სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს
ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს

შა­ბათს, 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სმა“ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათ შო­რის ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გას­რო­ლით; ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბის შე­ტე­ვით სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პუ­ლია 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია 2000-ზე მეტი. "ჰა­მა­სმა“ მძევ­ლად აიყ­ვა­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხო ტალ­ღა და­ი­წყო. პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ღა­ზა­ში 370 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 2 200 და­იჭ­რა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პი­რო­ბა დადო, რომ "მტე­რი ისეთ სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს“. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა ის­რა­ე­ლის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის მე-40 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად ომი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და.

  • რა არის "ჰა­მა­სი"?

ჰა­მა­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­წყის ეტა­პად 1960-იანი წლე­ბი მი­იჩ­ნე­ვა - რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ ალექ­სან­დრი­ა­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფ­მა და­ა­არ­სა ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ის­ლა­მუ­რი სტუ­დენ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცია.“ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ლა­მურ საძ­მოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და 1970-იან წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნა­ში მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად იქცა.

1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ "ის­ლა­მუ­რი საძ­მოს“ დარ­ბე­ვა და­ი­წყო. სა­პა­სუ­ხოდ, ლი­დე­რე­ბის ჯგუფ­მა, მათ შო­რის შეიხ აჰ­მედ ია­სინ­მა 1987 წელს შე­და­რე­ბით უფრო მებ­რძო­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰა­მა­სი“ - "ის­ლა­მუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია "პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის­რა­ე­ლის ოკუ­პა­ცი­ის­გან“. მისი და­არ­სე­ბის თა­რი­ღად სწო­რედ ეს წელი მი­იჩ­ნე­ვა.

  • ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა

"ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ყო­ფი­ლია მის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ბი­უ­რო­სა და ღა­ზა­ში არ­სე­ბულ მთავ­რო­ბას შო­რის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე, რო­გორც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის, ლე­გი­ტი­მუ­რი ლი­დე­რი, პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, მაჰ­მუდ აბა­სია. ხში­რად, ჰა­მა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ხე­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ, კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და რთუ­ლი და­სად­გე­ნია - რე­ა­ლუ­რად ვინ აკონ­ტრო­ლებს ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს და ვის ხელ­შია რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში თა­ნაბ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი. სა­ერ­თო ჯამ­ში, "ჰა­მა­სი" მოქ­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იდე­ო­ლო­გი­აა, და რო­გორც პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, ერთი ან მეტი ლი­დე­რის სიკ­ვდი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფერ­ხებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ბო­ლო­ოდ მის დაშ­ლას არ/ვერ იწ­ვევს.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­რო

ჰა­მა­სის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­რო, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მხრივ, წამ­ყვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტია. ბი­უ­როს მთა­ვა­რი ოფი­სი მდე­ბა­რე­ობ­და და­მას­კო­ში, სი­რი­ა­ში, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის­კენ მიმხრო­ბის გამო, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­შარ ალ-ასად­მა მოს­თხო­ვა ბი­უ­როს წევ­რებს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა და დღეს, ჰა­მა­სის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­რო საქ­მი­ა­ნო­ბას ყა­ტარ­ში გა­ნაგ­რძობს.

  • შუ­რას საბ­ჭო

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი მთა­ვა­რი ორ­გა­ნო შუ­რას საბ­ჭოა (სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო), რომ­ლის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ რო­გორც ღა­ზას შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. შუ­რას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია მთე­ლი რიგი კო­მი­ტე­ტე­ბი და ქვე­კო­მი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე - სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

  • ალ - ქა­სა­მის სამ­ხედ­რო ბრი­გა­დე­ბი

"ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო ფრთა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია იზ-ალ-დინ ალ-ქა­სიმ ბრი­გა­დე­ბის სა­ხე­ლით, 1991 წელს და­არ­სდა. ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ხში­რად, "ჰა­მა­სის" ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად, და­მო­უ­კი­დებ­ლად იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. თუმ­ცა, მსგავს რე­ა­ლო­ბას უარ­ყოფ­და "ჰა­მა­სის" და­მა­არ­სე­ბე­ლი შე­ი­ხი აჰ­მად ია­სი­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ჰა­მა­სის­გან სამ­ხედ­რო ფრთის გან­ცალ­კე­ვე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, რად­გან "ჰა­მა­სი" ერთი მთლი­ა­ნო­ბაა. ალ-ქა­სი­მის ბრი­გა­დე­ბის ერთ-ერთი, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ლი­დე­რი, მუ­ჰა­მედ დი­ფია, რო­მე­ლიც, მრა­ვალ­ჯერ გა­და­ურ­ჩა ის­რა­ე­ლის მხრი­დან მის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ებს და დღეს, ეტლსმი­ჯაჭ­ვუ­ლი აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას.

ჰა­მა­სის ძი­რი­თა­დი ტაქ­ტი­კა სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად არ­სე­ნა­ლი, ძი­რი­თა­დად, შედ­გე­ბა მცი­რე და გრძე­ლი მოქ­მე­დე­ბის რა­კე­ტე­ბის­გან. მებ­რძო­ლე­ბის მთა­ვა­რი ია­რა­ღი ამე­რი­კუ­ლი M-16 და რუ­სუ­ლი AK-47-ია. დღეს­დღე­ო­ბით, ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ ჰა­მა­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 20 000 მებ­რძო­ლია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 20 000 კი, პო­ლი­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­ში ირი­ცხე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ "ჰა­მა­სის" ბრი­გა­დე­ბის მე­თა­უ­რე­ბი, საკ­მა­ოდ დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ ოპე­რა­ცი­ულ დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას. მსგავ­სი მიდ­გო­მა საკ­მა­ოდ დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას სძენს ჰა­მასს, რად­გან ომის დროს, რო­გორც წესი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წყდე­ბა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­სა და შუა რგო­ლის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებს შო­რის. თუმ­ცა, რამე უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, მა­ინც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია, რად­გან ჰა­მა­სის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ის­რა­ე­ლია - ქვე­ყა­ნა, რომ­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა მსოფ­ლი­ო­ში. რო­გორც წესი, ღა­ზა­დან გას­რო­ლი­ლი რა­კე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ აღ­წევს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს, რად­გან ის­რა­ე­ლის ანტი-სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მის - "რკი­ნის თა­ღის“ გარ­ღვე­ვა, ძა­ლი­ან რთუ­ლია.

გრძე­ლია ალ-ქა­სი­მის ბრი­გა­დე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

  • რე­ლი­გია, ქველ­მოქ­მე­დე­ბა და ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამი მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი

"ჰა­მა­სი" არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. კერ­ძოდ, მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ქა­ლე­ბის მი­მართ მკაც­რი ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ში, მათ შო­რის ჩაც­მის შე­ზღუდ­ვა­ში. დღეს "ჰა­მასს" მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ის­რა­ე­ლი, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნევს, ზო­გის აზ­რით კი, იგი ლე­გი­ტი­მუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძვის.

  • "ჰა­მა­სი" და ის­რა­ე­ლი

ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქ­ტი რთუ­ლი და მრა­ვალ­მხრი­ვი სა­კი­თხია, ღრმა ის­ტო­რი­უ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ფეს­ვე­ბით.

შექ­მნის დღი­დან ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს“ შო­რის არა­ერ­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტი მომ­ხდა­რა, მათ შო­რის პირ­ვე­ლი ინ­ტი­ფა­და (1987-1993) და მე­ო­რე ინ­ტი­ფა­და (2000-2005).

ჰა­მა­სის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს ის­რა­ე­ლის მიერ "პა­ლეს­ტი­ნის ოკუ­პა­ცი­ას" და შექ­მნას პა­ლეს­ტი­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მრა­ვა­ლი თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ზე, მათ შო­რის თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი, ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის სხვა აქ­ტე­ბი.

  • "ჰა­მა­სმა" თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი პირ­ვე­ლად 1993 წელს გა­მო­ი­ყე­ნა, რო­დე­საც ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ხელი მო­ა­წე­რეს ოს­ლოს შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პა­ლეს­ტი­ნურ­მა გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა ის­რა­ე­ლი. ჰა­მა­სმა აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დაგ­მო.1993 და 2014 წლებ­ში ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად 742 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ამ თავ­დას­ხმე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ის­რა­ელ­მა "ჰა­მა­სის" წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა, მათ შო­რის ღა­ზის 2008-2009 წლე­ბი­სა და 2014 წლის ომე­ბი. ამ ოპე­რა­ცი­ებ­მა ორი­ვე მხა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გე­ბი გა­მო­იწ­ვია.

  • ღა­ზის სექ­ტო­რი

ღა­ზის სექ­ტო­რი ხმელ­თა­შუა ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნია. იგი სამ­ხრეთ და­სავ­ლე­თი­დან ეგ­ვიპ­ტეს, ხოლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და ჩრდი­ლო­ე­თი­დან ის­რა­ელს ესა­ზღვრე­ბა. ტე­რი­ტო­რია პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლია.

1967 წელს, ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქ­ტში ის­რა­ე­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ტე­რი­ტო­რია ის­რა­ე­ლის სა­კუთ­რე­ბა გახ­და. 1994 წელს, ის­რა­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ღა­ზა­ზე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის უფ­ლე­ბა გა­დას­ცა. 2007 წელს ჰა­მა­სმა ღა­ზის სექ­ტორ­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და­ამ­ყა­რა.

"ჰა­მა­სის" ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თვე­ლო­ბას უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა - 2006 წლის შემ­დეგ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა არ­ჩევ­ნე­ბი. რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჯან­დაც­ვა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლურ ფონს თან ერ­თვის სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მაც.

  • ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა და უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი

ისე­ვე რო­გორც სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, ჰა­მა­სის შე­მო­სავ­ლე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი, ხში­რად, უც­ნო­ბია. კონ­გრე­სის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის თა­ნახ­მად, 2010 წელს, ღა­ზას ზო­ნა­ში "ჰა­მა­სის" ყო­ველ­წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით $320 - 540 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იყო (Zanottii, 2010, გვ. 20). 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ბი­უ­ჯე­ტის დიდი ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, იხარ­ჯე­ბა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ის­რა­ე­ლი-ღა­ზას სა­ზღვარ­ზე - გვი­რა­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. გარ­და სა­ვა­რა­უ­დო, 170 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი­სა, რო­მე­ლიც შიდა გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­დე­გად გროვ­დე­ბა, ჰა­მა­სი, ასე­ვე იღებს ფულს გარე წყა­რო­ე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, მუს­ლიმ­თა საძ­მოს­გან, კერ­ძო პი­რე­ბის­გან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც დღე­საც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში (Counter Extremism Project, 2019).

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი­ის და­სა­წყის­ში, იორ­და­ნი­ულ­მა მუს­ლიმ­თა საძ­მომ, ის­ლა­მურ­მა მოძ­რა­ო­ბებ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ყა­ტარ­ში, სუ­დან­ში, ალ­ჟირ­სა და ტუ­ნის­ში, ასე­ვე, ის­ლა­მურ­მა თე­მებ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წია "ჰა­მასს".

ჰა­მა­სის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­უ­დის არა­ბეთ­თან და სპარ­სე­თის ყუ­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, რაც ჰა­მა­სი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ჩა­რე­ვას ერაყ-ქუ­ვე­ი­თის კონ­ფლქტში, 1990-1991 წლებ­ში. სა­მა­გი­ე­როდ, ამ პე­რი­ოდ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და ირან­თან. შე­დე­გად, "ჰა­მა­სმა" ოფი­სი გახ­სნა თე­ი­რან­ში. ირა­ნის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­ცავ­და, არა მხო­ლოდ ფი­ნან­სურ კომ­პო­ნენტს, არა­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბა­სა და "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლე­ბის, რო­გორც ირან­ში, ისე პრო-ირა­ნულ "ჰეზ­ბო­ლას" ბა­ზა­ზე გა­დამ­ზა­დე­ბას.

  • შე­მო­წი­რუ­ლო­ბა

მო­წყა­ლე­ბის გა­ღე­ბა, იგი­ვე „ზა­ქათ”, ის­ლა­მის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­უ­ლი მუს­ლი­მის მო­ვა­ლე­ო­ბაა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გან­ზი­ა­ცი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აგ­რო­ვებ­დნენ, და დღე­საც აგ­რო­ვე­ბენ შე­მო­წი­რუ­ლო­ბას. ეს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ოპე­რი­რე­ბენ, მათ შო­რის, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც "ჰა­მა­სი" ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, კა­ნა­და­ში, სა­დაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა აღ­მო­აჩ­ნი­ეს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 14,6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი კა­ნა­დი­დან ღა­ზას სექ­ტორ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გან­ზი­ა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იყო გაგ­ზავ­ნი­ლი (Counter Extremism Project, 2019).

მე­ო­რე ინ­ტი­ფა­დის დროს, სა­უ­დის არა­ბე­თის, ლი­ბა­ნის და სხვა მთავ­რო­ბე­ბის მიერ შექ­მნი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ასე­ვე, საკ­მა­ოდ დიდ შე­მო­წი­რუ­ლო­ბას უგ­ზავ­ნიდ­ნენ ჰა­მასს. 2014 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, 10-წლი­ა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აშშ-ს სა­სა­მარ­თლომ­პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რა არა­ბულ ბანკს, "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­ში.

  • გა­და­სა­ხა­დე­ბი და გვი­რა­ბის ეკო­ნო­მი­კა

"ჰა­მასს", წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჰ­ყავ­და გვი­რა­ბი ეგ­ვიპ­ტის სა­ზღვარ­ზე ია­რა­ღი­სა და სხვა სა­ქონ­ლის კონ­ტრა­ბან­დის მიზ­ნით. 2012 წელს, მი­ნი­მუმ 160 ბავ­შვი ემსხვერ­პლა მსგავ­სი გვი­რა­ბე­ბის გა­თხრას. ღა­ზა­სა და ეგ­ვიპტს შო­რის მი­წის­ქვე­შა კონ­ტრა­ბან­დის გვი­რა­ბებ­მა, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი უზ­რუნ­ველ­ყო ჰა­მა­სის ეკო­ნო­მი­კის­თვის. 2013 წლის ბო­ლოს ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბამ გვი­რა­ბე­ბი და­ხუ­რა.აღ­ნიშ­ნულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ღაზა უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში ჩა­ა­ყე­ნა.

  • კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა

სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნით, "ჰა­მა­სი" აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას, რად­გან ამ უკა­ნას­კნე­ლის კონ­ტრო­ლი, ტრა­დი­ცი­ულ ვა­ლუ­ტას­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად რთუ­ლია. ქა­სიმ ბრი­გა­დე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის ახ­სნი­ლი, თუ რო­გორ უნდა შექ­მნან მომ­ხმა­რებ­ლებ­მა Bitcoin სა­ფუ­ლე და გა­ა­კე­თონ ანო­ნი­მუ­რი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა ჰა­მა­სის­თვის. სა­ი­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მრა­ვალ ენა­ზე, მათ შო­რის, ინ­გლი­სურ, არა­ბულ, ფრან­გულ და რუ­სულ ენებ­ზე.

  • მო­კავ­ში­რე­ე­ბი

ირა­ნი

1990-იან წლებ­ში, ირა­ნი ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და­ეხ­მა­რა ჰა­მასს. კრი­ტი­კუ­ლი იყო ირა­ნის მხარ­და­ჭე­რა 2006 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა შეც­ვა­ლა სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომში ჰა­მა­სის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რამ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, "ჰა­მა­სმა" და ირან­მა ურ­თი­ერ­თო­ბა 2017 წელს კვლავ აღად­გი­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ 2018 წელს, ირა­ნი "ჰა­მასს", დახ­მა­რე­ბის სა­ხით, თვე­ში 30 მი­ლი­ონ დო­ლარს ური­ცხავ­და. ირა­ნის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი ის­რა­ელ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის მი­ტა­ნა და სა­ჭი­რო სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირა­ნი ში­ი­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა, ხოლო "ჰა­მა­სი" სუ­ნი­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. თუმ­ცა, "ჰა­მა­სი­სა" და ირა­ნის გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი ის­რა­ე­ლია, რად­გან ამ უკა­ნას­კნე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა ორი­ვეს უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა.

ყა­ტა­რი

ყა­ტა­რი, სპარ­სე­თის ყუ­რის პა­ტა­რა, მაგ­რამ - უმ­დიდ­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო, აქ­ტი­უ­რად აფი­ნან­სებს "ჰა­მასს". 2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში ყა­ტარ­მა 15 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა ჰა­მა­სის მთავ­რო­ბას სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბის გა­და­სახ­დე­ლად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყა­ტა­რის მთავ­რი მო­თხოვ­ნა გა­ღე­ბუ­ლი თან­ხის სწო­რი ხარ­ჯვა და იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბაა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბა.

სა­უ­დის არა­ბე­თი

მე­ო­რე ინ­ტი­ფა­დის დროს, სა­უ­დის არა­ბეთ­მა "ჰა­მასს", ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი შეს­წი­რა. ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ დეკ­ლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სა­უ­დის არა­ბეთ­მა, ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა, უშუ­ა­ლოდ თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის, შე­ტა­კე­ბე­ბის, ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი­სა თუ სხვა­დას­ხვა მიზ­ნით და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის ოჯა­ხებს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
3

მე ერთი რამ ვიცი ისტორიიდან როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი მაგ მიწას აღარასოდეს აღარასოდეს ეღირსება მშვიდობა.

გიორგი
3

ფილსტიმელები ბოლოს ალექსანდერ მაკედონელის დროს მოიხსენიებან და არც არავის გაუნადგურებია ან გენოციდი არ მოუწყვია, უბრალოდ გაცილებით მრავალრიცხოვან დამპყრობლებში აითქვიფნენ,მაგიტომ მიწერია რომ დღევანდელ პალესტინელებში მათ გენებიც არის მეთქი

"ბიბლიის მითები" ებრაელი ერის მთავარი მამოძრავარი იდეოლოგიური ღეძი და ძირითადი არგუმენტია ისრაელის ტერიტორიული პრეტენზიების გასამართლებლად, მაგ "მითების "გარეშე არ იქნებოდა არც სიონიზმი ,არ აღთქმული მიწა და არც დებულებები ებრაელი ერის რჩეულობის, განსაკუთრებული ისტორიული ბედის შესახებ. და სწორედ მაგ ბიბლიიდან გამომდინარეობს ,რომ ებრაელები ისეთივე დამპყრობლები არიან , როგორ ასირიელები , საპასელები და არაბები.

გეშლებათ თუ გოონიათ რომ ქართულ გენეტიკას რაიმე საერთო აქვს სემიტებთან(ებრაელები,არაბები, ლიბიელები..) და ის რომ აღმოსავლეთ საქართველოს მაცხოვრებელი შეიძლება სპარსელ გავდეს(თურქები ეგ უფრო დასავლეთ საქართველო) ბედის უკუღმართობაა და არა ისტორიული კანონზომიერება.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. "ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

  • რა არის "ჰამასი"?

ჰამასის ჩამოყალიბების საწყის ეტაპად 1960-იანი წლები მიიჩნევა - როდესაც ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში პალესტინელი სტუდენტების ჯგუფმა დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით "ისლამური სტუდენტების ასოციაცია.“ ეს ორგანიზაცია მოგვიანებით ისლამურ საძმოდ ჩამოყალიბდა და 1970-იან წლებში პალესტინაში მთავარ პოლიტიკურ ძალად იქცა.

1980-იანი წლების დასაწყისში ისრაელის მთავრობამ "ისლამური საძმოს“ დარბევა დაიწყო. საპასუხოდ, ლიდერების ჯგუფმა, მათ შორის შეიხ აჰმედ იასინმა 1987 წელს შედარებით უფრო მებრძოლი და ძალადობრივი ორგანიზაცია “ჰამასი“ - "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ ჩამოაყალიბა, რომლის მიზანია "პალესტინის გათავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან“. მისი დაარსების თარიღად სწორედ ეს წელი მიიჩნევა.

  • ორგანიზაციული სტრუქტურა

"ჰამასის" ხელმძღვანელობა დაყოფილია მის საგარეო პოლიტიკურ ბიუროსა და ღაზაში არსებულ მთავრობას შორის.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც პალესტინელების დიდი ნაწილისთვის, ლეგიტიმური ლიდერი, პალესტინის ოფიციალური პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასია. ხშირად, ჰამასის ხელმძღვანელობის სახელები, ისევე როგორც სხვა მნიშნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ, კლასიფიცირებულია და რთული დასადგენია - რეალურად ვინ აკონტროლებს ფინანსურ რესურსებს და ვის ხელშია რეალური ძალაუფლება. თუმცა, ცნობილია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში თანაბრად მონაწილეობენ სამხედრო, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. საერთო ჯამში, "ჰამასი" მოქნილი ორგანიზაციაა, რომლის მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას, საბოლოოდ მის დაშლას არ/ვერ იწვევს.

  • პოლიტიკური ბიურო

ჰამასის პოლიტიკური ბიურო, უფლებამოსილების მხრივ, წამყვანი ინსტიტუტია. ბიუროს მთავარი ოფისი მდებარეობდა დამასკოში, სირიაში, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, ოპოზიციური ძალებისკენ მიმხრობის გამო, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოსთხოვა ბიუროს წევრებს ტერიტორიის დატოვება და დღეს, ჰამასის პოლიტიკური ბიურო საქმიანობას ყატარში განაგრძობს.

  • შურას საბჭო

გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო შურას საბჭოა (საკონსულტაციო საბჭო), რომლის წევრები ცხოვრობენ როგორც ღაზას შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შურას დაქვემდებარებაშია მთელი რიგი კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ მიმართულებაზე - სამხედრო ოპერაციებიდან დაწყებული, მედიასთან ურთიერთობით დამთავრებული.

  • ალ - ქასამის სამხედრო ბრიგადები

"ჰამასის“ სამხედრო ფრთა, რომელიც ცნობილია იზ-ალ-დინ ალ-ქასიმ ბრიგადების სახელით, 1991 წელს დაარსდა. ბრიგადის ხელმძღვანელები, ხშირად, "ჰამასის" ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა, მსგავს რეალობას უარყოფდა "ჰამასის" დამაარსებელი შეიხი აჰმად იასინი, რომელიც ამბობდა, რომ ჰამასისგან სამხედრო ფრთის განცალკევება დანაშაულია, რადგან "ჰამასი" ერთი მთლიანობაა. ალ-ქასიმის ბრიგადების ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ლიდერი, მუჰამედ დიფია, რომელიც, მრავალჯერ გადაურჩა ისრაელის მხრიდან მის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციებს და დღეს, ეტლსმიჯაჭვული აგრძელებს საქმიანობას.

ჰამასის ძირითადი ტაქტიკა საჰაერო იერიშებია, შესაბამისად არსენალი, ძირითადად, შედგება მცირე და გრძელი მოქმედების რაკეტებისგან. მებრძოლების მთავარი იარაღი ამერიკული M-16 და რუსული AK-47-ია. დღესდღეობით, ნავარაუდევია, რომ ჰამასის შემადგენლობაში 20 000 მებრძოლია, ხოლო დანარჩენი 20 000 კი, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებში ირიცხება.

ცნობილია, რომ "ჰამასის" ბრიგადების მეთაურები, საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობენ ოპერაციულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას. მსგავსი მიდგომა საკმაოდ დიდ უპირატესობას სძენს ჰამასს, რადგან ომის დროს, როგორც წესი, კომუნიკაციის საშუალებები წყდება პოლიტიკურ ლიდერებსა და შუა რგოლის სამხედრო მეთაურებს შორის. თუმცა, რამე უპირატესობაზე საუბარი, მაინც გადაჭარბებულია, რადგან ჰამასის მოწინააღმდეგე ისრაელია - ქვეყანა, რომლის სადაზვერვო სამსახურები და თავდაცვის ძალები, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. როგორც წესი, ღაზადან გასროლილი რაკეტების უმრავლესობა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილს, რადგან ისრაელის ანტი-საჰაერო სისტემის - "რკინის თაღის“ გარღვევა, ძალიან რთულია.

გრძელია ალ-ქასიმის ბრიგადების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ჩამონათვალი.

  • რელიგია, ქველმოქმედება და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა - ორგანიზაციის სამი მთავარი საყრდენი

"ჰამასი" არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ქალთა უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, მას ადანაშაულებენ ქალების მიმართ მკაცრი ისლამური კანონებისა და რეგულაციების დაწესებაში, მათ შორის ჩაცმის შეზღუდვაში. დღეს "ჰამასს" მრავალი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ისრაელი, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ზოგის აზრით კი, იგი ლეგიტიმური პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც პალესტინელი ხალხის უფლებებისთვის იბრძვის.

  • "ჰამასი" და ისრაელი

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი რთული და მრავალმხრივი საკითხია, ღრმა ისტორიული, პოლიტიკური და რელიგიური ფესვებით.

შექმნის დღიდან ისრაელსა და "ჰამასს“ შორის არაერთი შეიარაღებულ კონფლიქტი მომხდარა, მათ შორის პირველი ინტიფადა (1987-1993) და მეორე ინტიფადა (2000-2005).

ჰამასის უპირველესი მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელის მიერ "პალესტინის ოკუპაციას" და შექმნას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა მრავალი თავდასხმა ისრაელზე, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტებისა და სარაკეტო თავდასხმები, ასევე ძალადობის სხვა აქტები.

  • "ჰამასმა" თვითმკვლელი ტერორისტი პირველად 1993 წელს გამოიყენა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს ოსლოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, პალესტინურმა განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა ისრაელი. ჰამასმა აღნიშნული ხელშეკრულება დაგმო.1993 და 2014 წლებში ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტების აქტივობის შედეგად 742 ადამიანი დაიღუპა.

ამ თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ არაერთი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, მათ შორის ღაზის 2008-2009 წლებისა და 2014 წლის ომები. ამ ოპერაციებმა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია.

  • ღაზის სექტორი

ღაზის სექტორი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული რეგიონია. იგი სამხრეთ დასავლეთიდან ეგვიპტეს, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ისრაელს ესაზღვრება. ტერიტორია პალესტინელებითაა დასახლებულია.

1967 წელს, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ისრაელის გამარჯვების შემდეგ, ტერიტორია ისრაელის საკუთრება გახდა. 1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. 2007 წელს ჰამასმა ღაზის სექტორში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა.

"ჰამასის" ერთპიროვნულ მმართველობას უარყოფითი შედეგები მოჰყვა - 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა არჩევნები. რთულ მდგომარეობაშია ჯანდაცვა და განათლების სისტემა. მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონს თან ერთვის სასმელი წყლის პრობლემაც.

  • ფინანსური მხარდაჭერა და უცხოური ინვესტიციები

ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, ჰამასის შემოსავლები და დაფინანსების წყაროები, ხშირად, უცნობია. კონგრესის კვლევითი ცენტრის თანახმად, 2010 წელს, ღაზას ზონაში "ჰამასის" ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით $320 - 540 მილიონი აშშ დოლარი იყო (Zanottii, 2010, გვ. 20). 2019 წლის ბიუჯეტის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი, იხარჯება სამხედრო ოპერაციებზე, მათ შორის 40 მილიონი დოლარი ისრაელი-ღაზას საზღვარზე - გვირაბების მშენებლობისთვის. გარდა სავარაუდო, 170 მილიონი აშშ დოლარისა, რომელიც შიდა გადასახადების შედეგად გროვდება, ჰამასი, ასევე იღებს ფულს გარე წყაროებიდან, მაგალითად, მუსლიმთა საძმოსგან, კერძო პირებისგან და ორგანიზაციებისგან, სახელმწიფოებისგან და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში (Counter Extremism Project, 2019).

ორგანიზაციის ისტორიის დასაწყისში, იორდანიულმა მუსლიმთა საძმომ, ისლამურმა მოძრაობებმა ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ყატარში, სუდანში, ალჟირსა და ტუნისში, ასევე, ისლამურმა თემებმა და ორგანიზაციებმა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია "ჰამასს".

ჰამასის ურთიერთობა საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჰამასი შეეწინააღმდეგა დასავლეთის ქვეყნების ჩარევას ერაყ-ქუვეითის კონფლქტში, 1990-1991 წლებში. სამაგიეროდ, ამ პერიოდში, ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ირანთან. შედეგად, "ჰამასმა" ოფისი გახსნა თეირანში. ირანის მხარდაჭერა მოიცავდა, არა მხოლოდ ფინანსურ კომპონენტს, არამედ შეიარაღების მიწოდებასა და "ჰამასის" მებრძოლების, როგორც ირანში, ისე პრო-ირანულ "ჰეზბოლას" ბაზაზე გადამზადებას.

  • შემოწირულობა

მოწყალების გაღება, იგივე „ზაქათ”, ისლამის მიხედვით, თითოეული მუსლიმის მოვალეობაა. წლების განმავლობაში ჰამასთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანზიაციები მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდნენ, და დღესაც აგროვებენ შემოწირულობას. ეს საქველმოქმედო ორგანიზაციები ოპერირებენ, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციად არის აღიარებული. მაგალითად, კანადაში, სადაც საგამოძიებო სტრუქტურებმა აღმოაჩნიეს, რომ დაახლოებით 14,6 მილიონი დოლარი კანადიდან ღაზას სექტორში საქველმოქმედო ორგანზიაციების მეშვეობით იყო გაგზავნილი (Counter Extremism Project, 2019).

მეორე ინტიფადის დროს, საუდის არაბეთის, ლიბანის და სხვა მთავრობების მიერ შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციები, ასევე, საკმაოდ დიდ შემოწირულობას უგზავნიდნენ ჰამასს. 2014 წლის 22 სექტემბერს, 10-წლიანი სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ, აშშ-ს სასამართლომპასუხისმგებლობა დააკისრა არაბულ ბანკს, "ჰამასის" ტერორისტული საქმიანობისთვის ფინანსურ მხარდაჭერაში.

  • გადასახადები და გვირაბის ეკონომიკა

"ჰამასს", წლების განმავლობაში გაჰყავდა გვირაბი ეგვიპტის საზღვარზე იარაღისა და სხვა საქონლის კონტრაბანდის მიზნით. 2012 წელს, მინიმუმ 160 ბავშვი ემსხვერპლა მსგავსი გვირაბების გათხრას. ღაზასა და ეგვიპტს შორის მიწისქვეშა კონტრაბანდის გვირაბებმა, დამატებითი შემოსავალი უზრუნველყო ჰამასის ეკონომიკისთვის. 2013 წლის ბოლოს ეგვიპტის მთავრობამ გვირაბები დახურა.აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ღაზა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენა.

  • კრიპტოვალუტა

საერთაშორისო სანქციებისგან გამოწვეული გავლენის შემსუბუქების მიზნით, "ჰამასი" აქტიურად იყენებს კრიპტოვალუტას, რადგან ამ უკანასკნელის კონტროლი, ტრადიციულ ვალუტასთან შედარებით, ბევრად რთულია. ქასიმ ბრიგადების ვებ-გვერდებზე განთავსებულია ანიმაციური ვიდეო, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა შექმნან მომხმარებლებმა Bitcoin საფულე და გააკეთონ ანონიმური შემოწირულობა ჰამასისთვის. საიტი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

  • მოკავშირეები

ირანი

1990-იან წლებში, ირანი ასობით მილიონი დოლარით დაეხმარა ჰამასს. კრიტიკული იყო ირანის მხარდაჭერა 2006 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ მდგომარეობა შეცვალა სირიის სამოქალაქო ომში ჰამასის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერამ.

სავარაუდოდ, "ჰამასმა" და ირანმა ურთიერთობა 2017 წელს კვლავ აღადგინეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ 2018 წელს, ირანი "ჰამასს", დახმარების სახით, თვეში 30 მილიონ დოლარს ურიცხავდა. ირანის მთავარი მოტივი ისრაელზე საჰაერო იერიშის მიტანა და საჭირო სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვებაა. აღსანიშნავია, რომ ირანი შიიტური სახელმწიფოა, ხოლო "ჰამასი" სუნიტური ორგანიზაცია. თუმცა, "ჰამასისა" და ირანის გადაკვეთის წერტილი ისრაელია, რადგან ამ უკანასკნელის განადგურება ორივეს უმთავრესი ამოცანაა.

ყატარი

ყატარი, სპარსეთის ყურის პატარა, მაგრამ - უმდიდრესი სახელმწიფო, აქტიურად აფინანსებს "ჰამასს". 2018 წლის ნოემბერში ყატარმა 15 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა ჰამასის მთავრობას საჯარო მოხელეების ხელფასების გადასახდელად. აღსანიშნავია, რომ ყატარის მთავრი მოთხოვნა გაღებული თანხის სწორი ხარჯვა და იმაში დარწმუნებაა, რომ საბოლოოდ, მილიონობით დოლარი "ჰამასის" სამხედრო დანაყოფების ხელში არ აღმოჩნდება.

საუდის არაბეთი

მეორე ინტიფადის დროს, საუდის არაბეთმა "ჰამასს", ქველმოქმედების სახით, მილიონობით დოლარი შესწირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დეკლასიფიცირებული დოკუმენტების თანახმად, საუდის არაბეთმა, ასობით მილიონი დოლარი გადაურიცხა, უშუალოდ თვითმკვლელი ტერორისტების, შეტაკებების, ავიაიერიშებისა თუ სხვადასხვა მიზნით დაღუპული და დაჭრილი პალესტინელების ოჯახებს.