მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ასაკია ბავშვის ბაღში შესაყვანად საუკეთესო და რამდენად აუცილებელია ბაღი?
რომელი ასაკია ბავშვის ბაღში შესაყვანად საუკეთესო და რამდენად აუცილებელია ბაღი?

მარ­თლაც რთუ­ლი გა­და­სა­წყვე­ტია, რო­დის არის სა­ბავ­შვო ბაღ­ში წას­ვლის დრო. ის ჯერ საკ­მა­ოდ პა­წა­წი­ნაა, ამ დროს კი თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სჭირ­დე­ბა, მშობ­ლე­ბიც სამ­სა­ხურ­ში უნდა გა­ვიდ­ნენ. სა­ერ­თოდ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი სა­ბავ­შვო ბაღი?

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი არას­დროს გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, მაგ­რამ, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვებ­ში, ბავ­შვს სამი წლის ასა­კი­დან თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა. ეს სა­ჭი­რო­ე­ბა და-ძმამ ან ეზო­ში მყოფ­მა მე­გობ­რებ­მა შე­უვ­სონ, თუ მათ­თან ხან­გრძლი­ვად თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს.

რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს ბავ­შვე­ბი თა­ვი­სუფ­ლად არი­ან და თა­მა­შო­ბენ სა­კუ­თარ თავს, იგო­ნე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას და ავი­თა­რე­ბენ მას. ზრდას­რულ­საც შე­უძ­ლია რა­ღაც შეს­თა­ვა­ზოს, უხელ­მძღვა­ნე­ლოს, ჩა­ე­რი­ოს კონ­ფლიქ­ტე­ბის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან. თუმ­ცა რაც უფრო იზ­რდე­ბი­ან პა­ტა­რე­ბი, მით უფრო იშ­ვი­ა­თად დას­ჭირ­დე­ბათ ზრდას­რუ­ლის ჩა­რე­ვა.

3-4 წლის­თვის სა­თა­მა­შოდ 2-3-ბავ­შვი­ა­ნი კამ­პა­ნი­აც საკ­მა­რი­სია. 5-6 წლის ასაკ­ში კარ­გია, როცა 4-6 ბავ­შვი ერ­თად თა­მა­შობს. ამ ასა­კის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი წრე შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო დიდი იყოს.

პირ­ვე­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს დედა უფრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე გუნ­დი. ამი­ტომ, ბაგა-ბაღი, სა­დაც ბავ­შვე­ბი 1,5-2 წლის ასაკ­ში შეჰ­ყავთ, უფრო გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვი­საა, ვიდ­რე ბავ­შვე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის­თვის. მარ­თა­ლია, მათ უვ­ლი­ან, ათა­მა­შე­ბენ, მაგ­რამ ასე­თი ად­რე­უ­ლი „სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია“ მცი­რე ასა­კის­თვის მა­ინც ძა­ლი­ან რთუ­ლია. 2 წლამ­დე ასაკ­ში თითო აღ­მზრდელ­ზე 3-4 აღ­საზ­რდე­ლი უნდა მო­დი­ო­დეს და არა მეტი. ბა­გას უნდა ჰქონ­დეს პა­ტა­რა ჯგუ­ფი იმი­სათ­ვის, რომ ზრდას­რულ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ჭირ­ვე­უ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი ხელ­ში აიყ­ვა­ნოს, კალ­თა­ში ჩა­ის­ვას, საკ­მა­რი­სი დრო და­უთ­მოს. 15-20 კა­ცი­ან ჯგუფ­ში ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, სამი წლის ასა­კი­დან ბავ­შვე­ბი ხან­გრძლივ დროს უნდა ატა­რებ­დნენ თა­ნა­ტო­ლებ­თან. ამ ასაკ­ში კო­მუ­ნი­კა­ცია ბავ­შვის მთა­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა იყოს, რის­თვი­საც ბაღი თით­ქოს სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, მაგ­რამ ბა­ღე­ბის გან­რი­გი ყო­ველ­თვის არ არის ასეთ აქ­ტი­ვო­ბა­ზე გათ­ვლი­ლი.

ავტორი:

რომელი ასაკია ბავშვის ბაღში შესაყვანად საუკეთესო და რამდენად აუცილებელია ბაღი?

რომელი ასაკია ბავშვის ბაღში შესაყვანად საუკეთესო და რამდენად აუცილებელია ბაღი?

მართლაც რთული გადასაწყვეტია, როდის არის საბავშვო ბაღში წასვლის დრო. ის ჯერ საკმაოდ პაწაწინაა, ამ დროს კი თანატოლებთან ურთიერთობა სჭირდება, მშობლებიც სამსახურში უნდა გავიდნენ. საერთოდ, აუცილებელია კი საბავშვო ბაღი?

ინდივიდუალური ფაქტორები არასდროს გამოირიცხება, მაგრამ, ძირითად შემთხვევებში, ბავშვს სამი წლის ასაკიდან თანატოლებთან ურთიერთობა აუცილებლად სჭირდება. ეს საჭიროება და-ძმამ ან ეზოში მყოფმა მეგობრებმა შეუვსონ, თუ მათთან ხანგრძლივად თამაშის საშუალება აქვს.

როლური თამაშები თანატოლებთან აუცილებელია. ამ აქტივობების დროს ბავშვები თავისუფლად არიან და თამაშობენ საკუთარ თავს, იგონებენ სიტუაციას და ავითარებენ მას. ზრდასრულსაც შეუძლია რაღაც შესთავაზოს, უხელმძღვანელოს, ჩაერიოს კონფლიქტების დროს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან. თუმცა რაც უფრო იზრდებიან პატარები, მით უფრო იშვიათად დასჭირდებათ ზრდასრულის ჩარევა.

3-4 წლისთვის სათამაშოდ 2-3-ბავშვიანი კამპანიაც საკმარისია. 5-6 წლის ასაკში კარგია, როცა 4-6 ბავშვი ერთად თამაშობს. ამ ასაკისთვის სოციალური წრე შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს.

პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვს დედა უფრო სჭირდება, ვიდრე გუნდი. ამიტომ, ბაგა-ბაღი, სადაც ბავშვები 1,5-2 წლის ასაკში შეჰყავთ, უფრო გამოუვალი მდგომარეობისთვისაა, ვიდრე ბავშვების სარგებლიანობისთვის. მართალია, მათ უვლიან, ათამაშებენ, მაგრამ ასეთი ადრეული „სოციალიზაცია“ მცირე ასაკისთვის მაინც ძალიან რთულია. 2 წლამდე ასაკში თითო აღმზრდელზე 3-4 აღსაზრდელი უნდა მოდიოდეს და არა მეტი. ბაგას უნდა ჰქონდეს პატარა ჯგუფი იმისათვის, რომ ზრდასრულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაჭირვეულებული ბავშვი ხელში აიყვანოს, კალთაში ჩაისვას, საკმარისი დრო დაუთმოს. 15-20 კაციან ჯგუფში ამის გაკეთება შეუძლებელია.

სამაგიეროდ, სამი წლის ასაკიდან ბავშვები ხანგრძლივ დროს უნდა ატარებდნენ თანატოლებთან. ამ ასაკში კომუნიკაცია ბავშვის მთავარი აქტივობა უნდა იყოს, რისთვისაც ბაღი თითქოს საუკეთესო ადგილია, მაგრამ ბაღების განრიგი ყოველთვის არ არის ასეთ აქტივობაზე გათვლილი.