კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ეზიდება აზერბაიჯანი ისრაელიდან საქართველოს გავლით და როგორ მარაგდება შეიარაღებით სომხეთი?
რას ეზიდება აზერბაიჯანი ისრაელიდან საქართველოს გავლით და როგორ მარაგდება შეიარაღებით სომხეთი?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ყო­ვე­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სატ­რან­ზი­ტო ფრე­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვეყ­ნის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით, მაგ­რამ მათ შო­რი­საც კი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სატ­ვირ­თო ავი­ა­კომ­პა­ნია Silk Way Airlines-ი, რომ­ლის თვითმფრი­ნა­ვე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღე სე­რა­ვენ ქარ­თულ ცას...

ამა­ში რა უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი, რომ არა ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლი-2020 წლის 27 სექ­ტემ­ბრამ­დეც, რო­დე­საც ყა­რა­ბა­ღის ბოლო ომი და­ი­წყო, სწო­რედ ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის სატ­ვირ­თო "ილ-76“-ები სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით ხშირ რე­ი­სებს ას­რუ­ლებ­დნენ თურ­ქე­თი­სა და ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტებ­სა და სა­ჰა­ე­რო ბა­ზებ­ზე, რისი შე­დე­გიც კი­დეც გა­მოჩ­ნდა ყა­რა­ბა­ღის ამ ომში-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა არ­მი­ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა სწო­რედ თურ­ქუ­ლი და გან­საკთ­რე­ბით კი ის­რა­ე­ლის წარ­მო­ე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბით, მათ შო­რის კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი­სა და ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბით შეს­ძლო...

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სზე Flightradar24 -ზე კარ­გად მო­ჩანს ასე­თი სა­ხის გა­დაფ­რე­ნე­ბი, რა­საც სო­მეხ­მა და რუს­მა ბლო­გე­რებ­მა უკვე მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა და ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ყა­რა­ბა­ღის ბოლო ომის სამი წლის თავ­ზე ახა­ლი დიდი ომი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის...

მათ დათ­ვა­ლეს, რომ ბოლო ორი კვი­რის გა­ნა­მავ­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის Silk Way Airlines-ის კუთ­ვნილ­მა სატ­ვირ­თო Ил-76ТД-მა უკვე მეშ­ვი­დე რე­ი­სი შე­ას­რუ­ლეს ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ბა­ზი­დან უვ­და­დან ბა­ქო­ში.

საბ­ჭო­თა/რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ოთხძ­რა­ვი­ან სატ­ვირ­თო Ил-76ТД-ს 60 ტონა მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით, 4 ათა­სი კმ-ის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ბაზა უვდა ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში, ქა­ლაქ ეი­ლატ­თან მდე­ბა­რე­ობს და იქი­დან აფ­რე­ნილ სატ­ვირ­თო "ილ“-ს ხმელ­თა­შუა ზღვის, თურ­ქე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ე­ბის გავ­ლით ბა­ქომ­დე ჩა­საფ­რე­ნად მხო­ლოდ 2 300 კმ-მდე გა­და­ლახ­ვა თუ უწევს ე.ი. ყო­ვე­ლი რე­ი­სით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის არ­სე­ნა­ლი თე­ო­რი­უ­ლად 60 ტონა შე­ი­ა­რა­ღე­ბით და საბ­რძო­ლო მა­სა­ლით შე­იძ­ლე­ბა შე­ივ­სოს და თუკი ეს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღია, "ჰა­რო­პის“ კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვად"სპა­ი­კე­ბი­სა“ და მი­თუ­მე­ტეს ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კურ"ლო­რას“ ტი­პის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის სა­ხით,მა­შინ სომ­ხე­თის საქ­მე მარ­თლაც ვერ ყო­ფი­ლა კარ­გად...

ასე­თი­ვე სამ"ილ-76“ თა­ვის დრო­ზე სომ­ხეთ­მაც შე­ი­ძი­ნა, რომ­ლი­თაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით ეზი­დე­ბო­და რუ­სულ საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა­სა და საბ­რძო­ლო სა­ჭურ­ველს ერე­ვა­ნი-იუ­ჟ­ნი­სა და გი­უმ­რის აე­როდ­რო­მებ­ზე. ეს იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და, რომ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ჩა­უ­კე­ტა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს სომ­ხეთ­ში გა­და­საფ­რე­ნად, თუმ­ცა გი­უმ­რის 102-ე რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მომ­სა­ხუ­რე ჯა­რის­კა­ცე­ბის რო­ტა­ცი­ის­თვის რუსი გე­ნერ­ლე­ბი რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებს მა­ინც იყე­ნებ­დნენ და დღე­საც იყე­ნე­ბენ.

მაგ­რამ, დღეს ეს მარ­შრუ­ტი, რუ­სე­თი­დან სომ­ხე­თის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი დიდი ომის წინ, აღარ მოქ­მე­დებს-სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფა­ში­ნი­ა­ნი სა­ხალ­ხოდ აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას აღარ უწევს მის ქვე­ყა­ნას და იძუ­ლე­ბუ­ლია ახა­ლი გზე­ბი ეძე­ბოს სომ­ხე­თის არ­მი­ის მცი­რე­დით გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მა­ინც...

სომ­ხე­თის მთავ­რო­ბას და სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­წილს აღარ აქვთ "და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი" რუ­სუ­ლი ია­რა­ღის დიდი იმე­დი (მით უმე­ტეს - უკ­რა­ი­ნის ომის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) და ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­სი არ­მია ნელ-ნელა შე­ი­ა­რა­ღე­ბის და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებ­ზე გა­და­იყ­ვა­ნონ, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო მეტ საბ­რძო­ლო ეფექ­ტი­ა­ნო­ბას გა­მო­ავ­ლენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ას­თან მო­სა­ლოდ­ნელ ახალ ომში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
15

დასავლეთი მაინც არევს ჩვენს რეგიონს ფაქტია უკვე სომხეთს ჩაეჭიდა რაც იგრძნობა მათი ხისტი განცხადებებიდან. ძნელი იქნება ამ შემთხვევაში საქართველო შარში არ გაეხვეს.ძაან რთული წელი გველის ფაქტია.

გიორგი
23

საქართველო უკიდურესად ფრთხილად და პასუხისმგებლობით მიუდგა წინა ომს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ორივეს არ მისცა საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება სამხედრო შეიარაღებისა თუ ტექნიკის გადასაზიდად. ხოდა იქნებ ეგეც გეხსენებინათ!

ავტორი:

რას ეზიდება აზერბაიჯანი ისრაელიდან საქართველოს გავლით და როგორ მარაგდება შეიარაღებით სომხეთი?

რას ეზიდება აზერბაიჯანი ისრაელიდან საქართველოს გავლით და როგორ მარაგდება შეიარაღებით სომხეთი?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ყოველი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რამდენიმე ასეული სატრანზიტო ფრენა ხორციელდება მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მეტ-ნაკლებად ცნობილი ავიაკომპანიების სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებით, მაგრამ მათ შორისაც კი მაინც გამორჩეულია აზერბაიჯანის სატვირთო ავიაკომპანია Silk Way Airlines-ი, რომლის თვითმფრინავები თითქმის ყოველდღე სერავენ ქართულ ცას...

ამაში რა უნდა იყოს გასაკვირი, რომ არა ერთი საინტერესო პარალელი-2020 წლის 27 სექტემბრამდეც, როდესაც ყარაბაღის ბოლო ომი დაიწყო, სწორედ ამ აზერბაიჯანული ავიაკომპანიის სატვირთო "ილ-76“-ები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხშირ რეისებს ასრულებდნენ თურქეთისა და ისრაელის აეროპორტებსა და საჰაერო ბაზებზე, რისი შედეგიც კიდეც გამოჩნდა ყარაბაღის ამ ომში-აზერბაიჯანულმა არმიამ წარმატებული შეტევების განხორციელება და ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნება სწორედ თურქული და განსაკთრებით კი ისრაელის წარმოების შეიარაღებით, მათ შორის კამიკაძე-დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების ფართოდ გამოყენებით შესძლო...

საერთაშორისო საავიაციო ინტერნეტრესურსზე Flightradar24 -ზე კარგად მოჩანს ასეთი სახის გადაფრენები, რასაც სომეხმა და რუსმა ბლოგერებმა უკვე მიაქციეს ყურადღება და ისინი არ გამორიცხავენ, რომ ყარაბაღის ბოლო ომის სამი წლის თავზე ახალი დიდი ომი შეიძლება დაიწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...

მათ დათვალეს, რომ ბოლო ორი კვირის განამავლობაში აზერბაიჯანული ავიაკომპანიის Silk Way Airlines-ის კუთვნილმა სატვირთო Ил-76ТД-მა უკვე მეშვიდე რეისი შეასრულეს ისრაელის საჰაერო ბაზიდან უვდადან ბაქოში.

საბჭოთა/რუსული წარმოების ოთხძრავიან სატვირთო Ил-76ТД-ს 60 ტონა მაქსიმალური დატვირთვით, 4 ათასი კმ-ის დაფარვა შეუძლია.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო ბაზა უვდა ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ეილატთან მდებარეობს და იქიდან აფრენილ სატვირთო "ილ“-ს ხმელთაშუა ზღვის, თურქეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცეების გავლით ბაქომდე ჩასაფრენად მხოლოდ 2 300 კმ-მდე გადალახვა თუ უწევს ე.ი. ყოველი რეისით აზერბაიჯანის არმიის არსენალი თეორიულად 60 ტონა შეიარაღებით და საბრძოლო მასალით შეიძლება შეივსოს და თუკი ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია, "ჰაროპის“ კამიკაძე-დრონების, ტანკსაწინააღმდეგო მართვად"სპაიკებისა“ და მითუმეტეს ოპერატიულ-ტაქტიკურ"ლორას“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების სახით,მაშინ სომხეთის საქმე მართლაც ვერ ყოფილა კარგად...

ასეთივე სამ"ილ-76“ თავის დროზე სომხეთმაც შეიძინა, რომლითაც წლების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ეზიდებოდა რუსულ საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო საჭურველს ერევანი-იუჟნისა და გიუმრის აეროდრომებზე. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში გადასაფრენად, თუმცა გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცების როტაციისთვის რუსი გენერლები რუსული ავიაკომპანიების ჩარტერულ რეისებს მაინც იყენებდნენ და დღესაც იყენებენ.

მაგრამ, დღეს ეს მარშრუტი, რუსეთიდან სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება მოსალოდნელი დიდი ომის წინ, აღარ მოქმედებს-სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სახალხოდ აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო დახმარებას აღარ უწევს მის ქვეყანას და იძულებულია ახალი გზები ეძებოს სომხეთის არმიის მცირედით გასაძლიერებლად მაინც...

სომხეთის მთავრობას და სამხედროების ნაწილს აღარ აქვთ "დაუმარცხებელი" რუსული იარაღის დიდი იმედი (მით უმეტეს - უკრაინის ომის გათვალისწინებით) და ამიტომაც ცდილობენ, თავისი არმია ნელ-ნელა შეიარაღების დასავლურ სტანდარტებზე გადაიყვანონ, რომელიც ბევრად უფრო მეტ საბრძოლო ეფექტიანობას გამოავლენს აზერბაიჯანის არმიასთან მოსალოდნელ ახალ ომში. განაგრძეთ კითხვა