აშშ-ის მსგავს ქვეყანას მშვიდობის აღდგენა შეეფერება, თუ ცეცხლზე ნავთის დასხმა?,- ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ღაზაში წყალი, პური და საკვები არ არის, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგება.
"სად არის დასავლეთი? აქვთ თუ არა რაიმე ზომები ამ ეტაპზე? არ აქვთ.... არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ღაზაში ჩვენს ძმებზე თავდასხმებს, რომელმაც ხოცვა-ჟლეტის დონემდე მიაღწია",- დასძინა მან.
მისი თქმით, თურქეთი მოუწოდებს რეგიონში გავლენიან მოთამაშეებს, შეამცირონ დაძაბულობა.
"ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში გავრცელდეს, იმის ნაცვლად, რომ ბრმად მხარი დავუჭიროთ ვინმეს, ჩვენ მოვუწოდებთ გავლენიან მოთამაშეებს, შეამცირონ დაძაბულობა“,- აღნიშნა ერდოღანმა.
რაო კაცმაცუნა არავინ არაფერს გეკითხებათ შენ და პუწინს ვინ დაგაყენა ფეხზე დაგავიწყდა ასე მალე ისრაელი მალე მოუბრუნდება რუსეთს ჯერ ღაზას აიეღებს რამოდენიმე დღეში და ყველაფერი გამოაშკარავდება ისედაც ყველა ხვდება უკვე რუსეთის მოწყობილია სახეზეა ყველა ფაქტი
ძალიან ჭკვიანი კომენტარია თქვენი კომენტარი, განსაკუთრებით ბოლო ოთი ხაზი, მაგრამ "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო".