მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც..." - რას ამბობს გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმზე
"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც..." - რას ამბობს გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმზე

ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია ეხ­მა­უ­რე­ბა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძი­ძის ფილ­მის, "იარე, ლი­ზას" თა­ო­ბა­ზე.

გუ­შინ წუ­ლუ­კი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ქვეყ­ნე­ბულ პოს­ტში აღ­ნიშ­ნა, რომ ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბა უკონ­კურ­სოდ და "ჩა­წყო­ბით" მო­ი­პო­ვა, მა­შინ რო­დე­საც მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო.

"სა­ა­კაშ­ვილს და წუ­ლუ­კი­ანს თურ­მე ერ­თნა­ი­რად, ისე რომ არ უნა­ხავთ, არ მსწო­ნე­ბი­ათ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ახა­ლი ფილ­მი ომზე. იმ არა­ნორ­მა­ლურ­ზე სა­უ­ბარს აზრი არ აქვს ჩემს თეას კი გუ­შინ და­უ­წე­რია, ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ ფილმზე და­ფი­ნან­სე­ბა ჩა­წყო­ბით მო­ი­პო­ვაო. თეა ძვირ­ფა­სო, შენ, ის ბრძე­ნი კაცი, ისე­თი ტემ­პით მი­ე­ქა­ნე­ბით ჩრდი­ლო­ე­თის­კენ, რომ ჩვენ და აფხა­ზებს, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის, ხში­რად რთუ­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ერ­თო წარ­სუ­ლი დაც­ვა რუ­სე­ბის­გან მოგ­ვი­წევს ერ­თად დაც­ვა, მხარ­დამ­ხარ. კი­თხვა ის არის, თქვენ სად იქ­ნე­ბით მა­შინ, ჩვე­ნი, აფხა­ზე­ბის და ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დით, თუ რუ­სებ­თან? წარ­მა­ტე­ბე­ბი!

რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს, მე მარ­თლაც მი­მი­ძღვის მცი­რე­დი წვლი­ლი ამ ფილ­მის მხარ­და­ჭე­რა­ში. ეს ფილ­მი უნდა ნა­ხოს ყვე­ლამ თბი­ლის­შიც და სო­ხუმ­შიც. რად­გან ეს არის ფილ­მი იმა­ზე, რომ მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი შეც­დო­მი­სა და წარ­სუ­ლი­სა, ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი არას­დროს, არას­დროს არ ვეს­რო­დით ერ­თმა­ნეთს." - წერს გა­ხა­რია.

ცნო­ბის­თვის, რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც 27 სექ­ტემ­ბერს კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის მიერ ენ­გურს იქით ხმა­მაღ­ლა და­ძა­ხილ­მა "ბო­დიშ­მა" გა­მო­იწ­ვია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­დიშს უხ­დის აფხა­ზებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
0

ეგ „ბოდიში“ გახარიამ მოიპარა მაგ ფილმიდან თუ პირიქით გახარიას მოპარა ფილმის რეჟისორმა? განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გახარია „ბოდიშით“ იწყებდა ხოლმე, ხოლო რეჟისორმა ფილმი „ბოდიშით“ დაამთავრა.

თენგო
3

იმ პირებს რომლებსაც აქვთ ბიზნესი ან სწავლობდნენ ან რაიმე ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთში უნდა აეკრძალოთ რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება საქართველოში...................

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც..." - რას ამბობს გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმზე

"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც..." - რას ამბობს გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმზე

ექსპრემიერი გიორგი გახარია ეხმაურება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას რეჟისორ ნანა ჯანელიძიძის ფილმის, "იარე, ლიზას" თაობაზე.

გუშინ წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ნანა ჯანელიძემ ფილმის დაფინანსება უკონკურსოდ და "ჩაწყობით" მოიპოვა, მაშინ როდესაც მთავრობის სათავეში გიორგი გახარია იყო.

"სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ისე რომ არ უნახავთ, არ მსწონებიათ ნანა ჯანელიძის ახალი ფილმი ომზე. იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმზე დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო. თეა ძვირფასო, შენ, ის ბრძენი კაცი, ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ ჩვენ და აფხაზებს, ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის, ხშირად რთული, მაგრამ ჩვენი საერთო წარსული დაცვა რუსებისგან მოგვიწევს ერთად დაცვა, მხარდამხარ. კითხვა ის არის, თქვენ სად იქნებით მაშინ, ჩვენი, აფხაზების და ქართველების გვერდით, თუ რუსებთან? წარმატებები!

რაც შეეხება ფილმს, მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს." - წერს გახარია.

ცნობისთვის, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც 27 სექტემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. მაყურებელთა ნაწილის პოზიციით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს. მათივე შეფასებით, სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი. განსაკუთრებული გაღიზიანება ფილმის მთავარი გმირის მიერ ენგურს იქით ხმამაღლა დაძახილმა "ბოდიშმა" გამოიწვია. ქართველი ჟურნალისტი ბოდიშს უხდის აფხაზებს.

ასევე იხილეთ: