ავტორი:

"ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ოსები, აფხაზები და რუსები დიდ ოჯახს წარმოადგენენ“ -  ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში  გამოსვლას ცხინვალიდან ეხმაურებიან: რას წერს კოკოითი?

"ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ოსები, აფხაზები და რუსები დიდ ოჯახს წარმოადგენენ“ -  ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში  გამოსვლას ცხინვალიდან ეხმაურებიან: რას წერს კოკოითი?

ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ივიწყებს ტკივილს და ვერ იგებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სამხრეთ ოსეთის კურსის უცვლელობას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი“, - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფატქო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაეროს გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას ე. წ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ღარიბაშვილს ან რეალობის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ან საკუთარ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს“.

"ღარიბაშვილი უბრალოდ ვერ ხვდება, რომ ოსები, აფხაზები და რუსები დიდ ოჯახს წარმოადგენენ, სადაც ხელმძღვანელობენ ტრადიციული ღირებულებებით, პატივს სცემენ და უყვართ ერთმანეთი“, - წერს კოკოითი თავის "ტელეგრამზე".