მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელს "ჰამასმა“ 50 წლის თავზე მეორე "განკითხვის დღის“ ომი მოუწყო, მაგრამ დიდი ომი მხოლოდ ახლა იწყება - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები
ისრაელს "ჰამასმა“ 50 წლის თავზე მეორე "განკითხვის დღის“ ომი მოუწყო, მაგრამ დიდი ომი მხოლოდ ახლა იწყება - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ღა­ზის სექ­ტო­რი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ჰა­მა­სის“ მიერ 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას და­წყე­ბუ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის­გან (ხმე­ლე­თი­დან, ჰა­ე­რი­დან და ზღვი­დან) ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ ნა­წი­ლის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ზე, ერთ დღე-ღა­მე­ზე მეტი გა­ვი­და და უკვე შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვა­რი სუ­რა­თის შექ­მნა და სა­წყი­სი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, თუ რა ხდე­ბა სა­ერ­თოდ იმ რთულ რე­გი­ონ­ში...

პირ­ვე­ლი: "ჰა­მა­სის“ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ზუს­ტად და­ემ­თხვა ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის წინ, 1973 წლის 6-25 ოქ­ტომ­ბრის "გან­კი­თხვის დღის“ ომის და­წყე­ბას, რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტი­სა და სი­რი­ის არ­მი­ებ­მა ერ­თდრო­უ­ლად შე­უ­ტი­ეს ის­რა­ე­ლის პო­ზი­ცი­ებს სუ­ე­ცის არხზე და ჰო­ლა­ნის სი­მაღ­ლე­ებ­ზე იმ დღეს, რო­დე­საც მორ­წმუ­ნე ებ­რა­ლე­ბი-იუ­და­ვე­ლე­ბი "იომ-კი­პურს“ ("გან­კი­თხვის დღე“) 25 სთ-იანი ლოც­ვებ­ში ატა­რე­ბენ...

მე­ო­რე: ისე­ვე, რო­გორც 50 წლის წინ, ეხ­ლაც ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და არ­მია ფაქ­ტობ­რი­ვად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა არა­ბე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმის­თვის, რაც ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დიდ რე­ფორ­მებს მო­ი­თხოვს ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­სა­ტა­რებ­ლად.

ღა­ზას სექ­ტო­რი­დან (წი­თელ ფერ­ში) „ჰა­მა­სის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და დრო­ე­ბით და­პყრო­ბი­ლი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი (ყვი­თელ ფერ­ში)
ღა­ზას სექ­ტო­რი­დან (წი­თელ ფერ­ში) „ჰა­მა­სის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და დრო­ე­ბით და­პყრო­ბი­ლი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი (ყვი­თელ ფერ­ში)

მე­სა­მე: ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში გაჭ­რილ­მა "ჰა­მა­სის“ მო­ბი­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის, პი­კა­პე­ბის, კა­ტე­რე­ბი­სა და თვით პა­რაპ­ლა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც კი სწრა­ფად შე­აღ­წი­ეს ის­რა­ე­ლის არა­ნაკ­ლებ შვიდ მსხვილ­და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში და უშუ­ა­ლოდ ღა­ზას სექ­ტო­რის მიმ­დე­ბა­რე ბევრ კი­ბუც­ში (სოფ­ლის ტი­პის ებ­რა­ელ­თა და­სახ­ლე­ბე­ბი) და მო­ახ­დი­ნეს იქა­უ­რო­ბის რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ოკუ­პა­ცია პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბე­ბის, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი­სა თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სახ­ლე­ბის აფეთ­ქე­ბა-გა­დაწ­ვის ჩათ­ვლით...

მე­ო­თხე: "ჰა­მა­სის“ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წევ­რე­ბი დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ის­რა­ე­ლის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის, ასე­ვე გზებ­ზე მი­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტის მგზავ­რე­ბის მი­მართ იჩენ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კეს მათი ად­გილ­ზე დახ­ვრე­ტის, წა­მე­ბი­სა და მძევ­ლე­ბად აყ­ვა­ნის ჩათ­ვლით.

მე­ხუ­თე: "ჰა­მა­სმა“ ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლის ქა­ლა­ქე­ბი­დან და კი­ბუ­ცე­ბი­დან გა­ი­ტა­ცა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც ტყვედ აყა­ნი­ლი და დაჭ­რი­ლი "ცა­ხა­ლის“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი და ისი­ნი ღა­ზას სექ­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლე­ბი ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან ალა­ფად წა­მოყ­ვა­ნილ "ჰამ­ვი­ზე“...
"ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლე­ბი ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან ალა­ფად წა­მოყ­ვა­ნილ „ჰამ­ვი­ზე“...

მე­ექ­ვსე: რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "ჰა­მა­სის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ამ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისიც გახ­ლდათ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სამ­ხედ­რო ტყვე და სა­მო­ქა­ლა­ქო მძე­ვა­ლი აეყ­ვა­ნათ, რათა შემ­დგომ­ში და­ი­წყონ ვაჭ­რო­ბა ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში მყოფ არა­ნაკ­ლებ შვი­დი ათასს პა­ლეს­ტი­ნელ­ზე გა­საც­ვლე­ლად...

მეშ­ვი­დე: "ჰა­მა­სმა“ თავდსხმი­სას გა­მო­ი­ყე­ნა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის რა­კე­ტა, თით­ქმის 5 ათა­სამ­დე, რო­მელ­თა დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში გაშ­ვე­ბის შე­დე­გად ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა,მათ შო­რის "რკი­ნის გუმ­ბა­თის“ ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი "გა­და­იტ­ვირთნენ“ და ბევ­რი რა­კე­ტის ჩა­მოგ­დე­ბა უბ­რა­ლოდ ვე­ღარ მო­ას­წრეს.

მერ­ვე: ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ ჰქონ­და იმის დიდი შიში, რომ სამ­ხრე­თი­დან, ღა­ზას სექ­ტო­რი­დან "ჰა­მა­სის“ მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი­სა და სახ­მე­ლე­თო შეჭ­რის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩრდი­ლო­ე­თი­დან, ლი­ბა­ნი­დან უკვე პრო­ი­რა­ნუ­ლი "ჰეს­ბო­ლა“ წა­მო­ი­წყებ­და ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმას. პრინ­ციპ­ში ეს მა­ინც მოხ­და, ოღონდ მხო­ლოდ 24 სთ-ის შემ­დეგ და ისიც რამ­დე­ნი­მე ნაღმსა­ტორ­ცნი­დან სრო­ლით თუ შე­მო­ი­ფარ­გლა, რა­საც ის­რა­ე­ლის არ­ტი­ლე­რი­ამ სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბით უპა­სუ­ხა ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ეტყო­ბა "ჰეს­ბო­ლა“ მე­ტით ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რე­ბა "ჰა­მასს“.

მე­ცხრე: თავ­დას­ხმი­დან 30 სთ-ის გას­ვლის შემ­დე­გაც ის­რა­ე­ლის არ­მი­ა­სა და სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფებს ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ ჰქონ­დათ "გაწმნდი­ლი“ კი­ბუ­ცე­ბი "ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლე­ბის­გან, მაგ­რამ ეს უახ­ლო­ესს სა­ა­თებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, რად­გან თი­თო­ე­ულ სახ­ლს ამოწ­მე­ბენ, სად­მე ხომ არ იმა­ლე­ბი­ან პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი.

მე­ა­თე: ერთ დღე-ღა­მი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია არა­ნაკ­ლებ 300 ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე, ხოლო 1 600-მდე კი დაჭ­რი­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი.

ღა­ზას სექ­ტორ­ში ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ის და­ბომბვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 250-მდე პა­ლეს­ტი­ნე­ლი, ხოლო 2 ათა­სამ­დე კი და­იჭ­რა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

"ისრაელის დაზვერვა ჩაფლავდა" უფრო სამ სიტყვიან ანეკდოტს მაგონებს :) 2008 მიშამ "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა "რომ დააპირა მის მიერ აღდგენილ "სამხრეთ ოსეთში" აი მაგ სიტუაციას კი ნაღდად მაგონებს და პალესტინელებმა მგონი იმაზე დიდი სატყუარა გადაყლაპეს და რაც სექტის მანათობელი მზის წყალობით,ჩვენ ქართველებმა!

Marvel
6

აშკარაა ისრაელის დაზვერვას ჩაეძინა,ამხელა შეტევა მზადდებოდა და ვერაფერი გაიგეს?

არც ტანკი მერკავა და არც რკინის გუმბათი,არ ყოფილა დაუმარცხებელი.

საქართველოში უკვა სლავა ისრაელისტები გამოჩდნენ,მოკლედ ამ ხალხის გონებაშეზღუდულობას საზღვარი არ აქვს,შეუძ₾ებელია მანდ ვინმეს მხარეს ყოფნა,რადგან თავისი სიმართლე ყველას აქვს,როგორც თავისი ცოდვები....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები ტრაგედიის ადგილიდან - აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ისრაელს "ჰამასმა“ 50 წლის თავზე მეორე "განკითხვის დღის“ ომი მოუწყო, მაგრამ დიდი ომი მხოლოდ ახლა იწყება - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

ისრაელს "ჰამასმა“ 50 წლის თავზე მეორე "განკითხვის დღის“ ომი მოუწყო, მაგრამ დიდი ომი მხოლოდ ახლა იწყება - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ღაზის სექტორიდან საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის დილას დაწყებული კომბინირებული შეტევისგან (ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან) ისრაელის სამხრეთ ნაწილის დასახლებულ პუნქტებზე, ერთ დღე-ღამეზე მეტი გავიდა და უკვე შეიძლება ერთგვარი სურათის შექმნა და საწყისი ანალიზის გაკეთება, თუ რა ხდება საერთოდ იმ რთულ რეგიონში...

პირველი: "ჰამასის“ კარგად ორგანიზებული თავდასხმა ზუსტად დაემთხვა ნახევარი საუკუნის წინ, 1973 წლის 6-25 ოქტომბრის "განკითხვის დღის“ ომის დაწყებას, როდესაც ეგვიპტისა და სირიის არმიებმა ერთდროულად შეუტიეს ისრაელის პოზიციებს სუეცის არხზე და ჰოლანის სიმაღლეებზე იმ დღეს, როდესაც მორწმუნე ებრალები-იუდაველები "იომ-კიპურს“ ("განკითხვის დღე“) 25 სთ-იანი ლოცვებში ატარებენ...

მეორე: ისევე, როგორც 50 წლის წინ, ეხლაც ისრაელის სპეცსამსახურები და არმია ფაქტობრივად მოუმზადებელი აღმოჩნდა არაბების მოულოდნელი ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის, რაც ისრაელის ხელისუფლებისგან დიდ რეფორმებს მოითხოვს ძალოვან სტრუქტურებში გასატარებლად.

ღაზას სექტორიდან (წითელ ფერში) „ჰამასის“ მიერ განხორციელებული შეტევების მიმართულებები და დროებით დაპყრობილი ისრაელის ტერიტორიის ნაწილი (ყვითელ ფერში)
ღაზას სექტორიდან (წითელ ფერში) „ჰამასის“ მიერ განხორციელებული შეტევების მიმართულებები და დროებით დაპყრობილი ისრაელის ტერიტორიის ნაწილი (ყვითელ ფერში)

მესამე: ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ნაწილში გაჭრილმა "ჰამასის“ მობილურმა ჯგუფებმა მოტოციკლეტების, პიკაპების, კატერებისა და თვით პარაპლანების გამოყენებითაც კი სწრაფად შეაღწიეს ისრაელის არანაკლებ შვიდ მსხვილდასახლებულ პუნქტში და უშუალოდ ღაზას სექტორის მიმდებარე ბევრ კიბუცში (სოფლის ტიპის ებრაელთა დასახლებები) და მოახდინეს იქაურობის რამდენიმესაათიანი ოკუპაცია პოლიციის შენობების, სამხედრო ნაწილებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების აფეთქება-გადაწვის ჩათვლით...

მეოთხე: "ჰამასის“ შეიარაღებული წევრები დროებით ოკუპირებულ ისრაელის დასახლებულ პუნქტების მაცხოვრებლების, ასევე გზებზე მიმავალი ტრანსპორტის მგზავრების მიმართ იჩენდნენ განსაკუთრებულ სისასტიკეს მათი ადგილზე დახვრეტის, წამებისა და მძევლებად აყვანის ჩათვლით.

მეხუთე: "ჰამასმა“ ისრაელის სამხრეთი ნაწილის ქალაქებიდან და კიბუცებიდან გაიტაცა რამდენიმე ათეული ისრაელის მოქალაქე, როგორც ტყვედ აყანილი და დაჭრილი "ცახალის“ სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები, მათ შორის ახალგაზრდა ქალები და ისინი ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

"ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის სამხედრო ნაწილიდან ალაფად წამოყვანილ "ჰამვიზე“...
"ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის სამხედრო ნაწილიდან ალაფად წამოყვანილ „ჰამვიზე“...

მეექვსე: რჩება შთაბეჭდილება, რომ "ჰამასის“ მიერ განხორციელებული ამ კომბინირებული თავდასხმის მთავარი მიზანი ისიც გახლდათ, რომ რაც შეიძლება მეტი სამხედრო ტყვე და სამოქალაქო მძევალი აეყვანათ, რათა შემდგომში დაიწყონ ვაჭრობა ისრაელის ციხეებში მყოფ არანაკლებ შვიდი ათასს პალესტინელზე გასაცვლელად...

მეშვიდე: "ჰამასმა“ თავდსხმისას გამოიყენა რეკორდული რაოდენობის რაკეტა, თითქმის 5 ათასამდე, რომელთა დროის მოკლე პერიოდში გაშვების შედეგად ისრაელის საჰაერო თავდაცვა,მათ შორის "რკინის გუმბათის“ ანტისარაკეტო სისტემები "გადაიტვირთნენ“ და ბევრი რაკეტის ჩამოგდება უბრალოდ ვეღარ მოასწრეს.

მერვე: ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არცთუ უსაფუძვლოდ ჰქონდა იმის დიდი შიში, რომ სამხრეთიდან, ღაზას სექტორიდან "ჰამასის“ მასიური სარაკეტო დარტყმებისა და სახმელეთო შეჭრის პარალელურ რეჟიმში ჩრდილოეთიდან, ლიბანიდან უკვე პროირანული "ჰესბოლა“ წამოიწყებდა ისრაელზე თავდასხმას. პრინციპში ეს მაინც მოხდა, ოღონდ მხოლოდ 24 სთ-ის შემდეგ და ისიც რამდენიმე ნაღმსატორცნიდან სროლით თუ შემოიფარგლა, რასაც ისრაელის არტილერიამ საპასუხო დარტყმებით უპასუხა ლიბანის ტერიტორიაზე და ეტყობა "ჰესბოლა“ მეტით ვერაფრით დაეხმარება "ჰამასს“.

მეცხრე: თავდასხმიდან 30 სთ-ის გასვლის შემდეგაც ისრაელის არმიასა და საპოლიციო დანაყოფებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ "გაწმნდილი“ კიბუცები "ჰამასის“ მებრძოლებისგან, მაგრამ ეს უახლოესს საათებში აუცილებლად მოხდება, რადგან თითოეულ სახლს ამოწმებენ, სადმე ხომ არ იმალებიან პალესტინელები.

მეათე: ერთ დღე-ღამიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია არანაკლებ 300 ისრაელის მოქალაქე, ხოლო 1 600-მდე კი დაჭრილი და დაშავებული.

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 250-მდე პალესტინელი, ხოლო 2 ათასამდე კი დაიჭრა. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: