პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ "ლაციოსთან“ დამარცხების შემდეგ "კვარას" შეცვლის მიზეზი განმარტა
"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ  "ლაციოსთან“ დამარცხების შემდეგ "კვარას" შეცვლის მიზეზი განმარტა

სე­რია A-ს მე­სა­მე ტურ­ში "ნა­პო­ლი“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "ლა­ცი­ოს­თან“ 1:2 და­მარ­ცხდა.

მას­პინ­ძელ­თა მწვრთნელ­მა რუდი გარ­სი­ამ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სას­ტარ­ტო­ში და­ა­ყე­ნა, ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დი თა­ვი­დან­ვე და­ე­უფ­ლა უპი­რა­ტე­სო­ბას, ქარ­თვე­ლი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო, ორი კარ­გი მო­მენ­ტი შექ­მნა, პირ­ველ ეპი­ზოდ­ში მისი დარ­ტყმუ­ლი მცველს მოხ­ვდა, მე­ო­რე­ში კი ბურთს სა­ჯა­რი­მოს გა­რეთ და­ე­უფ­ლა, უძ­ლი­ე­რე­სად და­არ­ტყა, მაგ­რამ მე­კა­რე პრო­ვე­დელ­მა მო­ი­გე­რია. 30-ე წუთ­ზე კონ­ტრშე­ტე­ვი­სას ლუის ალ­ბერ­ტომ ულა­მა­ზე­სი გო­ლით სტუმ­რე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა. თუმ­ცა, მალე ზი­ლენ­სკიმ ორ­მა­გი რი­კო­შე­ტით ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ თა­მა­შის სუ­რა­თი არ შე­იც­ვა­ლა, "ნა­პო­ლის“ მე­ტო­ქის კარ­ზე იე­რი­შე­ბი მიჰ­ქონ­და, ზი­ლენ­სკის პრო­ვე­დელ­მა არ გა­ა­ტა­ნი­ნა, ხოლო სა­პა­სუ­ხო შე­ტე­ვი­სას მე­რე­ტის კარი კა­მა­დამ და­ლაშ­ქრა. ხვი­ჩა 66-ე წუთ­ზე რას­პა­დო­რიმ შეც­ვა­ლა. მერე სტუმ­რებს თა­მა­შ­გა­რეს გამო ძა­კა­ნი­სა და გენ­დუ­ზის გო­ლე­ბი არ ჩა­უთ­ვა­ლეს. დარ­ჩე­ნილ დრო­ში დე­და­ქა­ლა­ქე­ლებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს არ გა­ა­ტა­ნი­ნეს, ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტარტზე ორი მარ­ცხის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს, მა­უ­რი­ციო სა­რიმ კი რუდი გარ­სი­ას დუ­ე­ლი მო­უ­გო.

"ლა­ცი­ოს­თან" ნა­მატ­ჩევს DAZN-თან კო­მენ­ტა­რი "ნა­პო­ლის" მწვრთნელ­მა რუდი გარ­სი­ამ გა­ა­კე­თა და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შეც­ვლის მი­ზე­ზიც გან­მარ­ტა:

"პირ­ვე­ლი ტა­ი­მი უნდა მოგ­ვე­გო, ამას ვიმ­სა­ხუ­რებ­დით. თა­მა­ში ძა­ლი­ან კარ­გად და­ვი­წყეთ, მე­ტო­ქემ კი პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. მე­ო­რე ტა­ი­მი გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სად ჩა­ვა­ტა­რეთ. ფრე უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და. "ლა­ციო" შე­ტე­ვა­ში ძლი­ე­რია, კონ­ტრი­ე­რი­შებ­ზე დაგ­ვი­ჭი­რეს. არც გაგ­ვი­მარ­თლა, თან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ვერ ვი­ყა­ვით. ბო­ლოს ჟე­ზუსს და ლინდსტრემს მარ­თებ­დათ გა­ტა­ნა. მარ­ცხი უნდა მი­ვი­ღოთ. ახლა სა­ნაკ­რე­ბო პა­უ­ზაა, შემ­დეგ შვიდ­მატ­ჩი­ა­ნი მა­რა­თო­ნი გვე­ლის და მო­გე­ბით უნდა და­ვი­წყოთ.

რა­ტომ შევ­ცვა­ლე "კვა­რა"? შეხ­ვედ­რა შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­ი­წყო, მერე გა­მო­ი­თი­შა, რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­კარ­გა ბურ­თი. ამ სე­ზონ­ში 90 წუთი არ ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს და­გეგ­მი­ლი გვქონ­და. მას თა­მა­შამ­დე ვე­ლა­პა­რა­კე და ჩვენ დრო­ის შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ვე­ცით. მი­ხა­რია, რომ ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი მყავს, რად­გან ჩან­და, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლა შე­უძ­ლია. დე­ბი­უ­ტში გა­ტა­ნას­თან ახ­ლოს იყო, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლა, რო­დე­საც მის მიერ დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მა­რუ­შიჩს მოხ­ვდა".

"ნა­პო­ლი“ 6 ქუ­ლით მე­ო­თხე ად­გილ­ზეა და 16 სექ­ტემ­ბერს გას­ვლა­ზე "ჯე­ნო­ას“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

sportall.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
1

სინამდვილეში მიზეზი არის ლაურენტისის წუწურაქობა! გასული სეზონის მვპ იღებს გროშებს ხელფასის სახით.

ნიკა
18

მასე იცის ადრე დაცოლშვილებამ და კარიერიდან ყურადღების გადატანამ. დანიშნული ხოა და მალე ქორწილიც იქნება, მაგის მერე უფრო და უფრო წავა უკან. ეჰ რა პოტენციალი ქონდა ამ ბიჭს, დასანანია 

ავტორი:

"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ "ლაციოსთან“ დამარცხების შემდეგ "კვარას" შეცვლის მიზეზი განმარტა

"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ  "ლაციოსთან“ დამარცხების შემდეგ "კვარას" შეცვლის მიზეზი განმარტა

სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე "ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ქართველი ძალიან აქტიური იყო, ორი კარგი მომენტი შექმნა, პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული მცველს მოხვდა, მეორეში კი ბურთს საჯარიმოს გარეთ დაეუფლა, უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მეკარე პროვედელმა მოიგერია. 30-ე წუთზე კონტრშეტევისას ლუის ალბერტომ ულამაზესი გოლით სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ზილენსკიმ ორმაგი რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, "ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიშები მიჰქონდა, ზილენსკის პროვედელმა არ გაატანინა, ხოლო საპასუხო შეტევისას მერეტის კარი კამადამ დალაშქრა. ხვიჩა 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. მერე სტუმრებს თამაშგარეს გამო ძაკანისა და გენდუზის გოლები არ ჩაუთვალეს. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს არ გაატანინეს, ჩემპიონატის სტარტზე ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს, მაურიციო სარიმ კი რუდი გარსიას დუელი მოუგო.

"ლაციოსთან" ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზიც განმარტა:

"პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო, ამას ვიმსახურებდით. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მეტოქემ კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მეორე ტაიმი გაცილებით უარესად ჩავატარეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "ლაციო" შეტევაში ძლიერია, კონტრიერიშებზე დაგვიჭირეს. არც გაგვიმართლა, თან აგრესიულები ვერ ვიყავით. ბოლოს ჟეზუსს და ლინდსტრემს მართებდათ გატანა. მარცხი უნდა მივიღოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ შვიდმატჩიანი მარათონი გველის და მოგებით უნდა დავიწყოთ.

რატომ შევცვალე "კვარა"? შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა, რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი. ამ სეზონში 90 წუთი არ ჰქონდა ჩატარებული, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს დაგეგმილი გვქონდა. მას თამაშამდე ველაპარაკე და ჩვენ დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია. დებიუტში გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი მარუშიჩს მოხვდა".

"ნაპოლი“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე "ჯენოას“ დაუპირისპირდება.

sportall.ge