პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს" - რას წერს მედია
"ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს" - რას წერს მედია

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რუ­სე­თის დიქ­ტა­ტუ­რად აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის"პრო­ექ­ტი "ეხო კავ­კა­ზა” ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მიერ 13 ოქ­ტომ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს "არა­ლე­გი­ტი­მუ­რად“ აცხა­დებს, თუ ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც დარ­ჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­დან აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას მხო­ლოდ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” დე­პუ­ტატ­მა ქე­თე­ვან თუ­რა­ზაშ­ვილ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

ასამ­ბლე­ა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის როლ­ში პო­ლო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ხოლო მას "სხვა საქ­მე­ე­ბი“ ჰქონ­და.

"ჯერ ერთი, თქვენ­თან ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­თან­ხმე­ბას არ ვა­პი­რებ. მე­ო­რე რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ავუხ­სე­ნი და ვთქვი, რომ ადრე, სხვა­დას­ხვა წლებ­ში, სხვა­დას­ხვა შე­მად­გენ­ლო­ბით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით [ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის] სე­სი­ებ­ში, ამი­ტომ ამი­ტომ აქ არა­ნა­ი­რი ქვე­ტექ­სტი არ არ­სე­ბობს. თუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან გან­ვი­ხი­ლავთ რა­მეს, ან რა­მე­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს მხო­ლოდ ერთი ამო­ცა­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს - ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ამავდრო­უ­ლად, კი­თხვა­ზე არის თუ არა რუ­სეთ­ში დიქ­ტა­ტუ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­ში "არის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ის სრულ­ფა­სო­ვან მოქ­მე­დე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“.

ცნო­ბის­თვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­ლე­გა­ცია 2022 წელს ევ­რო­საბ­ჭოს რუ­სე­თის ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცი­ა­საც არ შე­უ­ერ­თდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

პუტინი დიქტატორი ევროკავშირის მიდგომით არის, რადგან მათი მოთხოვნები არ შეასრულა? დიქტატორის რომელი კრიტერიუმით განსაზღვრეს, რომ დიქტატორია? ეგრე, აზიის და აფრიკის ქვეყნების უმეტესობას დიქტატორები მართავენ და ისინი რატომ არ ახსენდებათ? აშშ-ში, ან ბრიტანეთში დიქტატურა არ არის, საუკუნეების მანძილზე ორი პარტია რომ მართავს? რა, სისტემაა ეგრე მოწყობილი და "დემოკრატიულად" მონათლეს? ვინ გადაწყვიტა, რომ ეგ დემოკრატიაა? პოლიტიკაში ვერავინ გაჭაჭანდება, თუ მაგ ორ პარტიას არ მიეკედლა. საქართველოს ახლა ნამდვილად არაფერში სჭირდება რუსეთთან შჯახება და ევროპელების ახირების უაზროდ ატაცება. ეგ პროცედურა სუფთა პროვოკაციაა და მეტი არაფერი. 

ალექს
0

მიშას დიქტატურაზე არ იყოო რეზოლუცია მისაღებიო!? ჩვენ ურეზოლუციოდაც კარგად ვიცით, რომ ასი წელია დიქტატურაა, ხან პროლეტარიატის, ხანაც კომპარტიის და სტალინის, ხანაც ედინნაია რასიასი და პუტინის , აი ჩვენი მიშასა და ნაცმოსავით! ჩვენ დიქტატურებს ისე ვექცევით, როგორც წესია, აი თვენ ევროპა კი უძვრებით ერთსაც და ამ მეორესაც !

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს" - რას წერს მედია

"ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს" - რას წერს მედია

"ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების"პროექტი "ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "არალეგიტიმურად“ აცხადებს, თუ ის თანამდებობაზე 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დარჩება.

საქართველოდან აღნიშნულ რეზოლუციას მხოლოდ პარტია "მოქალაქეების” დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა დაუჭირა მხარი.

ასამბლეაში "ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი დამკვირვებლების როლში პოლონეთში იმყოფებიან, ხოლო მას "სხვა საქმეები“ ჰქონდა.

"ჯერ ერთი, თქვენთან ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტების შეთანხმებას არ ვაპირებ. მეორე რიგში, საზოგადოებას ავუხსენი და ვთქვი, რომ ადრე, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა შემადგენლობით ვმონაწილეობდით [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] სესიებში, ამიტომ ამიტომ აქ არანაირი ქვეტექსტი არ არსებობს. თუ რუსეთის ფედერაციასთან განვიხილავთ რამეს, ან რამეზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ერთი ამოცანიდან გამომდინარეობს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამავდროულად, კითხვაზე არის თუ არა რუსეთში დიქტატურა "ქართული ოცნების” დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში "არის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან არის დაკავშირებული“.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დელეგაცია 2022 წელს ევროსაბჭოს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუციასაც არ შეუერთდა.