ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით წერს.
როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა მტრის თამაშია.
"მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე.
ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.
წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად!“- წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე“.
სად გყავს შენ ხალხი შენ ხალხი უკრაინაში გაცვალე როცა თქვი ქართული არაფერი არ ვარგაო შე გველის წიწილო მოკვდი რატომ არ კვდები შენ ოდნავ ოდნავ ვაჟკაცობა რომ გქონდეს თავ მოიკლავდი მაგრამ შენ იმდენად გიყვარს შენი თავი რომ საკუთარ შეხვში ბანაობა ოღონდ არ მოგტ....ნ შე სატანის მოციქულო
დაიშალა პარტია და შენ იყვირე მაქედან არ დავუშვებო. ვაიმეეე...ეს პრეზიდენტად როგორ ავირჩიეთ???