პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტთან უკვე გავაგზავნე წერილი, თუმცა, ეს არ არის დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნა... არც ერთ ჩემს ქმედებას არ ვნანობ" - რას წერს ციხიდან მიხეილ კალანდია
"პრეზიდენტთან უკვე გავაგზავნე წერილი, თუმცა,  ეს არ არის დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნა... არც ერთ ჩემს ქმედებას არ ვნანობ" -  რას წერს ციხიდან მიხეილ კალანდია

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ცი­ხი­დან წე­რილს უგ­ზავ­ნის.

N 16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კა­ლან­დია სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში პრე­ზი­დენ­ტის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თვა­ზე, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე და ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე სა­უბ­რობს.

კა­ლან­დი­ას გან­მარ­ტე­ბით, მას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის მომ­ნა­ნი­ე­ბელ მსჯავ­რდე­ბულს არ მი­უ­მარ­თავს. ის მი­იჩ­ნევს, რომ ცი­ხე­ში "უკა­ნო­ნოდ ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი“.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო და სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გში ბრძო­ლას თა­ვად აპი­რებს.

"გი­სო­სებს მიღ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის­გან. და­ვამ­თავ­რე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით მი­ვუ­ახ­ლოვ­დი პრო­კუ­რო­რო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ "და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი“ სის­ტე­მის შეც­ვლას, ასე­ვე შე­ვის­წავ­ლე ფრან­გუ­ლი ენა, რათა ფრან­გუ­ლად შევ­ძლო სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რის შე­დე­გად, სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ში ვერც სა­მარ­თლებ­რი­ვი და ვერც მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვერ და­ი­ნა­ხა.

“6 წე­ლია გა­სუ­ლი და ბევ­რი მაქვს ნა­ფიქ­რი იმ დღის შე­სა­ხებ, ბევ­რჯერ მიც­დია კრი­ტი­კუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემი თა­ვის მი­მართ და მე­პო­ვა შეც­დო­მა რო­მე­ლი­მე ჩემს ქმე­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ან სა­მარ­თლებ­რივ, ან მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­ინც და­მა­კის­რებ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. არც ერთ ჩემს ქმე­დე­ბას არ ვნა­ნობ, ვი­ნა­ი­დან არა­ფე­რი მიქ­ნია ისე­თი, რაც ან კა­ნონს და­არ­ღვევ­და, ან ჩემს მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­ში არ ჩაჯ­დე­ბო­და. მე მხო­ლოდ ჩემი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბას ვცდი­ლობ­დი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით, ეს იყო და ეს.

ჩემი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში და ვე­ლო­დე­ბით, თუ რო­დის და­ი­წყე­ბა საქ­მის გან­ხილ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ღვე­ვებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბო­ბა უკვე უდი­დე­სი დარ­ღვე­ვა არის, ვი­ნა­ი­დან ჩემი და­კა­ვე­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას, ჩემი და­კა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია პო­ლი­ტი­კურ­მა დაკ­ვე­თამ, შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი საქ­მის მსვლე­ლო­ბი­სას არ ყო­ფი­ლა არც ერთი წამი, რო­მე­ლიც დარ­ღვე­ვა არ იქ­ნე­ბო­და. და­ირ­ღვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, და­ირ­ღვა უშუ­ა­ლო­ბის პრინ­ცი­პი, შე­მე­ლა­ხა ღირ­სე­ბა, მო­მად­გა მო­რა­ლუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­მეკ­ვე­თა უკა­ნო­ნოდ წლო­ბით და ა.შ. მე მგო­ნი ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე საკ­მა­რი­სია“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

რო­გორც ის წე­რი­ლის ბო­ლოს დას­ძენს, მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია, "მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს უკვე თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან იბ­რძო­ლოს მისი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

"პრე­ზი­დენ­ტთან უკვე გა­ვაგ­ზავ­ნე წე­რი­ლი შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მინ­და აუ­ცი­ლებ­ლად ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს არ არის და­ნა­შა­უ­ლის მომ­ნა­ნი­ე­ბე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა, ეს არის ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ გა­მომ­წყვდე­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძო­ლი პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა. ამ წე­რილ­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მაქვს, რომ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია თა­ვი­სი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აღ­კვე­თოს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და მე მომ­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლა. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც მივ­მარ­თე პრე­ზი­დენტს და მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­მეხ­მა­რე­ბა უდი­დე­სი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას ამ საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­კენ“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

ცნო­ბის­თვის, 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვეს.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქვეყ­ნის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის მიერ 11 წე­ლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯი­ლი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას, მან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ჯა­ნა­შია ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

და­ვით სა­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სას­ჯელს გუგა ბარ­ბა­ქა­ძე იხ­დის. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
0

არ ნანობ, ბიძია და იჯექი მანდ წყნარად, რახან შენს თავზე აიღე სხვისი დანაშაული, მოიხადე ბოლომდე... მოუნდა ბიჭს გარეთ გამოსეირნება!

ნოდარი
1

ვთქვათ უდანაშაულო ხარ, მაგრამ იცი ვინარის დამნაშავე და არ ამბობ, ქურდულ ტრადიციებს მიყვები. ე.ი დამნაშავე ხარ. გაიგე ბიჭოო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პრეზიდენტთან უკვე გავაგზავნე წერილი, თუმცა, ეს არ არის დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნა... არც ერთ ჩემს ქმედებას არ ვნანობ" - რას წერს ციხიდან მიხეილ კალანდია

"პრეზიდენტთან უკვე გავაგზავნე წერილი, თუმცა,  ეს არ არის დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნა... არც ერთ ჩემს ქმედებას არ ვნანობ" -  რას წერს ციხიდან მიხეილ კალანდია

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია "ინტერპრესნიუსს“ ციხიდან წერილს უგზავნის.

N 16 დაწესებულებიდან კალანდია სააგენტოსთვის გამოგზავნილ წერილში პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და ციხეში გატარებულ წლებზე საუბრობს.

კალანდიას განმარტებით, მას სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც დანაშაულის მომნანიებელ მსჯავრდებულს არ მიუმართავს. ის მიიჩნევს, რომ ციხეში "უკანონოდ ჰყავთ გამომწყვდეული“.

მსჯავრდებული პატიმარი ასევე აცხადებს, რომ მან პენიტენციურ დაწესებულებაში განათლება მიიღო და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სტრასბურგში ბრძოლას თავად აპირებს.

"გისოსებს მიღმა ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა მსჯავრდებულების ცხოვრებისგან. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას. შესაბამისად, ამ "დაბინძურებული“ სისტემის შეცვლას, ასევე შევისწავლე ფრანგული ენა, რათა ფრანგულად შევძლო საკუთარი თავის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - აცხადებს კალანდია.

როგორც ის აღნიშნავს, წლების განმავლობაში ფიქრის შედეგად, საკუთარ ქმედებებში ვერც სამართლებრივი და ვერც მორალური პასუხისმგებლობა ვერ დაინახა.

“6 წელია გასული და ბევრი მაქვს ნაფიქრი იმ დღის შესახებ, ბევრჯერ მიცდია კრიტიკული ვყოფილიყავი ჩემი თავის მიმართ და მეპოვა შეცდომა რომელიმე ჩემს ქმედებაში, რომელიც ან სამართლებრივ, ან მორალურ პასუხისმგებლობას მაინც დამაკისრებდა, თუმცა უშედეგოდ. არც ერთ ჩემს ქმედებას არ ვნანობ, ვინაიდან არაფერი მიქნია ისეთი, რაც ან კანონს დაარღვევდა, ან ჩემს მორალურ პრინციპებში არ ჩაჯდებოდა. მე მხოლოდ ჩემი უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი მეგობრის დახმარებას ვცდილობდი შიშველი ხელებით, ეს იყო და ეს.

ჩემი სისხლის სამართლის საქმე უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ველოდებით, თუ როდის დაიწყება საქმის განხილვა. რაც შეეხება დარღვევებს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებობა უკვე უდიდესი დარღვევა არის, ვინაიდან ჩემი დაკავება არ გამოუწვევია მტკიცებულებების არსებობას, ჩემი დაკავება გამოიწვია პოლიტიკურმა დაკვეთამ, შესაბამისად, მთელი საქმის მსვლელობისას არ ყოფილა არც ერთი წამი, რომელიც დარღვევა არ იქნებოდა. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, დაირღვა უშუალობის პრინციპი, შემელახა ღირსება, მომადგა მორალური და რეპუტაციული ზიანი, თავისუფლება აღმეკვეთა უკანონოდ წლობით და ა.შ. მე მგონი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საკმარისია“, - აცხადებს კალანდია.

როგორც ის წერილის ბოლოს დასძენს, მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, "მას შესაძლებლობა მისცეს უკვე თავისუფლებიდან იბრძოლოს მისი სიმართლის დასამტკიცებლად.

"პრეზიდენტთან უკვე გავაგზავნე წერილი შეწყალების თხოვნის შესახებ, თუმცა, მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნა, ეს არის ციხეში უკანონოდ გამომწყვდეული და სამართლიანობისთვის მებრძოლი პატიმრის შეწყალების თხოვნა. ამ წერილში დასაბუთებული მაქვს, რომ პრეზიდენტს შეუძლია თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებით აღკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დარღვევები და მე მომცეს შესაძლებლობა თავისუფლებიდან გავაგრძელო ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც მივმართე პრეზიდენტს და მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი დამეხმარება უდიდესი ნაბიჯი გადაიდგას ამ საქმეზე სამართლიანობის აღდგენისკენ“, - აცხადებს კალანდია.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.