პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიკანის რეზიდენცია" - ინფორმაცია, თითქოს რომანოვების სასახლიდან ნივთების ნაწილი მოპარულია სრული სიცრუეა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება
"ლიკანის რეზიდენცია" - ინფორმაცია, თითქოს რომანოვების სასახლიდან ნივთების ნაწილი მოპარულია სრული სიცრუეა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ლი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცია“ რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში „რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლის“ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი მო­პა­რუ­ლია და სა­სახ­ლე ნად­გურ­დე­ბა, არის სრუ­ლი სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

„ვეხ­მა­უ­რე­ბით „რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლი­სა“ და ლი­კა­ნის ის­ტო­რი­ულ კომ­პლექსთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მცდარ გან­ცხა­დე­ბებს. თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. 2016 წელს ლი­კა­ნის ის­ტო­რი­უ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათ შო­რის - „რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლე“, 25 წლის ვა­დით სსიპ - „სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა­გან“ გა­და­ე­ცა სს „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“. ამავდრო­უ­ლად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2005 წლი­დან სა­სახ­ლე გა­და­კეთ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ად და ჩა­ტარ­და არა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, არა­მედ ე.წ. ევ­რო­რე­მონ­ტი (და­მონ­ტაჟ­და ჯა­კუ­ზე­ბი, მო­ე­წყო თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სა­ძი­ნებ­ლე­ბი და ა.შ), რომ­ლის პრო­ცეს­შიც მოხ­და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში უხე­ში ჩა­რე­ვა. ამ ყო­ვე­ლი­ვემ კი, ძი­რე­უ­ლად და­ა­ზი­ა­ნა რო­გორც შე­ნო­ბის ფა­სა­დი, ისე მისი ინ­ტე­რი­ე­რი. შე­დე­გად, ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სი იქცა იმ­დრო­ინ­დე­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და მათი სტუმ­რე­ბის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სივ­რცედ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­წუ­ხა­როდ, ფონდმა ის ასეთ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ი­ბა­რა. ამი­ტო­მაც გად­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მოხ­და სა­სახ­ლის, რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სივ­რცის და­ხურ­ვა, და მყი­სი­ე­რად გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შსს სსიპ - „დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტთან“ ობი­ექ­ტის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ასე­ვე, გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სს „სა­პარტნი­ო­რო ფონდსა“ და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს შო­რის და­ი­წყო სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში სა­ა­გენ­ტოს ეთხო­ვა, მო­ეხ­დი­ნა იმ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ ამ ტი­პის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კომ­პლექ­სე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. ერ­თობ­ლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და შერ­ჩე­ვის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სის შე­დე­გად გა­და­წყდა, რომ ობი­ექ­ტის და­აპ­რო­ექ­ტებ­და სამი საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია: სა­სახ­ლე და ორან­ჟე­რეა - ა(ა)იპ „ძეგ­ლე­ბი­სა და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კავ­ში­რი“ (სა­ქარ­თვე­ლოს „ICOMOS“-ის კავ­ში­რი); სას­ტუმ­რო-სა­კონ­ფე­რენ­ციო ბლო­კი და სა­სახ­ლის მუ­ზე­ოგ­რა­ფია - შპს „არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი.ჯი2“, კომ­პლექ­სის გენ­გეგ­მა, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი და დენ­დრო­ლო­გი­უ­რი გეგ­მა - ა(ა)იპ „სა­ქარ­თვე­ლოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა“.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2017 წელს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ვე­ლად თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ლი­კა­ნის პარკს და მას­ზე არ­სე­ბულ ნა­გე­ბო­ბებს მი­ე­ნი­ჭა ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგლის სტა­ტუ­სი, რაც სრუ­ლად გა­მო­რი­ცხავს ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პარკსა და მას­ში გან­ლა­გე­ბულ შე­ნო­ბებ­ში თვით­ნე­ბურ და შე­უ­თან­ხმე­ბელ სამ­შე­ნებ­ლო თუ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

2017 წელს გა­ფორმ­და შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ამ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან და და­ი­წყო საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და კომ­პლექ­სუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი. შე­დე­გად უნდა მომ­ხდა­რი­ყო რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლი­სა და ლი­კა­ნის ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სის­თვის პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე შეძ­ლე­ბი­სა­მებრ - რთუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო მუ­ზე­ოგ­რა­ფია მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ძა­ლის­ხმე­ვით, 2017 წლის ბო­ლოს და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ფე­დე­რა­ლურ არ­ქივ­ში, სა­დაც მო­ძი­ე­ბუ­ლი და და­მუ­შა­ვე­ბულ იქნა ლი­კა­ნის კომ­პლექსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­დაყ­ვა­ნილ იქნა ციფ­რულ ფორ­მატ­ში და გა­მო­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა პრო­ექ­ტი­რე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი თან­ხმდე­ბო­და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას­თან.

პრო­ექ­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნი­ამ შპს „ლი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ამ“ პრო­ექ­ტი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით გა­დას­ცა სსიპ - ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­როს. პრო­ექ­ტის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მას­შტა­ბი­სა და კომ­პლექ­სუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­ბო­ლოო დას­კვნის მომ­ზა­დე­ბას დას­ჭირ­და გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ­ზე მეტი დრო და სა­ბო­ლოო ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბა მომ­ზად­და 2020 წლის მა­ის­ში.

სსიპ - „სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს“ მიერ შპს „ლი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე“ გა­ცე­მუ­ლია სა­ნე­ბარ­თვო მოწ­მო­ბე­ბი ლი­კა­ნის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის, პარ­კის ორან­ჟე­რე­ის და სა­სახ­ლე­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ის (მოძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბი) რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის ფორ­მატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო რე­გუ­ლა­რუ­ლად აწარ­მო­ებს ძეგლის მდგო­მა­რე­ო­ბის და ასე­ვე სა­სახ­ლის სივ­რცე­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ის (მოძ­რა­ვი ძეგლი) მო­ნი­ტო­რინგს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თის დე­ტა­ლუ­რი ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია.

სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ მზად იყო გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პრო­ექ­ტი. თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­როა რეს­ტავ­რა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პრო­ექ­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შპს „ლი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ამ“ მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კომ­პლექ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. „სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ (მგფ) თხოვ­ნით, შპს „ლი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ამ“ მგფ-ს მი­ა­წო­და იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი სრუ­ლი საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცია და ხარჯთაღ­რი­ცხვა. ამ ეტა­პამ­დე ფონდს არ მი­უ­ღია და­ვა­ლე­ბა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და შე­სა­ბა­მის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან, რათა დრო­უ­ლად გა­და­წყდეს სა­კი­თხი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით და­ი­წყოს ლი­კა­ნის ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სი­სა და პარ­კის რეს­ტავ­რა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­ღე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი უწყე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს.

ამ­ჟა­მად შპს „ლი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცია“ და­კა­ვე­ბუ­ლია კომ­პლექ­სის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბით, ობი­ექტს კვლავ იცავს შსს სსიპ - დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ის და­ხუ­რუ­ლია ვი­ზი­ტო­რე­ბი­სა და გა­რე­შე პი­რე­ბის­თვის, რათა არ და­ზი­ან­დეს ძეგლის გარე ფა­სა­დი და სა­სახ­ლე­ში და­ცუ­ლი ნივ­თე­ბი (მოძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბი)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგის
0

გიორგი იმიტომ ვსაუბრობთ მიშას პერიოდს რომ დღევანდელ მთავრობას ებრძვის ის ხალხი ვინც თავზე დაიმხო ქვეყანა ,რუსებს ჩაბარა ყველა სტრაქტეგ ობიექტი ტერიორია დაკარგა და აქეთ რუსებს ეცახის მთავრობას ,როცა გაქრებიან მაშინ შეიძლება მათი დავიწყება ბატონო

ვახტანგი -71
2

როგორც გარეშე პირი ოთხი წლის უკან ვიყავი რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩემს თანმხლებ პირთან ერთად.

შესასვლელი ბილეთი ღირდა 30 ლარი ერთ კაცზე!!! (ადრე უფასო იყო)

თანაც იმ პირობით შეგვიშვეს, რომ უშუალოდ რუსეთის იმპერატორის ყოფილ დასასვენებელ სასახლესთან ახლოს არ უნდა მივსულიყავით!

რა თქმა უნდა დავარღვიეთ მიცემული პირობა და ამ ისტორიულ შენობასთან შედარებით ახლოს მივედით. როცა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა შეგვნიშნა - სასტვენით მოგვცა ხმოვანი სიგნალი და ჩვენც გავეცალეთ იქაურობას.

გაუგებარია რატომ უნდა იყოს დაკეტილი დამთვალიერებლებისათვის ეს ისტორიული ძეგლი? (ადრეულ წლებში ნამყოფიც ვარ შიგნით).

საინტერესო კიდევ ისაა, რომ იმპერატორის მომსახურე პერსონალისათვის ცალკე კორპუსია აშენებული და როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა გვითხრა განკუთვნილი ყოფილა იმპერატორის ფავორიტი ქალისათვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ლიკანის რეზიდენცია" - ინფორმაცია, თითქოს რომანოვების სასახლიდან ნივთების ნაწილი მოპარულია სრული სიცრუეა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება

"ლიკანის რეზიდენცია" - ინფორმაცია, თითქოს რომანოვების სასახლიდან ნივთების ნაწილი მოპარულია სრული სიცრუეა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ლიკანის რეზიდენცია“ რამდენიმე მედიასაშუალებაში „რომანოვების სასახლის“ შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფორმაცია, თითქოს სასახლეში არსებული ნივთების ნაწილი მოპარულია და სასახლე ნადგურდება, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

„ვეხმაურებით „რომანოვების სასახლისა“ და ლიკანის ისტორიულ კომპლექსთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ უპასუხისმგებლო და მცდარ განცხადებებს. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. 2016 წელს ლიკანის ისტორიული პარკის ტერიტორიის ნაწილი და მასზე განთავსებული ნაგებობები, მათ შორის - „რომანოვების სასახლე“, 25 წლის ვადით სსიპ - „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან“ გადაეცა სს „საპარტნიორო ფონდს“. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან სასახლე გადაკეთდა საპრეზიდენტო რეზიდენციად და ჩატარდა არა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არამედ ე.წ. ევრორემონტი (დამონტაჟდა ჯაკუზები, მოეწყო თანამედროვე ტიპის საძინებლები და ა.შ), რომლის პროცესშიც მოხდა ამ მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის არქიტექტურაში უხეში ჩარევა. ამ ყოველივემ კი, ძირეულად დააზიანა როგორც შენობის ფასადი, ისე მისი ინტერიერი. შედეგად, ისტორიული კომპლექსი იქცა იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი სტუმრების საყოფაცხოვრებო სივრცედ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ფონდმა ის ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩაიბარა. ამიტომაც გადმოცემის პირველივე დღიდან მოხდა სასახლის, როგორც საყოფაცხოვრებო სივრცის დახურვა, და მყისიერად გაფორმდა ხელშეკრულება შსს სსიპ - „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ ობიექტის დაცვასთან დაკავშირებით.

ასევე, გადაცემის პირველივე დღიდან სს „საპარტნიორო ფონდსა“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიწყო სტრატეგიული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში სააგენტოს ეთხოვა, მოეხდინა იმ არქიტექტურული ორგანიზაციების იდენტიფიცირება, რომელთაც ჰქონდათ ამ ტიპის ისტორიული მნიშვნელობის კომპლექსების პროექტირების დიდი გამოცდილება. ერთობლივი კონსულტაციებისა და შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შედეგად გადაწყდა, რომ ობიექტის დააპროექტებდა სამი საპროექტო კომპანია: სასახლე და ორანჟერეა - ა(ა)იპ „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირი“ (საქართველოს „ICOMOS“-ის კავშირი); სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკი და სასახლის მუზეოგრაფია - შპს „არქიტექტორები.ჯი2“, კომპლექსის გენგეგმა, ვიზიტორთა ცენტრი და დენდროლოგიური გეგმა - ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობა“.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, კულტურის სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ლიკანის პარკს და მასზე არსებულ ნაგებობებს მიენიჭა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი, რაც სრულად გამორიცხავს ისტორიული მნიშვნელობის პარკსა და მასში განლაგებულ შენობებში თვითნებურ და შეუთანხმებელ სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

2017 წელს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები ამ კონტრაქტორ კომპანიებთან და დაიწყო საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირების პროცესი. შედეგად უნდა მომხდარიყო რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება, აგრეთვე შეძლებისამებრ - რთული ინფრასტრუქტურული თუ კომუნიკაციური ამოცანების გადაწყვეტა, მომზადებულიყო მუზეოგრაფია მაღალი დონის სპეციალისტების მონაწილეობით. სს „საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით, 2017 წლის ბოლოს დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების სამუშაო ვიზიტი სანკტ-პეტერბურგის ფედერალურ არქივში, სადაც მოძიებული და დამუშავებულ იქნა ლიკანის კომპლექსთან დაკავშირებული ისტორიული მასალა.

იდენტიფიცირებული უნიკალური დოკუმენტაცია გადაყვანილ იქნა ციფრულ ფორმატში და გამოიგზავნა საქართველოში. ამ მასალის გამოყენება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროექტირების მსვლელობისას, რომლის თითოეული ეტაპი თანხმდებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ კომისიასთან.

პროექტირების დასრულებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ლიკანის რეზიდენციამ“ პროექტი სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადასცა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. პროექტის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მასშტაბისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბოლოო დასკვნის მომზადებას დასჭირდა გეგმით გათვალისწინებულზე მეტი დრო და საბოლოო ექსპერტული შეფასება მომზადდა 2020 წლის მაისში.

სსიპ - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ შპს „ლიკანის რეზიდენციაზე“ გაცემულია სანებართვო მოწმობები ლიკანის პარკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების, პარკის ორანჟერეის და სასახლეში დაცული კოლექციის (მოძრავი ძეგლები) რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე.

აღსანიშნავია, რომ არსებული შეთანხმებების ფორმატში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწარმოებს ძეგლის მდგომარეობის და ასევე სასახლის სივრცეში დაცული კოლექციის (მოძრავი ძეგლი) მონიტორინგს. ჩატარებულია თითოეული ნივთის დეტალური ინვენტარიზაცია.

სს „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო განეხორციელებინა პროექტი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით უმაღლესი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციების სრულფასოვანი მონაწილეობა, პროექტირების დასრულებისთანავე შპს „ლიკანის რეზიდენციამ“ მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში უწყების ჩართულობის თაობაზე. „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (მგფ) თხოვნით, შპს „ლიკანის რეზიდენციამ“ მგფ-ს მიაწოდა იმ დროისთვის არსებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა. ამ ეტაპამდე ფონდს არ მიუღია დავალება პროექტის განხორციელების თაობაზე, დღემდე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სამინისტროებთან, რათა დროულად გადაწყდეს საკითხი და მომზადებული პროექტის მიხედვით დაიწყოს ლიკანის ისტორიული კომპლექსისა და პარკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუ რომელი უწყება განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.

ამჟამად შპს „ლიკანის რეზიდენცია“ დაკავებულია კომპლექსის მოვლა-პატრონობით, ობიექტს კვლავ იცავს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ის დახურულია ვიზიტორებისა და გარეშე პირებისთვის, რათა არ დაზიანდეს ძეგლის გარე ფასადი და სასახლეში დაცული ნივთები (მოძრავი ძეგლები)“, - აღნიშნულია განცხადებაში.