მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?
როდის განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხზე კენ­ჭისყრა პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა.

ამის შე­სა­ხებ კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ "მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ 2020 წელს არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღარ არის ღირ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მა­ღალ სტა­ტუსს ატა­რებ­დეს“.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მრა­ვალ­გზის, გან­ზრახ და უხე­შად და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, რი­თაც ის უხე­შად და­უ­პი­რის­პირ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგს და კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მას.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ამო­სახ­სნე­ლი ჰქონ­და უმარ­ტი­ვე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი კა­ზუ­სი: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად პრე­ზი­დენტს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით შე­უძ­ლია; სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სრუ­ლად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­ნა­წე­სის შე­სა­ხებ და ის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან სის­ტე­მა­ტუ­რად ითხოვ­და თან­ხმო­ბას რო­გორც სა­მუ­შაო, ისე ცე­რე­მო­ნი­უ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე; თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და ბრი­უ­სელ­ში, რი­თაც მან და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და მე­ტიც, გან­ზრახ და უხე­შად ხელ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, ასე­ვე, და­ა­დას­ტუ­რა მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო არის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა, სა­დაც ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა გან­სა­ზღვრა­ვენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უღა­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე და­დე­ბულ ფიცს. მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ 2020 წელს არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ის აღარ არის ღირ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მა­ღალ სტა­ტუსს ატა­რებ­დეს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს რომ ჰქონ­დეს შერ­ჩე­ნი­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ღირ­სე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის დად­გე­ნის შემ­დეგ, ის მყი­სი­ე­რად გა­დად­გე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. თუმ­ცა, ისიც გვეს­მის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და ის ვერც გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს იმ ძა­ლე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც მას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვის­კენ უბიძ­გებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე სა­სე­სიო კვი­რის ბო­ლომ­დე შედ­გე­ბა კენ­ჭისყრა იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. გვეს­მის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დით არ­ღვევ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 ხმის მოგ­რო­ვე­ბის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს მა­ინც აღ­მო­აჩ­ნდე­ბა საკ­მა­რი­სი პატ­რი­ო­ტიზ­მი ან პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვოს.

რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა, ჩვენ უკვე მი­ვაღ­წი­ეთ და­სა­ხულ მი­ზანს - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა არ დარ­ჩა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, რა­საც მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვევ პრე­ზი­დენტს, ის დღე­ი­დან უკვე მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად. საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბოლო, მე­ექ­ვსე წელს ის სრუ­ლად იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ და მო­რა­ლურ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და დარ­ჩე­ბა, ამე­რი­კუ­ლი ტერ­მი­ნო­ლი­გია რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ე.წ. "კოჭლ იხ­ვად“, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვალ კო­ლექ­ტი­ურ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არის ადევ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია ბაბო
0

ხალხნო რა ხდება! მე დავბერდი, აღარც სიარული შემიძლია და აღარც ხტუნაობა. ასეთი რამე თუ შეიძლებოდა პრეზიდენტი მოვხსნათ სამსახურიდან, რატომ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება არ შეგვიძლია?თუ მარტო რუსთაველის ქუჩის დაგვა -დასუფთავება და მორთვა მოკაზმვაა ცხოვრება. ან რატომ ვხსნით პრეზიდენტს, თუ ყველაფერი მაგის ბრალია რაც ხდება,ვინც მოვა ის შეძლებს?, როგორც ერთხელ იყო, ზოგის ყველაფერი გაკეთდა და ზოგის არაფერი. დაიცალა ქვეყანა, ხალხი გარბის საშოვარზე, ზოგს ცოტა უნდა, პური რომ ჭამოს იმდენი, ზოგს ბევრი უნდა და საპარავად მიდის და რა ჩვენი საქმეა , რა და რამდენი უნდათ, იქ მოუვლიან მათ, ჩვენ რა გეშველება. ასე მალე იპოვნით პრეზიდენტს? სად არის ვისაც სხვის ნაშრომის, ნაწვალების, მოპარვა არ უნდა., არ უცდია და ნახეთ სად რამდენი ქართველი კაცი ადამიანი ზის საზღვარგარეთ ციხეში. პრეზიდენტის იკან დევნას და მის სამსახურიდან დათხოვის მაგივრად, ახალგაზრდებს ასწავლეთ პრეზიდენტობა, სახელმწიფოს მართვა, სახლებს რომ იშენებთ, არც სხვებს უჭირთ,მაგრამ თქვენ ყოჩაღები ხართ, სხვებს აშენებინებთ. ხო და მოხსენით პრეზიდენტი და მოძებნეთ თქვენი პრეზიდენტი რომელიც ცოტას ლაპარაკობს და ბევრს ან სვამს და ან ძინავს, საფიქრალი და საზრუნავი არაფერი ექნება, რასაც ეტყვიან იმას იტყვის, მაგრამ ამას როდოს მოხსნით>ზ

Qeto
0

სპექტაკლი გრძელდება.. ვუყუროთ ფარსს ბოლომდე!

ავტორი:

როდის განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

როდის განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება.

ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ "მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს“.

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი: საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია; სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული ამ კონსტიტუციური დანაწესის შესახებ და ის საქართველოს მთავრობისგან სისტემატურად ითხოვდა თანხმობას როგორც სამუშაო, ისე ცერემონიული ვიზიტების განხორციელებაზე; თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მეტიც, განზრახ და უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“, - განაცხადა კობახიძემ.