მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L-ის" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები შემოდგომაზე გამოიცემა
"პალიტრა L-ის" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები შემოდგომაზე გამოიცემა

მალე მკი­თხვე­ლი გა­იც­ნობს ახალ ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რი ავ­ტო­რი 2023-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ. წელს ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე გახ­დნენ, ხოლო მკი­თხვე­ლის - მათე ბა­ღაშ­ვი­ლი.

გა­მარ­ჯვე­ბულ წიგ­ნე­ბის გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი კი დას­კვნით ფა­ზა­შია და მალე მკი­თხვე­ლი მათ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში იხი­ლავს. „პა­ლიტ­რა L-ის“ რე­დაქ­ტორ­მა თეა ბა­რა­მაშ­ვილ­მა წიგ­ნე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა უკვე და­ას­რუ­ლა, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზეა ყდე­ბის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სიც.

თეა ბა­რა­მაშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ წელს მკი­თხვე­ლი სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხედ­ვის ავ­ტო­რებს გა­იც­ნობს.

„ვფიქ­რობ, ჟი­უ­რის მცდე­ლო­ბა, შე­ერ­ჩია სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი და მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლი, გა­ე­მარ­ჯვა სა­უ­კე­თე­სოს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თი­თო­ე­ულ ავტრო­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, უპირ­ვე­ლე­სად, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სა­მი­ვე ღრმა და მრა­ვალ­მხრი­ვია, უყ­ვართ და ეს­მით სი­ტყვა, ფრა­ზა და ამ­დე­ნად, რე­დაქ­ტო­რის „ახი­რე­ბებს“ მყი­სი­ე­რად ხვდე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად გა­მარ­ჯვე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებს. მას­ზე რე­დაქ­ტო­რი მკი­თხველს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს უზი­ა­რებს:

„რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძის „არ­ქი­ტექ­ტორს“ რომ გა­იც­ნობთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ფიქ­რებთ და იკი­თხავთ: ნუთუ ეს დე­ბი­უ­ტია? ხვდე­ბით, საით მიმ­ყავს სა­უ­ბა­რი, ხომ? „არ­ქი­ტექ­ტო­რი“ ისე­თი სრულ­ყო­ფი­ლი, მრა­ვალ­მხრი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ, მი­უ­ხე­და­ვად მკაც­რად და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სი­ზუს­ტით „ამო­შე­ნე­ბუ­ლი“ სა­თა­უ­რი­სა, ყვე­ლა­ნა­ირ ჯე­ბირ­სა და კე­დელს ან­გრევს და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ე.წ. კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებს ლი­ტე­რა­ტუ­რის უკი­დე­გა­ნო მას­შტა­ბე­ბით ანაც­ვლებს. ვფიქ­რობ, რომ ეს წიგ­ნი ავ­ტო­რის შრო­მი­სა და ნი­ჭის სა­ო­ცა­რი სინ­თე­ზია.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლის „ფსკერ­ზე“ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის სუ­ლის შემ­ძვრე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. მკი­თხველ­მა შე­იძ­ლე­ბა იკი­თხოს: მო­რი­გი ბა­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია? მაგ­რამ არა, ეს გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვია, თან ისე­თი ამ­ბა­ვი, ბევ­რის­თვის იმე­დად რომ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, ხელ­ჩა­სა­ჭიდ ხავ­სად მძი­მე ცხოვ­რე­ბის­გან გა­სა­ნა­პი­რებ­ლად. და მთა­ვა­რი: ამ­ქვეყ­ნად სას­წა­უ­ლებს ღმერ­თე­ბი კი არა, ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­დე­ნენ! ამ­დე­ნად, „ფსკერ­ზე“ გაძ­ლე­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვია, ალ­ბათ იმე­დი­საც, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯე­რაც ასე სჭირ­დე­ბა ბევრ ქალს.

მათე ბა­ღაშ­ვი­ლის „ბე­ტო­ნე­ბის იქით“... ამა­ზე რა უნდა ვთქვა? ეს რო­გო­რი წიგ­ნია, იცით? რომ წა­ი­კი­თხავთ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით... ავ­ტო­რი კი­თხვებ­ზე კი არ გპა­სუ­ხობთ, პი­რი­ქით, კი­თხვას კი­თხვა­ზე გი­მა­ტებთ და... მოკ­ლედ, მა­თემ ერ­თგვა­რი თავ­სა­ტე­ხი „გაგ­ვი­ჩი­ნა“ და იმ „ბე­ტო­ნე­ბის“ კე­დელს რამ­დენ­ჯერ­მე გა­მე­ტე­ბით მიგ­ვა­ნარ­ცხა. და მა­ინც: აქ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლო­ბა-ჩა­კე­ტი­ლო­ბის ისე­თი ჭი­დი­ლია... მოკ­ლედ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ი­ხე­დოთ ბე­ტო­ნე­ბის იქით“.

ახა­ლი რო­მა­ნე­ბის ყდის ვი­ზუ­ალ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ დი­ზა­ი­ნე­რი თა­მარ ენ­დე­ლა­ძე:

„კო­ლა­ჟი სპონ­ტა­ნუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მელ­შიც ნე­ბის­მი­ერ ფხრი­წს, მო­ხე­ულ ფურ­ცელ­სა თუ უფორ­მო ფე­რად ქა­ღალდს შე­ა­კო­წი­წებ, ის კი თით­ქოს თა­ვი­სით მო­კა­ლათ­დე­ბა.

შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ „შემ­თხვე­ვი­თია“. გო­ნე­ბა­ში გიტ­რი­ა­ლებს ერთი ფრა­ზა, მუ­სი­კა, ამო­ნა­რი­დი წიგ­ნი­დან ან დი­ა­ლო­გი და ნა­წილ-ნა­წილ აგებ, ალა­გებ, გუ­ლის ხმას მიჰ­ყვე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმით, რომ მნახ­ვე­ლი შენს სამ­ყა­როს სტუმ­რობს, იმავდრო­უ­ლად კი, მა­ინც რჩე­ბა ად­გი­ლი მან თვი­თონ აღ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი სამ­ყა­რო.

ჩემი აზ­რით, ეს წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად, თა­ვი­სი სი­კაშ­კა­ში­თა და გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბით მი­ი­პყრობს. გა­უ­ჩენს მას დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და და­ფიქ­რე­ბის სურ­ვილს, იგი იქ­ნე­ბა სტუ­მა­რი იმ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც ში­ნა­უ­რუ­ლად შე­ა­ბი­ჯებს“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს კონ­კურ­სი მე-7 გა­ი­მარ­თა. ის 2017 წლი­დან იღებს სტარტს და გა­სუ­ლი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თი ავ­ტო­რის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი დღე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"პალიტრა L-ის" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები შემოდგომაზე გამოიცემა

"პალიტრა L-ის" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები შემოდგომაზე გამოიცემა

მალე მკითხველი გაიცნობს ახალ ავტორებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერი ავტორი 2023-ის“ გამარჯვებულები გახდნენ. წელს ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველის - მათე ბაღაშვილი.

გამარჯვებულ წიგნების გამოსაცემად მომზადების პროცესი კი დასკვნით ფაზაშია და მალე მკითხველი მათ წიგნის მაღაზიებში იხილავს. „პალიტრა L-ის“ რედაქტორმა თეა ბარამაშვილმა წიგნების რედაქტირება უკვე დაასრულა, ფინალურ ეტაპზეა ყდების დიზაინზე მუშაობის პროცესიც.

თეა ბარამაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ წელს მკითხველი სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული ხედვის ავტორებს გაიცნობს.

„ვფიქრობ, ჟიურის მცდელობა, შეერჩია საუკეთესოები და მკითხველის სურვილი, გაემარჯვა საუკეთესოს, წარმატებული აღმოჩნდა. თითოეულ ავტროთან თანამშრომლობა უაღრესად საინტერესო პროცესი იყო, უპირველესად, ალბათ იმიტომ, რომ სამივე ღრმა და მრავალმხრივია, უყვართ და ესმით სიტყვა, ფრაზა და ამდენად, რედაქტორის „ახირებებს“ მყისიერად ხვდებიან“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება თავად გამარჯვებულ ნაწარმოებებს. მასზე რედაქტორი მკითხველს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს:

„რუსუდან ტყემალაძის „არქიტექტორს“ რომ გაიცნობთ, აუცილებლად გაიფიქრებთ და იკითხავთ: ნუთუ ეს დებიუტია? ხვდებით, საით მიმყავს საუბარი, ხომ? „არქიტექტორი“ ისეთი სრულყოფილი, მრავალმხრივი და საინტერესოა, რომ, მიუხედავად მკაცრად და არქიტექტურული სიზუსტით „ამოშენებული“ სათაურისა, ყველანაირ ჯებირსა და კედელს ანგრევს და არქიტექტურის ე.წ. კოეფიციენტებს ლიტერატურის უკიდეგანო მასშტაბებით ანაცვლებს. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ავტორის შრომისა და ნიჭის საოცარი სინთეზია.

ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის სულის შემძვრელი თავგადასავალია. მკითხველმა შეიძლება იკითხოს: მორიგი ბანალური ისტორია? მაგრამ არა, ეს გადარჩენის ამბავია, თან ისეთი ამბავი, ბევრისთვის იმედად რომ შეიძლება იქცეს, ხელჩასაჭიდ ხავსად მძიმე ცხოვრებისგან გასანაპირებლად. და მთავარი: ამქვეყნად სასწაულებს ღმერთები კი არა, ადამიანები ახდენენ! ამდენად, „ფსკერზე“ გაძლებისა და გადარჩენის ამბავია, ალბათ იმედისაც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერაც ასე სჭირდება ბევრ ქალს.

მათე ბაღაშვილის „ბეტონების იქით“... ამაზე რა უნდა ვთქვა? ეს როგორი წიგნია, იცით? რომ წაიკითხავთ და გაოგნებული დარჩებით... ავტორი კითხვებზე კი არ გპასუხობთ, პირიქით, კითხვას კითხვაზე გიმატებთ და... მოკლედ, მათემ ერთგვარი თავსატეხი „გაგვიჩინა“ და იმ „ბეტონების“ კედელს რამდენჯერმე გამეტებით მიგვანარცხა. და მაინც: აქ თავისუფლებისა და შეზღუდულობა-ჩაკეტილობის ისეთი ჭიდილია... მოკლედ, აუცილებლად უნდა გადაიხედოთ ბეტონების იქით“.

ახალი რომანების ყდის ვიზუალზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გვიზიარებს „პალიტრა L-ის“ დიზაინერი თამარ ენდელაძე:

„კოლაჟი სპონტანური ნამუშევარია, რომელშიც ნებისმიერ ფხრიწს, მოხეულ ფურცელსა თუ უფორმო ფერად ქაღალდს შეაკოწიწებ, ის კი თითქოს თავისით მოკალათდება.

შესრულების პროცესი იმითაა გამორჩეული, რომ „შემთხვევითია“. გონებაში გიტრიალებს ერთი ფრაზა, მუსიკა, ამონარიდი წიგნიდან ან დიალოგი და ნაწილ-ნაწილ აგებ, ალაგებ, გულის ხმას მიჰყვები. განსაკუთრებულია იმით, რომ მნახველი შენს სამყაროს სტუმრობს, იმავდროულად კი, მაინც რჩება ადგილი მან თვითონ აღმოაჩინოს საკუთარი სამყარო.

ჩემი აზრით, ეს წიგნები მკითხველის ყურადღებას თავდაპირველად, თავისი სიკაშკაშითა და გამომხატველობით მიიპყრობს. გაუჩენს მას დაკვირვებისა და დაფიქრების სურვილს, იგი იქნება სტუმარი იმ განზომილებაში, რომელშიც შინაურულად შეაბიჯებს“.

აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი მე-7 გაიმართა. ის 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული ექვსი წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

R