პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა" - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც "ჰამასის" ტერორისტების მსხვერპლი გახდა: რას წერს მედია ტრაგიკულ ამბავზე?
"თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა" - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც "ჰამასის" ტერორისტების მსხვერპლი გახდა: რას წერს მედია ტრაგიკულ ამბავზე?

ის­რა­ელ­ში ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი მოკ­ლეს. 35 წლის თა­მარ კე­დემ-სი­მან ტოვი, მისი ქმა­რი იო­ნა­თა­ნი და მათი სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი შა­ბათს, სა­კუ­თა­რი სახ­ლის სარ­დაფ­ში მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ნირ ოზში, ღა­ზას გა­რე­უ­ბან­ში მოხ­და.

ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, თა­მარ­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ მე­გობ­რებს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ კარ­გად იყო და საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და.

”გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, ახლა ჩვე­ნი სახ­ლის სარ­დაფ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ყვე­ლა­ნი კარ­გად ვართ" - წერ­და თა­მა­რი. შე­ტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 2:45 სა­ათ­ზე არის გაგ­ზავ­ნი­ლი.

თუმ­ცა რო­დე­საც თა­მარ­თან კონ­ტაქ­ტი შე­წყდა, მე­გობ­რე­ბი, იშაი და მორ ლა­კო­ბე­ბი მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ყვე­ლა­ნა­რი გზით ცდი­ლობ­დნენ.

"სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით... მივ­წე­რეთ, და­ვუ­რე­კეთ კი­დეც. ყვე­ლა ნაც­ნობს შე­ვეხ­მი­ა­ნე, ვინ ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ თა­მა­რის­გან არა­ფე­რი ის­მო­და“,- გა­ნუ­ცხა­და მორ­მა Morning Herald-ს.

მე­გობ­რებს ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ კვი­რას და­უ­დას­ტუ­რა, რომ ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბი ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­იჭრ­ნენ და თა­მა­რი ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად მოკ­ლეს.

თა­მა­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პრო­ფი­ლის თა­ნახ­მად, იგი ერთ დროს ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და. მსა­ხუ­რობ­და ჯარ­ში და 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნირ ოზში ცხოვ­რობ­და. მისი მე­უღ­ლე ოპე­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი და ხორ­ბლის მწარ­მო­ე­ბე­ლი იყო. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავ­და - 6 წლის ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი და 4 წლის ვაჟი, ომე­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, შა­ბათს, 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ზე „ჰა­მა­სმა“ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათ შო­რის ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გას­რო­ლით; ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბის შე­ტე­ვით სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პუ­ლია 600-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია 2000-ზე მეტი. „ჰა­მა­სმა“ მძევ­ლად აიყ­ვა­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხო ტალ­ღა და­ი­წყო. პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ღა­ზა­ში 370 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 2 200 და­იჭ­რა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პი­რო­ბა დადო, რომ „მტე­რი ისეთ სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს“. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა ის­რა­ე­ლის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის მე-40 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად ომი გა­მო­ცხა­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
8

ბუჩაშიც ასე იყო...

თამაზი
0

აბა მიდით, კიდევ გაამართლეთ ჰამასი. ქალებისა და ბავშვების ჟლეტვას რა გამართლება შეიძლება ქონდეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა" - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც "ჰამასის" ტერორისტების მსხვერპლი გახდა: რას წერს მედია ტრაგიკულ ამბავზე?

"თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა" - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც "ჰამასის" ტერორისტების მსხვერპლი გახდა: რას წერს მედია ტრაგიკულ ამბავზე?

ისრაელში ჰამასის ტერორისტებმა ხუთსულიანი ოჯახი მოკლეს. 35 წლის თამარ კედემ-სიმან ტოვი, მისი ქმარი იონათანი და მათი სამი მცირეწლოვანი შვილი შაბათს, საკუთარი სახლის სარდაფში მოკლეს. შემთხვევა ნირ ოზში, ღაზას გარეუბანში მოხდა.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, თამარმა ავსტრალიაში მცხოვრებ მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ კარგად იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა.

”გამარჯობა მეგობრებო, ახლა ჩვენი სახლის სარდაფში ვიმყოფებით. ყველანი კარგად ვართ" - წერდა თამარი. შეტყობინება ადგილობრივი დროით 2:45 საათზე არის გაგზავნილი.

თუმცა როდესაც თამართან კონტაქტი შეწყდა, მეგობრები, იშაი და მორ ლაკობები მასთან დაკავშირებას ყველანარი გზით ცდილობდნენ.

"საშინელება იყო, მათთან დაკავშირებას ვცდილობდით... მივწერეთ, დავურეკეთ კიდეც. ყველა ნაცნობს შევეხმიანე, ვინ ისრაელში იმყოფებოდა, მაგრამ თამარისგან არაფერი ისმოდა“,- განუცხადა მორმა Morning Herald-ს.

მეგობრებს ისრაელის მთავრობამ კვირას დაუდასტურა, რომ ჰამასის ტერორისტები ოჯახის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და თამარი ქმართან და შვილებთან ერთად მოკლეს.

თამარის სოციალური მედიის პროფილის თანახმად, იგი ერთ დროს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის ოფისის მრჩევლად მუშაობდა. მსახურობდა ჯარში და 15 წლის განმავლობაში ნირ ოზში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ოპერაციების მენეჯერი და ხორბლის მწარმოებელი იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავდა - 6 წლის ტყუპი გოგონები და 4 წლის ვაჟი, ომერი.

შეგახსენებთ, შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი გამოცხადა.

წაიკითხეთ ასევე: