მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
World Travel Awards-ზე აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
World Travel Awards-ზე აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბა­თუმ­ში, World Travel Awards-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე აჭა­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი მი­ი­ღო. ის ევ­რო­პის ყვე­ლა სე­ზო­ნის ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად და­სა­ხელ­და. ტუ­რიზ­მის ოს­კა­რი მო­ი­პო­ვა ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მაც. ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მან კონ­კუ­რენ­ცია მად­რი­დის, ედინ­ბურ­გის, ბერ­ლი­ნის და სხვა ცნო­ბი­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღებს გა­უ­წია. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმს, ევ­რო­პის სწრა­ფად მზარ­დი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ჯილ­დო ბა­თუმ­მა წელს ისევ მო­ი­პო­ვა. World Travel Awards-ის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი სა­ზღვაო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის მი­ი­ღო ლი­სა­ბონ­მა, ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის ჰუ­ეს­კამ, ეს­პა­ნე­თი და ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ის­თვის პა­სი­დოშ დუ პა­ი­ა­ვამ, სამ­ხრეთ კო­რეა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე და­ჯილ­დოვ­დნენ სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან World Travel Awards-ის ჯილ­დო მი­ი­ღო კოლ­ხე­თის ეროვ­ნულ­მა პარ­კმა, სას­ტუმ­რო­ებ­მა და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­მა.

ტუ­რიზ­მის ოს­კა­რის სა­ხე­ლით ცნო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბას „World Travel Awards“-ის სა­ი­უ­ბი­ლეო, ევ­რო­პის გალა ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლომ წელს პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ულა­მა­ზე­სი ქარ­თუ­ლი შოუ პროგ­რა­მით გა­იხ­სნა, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის­ტო­რია და სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბა იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბა­თუმს 24 ქვეყ­ნის ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის, მე­დი­ი­სა და ტუ­რიზ­მის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის 300-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუმ­რობ­და, მათ შო­რის პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან, ხორ­ვა­ტი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან აშშ-დან, ნორ­ვე­გი­ი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან, გიბ­რალ­ტა­რი­დან და ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი შე­უს­რულ­და, სა­ი­უ­ბი­ლეო გალა ცე­რე­მო­ნი­ას კი ბა­თუმ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უცხო­ე­ლი ბლო­გე­რე­ბი და­ეს­წრნენ, მათ შო­რის Euronews-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი.

"World Travel Awards” და­ჯილ­დო­ე­ბა 1993 წლი­დან სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა სექ­ტორ­ში სა­უ­კე­თე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის მიზ­ნით იმარ­თე­ბა. ჯამ­ში, და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ასო­ბით ნო­მი­ნა­ცია და ათა­სო­ბით ნო­მი­ნან­ტი კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა წამ­ყვა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ე­ბი, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი, ასე­ვე სა­ზღვაო, საგ­ზაო, სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის კომ­პა­ნი­ე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

World Travel Awards-ზე აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

World Travel Awards-ზე აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბათუმში, World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე აჭარამ სპეციალური პრიზი მიიღო. ის ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ტურიზმის ოსკარი მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმაც. ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მან კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწია. რაც შეეხება ბათუმს, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო ბათუმმა წელს ისევ მოიპოვა. World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ევროპის წამყვანი საზღვაო ტურისტული მიმართულებისთვის მიიღო ლისაბონმა, ევროპის წამყვანი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებისთვის ჰუესკამ, ესპანეთი და ევროპის წამყვანი ტურისტული ატრაქციისთვის პასიდოშ დუ პაიავამ, სამხრეთ კორეა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის საქართველოდან World Travel Awards-ის ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა, სასტუმროებმა და სხვადასხვა კომპანიებმა.

ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“-ის საიუბილეო, ევროპის გალა ცერემონიას საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა. ღონისძიება ულამაზესი ქართული შოუ პროგრამით გაიხსნა, რომელშიც ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმართმასპინძლობა იყო წარმოჩენილი. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი შეუსრულდა, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრნენ, მათ შორის Euronews-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

NS