"მთავარი არხის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე საკუთარი გადაცემის მონოლოგში გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებას არხის სარედაქციო პოლიტიკის თაობაზე.
"ის, რაც გუშინ გიორგი გაბუნიამ "მთავარი არხის“ ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგისთვის. მან თქვა, რომ ადრე თავისუფლები არ ვიყავით, მუდმივად "ნაცების“ საქმეს ვაკეთებდით და მხოლოდ ახლა გავთავისუფლდით.
მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე ამ შეკრებას არც დავსწრებივარ და მის შესახებ არც არაფერი გამიგია. მე მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით, რომ "რუსთავი 2“-დან მოყოლებული არასოდეს დამიმალავს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება არავის მიმართ, მათ შორის, არც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. სწორედ, იმ პერიოდში ვწერდი სააკაშვილთან ყველაზე მწვავე ინტერვიუებს, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფალ პერიოდს ეძახის, არადა ჩემი თავისუფლების გარანტი არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, სხვათა შორის, თავად გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს არაერთხელ გამოუწვევია დიდი სკანდალი არხის გარშემო და გვარამიას ბოლომდე დაუცავს მისი გამოხატვის თავისუფლება, როგორც გარეთ, ისე თანამშრომლებს შიგნით", - განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, ისინი ამ სიახლეს ტაშით შეხვდნენ.
გაბუნიამ ასევე ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ ფიგურებზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, მელიამ პოლიტიკური კაპიტალი გაფლანგა, ხაბეიშვილს კი - სერიოზულად არავინ აღიქვამს...
ასევე იხილეთ:
გოორგი გაბუნიას რომ არ ეთქვა ისედაც მშვენიბრად ჩანდა ვის და როგორ ემსახურებოდით, ცრუპენტელა ხართ თქვენი ბელადივით, არ გინდათ ახლა , პოზების დაჭერით თავს ვერ გაიმართლებთ. ხართ ფულზე გაყიდული ძალიან დაბალი დონის პროვინციალი ქაჯი რომლის ქმარი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი იყო. ახლა წლების მისი შავ ბნელი საქმეების გასათეთრებლად ყველანაირ უზნეობებს მიმართავთ. რაც შეეხება გაბუნიას მასში თავმოყვარეობა დღეს იქნება თუ ხვალ აუცილებლად გაიღვიძებს, რადგან ნათქვამია დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახეო.
კვესი შენი ტყუილების არავის არ ჯერა