პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." - ია ფარულავას ინტერვიუ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, რისკსა და ახალ გადაცემაზე
"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." -  ია ფარულავას ინტერვიუ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, რისკსა და ახალ გადაცემაზე

"ეს ახა­ლი გა­და­ცე­მა, ალ­ბათ, ასაკ­მა და და­დინ­ჯე­ბამ მო­ი­ტა­ნა. აქ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ის­ტო­რი­ე­ბით... მათ შო­რის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი, ასე­ვე ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი, ან ისე­თი ხალ­ხი, ვი­საც მხო­ლოდ ერთი კუ­თხით ვიც­ნობთ და მათი ცხოვ­რე­ბის სხვა ას­პექ­ტებ­ზე არა­ფე­რი ვი­ცით. ეს არის ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გზა“, - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა. მან "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში ახა­ლი შოუ "მოდი ვი­ლა­პა­რა­კოთ ია ფა­რუ­ლა­ვას­თან“ და­ი­წყო, რომ­ლის პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა შო­კის­მომ­გვრე­ლიც კი აღ­მოჩ­ნდა. ეს იყო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის აღ­სა­რე­ბა...

ტე­ლე­წამ­ყვანს ამ და სხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ Ambebi.ge შეხ­ვდა...

ია ფა­რუ­ლა­ვა:

- კი, გვაქვს გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი - არის ბო­დი­ში, პა­ტი­ე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ნა­ნუ­ლი, აღი­ა­რე­ბა და ტვირ­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გა­და­ცე­მა­ში რა­ღა­ცე­ბი დას­რულ­დე­ბა და თა­ვი­სი სა­ხე­ლე­ბი და­ერ­ქმე­ვა, რა­ღა­ცე­ბი კი ახალ სი­ცო­ცხლეს შე­ი­ძენს. ლა­პა­რა­კიც ხომ ერ­თგვა­რი თე­რა­პი­აა. რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა ჩავ­წე­რეთ და უკვე გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნად გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან რეს­პო­დენ­ტე­ბი.

- პირ­ველ­მა გა­და­ცე­მამ მარ­თლაც შოკი გა­მო­იწ­ვია. სტუმ­რად გყავ­დათ შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, სან­დრო კავ­სა­ძე აწ უკვე ბერი მამა ილია კავ­სა­ძე.

- კი, ექ­სკლუ­ზი­ვე­ბით სავ­სე გა­და­ცე­მა იყო. არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც შოკ­ში იყ­ვნენ, რად­გა­ნაც ეს ადა­მი­ა­ნი მა­ნამ­დე ვე­რა­ვინ და­ი­თან­ხმა, რომ სტუმ­რად მო­სუ­ლი­ყო და თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე ასე გახ­სნი­ლად ესა­უბ­რა. გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რებ­მა ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა გას­წი­ეს. როცა მა­ქე­ბენ, ია, რა კარ­გი სტუ­მა­რი გყავ­და, ეს მე არ მე­ხე­ბა, ამას ჩემი პრო­დი­უ­სე­რე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თე­ბენ. კარ­გი გუნ­დია (მაია გუ­ნაშ­ვი­ლი, თამ­თა წურ­წუ­მია, ნონა და­თე­ში­ძე).

ფორ­მა­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ცოტა მე­ხა­მუ­შა. მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი ეთერ­ში ხუმ­რო­ბას, უფრო ბევრ ლა­პა­რაკს, ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი აქ ჩახ­სნი­ლია. ია ფა­რუ­ლა­ვა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი, და­დინ­ჯე­ბულ-დაბ­რძე­ნე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა ილი­ას ჩა­წე­რი­სას ჩემი მხრი­დან მა­ინც იყო ჩემ სტილ­ში ხუმ­რო­ბა, რა­საც სტუ­მა­რი კარ­გად წა­მოყ­ვა, ფან­ტას­ტი­კუ­რი იუ­მო­რი აქვს, იქი­დან გა­და­ცე­მა­ში არა­ფე­რი დარ­ჩა, ამოჭ­რეს...

- მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­სა­რე­ბა ჩა­გა­ბა­რათ. ემო­ცი­უ­რად რა იყო ეს თქვენ­თვის?

- კი, მან აღ­სა­რე­ბა ჩა­მა­ბა­რა... ეს გა­და­ცე­მა­ში ვთქვი კი­დეც და მსგავ­სი აზრი სტუ­დი­ა­ში მყოფ მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­უჩ­ნდა. რო­დე­საც მას ვუს­მენ­დი, სულ იმას ვფიქ­რობ­დი, ნუთუ ეს ადა­მი­ა­ნი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო, გე­ნე­რა­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი, რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი?! არა­და, მის სა­უბ­რი­სას ვხე­დავ­დი მე­ო­რე მე­უღ­ლე­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ კაცს, რო­მელ­მაც მისი და­კარ­გვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა თავი ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­ე­ძღვნა და ის ქალ­ბა­ტო­ნი სწო­რედ იქ აღ­მო­ე­ჩი­ნა. თუკი ამ გზით წა­ვი­და, კი, ეს სწო­რედ იმ ქა­ლის გამო მოხ­და... იშ­ვი­ა­თია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე­თი მო­ნო­გა­მია. ასე უყ­ვარს ერთი ქალი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. სხვა ქალს ვერ გა­ვე­კა­რე­ბო­დიო - აღ­ნიშ­ნა. ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი იყო. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია, ვერ მოხ­ვდა გა­და­ცე­მა­ში...

- რო­გორც ჩანს, გიყ­ვართ ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა...

- ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და. მაგ პე­რი­ოდ­ში ჩა­მერ­თვე­ბო­და წარ­მო­სახ­ვი­თი ეკ­რა­ნი და ვხე­დავ­დი ფილ­მი­ვით ამა თუ იმ ამ­ბავს. რო­დე­საც რა­ღა­ცას მიყ­ვე­ბი­ან, იმ ად­გილს თვალ­ნათ­ლივ და ზოგ­ჯერ სი­ზუს­ტი­თაც ვხე­დავ, სა­დაც მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა.

- გა­და­ცე­მის მიღ­მა რო­გორ ცხოვ­რობთ? რო­გორც ვი­ცით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხართ.

- შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ჩემს "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ბევ­რი ერთი და იგი­ვე რა­ღა­ცის გა­მე­ო­რე­ბა მი­წევს, გარ­და ამი­სა, ვა­რეკ­ლა­მებ რა­ღა­ცებს. თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და­რეკ­ლა­მე­ბაც ბოლო დროს და­ვი­წყე... სხვა მხრივ ნორ­მა­ლუ­რად ვარ, ვცხოვ­რობ ვა­კე­ში, დავ­დი­ვარ ფე­ხით, ყვე­ლა­ფე­რი ერთი ფე­ხის სა­ვალ­ზე მაქვს ვარ­ჯი­ში­დან და­წყე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სპა, მა­სა­ჟი, სა­ლო­ნი და მკე­რა­ვი. ვცდი­ლობ, ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ას არ გავ­ცდე, რად­გან ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცო­ბი უკვე აუ­ტა­ნე­ლია. მან­ქა­ნი­თაც არ ვმოძ­რა­ობ, რად­გან გავ­ყი­დე. ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა უკვე გა­უ­საძ­ლი­სია. ძა­ლი­ან "და­ვიგ­რუ­ზე“ პარ­კინ­გის გა­მოც. ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­აც მა­ნე­ბივ­რებს, მან­ქა­ნა მა­კი­თხავს და მივ­ყა­ვარ. ყვე­ლა­ნა­ირ კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­ან.

- სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა და იქ აქ­ტი­ვო­ბამ რა მო­გი­ტა­ნათ?

- ძი­რი­თა­დად, ეს ჩემ­თვის გან­ტვირ­თვაა, ვერ­თო­ბი... მწე­რენ, რომ მოს­წონთ ჩემი სთო­რე­ბი, ელო­დე­ბი­ან, ცხა­დია, სა­სი­ა­მოვ­ნოა. მოს­წონთ, როცა ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია ჩნდე­ბა კადრში... თუ რა­ღა­ცას ვი­ბილ­წსი­ტყვა­ვებ, არ და­ი­ჯე­რებთ და ამ ვი­დე­ოს ყვე­ლა­ზე ბევ­რი ნახ­ვა აქვს.

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის სურ­ვი­ლი რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გიჩ­ნდე­ბათ?

- ეგ რომ მქონ­დეს გა­შიფ­რუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, ცუდ სი­ტყვას აღარ ვი­ტყო­დი. ეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე რა­ღა­ცის დახ­შო­ბის, გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბაა. ამ თემ­ზე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა წა­მი­კი­თხავს, ინ­გლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი კვლე­ვაა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად იგი­ნე­ბი­ა­ნო. გი­ნე­ბას ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი თვი­სე­ბაც აქვს...

- რა გაბ­რა­ზებთ?

- აღა­რა­ფე­რი... თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა ვუ­პა­სუ­ხო, ალ­ბათ, როცა რა­ღა­ცას დამ­პირ­დე­ბი­ან და არ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

- ტყუ­ილ­ზე რა რე­აქ­ცია გაქვთ?

- თუ ვინ­მე მა­ტყუ­ებს, ეს მისი პრობ­ლე­მაა... ამ ასაკ­ში უკვე იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი უნდა ვიყო, ისე მქონ­დეს სა­ცე­ცე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ მივ­ხვდე, რო­დის მა­ტყუ­ე­ბენ. თუ ამას ჩემი ექ­სტრა­სენ­სო­რი­კით ვერ ვხვდე­ბი, მა­შინ კარ­გად ყო­ფი­ლა ჩემი საქ­მე.

- თქვე­ნი ნება რომ იყოს, სამ­ყა­რო­ში რას შეც­ვლი­დით?

- ფულს გა­ვა­უქ­მებ­დი. მგო­ნი, ბუ­ნე­ბით კო­მუ­ნის­ტი ვარ (იცი­ნის). ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ ასეც იქ­ნე­ბა, ფუ­ლის ნაც­ვლად ადა­მი­ა­ნე­ბი ენერ­გი­ას გაც­ვლი­ან. ეს იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ფული აქვთ, ვე­ღარ კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან და უკვე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან უნ­დათ ენერ­გი­ის აღე­ბა. ხან ხალ­ხის­გან იღებ, ხან ცხო­ვე­ლის­გან, წყლის­გან... მჯე­რა, 100 წლის მერე ფული აღარ იარ­სე­ბებს.

- ხში­რად რა კი­თხვას გის­ვა­მენ?

- "ვა­ი­მე, ია, ცხოვ­რე­ბა­ში რა ლა­მა­ზი ყო­ფილ­ხარ, ვიდ­რე ეკ­რან­ზე“? და "რა ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ვიდ­რე ეკ­რან­ზე?“

- რო­გორ ფიქ­რობთ, ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ უყ­ვარ­ხარ?

- იმ დღე­საც გა­მა­ჩე­რეს თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა, - რო­გორ გვიყ­ვარ­ხა­რო. რო­დე­საც ასე მე­უბ­ნე­ბი­ან, იქით ვუს­ვამ ამ კი­თხვას, - რა­ტომ გიყ­ვარ­ვართ-მეთ­ქი? რას ხე­დავთ ჩემ­ში? არ ვი­ცით, - გვიყ­ვარ­ხართ! - მპა­სუ­ხო­ბენ და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რე­ბენ. ამი­ტომ თვი­თო­ნაც არ მაქვს მა­გა­ზე პა­სუ­ხი.

- ე.ი. იმ ენერ­გი­ას გას­ცემ, რაც მათ სჭირ­დე­ბათ?

- ალ­ბათ... ეს ენერ­გი­აც ყო­ველ­თვის მქონ­და, მაგ­რამ ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნი­კუ­რა­დაც უკვე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მაქვს.

- თი­ნე­ი­ჯე­რი რომ იყოთ, ამ გა­მოც­დი­ლე­ბით რას შეც­ვლი­დით სა­კუ­თარ თავ­ში?

- ნაკ­ლე­ბად მიმ­ნდო­ბი ვიქ­ნე­ბო­დი, ნაკ­ლე­ბად და­ვუ­ჯე­რებ­დი ადა­მი­ა­ნის სი­ტყვას და უფრო მისი ქმე­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­ვა­ფა­სებ­დი. მაგ­რამ თუ შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვი, რო­გორ გაძ­ლი­ერ­დე­ბი?! თუმ­ცა ხში­რად შეც­დო­მებ­ზეც ვერ ვსწავ­ლობთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნებს შეც­ვლა და გა­მოს­წო­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

- რო­დის რის­კავთ?

- აღარ ვრის­კავ. ჩემი ცხოვ­რე­ბა ისეა და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ გა­სა­რის­კი არა­ფე­რი მაქვს. ჩემ­თვის გა­რის­კვა პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მაა ან, ვთქვათ, ლო­მებ­თან გა­ლი­ა­ში შეს­ვლაა...

- წო­ნას­წო­რო­ბას რო­დის და რო­გორ იცავთ?

- წო­ნას­წო­რო­ბა ჩემ შემ­თხვე­ვა­ში გან­მარ­ტო­ე­ბაა, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო ყოფ­ნა, ხალ­ხის ვიბ­რა­ცი­ე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ენერ­გი­ე­ბის აღ­დგე­ნა, რა­ღაც მე­თო­დე­ბის მარ­თვა, ძილი, დას­ვე­ნე­ბა, მა­სა­ჟი. მად­ლო­ბა, რომ მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემს თავს დას­ვე­ნე­ბა ვა­ჩუ­ქო.

- ია, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი?

- ეს არის უდი­დე­სი ენერ­გია, რო­მე­ლიც ავ­სებს ადა­მი­ანს, აკავ­ში­რებს უმაღ­ლეს გულ­თან სა­ი­და­ნაც ვივ­სე­ბით. მერე კი სიყ­ვა­რუ­ლი აქე­დან გა­ი­ცე­მა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ცხო­ვე­ლის მი­მართ და ა.შ. რო­მე­ლიც ცირ­კუ­ლი­რებს და სულ ტრი­ა­ლებს.

- ისე, და­ვას­რუ­ლეთ ინ­ტერ­ვიუ, ტა­რი­ელ სუ­ა­რი­ზე კი­თხვა არ და­მის­ვამს...

- მე ტა­რი­ელს გავ­შორ­დი, მაგ­რამ ჩვენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ვიქ­ნე­ბით, რო­გორც მე­გობ­რე­ბი. ტა­რი­ე­ლი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ჯერ ეს ერთი, ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცია, რო­მელ­თა­ნაც 10 წელი ვი­ცხოვ­რე და მერე, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მისი ხე­ლოვ­ნე­ბა და ტა­ლან­ტი. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის ჩემი ოჯა­ხის წევ­რია. ამი­ტომ ტა­რი­ე­ლი არ და­მი­კარ­გავს, ის იყო, არის და იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." - ია ფარულავას ინტერვიუ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, რისკსა და ახალ გადაცემაზე

"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." -  ია ფარულავას ინტერვიუ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, რისკსა და ახალ გადაცემაზე

"ეს ახალი გადაცემა, ალბათ, ასაკმა და დადინჯებამ მოიტანა. აქ ადამიანები მოდიან ისტორიებით... მათ შორის როგორც საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი, ასევე ნაცნობი სახეები, ან ისეთი ხალხი, ვისაც მხოლოდ ერთი კუთხით ვიცნობთ და მათი ცხოვრების სხვა ასპექტებზე არაფერი ვიცით. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრების გზა“, - გვეუბნება მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა. მან "ფორმულას“ ეთერში ახალი შოუ "მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ დაიწყო, რომლის პირველი გადაცემა შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდა. ეს იყო სასულიერო პირის აღსარება...

ტელეწამყვანს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ Ambebi.ge შეხვდა...

ია ფარულავა:

- კი, გვაქვს გულახდილი საუბარი - არის ბოდიში, პატიება, სიყვარული, სინანული, აღიარება და ტვირთისგან გათავისუფლება. გადაცემაში რაღაცები დასრულდება და თავისი სახელები დაერქმევა, რაღაცები კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ლაპარაკიც ხომ ერთგვარი თერაპიაა. რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ და უკვე გამოჩნდა, რამდენად გულახდილები არიან რესპოდენტები.

- პირველმა გადაცემამ მართლაც შოკი გამოიწვია. სტუმრად გყავდათ შევარდნაძის ეპოქის მაღალჩინოსანი, სანდრო კავსაძე აწ უკვე ბერი მამა ილია კავსაძე.

- კი, ექსკლუზივებით სავსე გადაცემა იყო. არხის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტებიც შოკში იყვნენ, რადგანაც ეს ადამიანი მანამდე ვერავინ დაითანხმა, რომ სტუმრად მოსულიყო და თავის ცხოვრებაზე ასე გახსნილად ესაუბრა. გადაცემის პროდიუსერებმა ამისთვის სერიოზული შრომა გასწიეს. როცა მაქებენ, ია, რა კარგი სტუმარი გყავდა, ეს მე არ მეხება, ამას ჩემი პროდიუსერები შესანიშნავად აკეთებენ. კარგი გუნდია (მაია გუნაშვილი, თამთა წურწუმია, ნონა დათეშიძე).

ფორმატი თავდაპირველად ცოტა მეხამუშა. მიჩვეული ვიყავი ეთერში ხუმრობას, უფრო ბევრ ლაპარაკს, ახლა ეს ყველაფერი აქ ჩახსნილია. ია ფარულავა უფრო სერიოზული, დადინჯებულ-დაბრძენებულია. მიუხედავად იმისა, რომ მამა ილიას ჩაწერისას ჩემი მხრიდან მაინც იყო ჩემ სტილში ხუმრობა, რასაც სტუმარი კარგად წამოყვა, ფანტასტიკური იუმორი აქვს, იქიდან გადაცემაში არაფერი დარჩა, ამოჭრეს...

- მოკლედ, ისე მოხდა, რომ სასულიერო პირმა, ფაქტობრივად, აღსარება ჩაგაბარათ. ემოციურად რა იყო ეს თქვენთვის?

- კი, მან აღსარება ჩამაბარა... ეს გადაცემაში ვთქვი კიდეც და მსგავსი აზრი სტუდიაში მყოფ მაყურებელსაც გაუჩნდა. როდესაც მას ვუსმენდი, სულ იმას ვფიქრობდი, ნუთუ ეს ადამიანი მაღალჩინოსანი იყო, გენერალი, უსაფრთხოების პოლკოვნიკი, რაიკომის მდივანი?! არადა, მის საუბრისას ვხედავდი მეორე მეუღლეზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, რომელმაც მისი დაკარგვის შემდეგ გადაწყვიტა თავი ეკლესიისთვის მიეძღვნა და ის ქალბატონი სწორედ იქ აღმოეჩინა. თუკი ამ გზით წავიდა, კი, ეს სწორედ იმ ქალის გამო მოხდა... იშვიათია მამაკაცი, რომელიც ასეთი მონოგამია. ასე უყვარს ერთი ქალი მთელი ცხოვრება. სხვა ქალს ვერ გავეკარებოდიო - აღნიშნა. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა, სასიამოვნო მოსასმენი იყო. თუმცა ყველაფერი ცხადია, ვერ მოხვდა გადაცემაში...

- როგორც ჩანს, გიყვართ ამბების მოსმენა...

- ბავშვობიდან მიყვარს ამბების მოსმენა, განსაკუთრებით, როდესაც ბებია მიყვებოდა. მაგ პერიოდში ჩამერთვებოდა წარმოსახვითი ეკრანი და ვხედავდი ფილმივით ამა თუ იმ ამბავს. როდესაც რაღაცას მიყვებიან, იმ ადგილს თვალნათლივ და ზოგჯერ სიზუსტითაც ვხედავ, სადაც მოქმედება ხდება.

- გადაცემის მიღმა როგორ ცხოვრობთ? როგორც ვიცით, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ხართ.

- შეიძლება მრავალფეროვნებით არ გამოვირჩევი, ჩემს "ინსტაგრამზე“ ბევრი ერთი და იგივე რაღაცის გამეორება მიწევს, გარდა ამისა, ვარეკლამებ რაღაცებს. თანხის სანაცვლოდ დარეკლამებაც ბოლო დროს დავიწყე... სხვა მხრივ ნორმალურად ვარ, ვცხოვრობ ვაკეში, დავდივარ ფეხით, ყველაფერი ერთი ფეხის სავალზე მაქვს ვარჯიშიდან დაწყებული, დამთავრებული სპა, მასაჟი, სალონი და მკერავი. ვცდილობ, ვაკის ტერიტორიას არ გავცდე, რადგან ქალაქში არსებული საცობი უკვე აუტანელია. მანქანითაც არ ვმოძრაობ, რადგან გავყიდე. ქალაქში ავტომობილით გადაადგილება უკვე გაუსაძლისია. ძალიან "დავიგრუზე“ პარკინგის გამოც. ჩემი ტელევიზიაც მანებივრებს, მანქანა მაკითხავს და მივყავარ. ყველანაირ კომფორტს მიქმნიან.

- სოციალურმა ქსელმა და იქ აქტივობამ რა მოგიტანათ?

- ძირითადად, ეს ჩემთვის განტვირთვაა, ვერთობი... მწერენ, რომ მოსწონთ ჩემი სთორები, ელოდებიან, ცხადია, სასიამოვნოა. მოსწონთ, როცა ციცინო შურღაია ჩნდება კადრში... თუ რაღაცას ვიბილწსიტყვავებ, არ დაიჯერებთ და ამ ვიდეოს ყველაზე ბევრი ნახვა აქვს.

- ბილწსიტყვაობის სურვილი რა სიტუაციაში გიჩნდებათ?

- ეგ რომ მქონდეს გაშიფრული და გაანალიზებული, ცუდ სიტყვას აღარ ვიტყოდი. ეს ფსიქოლოგიურ დონეზე რაღაცის დახშობის, გადაფარვის მცდელობაა. ამ თემზე არაერთი საინტერესო კვლევა წამიკითხავს, ინგლისელი ჟურნალისტის ერთ-ერთი კვლევაა, რომელიც ამბობს, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო მეტად იგინებიანო. გინებას ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც აქვს...

- რა გაბრაზებთ?

- აღარაფერი... თუ მაინცდამაინც უნდა ვუპასუხო, ალბათ, როცა რაღაცას დამპირდებიან და არ შეასრულებენ.

- ტყუილზე რა რეაქცია გაქვთ?

- თუ ვინმე მატყუებს, ეს მისი პრობლემაა... ამ ასაკში უკვე იმდენად დახვეწილი უნდა ვიყო, ისე მქონდეს საცეცები განვითარებული, რომ მივხვდე, როდის მატყუებენ. თუ ამას ჩემი ექსტრასენსორიკით ვერ ვხვდები, მაშინ კარგად ყოფილა ჩემი საქმე.

- თქვენი ნება რომ იყოს, სამყაროში რას შეცვლიდით?

- ფულს გავაუქმებდი. მგონი, ბუნებით კომუნისტი ვარ (იცინის). ალბათ, სამომავლოდ ასეც იქნება, ფულის ნაცვლად ადამიანები ენერგიას გაცვლიან. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს, ვისაც ფული აქვთ, ვეღარ კმაყოფილდებიან და უკვე ადამიანებისგან უნდათ ენერგიის აღება. ხან ხალხისგან იღებ, ხან ცხოველისგან, წყლისგან... მჯერა, 100 წლის მერე ფული აღარ იარსებებს.

- ხშირად რა კითხვას გისვამენ?

- "ვაიმე, ია, ცხოვრებაში რა ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე ეკრანზე“? და "რა ახალგაზრდად გამოიყურები, ვიდრე ეკრანზე?“

- როგორ ფიქრობთ, ადამიანებს რატომ უყვარხარ?

- იმ დღესაც გამაჩერეს თინეიჯერებმა, - როგორ გვიყვარხარო. როდესაც ასე მეუბნებიან, იქით ვუსვამ ამ კითხვას, - რატომ გიყვარვართ-მეთქი? რას ხედავთ ჩემში? არ ვიცით, - გვიყვარხართ! - მპასუხობენ და აღფრთოვანებული მიყურებენ. ამიტომ თვითონაც არ მაქვს მაგაზე პასუხი.

- ე.ი. იმ ენერგიას გასცემ, რაც მათ სჭირდებათ?

- ალბათ... ეს ენერგიაც ყოველთვის მქონდა, მაგრამ ამ 30 წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდა. ეს ყველაფერი ტექნიკურადაც უკვე დამუშავებული მაქვს.

- თინეიჯერი რომ იყოთ, ამ გამოცდილებით რას შეცვლიდით საკუთარ თავში?

- ნაკლებად მიმნდობი ვიქნებოდი, ნაკლებად დავუჯერებდი ადამიანის სიტყვას და უფრო მისი ქმედებების მიხედვით შევაფასებდი. მაგრამ თუ შეცდომები არ დაუშვი, როგორ გაძლიერდები?! თუმცა ხშირად შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ადამიანებს შეცვლა და გამოსწორება შეუძლიათ.

- როდის რისკავთ?

- აღარ ვრისკავ. ჩემი ცხოვრება ისეა დალაგებული, რომ გასარისკი არაფერი მაქვს. ჩემთვის გარისკვა პარაშუტით გადმოხტომაა ან, ვთქვათ, ლომებთან გალიაში შესვლაა...

- წონასწორობას როდის და როგორ იცავთ?

- წონასწორობა ჩემ შემთხვევაში განმარტოებაა, საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, ხალხის ვიბრაციებისგან აბსოლუტურად გათავისუფლება. ენერგიების აღდგენა, რაღაც მეთოდების მართვა, ძილი, დასვენება, მასაჟი. მადლობა, რომ მაქვს იმის საშუალება, ჩემს თავს დასვენება ვაჩუქო.

- ია, რა არის სიყვარული?

- ეს არის უდიდესი ენერგია, რომელიც ავსებს ადამიანს, აკავშირებს უმაღლეს გულთან საიდანაც ვივსებით. მერე კი სიყვარული აქედან გაიცემა ადამიანების მიმართ, ცხოველის მიმართ და ა.შ. რომელიც ცირკულირებს და სულ ტრიალებს.

- ისე, დავასრულეთ ინტერვიუ, ტარიელ სუარიზე კითხვა არ დამისვამს...

- მე ტარიელს გავშორდი, მაგრამ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, როგორც მეგობრები. ტარიელი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჯერ ეს ერთი, ერთადერთი მამაკაცია, რომელთანაც 10 წელი ვიცხოვრე და მერე, ღირსეული ადამიანია. ძალიან მიყვარს მისი ხელოვნება და ტალანტი. ჩათვალეთ, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ამიტომ ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება.