პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნერვიულობდი, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე..." - მაყურებლის ფავორიტი ახალბედა მსახიობი ჩცდ-დან - ვინ არის დაჩი რეალურ ცხოვრებაში
"ვნერვიულობდი, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე..." - მაყურებლის ფავორიტი ახალბედა მსახიობი ჩცდ-დან - ვინ არის დაჩი რეალურ ცხოვრებაში

"პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, დე­დი­კოს დავ­ყვე­ბო­დი თე­ატ­რში და რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვი­ჯე­ქი ჩუ­მად, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ახლა კი თა­ვად მაქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი", - ამ სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ვი­კო ხა­ხი­ძე მა­შინ წერ­და, რო­დე­საც პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის რო­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

შემ­დეგ მო­ხი­ტო გახ­და - მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "ტერ­ცო მონ­დო" მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა (ფილ­მი ეკ­რან­ზე არ გა­მო­სუ­ლა), ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­შობს და ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­თან არა­ერთ მსგავ­სე­ბას პო­უ­ლობს.

- თე­ატ­რში არა მხო­ლოდ დე­დას (ტექ­ნი­კუ­რი რე­ჟი­სო­რი მაია სახ­ლთხუ­ციშ­ვი­ლი), მა­მა­საც (მსა­ხი­ო­ბი და­ვით ხა­ხი­ძე) ხში­რად დავ­ყვე­ბო­დი. 12-13 წლის ასაკ­ში, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი "ნა­ცარ­ქე­ქია" იყო. ერთ სპექ­ტაკლსაც არ ვტო­ვებ­დი, ეს სამ­ყა­რო ისე მი­ზი­დავ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე და სა­კუ­თა­რი თავი ამ საქ­მე­ში გა­მოვ­ცა­დე, დღეს ჩემ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი ისე­თი ძლი­ე­რი აღარ არის, რო­გორც წლე­ბის წინ იყო, თუმ­ცა ინ­ტე­რე­სი ბო­ლომ­დე არ გამ­ნე­ლე­ბია.

მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მამა "პაკ­ლონ­ზე" გა­მო­დი­ო­და, ხალ­ხი ტაშს უკ­რავ­და. მა­მა­ჩე­მით ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მა­ში­ნაც, რო­დე­საც იმ მსა­ხი­ო­ბებს გა­ვიც­ნობ­დი, ვინც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და.

- მა­გა­ლი­თად?

- დუტა სხირტლა­ძე. მას­თან ერ­თად ხა­დას ხე­ო­ბა­ში გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. დუ­ტას­თან ერ­თად ლე­ვან წუ­ლა­ძე გა­ვი­ცა­ნი და დე­და­ჩემ­თან, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში - კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

- მი­ამ­ბე, პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი რო­გორ გახ­დი?

- მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვი­ყა­ვი და ბა­ტონ­მა დიმა ხვთი­სი­აშ­ვილ­მა მი­თხრა, - წა­მო­დი, არ გინ­და, სპექ­ტაკლში ითა­მა­შოო? რო­გორ არ მინ­და-მეთ­ქი, თე­ატრზე ვგიჟ­დე­ბო­დი. რამ­დე­ნი­მე თვე "ნა­ცარ­ქე­ქი­ა­ში" ვთა­მა­შობ­დი. შემ­დეგ პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა ვნა­ხე და გვა­რი ხა­ხი­ძე რომ ეწე­რა, ვი­ფიქ­რე, მა­მამ უნდა ითა­მა­შოს-მეთ­ქი. მაგ­რამ მალე გა­ვარ­კვიე, რომ მე ვი­ყა­ვი. პირ­ველ შეკ­რე­ბა­ზე მი­თხრეს, რომ პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შეკ­რე­ბა­ზე იყო სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი კავ­სა­ძე.

- კახი კავ­სა­ძეს­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ?

- ბა­ტო­ნი კა­ხის გვერ­დით სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა რამ­დე­ნად დიდი პა­ტი­ვია, ამას მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი და ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი. ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­ცა­ნი, პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ბა­ტო­ნი კახი ყო­ველ­თვის გვიყ­ვე­ბო­და ამ­ბებს სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი­დან, ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლის წინ მე­ხუმ­რე­ბო­და, - აბა, გი­ვი­კო, ტექ­სტი შე­მახ­სე­ნეო. სულ მამ­ხნე­ვებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, - მშვი­დად იყა­ვი, არ ინერ­ვი­უ­ლო, მე გა­მომ­ყე­ვი, ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბაო. მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბა სცე­ნა­ზე ჩვე­ნი ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გა­მოს­ვლით იწყე­ბო­და, ამ­ბა­ვი სულ პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის გარ­შე­მო ხდე­ბო­და, კუ­ლი­სებ­ში არ გავ­დი­ო­დი, სულ სცე­ნა­ზე ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ მამა და სხვე­ბიც მამ­ხნე­ვებ­დნენ, - სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი­აო. წარ­მოდ­გე­ნა რომ დას­რულ­და და ტაში და­უკ­რეს, ისე ვი­ყა­ვი, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი, პირი გა­მიშ­რა, მაგ­რამ თან ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სი­ხა­რუ­ლიც ახ­ლდა. ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
3

ძალიან კარგი ბავშვია მალევე დაიპყრო ჩვენი გული თავის სიკეთით და ზრდილობით❤️❤️❤️

ეკატერინე
0

გენაცვალეეეეეეეეეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვნერვიულობდი, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე..." - მაყურებლის ფავორიტი ახალბედა მსახიობი ჩცდ-დან - ვინ არის დაჩი რეალურ ცხოვრებაში

"ვნერვიულობდი, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე..." - მაყურებლის ფავორიტი ახალბედა მსახიობი ჩცდ-დან - ვინ არის დაჩი რეალურ ცხოვრებაში

"პატარა რომ ვიყავი, დედიკოს დავყვებოდი თეატრში და რეპეტიციებზე ვიჯექი ჩუმად, ყოველთვის მაინტერესებდა, ახლა კი თავად მაქვს რეპეტიციები", - ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში გივიკო ხახიძე მაშინ წერდა, როდესაც პატარა უფლისწულის როლისთვის ემზადებოდა.

შემდეგ მოხიტო გახდა - მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმში "ტერცო მონდო" მთავარი როლი შეასრულა (ფილმი ეკრანზე არ გამოსულა), ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს და ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟთან არაერთ მსგავსებას პოულობს.

- თეატრში არა მხოლოდ დედას (ტექნიკური რეჟისორი მაია სახლთხუციშვილი), მამასაც (მსახიობი დავით ხახიძე) ხშირად დავყვებოდი. 12-13 წლის ასაკში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი. პირველი სპექტაკლი "ნაცარქექია" იყო. ერთ სპექტაკლსაც არ ვტოვებდი, ეს სამყარო ისე მიზიდავდა და მაინტერესებდა. როცა წამოვიზარდე და საკუთარი თავი ამ საქმეში გამოვცადე, დღეს ჩემში მსახიობობის სურვილი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, თუმცა ინტერესი ბოლომდე არ გამნელებია.

მახსოვს, ბავშვობაში როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც მამა "პაკლონზე" გამოდიოდა, ხალხი ტაშს უკრავდა. მამაჩემით ყოველთვის ვამაყობდი. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როდესაც იმ მსახიობებს გავიცნობდი, ვინც ძალიან მიყვარდა.

- მაგალითად?

- დუტა სხირტლაძე. მასთან ერთად ხადას ხეობაში გადაღებაზე ვიყავი. დუტასთან ერთად ლევან წულაძე გავიცანი და დედაჩემთან, სამეფო უბნის თეატრში - კახა კინწურაშვილი.

- მიამბე, პატარა უფლისწული როგორ გახდი?

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი და ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა მითხრა, - წამოდი, არ გინდა, სპექტაკლში ითამაშოო? როგორ არ მინდა-მეთქი, თეატრზე ვგიჟდებოდი. რამდენიმე თვე "ნაცარქექიაში" ვთამაშობდი. შემდეგ პატარა უფლისწულის განაწილება ვნახე და გვარი ხახიძე რომ ეწერა, ვიფიქრე, მამამ უნდა ითამაშოს-მეთქი. მაგრამ მალე გავარკვიე, რომ მე ვიყავი. პირველ შეკრებაზე მითხრეს, რომ პატარა უფლისწული უნდა ვყოფილიყავი და ძალიან გამიხარდა. ბუნებრივია, ამ შეკრებაზე იყო სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი კავსაძე.

- კახი კავსაძესთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებ?

- ბატონი კახის გვერდით სცენაზე გამოსვლა რამდენად დიდი პატივია, ამას მაშინაც ვხვდებოდი და ვაცნობიერებდი. ის მოგვიანებით გავიცანი, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. ბატონი კახი ყოველთვის გვიყვებოდა ამბებს საკუთარი წარსულიდან, ყველა სპექტაკლის წინ მეხუმრებოდა, - აბა, გივიკო, ტექსტი შემახსენეო. სულ მამხნევებდა. მეუბნებოდა, - მშვიდად იყავი, არ ინერვიულო, მე გამომყევი, ნურაფრის შეგეშინდებაო. მეორე მოქმედება სცენაზე ჩვენი ხელჩაკიდებული გამოსვლით იწყებოდა, ამბავი სულ პატარა უფლისწულის გარშემო ხდებოდა, კულისებში არ გავდიოდი, სულ სცენაზე ვიყავი. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ მამა და სხვებიც მამხნევებდნენ, - სანერვიულო არაფერიაო. წარმოდგენა რომ დასრულდა და ტაში დაუკრეს, ისე ვიყავი, ვეღარ ვსუნთქავდი, პირი გამიშრა, მაგრამ თან ამ ყველაფერს დიდი სიხარულიც ახლდა. ჟურნალი "გზა"