პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე
"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე

"ხში­რად ამო­მი­კი­თხავს ორ­კესტრან­ტე­ბის სა­ხე­ებ­ზე კი­თხვის ნი­შა­ნი, როცა ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი გოგო რო­ლე­ბის დე­ბი­უტს ვქმნი... თუმ­ცა პირს რომ ვა­ღებ და სიმ­ღე­რას ვი­წყებ, პირ­ვე­ლი ორ­კესტრი და გუნ­დი მიკ­რავს ტაშს, ეს არის ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა!" - ამ­ბობს ელე­ნე სა­ბაშ­ვი­ლი.

ბა­ლე­რი­ნამ, მო­დელ­მა, მის სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნა­ლის­ტმა პა­რი­ზის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა შე­წყვი­ტა და დღეს სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მწვერ­ვა­ლებს იპყრობს... უმ­შვე­ნი­ე­რე­სი Elena Sabas (ელე­ნე სა­ბაშ­ვი­ლი) ვრცლად გვე­სა­უბ­რა...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში. დედა პი­ა­ნის­ტია - მა­ნა­ნა გო­გო­ლაშ­ვი­ლი, ოპე­რის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რად... ოპე­რის თე­ატ­რი ბავ­შვო­ბი­დან ჩემი სახ­ლია, სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე რომ მივ­ყავ­დი, ბა­ლე­რი­ნე­ბის უკან ვდგე­ბო­დი და მათ მოძ­რა­ო­ბებს ვი­მე­ო­რებ­დი. ასე და­ი­ბა­და ბა­ლე­ტის სიყ­ვა­რუ­ლი. შემ­დგომ ათი წელი ოპე­რის თე­ატრთან არ­სე­ბულ სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში წამ­ყვან პარ­ტი­ებს ოპე­რის სცე­ნა­ზე ვცეკ­ვავ­დი.

სა­ო­პე­რო ნიჭი ხუთი წლის ასაკ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­დე­საც დე­დამ ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის ფილ­მი ოპე­რა “ტრა­ვი­ა­ტას” ვი­დე­ო­ფი­რი მო­მი­ტა­ნა. მუ­სი­კა ისე­თი რა­მეა, სი­ტყვე­ბი არ ჭირ­დე­ბა, ისე იგ­რძნო­ბა ემო­ცია.. მულ­ტფილ­მე­ბი ამ ფირ­მა შე­მიც­ვა­ლა, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვუ­ყუ­რებ­დი, ვტი­რო­დი, მერე ისევ თა­ვი­დან და ასე პლა­სი­დო დო­მინ­გოს­თან და ტე­რე­ზა სტრა­ტას­თან ერ­თად და­ვი­წყე სიმ­ღე­რა (ისი­ნი ეკ­რან­ზე მე ლა­ივ­ში:)

სხვა­თა შო­რის სიმ­ღე­რის ნაც­ვლად ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მი­მიყ­ვა­ნეს მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში, “ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში”. ამა­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა რომ ბა­ლე­ტის­თვის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი გა­ვი­ზარ­დე და ასე 13 წლის ასაკ­ში ოც­ნე­ბა დავ­კარ­გე. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე და აგ­რე­სია გა­მიჩ­ნდა ბა­ლე­ტის, ოპე­რის და ყვე­ლა­ფე­რი იმის მი­მართ, რაც ადრე ჩემი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი იყო.

ოპე­რა მხო­ლოდ ბევ­რი წლის მერე დაბ­რუნ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა პა­რიზ­ში ვცხოვ­რობ­დი და არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი... ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ბედ­ნი­ე­რი არ ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ძი­ლის წინ ვლო­ცუ­ლობ­დი, ღმერ­თო მა­პოვ­ნი­ნე ჩემი თავი, ისე­თი საქ­მე, რომ­ლის გა­მოც დი­ლის გა­თე­ნე­ბა გა­მი­ხარ­დე­ბა და რო­მე­ლიც არას­დროს არ იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო-თქო. და ასე ერთ დღე­საც თვალს ვა­ხელ და თავ­ში მაქვს ოპე­რა ( იმ დროს წლე­ბი აღარ ვუს­მენ­დი ოპე­რას და კლა­სი­კურ მუ­სი­კას) ცოტა შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ფიქ­რს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, აზ­რე­ბის­თვის თა­ვის მოყ­რა მი­ჭირ­და, იმ­დე­ნად ხმა­მა­ღა­ლი იყო ოპე­რა ჩემს თავ­ში... სიმ­ღე­რა სა­შინ­ლად მო­მინ­და, არც კი ვი­ცო­დი მქონ­და თუ არა ხმა. მა­შინ და­ვუ­კავ­შირ­დი ქარ­თველ, ცნო­ბილ მეცო სოპ­რა­ნოს ქ.ნ. - ნონა ჯა­ვა­ხი­ძეს თხოვ­ნით, რომ ხმა გა­ე­სინ­ჯა. ის დამ­თან­ხმდა და გაკ­ვე­თი­ლის მერე მი­თხრა, რომ სამი ოქ­ტა­ვის დი­ა­პა­ზო­ნი მქონ­და. ყვე­ლა რე­გის­ტრი ერ­თნა­ი­რად ჟღერ­და და ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბო­და თუ არ ვიმ­ღე­რებ­დი...აქვე და­ა­ყო­ლა, რომ ეს პრო­ფე­სია არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, მარ­ტო­ო­ბის პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ რა თქმა უნდა, მე ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ ყურ­ში შე­ვუშ­ვი, მე­ო­რი­დან გა­მო­ვუშ­ვი. გა­დავ­წყვი­ტე მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა მა­ლე­ვე წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და აქე­დან ორ თვე­ში უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი...

- პა­რი­ზი მი­ა­ტო­ვეთ და თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად დაბ­რუნ­დით?

- იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო მუ­სი­კა ჩემ­ში და სიმ­ღე­რის სურ­ვი­ლი, რომ იქ უკვე აღა­რა­ფე­რი მე­საქ­მე­ბო­და. სი­ხა­რუ­ლით მი­ვა­ტო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რა, პა­რი­ზი და დავ­ბრუნ­დი ჩემს თბი­ლის­ში. უბ­რა­ლოდ მივ­ყე­ვი ჩემს ში­ნა­გან ხმას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ეს იყო ჩემი გზა...ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... რა­ღაც­ნა­ი­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, კარ­გად ვხა­ტავ­დი, ვცეკ­ვავ­დი, ვმღე­რო­დი, მახ­სოვს მა­მამ მი­თხრა, შენ ბევ­რი ნიჭი გაქვს და ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად გა­მოგ­დის, თუ ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ რა­საც აკე­თებ ის აღარ მოგ­წონს, პრო­ფი­ლის შეც­ვლის ნუ შე­გე­შინ­დე­ბაო... ცხოვ­რე­ბის გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტში, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­მეც­ვა­ლა, ეს სი­ტყვე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­და...

- მო­დე­ლო­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- ჩემი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო იყო 15 წლის ასაკ­ში, რო­გორც მო­დე­ლის იყო. მა­შინ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი“ იყო ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი... ბევრ ჩვე­ნე­ბა­ში, ფო­ტო­სე­სი­ა­ში, რეკ­ლა­მა­ში და რამ­დე­ნი­მე ფილმში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. შემ­დეგ იყო კონ­კურ­სი - "მის სა­ქარ­თვე­ლო“. ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი პა­რიზ­ში და მი­ლან­შიც ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც მო­დე­ლი. ეს სწავ­ლა­ში ხელს არ მიშ­ლი­და და მცი­რე ასა­კი­დან გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მიქ­მნი­და... სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს "„ნა­ტა­ლის“ მო­დე­ლი რომ ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ხე­ლო­ვან­თან, დი­ზა­ი­ნე­რებ­თან... ავ­თან­დი­ლი, ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი... ეს იყო პა­ტა­რა რეკ­ლა­მე­ბი, ფილ­მე­ბი ან ფრაგ­მენ­ტე­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა „მის სა­ქარ­თვე­ლოს“, 2008 წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ვარ ფი­ნა­ლის­ტი მის ფო­ტო­გე­ნუ­რე­ბის ტი­ტუ­ლი მო­ვი­პო­ვე, მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი...შემ­დეგ მა­ლე­ვე წა­ვე­დი პა­რიზ­ში სას­წავ­ლებ­ლად და იქ გა­ვაგ­რძე­ლო სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ასე­ვე მი­ლან­ში, სა­ნამ სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტე­ბი მექ­ნე­ბო­და, სწავ­ლას მო­დე­ლო­ბას ვუ­თავ­სებ­დი...

- რო­გო­რი იყო გზა სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის მწვერ­ვა­ლე­ბის­კენ?

- მას შემ­დეგ, რაც პა­რიზ­ში ჩემს მშობ­ლებს გა­მო­ვუ­ცხა­დე, რომ ჩემი თავი ვი­პო­ვე და მე ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი უნდა გავ­ხდე- თქო, თბი­ლის­ში ჩას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და ქ.ნ. მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტის კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე. მა­შინ ქ.ნ მა­ნა­ნა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რი იყო. ვუ­თხა­რი გა­მარ­ჯო­ბათ, მე ელე­ნე ვარ, გუ­შინ ჩა­მო­ვე­დი პა­რი­ზი­დან, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი უნდა გავ­ხდე და რა უნდა გა­ვა­კე­თო რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რო-თქო? ქ.ნ. მა­ნა­ნამ მკი­თხა, თუ მღე­რი­თო, მე ვუ­პა­სუ­ხე, არა მაგ­რამ ვიმ­ღე­რებ-თქო და აქე­დან ორ თვე­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი... რად­გა­ნაც არა­ნა­ი­რი სა­სიმ­ღე­რო ბაზა არ მქონ­და, ცოტა გა­მი­ჭირ­და, მივ­ხვდი, რომ ასე უცებ სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვი ვერ გავ­ხდე­ბო­დი.მე­სა­მე კურ­სი­დან გა­დავ­წყვი­ტე იტა­ლი­ა­ში და­მეხ­ვე­წა სა­სიმ­ღე­რო ტექ­ნი­კა. მას­წავ­ლებ­ლის ძებ­ნა­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩვენ­მა ცნო­ბილ­მა ტე­ნორ­მა და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მიშა შე­შა­ბე­რი­ძემ რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წია თა­ვის მა­ესტროს­თან მი­ლან­ში, ქ.ნ. ჯანფრან­კა ოს­ტინ­თან... მი­თხრა, ყვე­ლა არ ჰყავს, საც­დელ პე­რი­ოდს მოგ­ცემს და პა­სუხს მერე გე­ტყვი­სო. მარ­თლაც გაკ­ვე­თი­ლი მომ­ცა და მხო­ლოდ მერე ამიყ­ვა­ნა თა­ვის კლას­ში. პე­და­გოგ­მა, რაც აქამ­დე იცო­დი და­ი­ვი­წყეო და ფაქ­ტობ­რი­ვად ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ტექ­ნი­კის სწავ­ლა. რამ­დე­ნი­მე წელი მხო­ლოდ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი არ გავ­დი­ო­დი კონ­კურ­სებ­ზე, სა­ნამ არ ვიგ­რძე­ნი რომ მზად ვი­ყა­ვი.

რო­დე­საც მზად ვი­ყა­ვი, წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თან თვი­თონ მო­ვი­და. ამ პრო­ფე­სი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კის გარ­და იყო ერუ­დი­რე­ბუ­ლი და ჩა­უღ­რმავ­დე სა­კუ­თარ თავს. ჩვენ მუდ­მი­ვად ვვი­თარ­დე­ბით და ვიც­ვლე­ბით გვეც­ვლე­ბა ინ­ტე­რე­სე­ბი, აზ­რე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ვი­ცო­დეთ ვინ ვართ და რა შეგ­ვიძ­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­დე­საც სცე­ნა­ზე დგა­ხარ ჩანს.

იცით, როცა მწი­ფე ხარ( ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ტექ­ნი­კას არ ვგუ­ლის­ხმობ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მენ­ტა­ლუ­რი მზა­ო­ბა) წარ­მა­ტე­ბა თვი­თონ მო­დის და კა­რე­ბი იხ­სნე­ბა... დე­ბი­უ­ტი ტრი­ეს­ტეს, ჯუ­ზე­პე ვერ­დის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მქონ­და 2019 წელს, მარ­კო ტა­რა­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ოპე­რა­ში - “მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი სა­სახ­ლე”... შემ­დეგ 2020 წელს დიდი რო­ლე­ბის დე­ბი­უ­ტე­ბი ჩემ­თვის ჯუ­ზე­პე ვერ­დის ოპე­რა “აიდა”-თი და­ი­წყო. აი­დას როლი ვიმ­ღე­რე საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში, ქა­ლაქ პა­ვი­ას სა­ზა­ფხუ­ლო ოპე­რის ფეს­ტი­ვალ­ზე. ამას მოყ­ვა ოპე­რა “ტრუ­ბა­დუ­რის" დე­ბი­უ­ტი ლე­ო­ნო­რას პარ­ტი­ით, დე­ბი­უ­ტი ოპე­რა „ჯამ­ბა­ზებ­ში“ ნე­დას პარ­ტი­ით...

ახ­ლაც, ორ­შა­ბათს მქონ­და ჯამ­ბა­ზე­ბის დე­ბი­უ­ტი კა­ლაბ­რი­ის არე­ნა­ზე და პარტნი­ო­რო­ბას მი­წევ­და ცნო­ბი­ლი ტე­ნო­რი - ვალ­ტერ ფრა­კა­რო... შემ­დეგ გა­ვი­მარ­ჯვე ბე­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და ბე­ლი­ნის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ კა­ტა­ნი­ა­ში მა­ესტრო ფაბ­რი­ციო კარ­მი­ნა­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით... ამის მერე მოხ­და ჩემი დე­ბი­უ­ტი ჩემს საყ­ვა­რელ თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში. სხვა­თა შო­რის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად. 2022 წელს ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე, მა­შინ თე­ატ­რში ჯუ­ზე­პე ვერ­დის “ნა­ბუ­კო” იდ­გმე­ბო­და. ოპე­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბა­ტონ­მა ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძემ მო­მის­მი­ნა, დიდი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და და ასე შედ­გა ჩემი დე­ბი­უ­ტი, სოპ­რა­ნოს­თვის ერთ ერთი ურ­თუ­ლე­სი პარ­ტი­ით - აბი­გა­ი­ლის რო­ლით...

- დღეს გა­რეგ­ნო­ბას ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა...თქვენს მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბებს რამ­დე­ნად შე­ი­წყო ხელი ამ ფაქ­ტორ­მა?

- მომ­ხიბ­ვლე­ლი ვი­ზუ­ა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ჯილ­დო, ან პი­რი­ქით...…მე მა­გა­ლი­თად ვარ სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და ადა­მი­ა­ნი! ჩემი სურ­ვი­ლი იყო, როცა თე­ატ­რში მი­ვი­დო­დი, სე­რი­ო­ზუ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი აღ­ქმუ­ლი და არ ეთ­ქვათ, რო­გო­რი ლა­მა­ზი ვარ და მერე რო­გორ ვმღე­რი. ამის­თვის ბევ­რი ვის­წავ­ლე და ვიშ­რო­მე.. ხში­რად ამო­მი­კი­თხავს ორ­კესტრან­ტე­ბის სა­ხე­ებ­ზე კი­თხვის ნი­შა­ნი, როცა ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი გოგო რო­ლე­ბის დე­ბი­უტს ვქმნი... თუმ­ცა პირს რომ ვა­ღებ და სიმ­ღე­რას ვი­წყებ, პირ­ვე­ლი ორ­კესტრი და გუნ­დი მიკ­რავს ტაშს, ეს არის ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Laliko
3

მოკვდა თავის ქებით..ყველა სადღაც დავდიოდით ბავშვობაში! ეს ტექსტი ვინ დაგიწერათ? 

ნიკა
0

გა­დავ­წყვი­ტე მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა მა­ლე­ვე წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და აქე­დან ორ თვე­ში უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი... მისი სიტყვებია მე კი გეტყვით ორთქვეში ეს არ ხდება.. მუსიკალური განათლების გარესე არავის იღებენ და ვინ აქ მართლა ვოკალურად დაეხმარა მას არც კი ახსენებს დაამბობს რომ ნულიდან დაიწყო იქ დააქაური ტექნიკა დაუწუნეს,როდეაც არის ერთი ორი ძალიან სერიოზული ფიგურა და პედაგოგი კონსერვატორიაში..მადლიერების ნაცვლად ... გრცხვენოდეს ელეენეე! მანდ რო ჩახვედი ალბად ფეხი უფრო მაღლა აწიე და იმიტომ გითხრეს მასე... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე

"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე

"ხშირად ამომიკითხავს ორკესტრანტების სახეებზე კითხვის ნიშანი, როცა ახალგაზრდა, ლამაზი გოგო როლების დებიუტს ვქმნი... თუმცა პირს რომ ვაღებ და სიმღერას ვიწყებ, პირველი ორკესტრი და გუნდი მიკრავს ტაშს, ეს არის ჩემი გამარჯვება!" - ამბობს ელენე საბაშვილი.

ბალერინამ, მოდელმა, მის საქართველოს ფინალისტმა პარიზის არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა და დღეს საოპერო ხელოვნებაში მწვერვალებს იპყრობს... უმშვენიერესი Elena Sabas (ელენე საბაშვილი) ვრცლად გვესაუბრა...

- თბილისში დავიბადე, ხელოვანების ოჯახში. დედა პიანისტია - მანანა გოგოლაშვილი, ოპერის თეატრში მუშაობდა კონცერტმაისტერად... ოპერის თეატრი ბავშვობიდან ჩემი სახლია, სულ პატარა ვიყავი რეპეტიციებზე რომ მივყავდი, ბალერინების უკან ვდგებოდი და მათ მოძრაობებს ვიმეორებდი. ასე დაიბადა ბალეტის სიყვარული. შემდგომ ათი წელი ოპერის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში წამყვან პარტიებს ოპერის სცენაზე ვცეკვავდი.

საოპერო ნიჭი ხუთი წლის ასაკში აღმოვაჩინე, როდესაც დედამ ფრანკო ძეფირელის ფილმი ოპერა “ტრავიატას” ვიდეოფირი მომიტანა. მუსიკა ისეთი რამეა, სიტყვები არ ჭირდება, ისე იგრძნობა ემოცია.. მულტფილმები ამ ფირმა შემიცვალა, დილიდან საღამომდე ვუყურებდი, ვტიროდი, მერე ისევ თავიდან და ასე პლასიდო დომინგოსთან და ტერეზა სტრატასთან ერთად დავიწყე სიმღერა (ისინი ეკრანზე მე ლაივში:)

სხვათა შორის სიმღერის ნაცვლად ფორტეპიანოზე მიმიყვანეს მუსიკალურ სასწავლებელში, “ნიჭიერთა ათწლედში”. ამასობაში აღმოჩნდა რომ ბალეტისთვის ძალიან მაღალი გავიზარდე და ასე 13 წლის ასაკში ოცნება დავკარგე. ძალიან განვიცადე და აგრესია გამიჩნდა ბალეტის, ოპერის და ყველაფერი იმის მიმართ, რაც ადრე ჩემი სამყაროს ნაწილი იყო.

ოპერა მხოლოდ ბევრი წლის მერე დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა პარიზში ვცხოვრობდი და არქიტექტურულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი... ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი საქმიანობით ბედნიერი არ ვიყავი. მახსოვს, ძილის წინ ვლოცულობდი, ღმერთო მაპოვნინე ჩემი თავი, ისეთი საქმე, რომლის გამოც დილის გათენება გამიხარდება და რომელიც არასდროს არ იქნება სამუშაო-თქო. და ასე ერთ დღესაც თვალს ვახელ და თავში მაქვს ოპერა ( იმ დროს წლები აღარ ვუსმენდი ოპერას და კლასიკურ მუსიკას) ცოტა შოკში ჩავვარდი, ფიქრს ვერ ვახერხებდი, აზრებისთვის თავის მოყრა მიჭირდა, იმდენად ხმამაღალი იყო ოპერა ჩემს თავში... სიმღერა საშინლად მომინდა, არც კი ვიცოდი მქონდა თუ არა ხმა. მაშინ დავუკავშირდი ქართველ, ცნობილ მეცო სოპრანოს ქ.ნ. - ნონა ჯავახიძეს თხოვნით, რომ ხმა გაესინჯა. ის დამთანხმდა და გაკვეთილის მერე მითხრა, რომ სამი ოქტავის დიაპაზონი მქონდა. ყველა რეგისტრი ერთნაირად ჟღერდა და ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა თუ არ ვიმღერებდი...აქვე დააყოლა, რომ ეს პროფესია არის ძალიან რთული, მარტოობის პროფესიაა, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი ერთ ყურში შევუშვი, მეორიდან გამოვუშვი. გადავწყვიტე მიმეტოვებინა, არქიტექტურა მალევე წამოვედი თბილისში და აქედან ორ თვეში უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი...

- პარიზი მიატოვეთ და თბილისში სასწავლებლად დაბრუნდით?

- იმდენად ძლიერი იყო მუსიკა ჩემში და სიმღერის სურვილი, რომ იქ უკვე აღარაფერი მესაქმებოდა. სიხარულით მივატოვე არქიტექტურა, პარიზი და დავბრუნდი ჩემს თბილისში. უბრალოდ მივყევი ჩემს შინაგან ხმას და დარწმუნებული ვიყავი ეს იყო ჩემი გზა...ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია... რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი, კარგად ვხატავდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, მახსოვს მამამ მითხრა, შენ ბევრი ნიჭი გაქვს და ყველაფერი მარტივად გამოგდის, თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ რასაც აკეთებ ის აღარ მოგწონს, პროფილის შეცვლის ნუ შეგეშინდებაო... ცხოვრების გარდამტეხ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა, ეს სიტყვები ამომიტივტივდა...

- მოდელობა როდის დაიწყეთ?

- ჩემი პირველი სამუშაო იყო 15 წლის ასაკში, როგორც მოდელის იყო. მაშინ სამოდელო სააგენტო "ნატალი“ იყო ყველაზე ცნობილი... ბევრ ჩვენებაში, ფოტოსესიაში, რეკლამაში და რამდენიმე ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. შემდეგ იყო კონკურსი - "მის საქართველო“. ასევე გარკვეული პერიოდი პარიზში და მილანშიც ვმუშაობდი, როგორც მოდელი. ეს სწავლაში ხელს არ მიშლიდა და მცირე ასაკიდან გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიქმნიდა... სამოდელო სააგენტოს "„ნატალის“ მოდელი რომ ვიყავი, იმ პერიოდში ვთანამშრომლობდი ბევრ საინტერესო ხელოვანთან, დიზაინერებთან... ავთანდილი, ბასა ფოცხიშვილი... ეს იყო პატარა რეკლამები, ფილმები ან ფრაგმენტები... რაც შეეხება „მის საქართველოს“, 2008 წელს ვმონაწილეობდი. ვარ ფინალისტი მის ფოტოგენურების ტიტული მოვიპოვე, მაშინ 17 წლის ვიყავი...შემდეგ მალევე წავედი პარიზში სასწავლებლად და იქ გავაგრძელო სამოდელო საქმიანობა. ასევე მილანში, სანამ სამუშაო კონტრაქტები მექნებოდა, სწავლას მოდელობას ვუთავსებდი...

- როგორი იყო გზა საოპერო ხელოვნების მწვერვალებისკენ?

- მას შემდეგ, რაც პარიზში ჩემს მშობლებს გამოვუცხადე, რომ ჩემი თავი ვიპოვე და მე ოპერის მომღერალი უნდა გავხდე- თქო, თბილისში ჩასვლიდან მეორე დღეს მივედი კონსერვატორიაში და ქ.ნ. მანანა დოიჯაშვილის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. მაშინ ქ.ნ მანანა კონსერვატორიის რექტორი იყო. ვუთხარი გამარჯობათ, მე ელენე ვარ, გუშინ ჩამოვედი პარიზიდან, ოპერის მომღერალი უნდა გავხდე და რა უნდა გავაკეთო რომ კონსერვატორიაში ჩავაბარო-თქო? ქ.ნ. მანანამ მკითხა, თუ მღერითო, მე ვუპასუხე, არა მაგრამ ვიმღერებ-თქო და აქედან ორ თვეში კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი... რადგანაც არანაირი სასიმღერო ბაზა არ მქონდა, ცოტა გამიჭირდა, მივხვდი, რომ ასე უცებ საოპერო ვარსკვლავი ვერ გავხდებოდი.მესამე კურსიდან გადავწყვიტე იტალიაში დამეხვეწა სასიმღერო ტექნიკა. მასწავლებლის ძებნაში ვიყავი, როდესაც ჩვენმა ცნობილმა ტენორმა და ჩემმა მეგობარმა მიშა შეშაბერიძემ რეკომენდაცია გამიწია თავის მაესტროსთან მილანში, ქ.ნ. ჯანფრანკა ოსტინთან... მითხრა, ყველა არ ჰყავს, საცდელ პერიოდს მოგცემს და პასუხს მერე გეტყვისო. მართლაც გაკვეთილი მომცა და მხოლოდ მერე ამიყვანა თავის კლასში. პედაგოგმა, რაც აქამდე იცოდი დაივიწყეო და ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ტექნიკის სწავლა. რამდენიმე წელი მხოლოდ ვმეცადინეობდი არ გავდიოდი კონკურსებზე, სანამ არ ვიგრძენი რომ მზად ვიყავი.

როდესაც მზად ვიყავი, წარმატება ჩემთან თვითონ მოვიდა. ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია ტექნიკის გარდა იყო ერუდირებული და ჩაუღრმავდე საკუთარ თავს. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვიცვლებით გვეცვლება ინტერესები, აზრები, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ მომენტში ვიცოდეთ ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ეს ყველაფერი როდესაც სცენაზე დგახარ ჩანს.

იცით, როცა მწიფე ხარ( ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკას არ ვგულისხმობ ასევე მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა) წარმატება თვითონ მოდის და კარები იხსნება... დებიუტი ტრიესტეს, ჯუზეპე ვერდის სახელობის სახელმწიფო თეატრში მქონდა 2019 წელს, მარკო ტარალის თანამედროვე ოპერაში - “მოჯადოებული სასახლე”... შემდეგ 2020 წელს დიდი როლების დებიუტები ჩემთვის ჯუზეპე ვერდის ოპერა “აიდა”-თი დაიწყო. აიდას როლი ვიმღერე საკმაოდ პატარა ასაკში, ქალაქ პავიას საზაფხულო ოპერის ფესტივალზე. ამას მოყვა ოპერა “ტრუბადურის" დებიუტი ლეონორას პარტიით, დებიუტი ოპერა „ჯამბაზებში“ ნედას პარტიით...

ახლაც, ორშაბათს მქონდა ჯამბაზების დებიუტი კალაბრიის არენაზე და პარტნიორობას მიწევდა ცნობილი ტენორი - ვალტერ ფრაკარო... შემდეგ გავიმარჯვე ბელინის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ჩატარდა ბელინის მშობლიურ ქალაქ კატანიაში მაესტრო ფაბრიციო კარმინატის ინიციატივით... ამის მერე მოხდა ჩემი დებიუტი ჩემს საყვარელ თბილისის ოპერის თეატრში. სხვათა შორის სრულიად მოულოდნელად. 2022 წელს ჩამოსული ვიყავი საახალწლო არდადეგებზე, მაშინ თეატრში ჯუზეპე ვერდის “ნაბუკო” იდგმებოდა. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ბადრი მაისურაძემ მომისმინა, დიდი ნდობა გამომიცხადა და ასე შედგა ჩემი დებიუტი, სოპრანოსთვის ერთ ერთი ურთულესი პარტიით - აბიგაილის როლით...

- დღეს გარეგნობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა...თქვენს მსოფლიო წარმატებებს რამდენად შეიწყო ხელი ამ ფაქტორმა?

- მომხიბვლელი ვიზუალი შეიძლება იყოს როგორც ჯილდო, ან პირიქით...…მე მაგალითად ვარ სერიოზული მომღერალი და ადამიანი! ჩემი სურვილი იყო, როცა თეატრში მივიდოდი, სერიოზულად ვყოფილიყავი აღქმული და არ ეთქვათ, როგორი ლამაზი ვარ და მერე როგორ ვმღერი. ამისთვის ბევრი ვისწავლე და ვიშრომე.. ხშირად ამომიკითხავს ორკესტრანტების სახეებზე კითხვის ნიშანი, როცა ახალგაზრდა, ლამაზი გოგო როლების დებიუტს ვქმნი... თუმცა პირს რომ ვაღებ და სიმღერას ვიწყებ, პირველი ორკესტრი და გუნდი მიკრავს ტაშს, ეს არის ჩემი გამარჯვება!