კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეკარე უგონოდ დაეცა, მინდორზე უმოძრაოდ იწვა - უმძიმესი შემთხვევა ნიდერლანდების ჩემპიონატში: როგორია დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა (ვიდეო)
მეკარე უგონოდ დაეცა, მინდორზე უმოძრაოდ იწვა - უმძიმესი შემთხვევა ნიდერლანდების ჩემპიონატში: როგორია დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა (ვიდეო)

ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მატ­ჩი "ვა­ალ­ვიკ­სა" და "აიაქსს" შო­რის ურ­თუ­ლე­სი გა­მოდგდა. "ვა­ალ­ვი­კის" მე­კა­რემ, ეტი­ენ ვა­სენ­მა უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა მი­ი­ღო. ის უგო­ნოდ და­ე­ცა მინ­დორ­ზე.

შემ­თხვე­ვა მატ­ჩის 84-ე წუთ­ზე მოხ­და - მას შემ­დეგ რაც "აიაქ­სის“ ფორ­ვარ­დი ბრა­ი­ან ბრო­ბი მე­კა­რეს შე­ე­ჯა­ხა,

სპორ­ტსმე­ნე­ბი გა­ფით­რე­ბუ­ლე­ბი ითხოვ­დნენ დახ­მა­რე­ბას, ცრემ­ლე­ბი სცვი­ო­დათ, როცა ვა­სე­ნი უმოძ­რა­ოდ იწვა ბა­ლახ­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მე­კა­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­კა­ცით გაყ­ვა­ნის დროს ფეხ­ბურ­თე­ლი გონს მო­ვი­და.

"ის ახლა გონ­ზეა და შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. უკი­დუ­რე­სად შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით. ეტი­ენს ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებთ და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მალე კვლავ ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია კლუ­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კლუ­ბის დი­რექ­ტორ­მაც.

"რო­დე­საც ის მო­ედ­ნი­დან გაჰ­ყავ­დათ, ექი­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად უკვე გონ­ზე იყო, თუმ­ცა არ იცო­და სად იყო“, - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

  • ნა­ხეთ ვი­დეო:
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

ღმერთო მშვიდობით გადაარჩინე! ჯანმრთელობას ვუსურვებ და უამრავ წარმატებას!

ლელა
0

ღმერთო,რა ცოდოა:(( მშვიდობით იყოს!

ავტორი:

მეკარე უგონოდ დაეცა, მინდორზე უმოძრაოდ იწვა - უმძიმესი შემთხვევა ნიდერლანდების ჩემპიონატში: როგორია დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა (ვიდეო)

მეკარე უგონოდ დაეცა, მინდორზე უმოძრაოდ იწვა - უმძიმესი შემთხვევა ნიდერლანდების ჩემპიონატში: როგორია დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა (ვიდეო)

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში მატჩი "ვაალვიკსა" და "აიაქსს" შორის ურთულესი გამოდგდა. "ვაალვიკის" მეკარემ, ეტიენ ვასენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. ის უგონოდ დაეცა მინდორზე.

შემთხვევა მატჩის 84-ე წუთზე მოხდა - მას შემდეგ რაც "აიაქსის“ ფორვარდი ბრაიან ბრობი მეკარეს შეეჯახა,

სპორტსმენები გაფითრებულები ითხოვდნენ დახმარებას, ცრემლები სცვიოდათ, როცა ვასენი უმოძრაოდ იწვა ბალახზე.

მოგვიანებით, კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ საკაცით გაყვანის დროს ფეხბურთელი გონს მოვიდა.

"ის ახლა გონზეა და შემდგომი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში იმყოფება. უკიდურესად შოკირებულები ვართ მომხდარით. ეტიენს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე კვლავ ჩვენს გვერდით იქნება“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა კლუბის დირექტორმაც.

"როდესაც ის მოედნიდან გაჰყავდათ, ექიმების პირველადი ღონისძიებების შედეგად უკვე გონზე იყო, თუმცა არ იცოდა სად იყო“, - აცხადებს პრეზიდენტი.

  • ნახეთ ვიდეო: