პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვირის პალიტრა“ ბრენდია! იმას, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს“
"კვირის პალიტრა“ ბრენდია! იმას, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს“

პრო­ფე­სი­უ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ოპე­რა­ტი­უ­ლი, სან­დო, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი - ეს იმ ჟურ­ნა­ლის­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­ზეც ვებგ­ვერ­დი kvirispalitra.ge დგას და ღირ­სე­უ­ლად მი­უყ­ვე­ბა იმ გზას, რო­მე­ლიც გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ გა­უკ­ვა­ლა. მას შემ­დეგ იც­ვლე­ბო­და ამინ­დი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, იყო ცდუ­ნე­ბა, ზე­წო­ლა, მაგ­რამ ჰოლ­დინგ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას" პრინ­ცი­პე­ბის­თვის არ უღა­ლა­ტია, გზი­დან არას­დროს გა­და­უხ­ვე­ვია...

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ბევ­რნა­ი­რი მკი­თხვე­ლი გვყავს: ზოგს ინ­ფორ­მა­ცი­ის კი­თხვა კლა­სი­კუ­რად, ბეჭ­დუ­რად, ქა­ღალ­დის შრი­ა­ლის ფონ­ზე, ანუ გა­ზე­თი­დან სურს, ზოგს გა­ჯე­ტებ­ში მოს­წონს სან­დო ვებგ­ვერ­დის სქ­როლ­ვა, მოვ­ლე­ნა­თა კვალ­დაკ­ვალ. ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა­მე­დია" ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხველს კომ­ფორ­ტულ, სან­დო, ოპე­რა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მი­დან. ახლა კი, რად­გან სა­უ­ბა­რი ვებგ­ვერ­დით და­ვი­წყეთ, მინ­და ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­გაც­ნოთ, ვინც ღირ­სე­უ­ლი სა­ხე­ლის, kvirispalitra.ge-ს უკან დგას და ქმნის იმ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გუ­ლი, მო­თხოვ­ნა­დი და მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლია. ჩვენ kvirispalitra.ge-ს კუ­ლი­სებ­ში შე­გა­ხე­დებთ და გა­გაც­ნობთ მათ, ვინც ამ რე­ი­ტინ­გულ პრო­დუქტს ქმნის.

თამ­თა და­დე­შე­ლი, kvirispalitra.ge-ს რე­დაქ­ტო­რი: - ვებგ­ვერ­დი 2009 წლის 9 სექ­ტემ­ბერს ამოქ­მედ­და (09.09.2009) და სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა რე­დაქ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, თა­ვი­სე­ბუ­რად ვი­თარ­დე­ბო­და, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო ნა­თია დო­ლი­ძის წვლი­ლი, რო­მელ­მაც სა­ი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი შრო­მა და ენერ­გია ჩადო, მას შემ­დეგ კი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ვცდი­ლობთ ვებგ­ვერ­დის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბას და კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბას. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "კვი­რის პა­ლიტ­რას" უნი­კა­ლუ­რი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ვი და­უგ­როვ­და, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, არა­მედ შე­მეც­ნე­ბი­თი­ცაა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბით და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბით, პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­გან მო­ნა­თხრო­ბი ამ­ბე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" ყო­ველ ორ­შა­ბათს გა­მო­დის, სტა­ტი­ე­ბი კი დი­ლი­დან­ვე იტ­ვირ­თე­ბა ვებგ­ვერ­დზე და ჩვენს ხელ­მომ­წე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ ისი­ნი სხვებ­ზე ადრე ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში წა­ი­კი­თხონ. ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც სა­ი­ტი­დან თქვე­ნამ­დე მო­დის, ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი გუნ­დის უდი­დე­სი შრო­მის შე­დე­გია, თი­თო­ე­ულ მათ­განს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, თუ რა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ასეთ პრეს­ტი­ჟულ გა­მო­ცე­მა­ში მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლა მათ­გა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს. "კვი­რის პა­ლიტ­რის" უდი­დეს ოჯახ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ის ძი­რი­თა­დი გუნ­დი, რო­მე­ლიც დღეს სა­იტ­ზეა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლია მკი­თხვე­ლის­თვის. ყვე­ლა მათ­გა­ნის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოვ­ყოთ ისი­ნი, ვინც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ამ­ზა­დე­ბენ სტა­ტი­ებს:

ძმე­ბი ალა­დაშ­ვი­ლე­ბი - მათი ბლო­გე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და წლე­ბია, წამ­ყვან პო­ზი­ცი­ა­სა და რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო თე­მებს დე­ტა­ლუ­რად და სიღ­რმი­სე­უ­ლად მი­მო­ი­ხი­ლავს, ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი კი სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე ისეთ უნი­კა­ლურ ცნო­ბებს აწ­ვდის მკი­თხველს, რა­საც სხვა ქარ­თულ სა­ი­ტებ­ზე ნამ­დვი­ლად ვერ მო­ი­ძი­ებთ; ბა­ტო­ნი სი­მონ კი­ლა­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ყო­ველ დი­ლით, ად­რი­ა­ნად, უცხო­უ­რი სა­ინ­ტე­რე­სო, ხში­რად ექ­სკლუ­ზი­უ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს; ყვე­ლა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სტა­ტი­ე­ბი გა­მოც­დილ ჟურ­ნა­ლისტს თეა ხურ­ცი­ლა­ვას ეკუთ­ვნის; კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რელ რეს­პონ­დენ­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე გვაწ­ვდის; ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე პო­ლი­ტი­კას მი­მო­ი­ხი­ლავს და ექ­სპერ­ტე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფა­სე­ბე­ბით მკი­თხველს მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ტი­კურ მი­მო­ხილ­ვას აც­ნობს; ეკა გა­და­ხა­ბა­ძე ჰო­ლი­ვუ­დე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­დე­რე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობს მკი­თხველს უცხო­ურ ენა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით; სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში სა­ი­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას რუსა კი­ლა­სო­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი სულ ორი­ო­დე თვეა, რაც ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ გამ­ზარ­დია შე­მოგ­ვი­ერ­თდა და ჩვენს "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დებს" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლი­თაც ამ­დიდ­რებს.

kvirispalitra.ge-სთან ასე­ვე ნა­ყო­ფი­ე­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე, ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი, ეთერ ერა­ძე, ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ლიკა ქა­ჯა­ია და სხვე­ბი; ბლო­გე­რე­ბი: ნინო ცხვა­რაშ­ვი­ლი და ბექა ჭი­ჭი­ნა­ძე.

სა­ი­ტის კო­რექ­ტო­რი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, მკი­თხვე­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ირმა ხარ­ში­ლა­ძეა, რომ­ლის ბლო­გე­ბი და სტა­ტი­ე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მად­ლო­ბა გუნდს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის.

ზო­გა­დად, სა­იტ­ზე მუ­შა­ო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად სტრე­სუ­ლია, რად­გან ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ხარ ჩარ­თუ­ლი პრო­ცე­სებ­ში, არა­ფე­რი არ უნდა გა­მოგრჩეს, არ უნდა შე­გე­შა­ლოს, თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვის, ფრა­ზის გა­აზ­რე­ბა გჭირ­დე­ბა, რათა მკი­თხვე­ლი არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო, არა­ვის ავნო, ეს კი მხო­ლოდ მშვიდ და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ ვცდი­ლობთ ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად არას­ტრე­სუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ და თა­ვი­ან­თი საქ­მე აუ­ღელ­ვებ­ლად, "იჩ­ქა­რე ნე­ლას" პრინ­ცი­პით აკე­თონ. თი­თო­ე­ულ მათ­განს ისე­დაც გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვა­დაც დიდი აზარ­ტი აქვთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლებ­მა მი­ა­წო­დონ უახ­ლე­სი, ამომ­წუ­რა­ვი და სან­დო ინ­ფორ­მა­ცია.

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მძაფ­რი ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე ომი, შო­ვი­სა და გუ­რი­ის სტი­ქი­ე­ბი იყო და ჩვენც უწყვეტ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დით. ეს იყო ემო­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი, რაც კი მი­მუ­შა­ვია... ასე­ვე, უკ­რა­ი­ნის ომი და პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, როცა ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­წევ­და ნე­გა­ტი­უ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ჩვენ­ზეც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კულ ამ­ბავს ისე­ვე გან­ვიც­დით, რო­გორც მკი­თხვე­ლი.

მი­მაჩ­ნია, რომ "კვი­რის პა­ლიტ­რა" არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ცე­მა და პი­რა­დად მე, სა­დაც არ უნდა ვიყო, ამ პრინ­ცი­პებს არ გა­და­ვუხ­ვევ. ჩემი 20-წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან 14 წელი სწო­რედ "პა­ლიტ­რა­ში" გა­ვა­ტა­რე და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის არას­დროს მო­უ­თხო­ვია ჩემ­გან გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია - ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ის პრო­ფე­სი­აა, რო­მელ­საც მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბი, სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. როცა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა რე­დაქ­ტო­რის ამ­პლუ­ა­ში გა­და­გაქვს, ვფიქ­რობ, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რია სა­მუ­შაო პრო­ცე­სი - სტა­ტი­ებს რე­დაქ­ტი­რე­ბას უწევ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ახალ-ახა­ლი თე­მე­ბის მო­ძი­ე­ბას იწყებ და გეგ­მავ.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ჩემ­თვის არის ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა - ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც 1995 წლი­დან დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს თა­ვის სა­ხელს, იმიჯს, სან­დო­ო­ბა­სა და ხა­რისხს.

მე­დი­აჰოლ­დინ­გში 2009 წელს მო­ვე­დი, ჟურ­ნალ­ში "გზა", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­თა­ნაც და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა. ზუს­ტად სამი წლის წინ კი, პან­დე­მი­ის დროს, ნი­უს­რუ­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნატა მუმ­ლა­ძემ სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­საც, რა თქმა უნდა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი და დიდი მად­ლო­ბა მას ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, ამ გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რო­ბა კი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა. სა­წყის ეტაპ­ზე, ცხა­დია, სიძ­ნე­ლე­ე­ბიც იყო, რად­გან სა­ი­ტის სპე­ცი­ფი­კა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­ჟურ­ნა­ლო და სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბი­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის­გან. გა­ი­ზარ­და ჩემი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და საქ­მე, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ად­ვი­ლად ავუ­ღე ალღო და იმას, რაც თა­ვი­დან რთუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, ახლა უს­წრა­ფე­სად ვა­კე­თებ და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს შე­დე­გი. ყო­ველ­თვის გვი­წევს ზღვარ­ზე სი­ა­რუ­ლი, ოქ­როს შუ­ა­ლე­დის დაც­ვა, რად­გან ბრენ­დი "კვი­რის პა­ლიტ­რა" დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს და ის, რაც სხვის­თვის და­საშ­ვე­ბია, მკი­თხვე­ლი ჩვენ არ გვა­პა­ტი­ებს.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ kvirispalitra.ge-ს მთელ გუნდს, მეტი ექ­სკლუ­ზი­ვი და მეტი და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მკი­თხვე­ლის­თვის მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბის მი­წო­დე­ბა გვი­წევ­დეს და ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო დილა პო­ზი­ტი­ვით იწყე­ბო­დეს.

"უხუ­ცე­სი" ჟურ­ნა­ლის­ტი

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი: - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" "უხუ­ცე­სი" ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, 27 წლის წინ და­ვი­წყე აქ მუ­შა­ო­ბა. მას შემ­დეგ, რო­გორც სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ველს, არ ჩა­მიგ­დია არც ერთი კვი­რა გა­ზეთ­ში პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­რე­შე. ასე­ვე, 2004 წლი­დან ვუშ­ვებ სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალს "არ­სე­ნა­ლი", რომ­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რიც გახ­ლა­ვართ. 5 წლის წინ კი "კვი­რის პა­ლიტ­რის" ვებგ­ვერ­დზე და­ვი­წყე ბლო­გის წერა და ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ელ­ვი­სე­ბუ­რად ვი­თარ­დე­ბა, ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ვა­შუ­ქო. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი შე­ვი­ძი­ნე. კა­რი­ე­რას რომ ვი­წყებ­დი, ბევ­რი მა­შინ­დე­ლი რი­გი­თი მკი­თხვე­ლი დღეს უკვე გე­ნე­რა­ლია ქარ­თულ არ­მი­ა­ში... ბლოგ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა მოვ­ლე­ნებს კვალ­დაკ­ვალ მივ­ყვე და მთე­ლი სი­ზუს­ტით გა­ვა­შუ­ქო. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი რომ იწყე­ბო­და, დღე­ში რამ­დე­ნი­მე სტა­ტი­ის და­წე­რა მიხ­დე­ბო­და, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­მოვ­ხმა­უ­რე­ბო­დი, იგი­ვე ხდე­ბა ახ­ლაც, ის­რა­ე­ლის რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სის­წრა­ფე­ში რთუ­ლია ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია კვი­რის ბო­ლოს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ფურ­ცლებ­ზე. ვებგ­ვერ­დზე მუ­შა­ო­ბამ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და მეტი მკი­თხვე­ლიც გა­მი­ჩი­ნა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
7

მიხარია, რომ მართალი გამოვდექი თქვენი "ობიექტურობის" და "პროფესიონალიზმის" შეფასებაში

ნინა
9

ბრენდია თუ მარკა,ვერ გაგირკვევიათ რა პლატფორმაზე ხართ.ნაცობა კი გეთაკილებათ,მაგრამ სულ გამამალნაციონალდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კვირის პალიტრა“ ბრენდია! იმას, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს“

"კვირის პალიტრა“ ბრენდია! იმას, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს“

პროფესიულად მომზადებული, ოპერატიული, სანდო, გადამოწმებული და ფაქტებით გამყარებული ამბები - ეს იმ ჟურნალისტურ ღირებულებათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ვებგვერდი kvirispalitra.ge დგას და ღირსეულად მიუყვება იმ გზას, რომელიც გაზეთმა "კვირის პალიტრამ" რამდენიმე ათეული წლის წინ გაუკვალა. მას შემდეგ იცვლებოდა ამინდი, ხელისუფლებები, იყო ცდუნება, ზეწოლა, მაგრამ ჰოლდინგ "პალიტრამედიას" პრინციპებისთვის არ უღალატია, გზიდან არასდროს გადაუხვევია...

თანამედროვე სამყაროში ბევრნაირი მკითხველი გვყავს: ზოგს ინფორმაციის კითხვა კლასიკურად, ბეჭდურად, ქაღალდის შრიალის ფონზე, ანუ გაზეთიდან სურს, ზოგს გაჯეტებში მოსწონს სანდო ვებგვერდის სქროლვა, მოვლენათა კვალდაკვალ. ჰოლდინგი "პალიტრამედია" ყველანაირი გემოვნების მკითხველს კომფორტულ, სანდო, ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა პლატფორმიდან. ახლა კი, რადგან საუბარი ვებგვერდით დავიწყეთ, მინდა ის ადამიანები გაგაცნოთ, ვინც ღირსეული სახელის, kvirispalitra.ge-ს უკან დგას და ქმნის იმ პროდუქტს, რომელიც რეიტინგული, მოთხოვნადი და მაღალპროფესიულად მომზადებულია. ჩვენ kvirispalitra.ge-ს კულისებში შეგახედებთ და გაგაცნობთ მათ, ვინც ამ რეიტინგულ პროდუქტს ქმნის.

თამთა დადეშელი, kvirispalitra.ge-ს რედაქტორი: - ვებგვერდი 2009 წლის 9 სექტემბერს ამოქმედდა (09.09.2009) და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რედაქტორის ხელმძღვანელობის პერიოდში, თავისებურად ვითარდებოდა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნათია დოლიძის წვლილი, რომელმაც საიტის განვითარებაში დიდი შრომა და ენერგია ჩადო, მას შემდეგ კი თითოეული ჩვენგანი ყოველწუთიერად ვცდილობთ ვებგვერდის მრავალფეროვანი მასალებით გამდიდრებას და კიდევ უფრო განვითარებას, გათანამედროვებას. ამ წლების განმავლობაში "კვირის პალიტრას" უნიკალური და ძალიან საინტერესო არქივი დაუგროვდა, რომელიც არა მარტო ინფორმაციული, არამედ შემეცნებითიცაა თავისი ისტორიული მასალებით და გადამოწმებული ფაქტებით, პირველი პირებისგან მონათხრობი ამბებით. მოგეხსენებათ, გაზეთი "კვირის პალიტრა" ყოველ ორშაბათს გამოდის, სტატიები კი დილიდანვე იტვირთება ვებგვერდზე და ჩვენს ხელმომწერებს შესაძლებლობა აქვთ ისინი სხვებზე ადრე ონლაინრეჟიმში წაიკითხონ. ის ინფორმაცია, რაც საიტიდან თქვენამდე მოდის, ერთ მუშტად შეკრული გუნდის უდიდესი შრომის შედეგია, თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს, თუ რა დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ პრესტიჟულ გამოცემაში მუშაობა და ყველა მათგანი მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო შედეგი აჩვენოს. "კვირის პალიტრის" უდიდეს ოჯახში პროფესიონალები, ძალიან გამოცდილი, შესანიშნავი ჟურნალისტები მუშაობენ და ის ძირითადი გუნდი, რომელიც დღეს საიტზეა, წლების განმავლობაში ნაცნობი და ახლობელია მკითხველისთვის. ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ ისინი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ სტატიებს:

ძმები ალადაშვილები - მათი ბლოგები დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლებია, წამყვან პოზიციასა და რეიტინგულობას ინარჩუნებენ. ირაკლი ალადაშვილი სამხედრო თემებს დეტალურად და სიღრმისეულად მიმოიხილავს, ბესიკ ალადაშვილი კი სპეცსამსახურებზე ისეთ უნიკალურ ცნობებს აწვდის მკითხველს, რასაც სხვა ქართულ საიტებზე ნამდვილად ვერ მოიძიებთ; ბატონი სიმონ კილაძე "კვირის პალიტრას" ყოველ დილით, ადრიანად, უცხოური საინტერესო, ხშირად ექსკლუზიური პუბლიკაციებით უზრუნველყოფს; ყველაზე ოპერატიული და გადამოწმებული კრიმინალური სტატიები გამოცდილ ჟურნალისტს თეა ხურცილავას ეკუთვნის; კულტურის სფეროში მიმდინარე აქტუალურ თემებზე ხალხისთვის საყვარელ რესპონდენტებთან ინტერვიუებს მანანა გაბრიჭიძე გვაწვდის; ხათუნა ბახტურიძე პოლიტიკას მიმოიხილავს და ექსპერტების საინტერესო შეფასებებით მკითხველს მოვლენების ანალიტიკურ მიმოხილვას აცნობს; ეკა გადახაბაძე ჰოლივუდელი სელებრითებისა და სამეზობლოში პოპულარული ლიდერების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მოუთხრობს მკითხველს უცხოურ ენაზე მოპოვებული ცნობების მიხედვით; საღამოს საათებში საიტის ფუნქციონირებას რუსა კილასონია უზრუნველყოფს, სოციალური მედიის მიმართულებით კი სულ ორიოდე თვეა, რაც ნიჭიერი და პერსპექტიული ჟურნალისტი მარიამ გამზარდია შემოგვიერთდა და ჩვენს "ფეისბუკგვერდებს" მრავალფეროვანი ფოტო-ვიდეომასალითაც ამდიდრებს.

kvirispalitra.ge-სთან ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობენ ჟურნალისტები: ხათუნა ჩიგოგიძე, ელენე მეტრეველი, ეთერ ერაძე, ნინო ჯავახიშვილი, ლიკა ქაჯაია და სხვები; ბლოგერები: ნინო ცხვარაშვილი და ბექა ჭიჭინაძე.

საიტის კორექტორი დიდი გამოცდილების მქონე, მკითხველისთვის საყვარელი ჟურნალისტი და ბლოგერი ირმა ხარშილაძეა, რომლის ბლოგები და სტატიები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია და მადლობა გუნდს კვალიფიციური მუშაობისთვის.

ზოგადად, საიტზე მუშაობა გარკვეულწილად სტრესულია, რადგან ყოველწუთიერად ხარ ჩართული პროცესებში, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, არ უნდა შეგეშალოს, თითოეული სიტყვის, ფრაზის გააზრება გჭირდება, რათა მკითხველი არ გააღიზიანო, არავის ავნო, ეს კი მხოლოდ მშვიდ და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. ამიტომ ვცდილობთ ჩვენს ჟურნალისტებს მაქსიმალურად არასტრესული პირობები შევუქმნათ და თავიანთი საქმე აუღელვებლად, "იჩქარე ნელას" პრინციპით აკეთონ. თითოეულ მათგანს ისედაც გააზრებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერატიულობა და აქედან გამომდინარე, თავადაც დიდი აზარტი აქვთ, საზოგადოებას პირველებმა მიაწოდონ უახლესი, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ყველაზე მძაფრი ისრაელში მიმდინარე ომი, შოვისა და გურიის სტიქიები იყო და ჩვენც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით. ეს იყო ემოციურად ყველაზე რთული დღეები, რაც კი მიმუშავია... ასევე, უკრაინის ომი და პანდემიის პერიოდი, როცა ყოველდღიურად გვიწევდა ნეგატიური სტატისტიკური მონაცემებისა და დაღუპული ადამიანების შესახებ სტატიების გაზიარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენზეც ძალიან მოქმედებს, თითოეული ადამიანის ტრაგიკულ ამბავს ისევე განვიცდით, როგორც მკითხველი.

მიმაჩნია, რომ "კვირის პალიტრა" არის ერთ-ერთი ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური გამოცემა და პირადად მე, სადაც არ უნდა ვიყო, ამ პრინციპებს არ გადავუხვევ. ჩემი 20-წლიანი საქმიანობიდან 14 წელი სწორედ "პალიტრაში" გავატარე და ამ დროის განმავლობაში არავის არასდროს მოუთხოვია ჩემგან გამეკეთებინა ის, რაც ჩემთვის მიუღებელია - ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელსაც მხოლოდ სიყვარულით ემსახურები, სხვაგვარად არაფერი გამოგივა. როცა ეს გამოცდილება რედაქტორის ამპლუაში გადაგაქვს, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერია სამუშაო პროცესი - სტატიებს რედაქტირებას უწევ, ჟურნალისტებთან ერთად ახალ-ახალი თემების მოძიებას იწყებ და გეგმავ.

"კვირის პალიტრა" ჩემთვის არის ბავშვობის დროინდელი სურვილის ასრულება - ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცემა, რომელიც 1995 წლიდან დღემდე ინარჩუნებს თავის სახელს, იმიჯს, სანდოობასა და ხარისხს.

მედიაჰოლდინგში 2009 წელს მოვედი, ჟურნალში "გზა", მოგვიანებით კი "კვირის პალიტრის" საიტთანაც დავიწყე თანამშრომლობა, როგორც ჟურნალისტმა. ზუსტად სამი წლის წინ კი, პანდემიის დროს, ნიუსრუმის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნატა მუმლაძემ საიტის რედაქტორობა შემომთავაზა, რასაც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და დიდი მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, ამ გამოცემის რედაქტორობა კი ახალი გამოწვევა. საწყის ეტაპზე, ცხადია, სიძნელეებიც იყო, რადგან საიტის სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავებულია საჟურნალო და საგაზეთო სტატიებისა და ინტერვიუების მომზადებისგან. გაიზარდა ჩემი წილი პასუხისმგებლობა და საქმე, თუმცა დროთა განმავლობაში ადვილად ავუღე ალღო და იმას, რაც თავიდან რთულად მეჩვენებოდა, ახლა უსწრაფესად ვაკეთებ და სიამოვნებას მანიჭებს შედეგი. ყოველთვის გვიწევს ზღვარზე სიარული, ოქროს შუალედის დაცვა, რადგან ბრენდი "კვირის პალიტრა" დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ის, რაც სხვისთვის დასაშვებია, მკითხველი ჩვენ არ გვაპატიებს.

წარმატებას ვუსურვებ kvirispalitra.ge-ს მთელ გუნდს, მეტი ექსკლუზივი და მეტი დადებითი ინფორმაცია. ვისურვებდი, რომ მკითხველისთვის მხოლოდ სასიამოვნო ამბების მიწოდება გვიწევდეს და ჩვენი საინფორმაციო დილა პოზიტივით იწყებოდეს.

"უხუცესი" ჟურნალისტი

ირაკლი ალადაშვილი: - შეიძლება ითქვას, "კვირის პალიტრაში" "უხუცესი" ჟურნალისტი ვარ, 27 წლის წინ დავიწყე აქ მუშაობა. მას შემდეგ, როგორც სამხედრო მიმომხილველს, არ ჩამიგდია არც ერთი კვირა გაზეთში პუბლიკაციის გარეშე. ასევე, 2004 წლიდან ვუშვებ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალს "არსენალი", რომლის მთავარი რედაქტორიც გახლავართ. 5 წლის წინ კი "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე დავიწყე ბლოგის წერა და ამან საშუალება მომცა, პროცესები, რომლებიც მსოფლიოში ელვისებურად ვითარდება, ოპერატიულად გავაშუქო. ამ წლების განმავლობაში უამრავი ერთგული მკითხველი შევიძინე. კარიერას რომ ვიწყებდი, ბევრი მაშინდელი რიგითი მკითხველი დღეს უკვე გენერალია ქართულ არმიაში... ბლოგმა საშუალება მომცა მოვლენებს კვალდაკვალ მივყვე და მთელი სიზუსტით გავაშუქო. რუსეთ-უკრაინის ომი რომ იწყებოდა, დღეში რამდენიმე სტატიის დაწერა მიხდებოდა, რომ მიმდინარე პროცესებს გამოვხმაურებოდი, იგივე ხდება ახლაც, ისრაელის რეალობიდან გამომდინარე. სისწრაფეში რთულია ანალიზის გაკეთება, ეს შესაძლებელია კვირის ბოლოს გაზეთ "კვირის პალიტრის" ფურცლებზე. ვებგვერდზე მუშაობამ უფრო საინტერესო გახადა ჩემი საქმიანობა და მეტი მკითხველიც გამიჩინა. გააგრძელეთ კითხვა