წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგომლობით, ცხინვალიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გადმოიყვანეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს ჭრილობა მიყენებული.
ekhokavkaza-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, დაჭრილი ბავშვი 28 სექტემბერს ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოში მოათავსეს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს საინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ჯავის რაიონის 23 წლის მცხოვრებმა, ცეცხსასროლი იარაღის უყურადღებოდ გამოყენების შედეგად, 10 წლის ძმა დაჭრა.
ბავშვი კი მეცოდება რა თქმა უნდა,მაგრამ აქეთ რას მორბიან,ვლადიკავკაზიც ხომ იქვეა.საქართველო არ უნდათ დაა
თუ მოყვარეები არიან დები და ძმებიც მაშინ სტუმრად ეწვიეთ 😎 დარწმუნებული ვარ ღრმად პატივნაცემ -პატივცემულს გამოგაცილებენ დუდუკების მუსიკებით😁