პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს
რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს

რუ­სე­თი გე­მე­ბის­თვის შავი ზღვის ნა­წილს ხუ­რავს. ბულ­გა­რე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ტო­დორ ტო­გა­რე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს, რათა შავ ზღვა­ში რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შე­ი­მუ­შა­ოს, კერ­ძოდ, რუ­სე­თის მიერ ბულ­გა­რე­თის შავი ზღვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ნა­წი­ლობ­რივ ბლო­კა­და­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ას Euractiv-ი ავ­რცე­ლებს.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, ამ რა­ი­ონ­ში სამ­ხედ­რო წვრთნის ჩა­ტა­რე­ბის გამო, რუ­სეთ­მა შავ ზღვა­ში არ­სე­ბუ­ლი ბულ­გა­რე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ნა­წი­ლი ნა­ოს­ნო­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და.

"ბულ­გა­რე­თი ასეთ ქმე­დე­ბებს პრო­ვო­კა­ცი­ად აფა­სებს. ჩვენ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე პა­სუხზე ვმსჯე­ლობთ, რო­გორც და­მო­უ­კი­დებ­ლად, ისე ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და ტო­გა­რევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უწყე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რი ბულ­გა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი პორ­ტე­ბი­დან მი­მა­ვალ სატ­ვირ­თო გე­მებ­ზე რუ­სე­თის მიერ შე­საძ­ლო თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში მი­მა­ვალ სა­ვაჭ­რო გე­მებ­ზე თავ­დას­ხმის უშუ­ა­ლო რის­კი ან საფრ­თხე არ არის. აღ­ნიშ­ნუ­ლი წყლე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ზღვის­პი­რა სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ტე­რი­ტო­რი­ულ ზღვა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ბულ­გა­რე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ზე და ზო­გა­დად ნატო-ზე თავ­დას­ხმად შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვას“, - დას­ძი­ნა ტო­გა­რევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედია,
6

მალე შავი ზღვა რუსებისათვის სამუდამოდ დაიხურება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, ტოდორ ტოგარევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ნატო-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა შავ ზღვაში რუსულ პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი შეიმუშაოს, კერძოდ, რუსეთის მიერ ბულგარეთის შავი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადაზე.

ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე, ამ რაიონში სამხედრო წვრთნის ჩატარების გამო, რუსეთმა შავ ზღვაში არსებული ბულგარეთის ეკონომიკური ზონის ნაწილი ნაოსნობისთვის დახურულად გამოაცხადა.

"ბულგარეთი ასეთ ქმედებებს პროვოკაციად აფასებს. ჩვენ ამ პროვოკაციებზე პასუხზე ვმსჯელობთ, როგორც დამოუკიდებლად, ისე ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად“, - განაცხადა ტოგარევმა.

მისივე თქმით, უწყებას ჯერჯერობით არ აქვს შემუშავებული სცენარი ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინული პორტებიდან მიმავალ სატვირთო გემებზე რუსეთის მიერ შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.

"მოცემული მომენტისთვის ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მიმავალ სავაჭრო გემებზე თავდასხმის უშუალო რისკი ან საფრთხე არ არის. აღნიშნული წყლები თითოეული ზღვისპირა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და სახელმწიფო საზღვრის ნაწილს წარმოადგენს. ტერიტორიულ ზღვაში განხორციელებული თავდასხმა ბულგარეთის რესპუბლიკაზე და ზოგადად ნატო-ზე თავდასხმად შეიძლება აღიქვას“, - დასძინა ტოგარევმა.