სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი რეკორდი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52 მლრდ ლარს გადააჭარბა
მორიგი რეკორდი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52 მლრდ ლარს გადააჭარბა

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სა­წარ­მო­თა ბრუნ­ვა რე­კორ­დულ ნიშ­ნულ­ზეა. 2022 წელს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვამ 52.647 მლრდ ლარი შე­ად­გი­ნა. ეს კი 2021 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით 4.709 მლრდ ლა­რით, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით კი 20.556 მლრდ ლა­რით მე­ტია. კერ­ძოდ, 2021 წელს ბრუნ­ვის მო­ცუ­ლო­ბა შე­ად­გენ­და 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლი­ა­ნად კი გა­სულ წელს სა­თა­მა­ში ბიზ­ნე­სის წილი ბიზ­ნეს სექ­ტო­რის მთლი­ან ბრუნ­ვა­ში 29% იყო. ცნო­ბი­სათ­ვის, 2021 წელს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო 32%, 2020 წელს კი 28%.

რო­გორც ამ რი­ცხვე­ბი­დან ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი კვლავ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია და მისი ბრუნ­ვა ყო­ველ­წლი­უ­რად რე­კორ­დუ­ლად მა­ტუ­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მო­ნა­ცე­მებს - საქსტა­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2022 წელს აზარ­ტულ ბიზ­ნეს­ში სულ 10 067 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 2 873 ლარს შე­ად­გენ­და. ამას­თან, შარ­შან ამ სექ­ტორ­ში 80.4 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაპა
0

მერე იტყვიან, ქვეყანა რატომ არ ვითარდებაო. სულის მოთქმას არ აცლიან და წურბელებივით აზიან ხალხს. დადგეს ერი და ბერი ეთად და გააუქმონ ეს ფულის საჭრელი ქარხნები.... მაგრამ ჩვენ სად გვაქვს მაგის ერთი ადგილი... ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი ვჭამოთ და დავქსაქსოთ

სიმართლე
0

გაუქმდეეეეეეეეეეეეეეეს ეს ჯოჯოხეთი საქართველოს ყველა მოქალაქესთვის დაიღუპა ახალგაზრდობა ესენი ჯიბეების გასქელებით ვერ ძღებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მორიგი რეკორდი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52 მლრდ ლარს გადააჭარბა

მორიგი რეკორდი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52 მლრდ ლარს გადააჭარბა

აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულ ნიშნულზეა. 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52.647 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მლრდ ლარით, 2020 წელთან შედარებით კი 20.556 მლრდ ლარით მეტია. კერძოდ, 2021 წელს ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 29% იყო. ცნობისათვის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 32%, 2020 წელს კი 28%.

როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 10 067 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 2 873 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 80.4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. გააგრძელეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"