პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისი ერთი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას
"რისი ერთი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

"მინ­და შე­ვე­ხო ფარ­ცხა­ლა­ძის თე­მას - სა­და­რის "ჭიჭე“ ვა­შა­ძე? შენ რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყა­ვი, ეს ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო და მა­შინ არ იყო ხომ, ქურ­დი, ავა­ზა­კი და მა­ფი­ო­ზი? ახლა გახ­და ხომ? აი, ეს არის თქვე­ნი ორ­მა­გი სტან­დარ­ტი და ამი­ტო­მაც არის, რომ ქარ­თველ ხალ­ხს მე­რამ­დე­ნედ არ სჯე­რა თქვე­ნი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ასე­ვე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“.

"რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლაშ­ნი­კო­ვის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბას, არც ვიცი, ვინ არის. [თქვენ თქვით, რომ არის] რუ­სე­თის დუ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ამა­შია საქ­მე, რომ დღემ­დე რუ­სებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობთ, დღემ­დე რუ­სე­ბის­გან მო­გაქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. რაც გა­ა­კე­თეთ რუ­სე­ბის ინ­ტე­რეს­ში იყო 2008 წელს. ომი ჯერ ქარ­თველ ბი­ჭებს და­აბ­რა­ლეთ, შემ­დეგ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­და­უ­ლო­ცეთ. ახლა სა­მა­დაშ­ვილს ეჩ­ქა­რე­ბა, შეხ­ვედ­რა­ზე გავ­რბი­ვა­რო. ის ჩვე­ნი ელჩი იყო ევ­რო­კავ­შირ­ში, ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ არ და­უ­წე­სა სან­ქცია რუ­სეთს.

აი, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ახლა მი­ზის, მეჩ­ქა­რე­ბა და ური­გოდ გა­მა­ტა­რე­თო. გე­გო­ნე­ბა, ახლა მთას გა­დად­გამს. აი, ასე­თი ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი... დღემ­დე რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­ში ხართ და მერე გინ­დათ, რომ ის­რე­ბი ჩვენ­კენ გად­მო­ის­რო­ლოთ. ახლა მინ­და შე­ვე­ხო აი, ამ ორ ხელ­მო­ცა­რულს [გი­ორ­გი ვა­შა­ძე და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე]. მარ­თლა შე­ვარ­ცხვი­ნე, ვინც ხართ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“, ვა­შა­ძე რომ და­ის­ვით თავ­ზე. ჯერ მე­ლია ჩა­მო­აგ­დეთ იმი­ტომ, რომ ის ბე­ლა­დი ვერ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლაო და "ხაბე“ და­ნიშ­ნეთ. ხა­ბეს რას ვერ­ჩი, ჩემი მე­გო­ბა­რია, ახლა "ხაბე“ არ მოგ­წონთ და ვა­შა­ძე მო­იყ­ვა­ნეთ და ვა­შა­ძე და­ის­ვით თავ­ზე. ად­გი­ლიც წა­ურ­თმე­ვია, დღეს "ხა­ბეს“ ად­გი­ლას იჯდა [პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში] და კი­დევ ის, გვერ­დზე რომ მსხვერ­პლი ჰყავს, მან­ჯგა­ლა­ძე.

ასე უბე­რა­ვენ ჯიგ­რე­ბი ერ­თად, იმი­ტომ, რომ მოს­კუპ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“. მკვდა­რი მკვდარს აე­კი­დაო. ვა­შა­ძე პარ­ლა­მენ­ტში ხუთი კა­ცით შე­მო­ვი­და და ერთი შე­მორ­ჩა, მან­ჯგა­ლა­ძე. ის მსხვერ­პლია, იმა­საც მალე გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ. აი, ეს კაცი, პო­პუ­ლის­ტი მა­ტყუ­ა­რა, ყვე­ლა­ფერ­ზე რომ წავა ისე­თი ადა­მი­ა­ნი გყავთ გვერ­დში და მერე ამით გინ­დათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოხ­ვი­დეთ. შემ­დეგ გიკ­ვირთ, ხალ­ხი მხარს რა­ტომ არ გვი­ჭერს და არ­ჩევ­ნებს რა­ტომ ვა­გებ­თო. ამი­ტო­მაც ემ­ზა­დე­ბით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის. ბე­ლა­დი რომ არა­ჟნე­ბის კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში ჩას­ვით და ასე შე­მო­ა­პა­რეთ. ის, ალ­ბათ იმის­თვის უნ­დო­და, რომ რე­გის­ტრა­ცია გა­ევ­ლო და ლე­გი­ტი­მურ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. ამის­თვის შე­მო­ა­პა­რეთ? არა, ჩა­გი­ვარ­დათ ერთი, მე­ო­რე რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი. თქვენ პატ­რო­ნებს იმე­დე­ბი ვერ გა­უ­მარ­თლეთ და ახლა მო­რი­გი მცდე­ლო­ბა გაქვთ და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ხართ.სა­მა­დაშ­ვი­ლი მა­გა­ზე არ არის რომ ეუბ­ნე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სი ახლა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არ უნდა მის­ცე­თო იმი­ტომ, რომ მე­ტად გა­იმ­ყა­რე­ბენ და ხალ­ხს მო­ე­წო­ნე­ბაო. თქვენ­მა ლი­დერ­მა გამ­ხი­ლათ ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, ეს არის თქვე­ნი სტან­დარ­ტი“, - მი­მარ­თა ზარ­ქუ­ამ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს.

ამას­თან, მან სუს-ს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის“.

"რაც შე­ხე­ბა თქვენ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მცდე­ლო­ბას, ჯერ რისი ერთი ად­გი­ლი გაქვთ, არ გა­იშ­ვას, მაგ­რამ მა­ინც ყო­ველ­თვის ყვე­ლას ახ­სოვ­დეს და ახალ­გაზ­რდებს მივ­მარ­თავ, არ აჰ­ყვეთ ამ პო­პუ­ლის­ტებს. რო­გორც ახლა ის ბიჭი მი­ა­ტო­ვეს, ის თქვე­ნი მსხვერ­პლია, წა­ა­ქე­ზეთ, ხელ­ში "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“ და­ა­ჭე­რი­ნეთ და შემ­დეგ მი­ა­ტო­ვეთ, აქ­ცი­ე­ბი რა­ტომ არ არის. ახლა არ არის ხომ მო­და­ში და­იც­ვათ "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის“ მსრო­ლე­ლი. ასე მი­გა­ტო­ვეთ თქვენც, ეს პარ­ტია ამ ხელ­წე­რი­თაა ცნო­ბი­ლი?“ -გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
5

ხალხი თუ აზროვნებს....

ორივე უნდა მოშორდეთ....

ნაფიც და ქოციც....

 გადაშენდით......

:))))
17

ეს რო რამე იყოს დაპირავს კიდეც ოღონდ კობახამ უთხრას ან კალამ:)))

ავტორი:

"რისი ერთი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

"რისი ერთი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

"მინდა შევეხო ფარცხალაძის თემას - სადარის "ჭიჭე“ ვაშაძე? შენ რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი, ეს ადამიანი თქვენი ხელისუფლების დროს თანამდებობაზე იყო და მაშინ არ იყო ხომ, ქურდი, ავაზაკი და მაფიოზი? ახლა გახდა ხომ? აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი და ამიტომაც არის, რომ ქართველ ხალხს მერამდენედ არ სჯერა თქვენი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე მიმართა "ნაციონალურ მოძრაობას“.

"რაც შეეხება კალაშნიკოვის შესახებ ბრალდებას, არც ვიცი, ვინ არის. [თქვენ თქვით, რომ არის] რუსეთის დუმის წარმომადგენელი - ამაშია საქმე, რომ დღემდე რუსებთან თანამშრომლობთ, დღემდე რუსებისგან მოგაქვთ ინფორმაციები. რაც გააკეთეთ რუსების ინტერესში იყო 2008 წელს. ომი ჯერ ქართველ ბიჭებს დააბრალეთ, შემდეგ ტერიტორიები გადაულოცეთ. ახლა სამადაშვილს ეჩქარება, შეხვედრაზე გავრბივარო. ის ჩვენი ელჩი იყო ევროკავშირში, ერთმა სახელმწიფომ არ დაუწესა სანქცია რუსეთს.

აი, ეს ქალბატონი ახლა მიზის, მეჩქარება და ურიგოდ გამატარეთო. გეგონება, ახლა მთას გადადგამს. აი, ასეთი ხელმოცარულები... დღემდე რუსეთის ინტერესში ხართ და მერე გინდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოისროლოთ. ახლა მინდა შევეხო აი, ამ ორ ხელმოცარულს [გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე]. მართლა შევარცხვინე, ვინც ხართ "ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ იმიტომ, რომ ის ბელადი ვერ გაათავისუფლაო და "ხაბე“ დანიშნეთ. ხაბეს რას ვერჩი, ჩემი მეგობარია, ახლა "ხაბე“ არ მოგწონთ და ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს "ხაბეს“ ადგილას იჯდა [პარლამენტის სხდომათა დარბაზში] და კიდევ ის, გვერდზე რომ მსხვერპლი ჰყავს, მანჯგალაძე.

ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, იმიტომ, რომ მოსკუპდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში“. მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ვაშაძე პარლამენტში ხუთი კაცით შემოვიდა და ერთი შემორჩა, მანჯგალაძე. ის მსხვერპლია, იმასაც მალე გავათავისუფლებთ. აი, ეს კაცი, პოპულისტი მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და მერე ამით გინდათ ხელისუფლებაში მოხვიდეთ. შემდეგ გიკვირთ, ხალხი მხარს რატომ არ გვიჭერს და არჩევნებს რატომ ვაგებთო. ამიტომაც ემზადებით რევოლუციური სცენარისთვის. ბელადი რომ არაჟნების კონტეინერებში ჩასვით და ასე შემოაპარეთ. ის, ალბათ იმისთვის უნდოდა, რომ რეგისტრაცია გაევლო და ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამისთვის შემოაპარეთ? არა, ჩაგივარდათ ერთი, მეორე რევოლუციური სცენარი. თქვენ პატრონებს იმედები ვერ გაუმართლეთ და ახლა მორიგი მცდელობა გაქვთ და ჩასაფრებული ხართ.სამადაშვილი მაგაზე არ არის რომ ეუბნება არასამთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოს სტატუსი ახლა, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მისცეთო იმიტომ, რომ მეტად გაიმყარებენ და ხალხს მოეწონებაო. თქვენმა ლიდერმა გამხილათ ქალბატონო სალომე, ეს არის თქვენი სტანდარტი“, - მიმართა ზარქუამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ამასთან, მან სუს-ს მადლობა გადაუხადა "კვალიფიციური მუშაობისთვის“.

"რაც შეხება თქვენ რევოლუციურ მცდელობას, ჯერ რისი ერთი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ მაინც ყოველთვის ყველას ახსოვდეს და ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს. როგორც ახლა ის ბიჭი მიატოვეს, ის თქვენი მსხვერპლია, წააქეზეთ, ხელში "მოლოტოვის კოქტეილი“ დააჭერინეთ და შემდეგ მიატოვეთ, აქციები რატომ არ არის. ახლა არ არის ხომ მოდაში დაიცვათ "მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი. ასე მიგატოვეთ თქვენც, ეს პარტია ამ ხელწერითაა ცნობილი?“ -განაცხადა ზარქუამ.