მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრობლემებს იწვევს აუზის პროექტის გარეშე გაკეთება - ინტერვიუ არქიტექტორთან
რა პრობლემებს იწვევს აუზის პროექტის გარეშე გაკეთება - ინტერვიუ არქიტექტორთან

სა­ცუ­რაო აუზი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­ფორ­ტუ­ლი სახ­ლის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. კერ­ძო სახ­ლი სა­ცუ­რაო აუ­ზის გა­რე­შე თით­ქმის აღარ შენ­დე­ბა. ამ კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე­ე­ბის შექ­მნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა კი გახ­ლავთ პრო­ექ­ტი­რე­ბა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კერ­ძო აუ­ზია თუ კო­მერ­ცი­უ­ლი, ის აუ­ცი­ლებ­ლად არ­ქი­ტექ­ტო­რის მიერ შედ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად უნდა შეს­რულ­დეს. პრო­ექ­ტი კი სა­სურ­ვე­ლია სა­ერ­თო მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში­ვე შედ­გეს, რაც, თა­ვის მხრივ, გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლებს სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ას­რუ­ლოთ სწო­რად და მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტის დაც­ვით.

ამ სა­კი­თხზე უფრო დე­ტა­ლუ­რად მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია „აკ­ვა­ლა­ი­ნის“ არ­ქი­ტექ­ტო­რი ბექა იმერ­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აუ­ზის პრო­ექ­ტი­რე­ბა?

აუ­ზის პრო­ექ­ტი­რე­ბა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად შეს­რუ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

პირ­ვე­ლა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე უნდა შე­იქ­მნას საპ­რო­ექ­ტო ნა­ხა­ზი. თუ აუ­ზის გა­კე­თე­ბა სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ხდე­ბა, მა­შინ პრო­ექ­ტის შე­თან­ხმე­ბა რო­გორც არ­ქი­ტექ­ტორ­თან, ასე­ვე კონ­სტრუქ­ტორ­თან უნდა მოხ­დეს. რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ისე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბე­ტო­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის რღვე­ვა ან სხვა­დას­ხვა ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს კი და­მა­ტე­ბით დროს­თან, ენერ­გი­ა­სა და ხარჯთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად არ და­ი­გეგ­მა, შე­იძ­ლე­ბა უკვე მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ზე­და­პი­რის ნგრე­ვაც კი მოგ­ვი­წი­ოს. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ შედ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

რა სა­კი­თხებს მო­ი­ცავს აუზი პრო­ექ­ტი?

პრო­ექ­ტში თა­ვი­დან­ვე უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ცუ­რაო აუ­ზის ტიპი, სკი­მე­რუ­ლი იქ­ნე­ბა ის, გა­და­დი­ნე­ბით თუ სხვა. ასე­ვე პრო­ექ­ტი უნდა მო­ი­ცავ­დეს სხვა და­მა­ტე­ბით ჩა­ნარ­თებ­სა და მათ რა­ო­დე­ნო­ბას, გა­და­ნა­წი­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კას. აქ იგუ­ლის­ხმე­ბა, მა­გა­ლი­თად, და­მა­ტე­ბი­თი სა­მა­სა­ჟო ჯე­ტე­ბი, უკუ­დი­ნე­ბა, სა­ნა­თე­ბი და სხვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რომ შემ­დეგ მილ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და აუ­ზის სხე­ულ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოგ­ვი­წი­ოს.

რო­გორ ხდე­ბა აუ­ზის პრო­ექ­ტის შედ­გე­ნა?

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე დამ­კვეთ­მა იმ ად­გი­ლის ნა­ხა­ზე­ბი უნდა მოგ­ვა­წო­დოს, სა­დაც აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა. ჩვენ ვა­მუ­შა­ვებთ მათ მიერ მო­წო­დე­ბულ ნა­ხა­ზებს და შე­სა­ბა­მი­სად ვად­გენთ ჰიდ­რო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ პრო­ექტს. მათ მიერ მო­წო­დე­ბულ სა­მუ­შაო ნა­ხაზს უნდა მო­ვარ­გოთ სა­ცუ­რაო აუ­ზის პრო­ექ­ტი. ეს გუ­ლის­ხმობს, რომ ჩვენ ზუს­ტად უნდა გან­ვსა­ზღვროთ, სად და რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მილ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გან­ლა­გე­ბა, სად მო­ე­წყო­ბა ტექ­ნი­კუ­რი ოთა­ხი თუ სხვა და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი. მხო­ლოდ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს აუ­ზის ბე­ტო­ნის ჩას­ხმა.

აუ­ზის პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს მის ვი­ზუ­ალ­საც. რა ტი­პის აუ­ზე­ბია ახლა ტრენ­დუ­ლი?

უკა­ნას­კნელ წლებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და აუ­ზის მო­ზა­ი­კით და ფი­ლით მო­პირ­კე­თე­ბა. ეს ტრენ­დი იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რომ ხში­რად PVC მემ­ბრა­ნებ­საც სწო­რედ ფი­ლის დი­ზა­ი­ნით არ­ჩე­ვენ. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა PVC მემ­ბრა­ნე­ბის დი­ზა­ი­ნი და უკვე 3D ვერ­სი­ებ­საც კი გვთა­ვა­ზო­ბენ ჩვე­ნი მომ­წო­დებ­ლე­ბი.

კი­ბე­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს რო­მა­უ­ლი კი­ბე­ე­ბი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბი­თი დი­ზა­ი­ნის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­მო­საჯ­დო­მი ან შეზ­ლონ­გე­ბის და­სა­დე­ბი. ხში­რად, აუ­ზებ­ში აკე­თე­ბენ რო­გორც რო­მა­ულ, ისე უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის კი­ბეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა პრობლემებს იწვევს აუზის პროექტის გარეშე გაკეთება - ინტერვიუ არქიტექტორთან

რა პრობლემებს იწვევს აუზის პროექტის გარეშე გაკეთება - ინტერვიუ არქიტექტორთან

საცურაო აუზი 21-ე საუკუნეში თანამედროვე კომფორტული სახლის განუყრელი ნაწილია. კერძო სახლი საცურაო აუზის გარეშე თითქმის აღარ შენდება. ამ კომფორტული სივრცეების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კი გახლავთ პროექტირება. არ აქვს მნიშვნელობა კერძო აუზია თუ კომერციული, ის აუცილებლად არქიტექტორის მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად უნდა შესრულდეს. პროექტი კი სასურველია საერთო მშენებლობის პროცესშივე შედგეს, რაც, თავის მხრივ, გაძლევთ საშუალებს სამუშაოები შეასრულოთ სწორად და მაქსიმალური სიზუსტის დაცვით.

ამ საკითხზე უფრო დეტალურად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „აკვალაინის“ არქიტექტორი ბექა იმერლიშვილი გვესაუბრება.

რატომ არის მნიშვნელოვანი აუზის პროექტირება?

აუზის პროექტირება და სამუშაოების პროექტის შესაბამისად შესრულება დამატებითი სირთულეებისა და ხარჯების თავიდან ასაცილებლად არის მნიშვნელოვანი.

პირველადი სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეიქმნას საპროექტო ნახაზი. თუ აუზის გაკეთება სახლის მშენებლობის პროცესში ხდება, მაშინ პროექტის შეთანხმება როგორც არქიტექტორთან, ასევე კონსტრუქტორთან უნდა მოხდეს. რათა თავიდან ავირიდოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა ბეტონის რეკონსტრუქციის რღვევა ან სხვადასხვა ტიპის ცვლილებები. ეს კი დამატებით დროსთან, ენერგიასა და ხარჯთანაა დაკავშირებული. თუ ყველაფერი სწორად არ დაიგეგმა, შეიძლება უკვე მოპირკეთებული ზედაპირის ნგრევაც კი მოგვიწიოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფესიონალის მიერ შედგენილი პროექტით ხელმძღვანელობა.

რა საკითხებს მოიცავს აუზი პროექტი?

პროექტში თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული საცურაო აუზის ტიპი, სკიმერული იქნება ის, გადადინებით თუ სხვა. ასევე პროექტი უნდა მოიცავდეს სხვა დამატებით ჩანართებსა და მათ რაოდენობას, გადანაწილების სპეციფიკას. აქ იგულისხმება, მაგალითად, დამატებითი სამასაჟო ჯეტები, უკუდინება, სანათები და სხვა. ეს ყველაფერი პირველივე ეტაპზე უნდა განისაზღვროს, რომ შემდეგ მილგაყვანილობისა და აუზის სხეულში ცვლილებები არ მოგვიწიოს.

როგორ ხდება აუზის პროექტის შედგენა?

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე დამკვეთმა იმ ადგილის ნახაზები უნდა მოგვაწოდოს, სადაც აუზის მშენებლობა იგეგმება. ჩვენ ვამუშავებთ მათ მიერ მოწოდებულ ნახაზებს და შესაბამისად ვადგენთ ჰიდრო არქიტექტურულ პროექტს. მათ მიერ მოწოდებულ სამუშაო ნახაზს უნდა მოვარგოთ საცურაო აუზის პროექტი. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, სად და როგორ არის შესაძლებელი მილგაყვანილობის განლაგება, სად მოეწყობა ტექნიკური ოთახი თუ სხვა დამატებითი ტექნიკური პირობები. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ უნდა მოხდეს აუზის ბეტონის ჩასხმა.

აუზის პროექტი მოიცავს მის ვიზუალსაც. რა ტიპის აუზებია ახლა ტრენდული?

უკანასკნელ წლებში ძალიან აქტუალური გახდა აუზის მოზაიკით და ფილით მოპირკეთება. ეს ტრენდი იმდენად აქტუალურია, რომ ხშირად PVC მემბრანებსაც სწორედ ფილის დიზაინით არჩევენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ძალიან დაიხვეწა PVC მემბრანების დიზაინი და უკვე 3D ვერსიებსაც კი გვთავაზობენ ჩვენი მომწოდებლები.

კიბეების თვალსაზრისით აქტუალობას არ კარგავს რომაული კიბეები, რომელიც დამატებითი დიზაინის შექმნის საშუალებას იძლევა. ეს შეიძლება იყოს ჩამოსაჯდომი ან შეზლონგების დასადები. ხშირად, აუზებში აკეთებენ როგორც რომაულ, ისე უჟანგავი ფოლადის კიბეს.