სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის" - ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი
"კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის" - ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი

ევ­რო­კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჟან-კლოდ იუნ­კე­რი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა ჯერ კი­დევ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს.

„ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ ცრუ და­პი­რე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ტან­ჯვა­ში ჩაფ­ლულ ხალ­ხს. მე ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ევ­რო­პა­ში ზო­გი­ერ­თის გამო, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ და­არ­წმუ­ნონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ ისი­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გახ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი. ეს არ­ცერ­თის­თვის არ იქ­ნე­ბა კარ­გი - არც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის და არც უკ­რა­ი­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და იუნ­კერ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლამ, ვი­საც რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქო­ნია უკ­რა­ი­ნას­თან, იცის, რომ „ეს არის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე“.

„მი­უ­ხე­და­ვად მცდე­ლო­ბი­სა, ის არ არის მზად გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის, მას სჭირ­დე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შიდა რე­ფორ­მე­ბი. ჩვენ გვქონ­და ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა ზო­გი­ერთ ეგ­რეთ წო­დე­ბულ ახალ წევ­რებ­თან, მა­გა­ლი­თად, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს აღარ უნდა გან­მე­ორ­დეს", - გა­ნა­ცხა­და იუნ­კერ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, მოლ­დო­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს, მაგ­რამ „არ უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმის იმედ­თან, რომ ამის მიღ­წე­ვა ერთ ღა­მე­ში, მხო­ლოდ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი“.

„თუ ეს ქვეყ­ნე­ბი პროგ­რესს მი­აღ­წე­ვენ, იქ­ნე­ბა ეს უკ­რა­ი­ნა­ში თუ და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნეთ­ში, მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ეძ­ლოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცალ­კე­ულ ეტა­პებ­ში. ჩვენ უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ნა­წი­ლობ­რი­ვი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და იუნ­კერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ase sworia
1

საქართველო ბევრად უფრო წარმატებულია ამ მხრივ,ვიდრე უკრაინა. მართალია ბატონი იუნკერი,უკრაინაში ყველას და ყველაფრის"ყიდვა" Შეიძლება. Თუმცა ეს არ ნიშნავს საქართველოს მზადყოფნას,დამერწმუნეთ ევროპულ ქვეყნებᲗან ᲨედარებიᲗ საქართველოს ბევრი ᲗეᲗრი ლაქა აქვს.

გოჩა
6

აი სიმართლე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის" - ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი

"კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის" - ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ცრუ დაპირებები უკრაინაში ტანჯვაში ჩაფლულ ხალხს. მე ძალიან გაბრაზებული ვარ ევროპაში ზოგიერთის გამო, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ უკრაინელები, რომ ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ევროკავშირის წევრები. ეს არცერთისთვის არ იქნება კარგი - არც ევროკავშირისთვის და არც უკრაინისთვის“, - განაცხადა იუნკერმა.

მისი თქმით, ყველამ, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია უკრაინასთან, იცის, რომ „ეს არის კორუმპირებული ქვეყანა საზოგადოების ყველა დონეზე“.

„მიუხედავად მცდელობისა, ის არ არის მზად გაწევრიანებისთვის, მას სჭირდება ფართომასშტაბიანი შიდა რეფორმები. ჩვენ გვქონდა ცუდი გამოცდილება ზოგიერთ ეგრეთ წოდებულ ახალ წევრებთან, მაგალითად, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს აღარ უნდა განმეორდეს", - განაცხადა იუნკერმა.

ამასთან, მისი თქმით, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ „არ უნდა იყოს დაკავშირებული იმის იმედთან, რომ ამის მიღწევა ერთ ღამეში, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი“.

„თუ ეს ქვეყნები პროგრესს მიაღწევენ, იქნება ეს უკრაინაში თუ დასავლეთ ბალკანეთში, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ მონაწილეობა მიიღონ ევროინტეგრაციის ცალკეულ ეტაპებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა შესაძლებელი გახდეს ნაწილობრივი გაწევრიანება,“ - განაცხადა იუნკერმა.