარ თავს საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ ახასიათებს - „სამუნივერსიტეტგამოცვლილი, ამჟამად მასობრივი კომუნიკაციების სტუდენტი და თბილისის ღვთისგან მივიწყებული და ამავე ღვთის პირიდან გადავარდნილი გარეუბნის - ლილოს დასახლების - მკვიდრი.“

აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეექვსედ გაიმართა. გასული წლების განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის ლიტერატურულ კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია. მათი საშუალებით მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარობა ახალგაზრდა თაობაში.

R