რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კომაშია. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მას ჯერ მოსკოვში მკურნალობდნენ, თუმცა რადგან ადგილობრივი ექიმები "ვერაფერს გახდნენ, რამზანი საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ".
როგორც ჩანს, მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე წუთის წინ. კადიროვმა "ტელეგრამის" ოფიციალურ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დარბის.
"ყველას, ვინც სიმართლესა და სიცრუეს ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, დაალაგოს აზრები, წვიმა ძალიან კარგად მოქმედებს“, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.
ნახეთ ვიდეო:
კომა არ ვიცი, მარა ამას სახეზე აწერია და მოძრაობაზეც ეტყობა აშკარად ცუდათაა.
ვისაც კადიროვის პოლიტიკა(პირადად კადიროვის პიროვნებაზე არ ვსაუბრობ) და რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა მიუღებლად მიაჩნია, საინტერესოა, რა ალტერნატივას სთავაზობს? როგორ წარმოგიდგენიათ, ჩრდილო კავკასიიდან რუსეთის გასვლას რა შეიძლება მოჰყვეს, კავკასიელი ხალხების "ჩახუტება", თუ პირიქით, არა მარტო ავტონომიური რესპუბლიკების, არამედ მათ შიგნითაც შეიარაღებული ურთიერთდაპირისპირება, მით უმეტეს, ყველას სადავო საზღვრები აქვს. რუსეთის ადგილს რომ სხვა, დიდი და ამბიციური სახელმწიფო დაიკავებს, ეგეც ხომ ადვილი მისახვედრია. ყველაზე მისაღები მათთვის თურქეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი კავკასია, სამხრეთში აზერბაიჯანის, ხოლო ჩრდილოეთში ჩეჩნეთის გაძლიერების ფონზე, თურქეთის გავლენის ქვეშ იქნება.