პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა... კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს: მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართო" - რატომ გამოუშვეს ამერიკულ კონკურსიდან თათია კობალაძე?
"ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა... კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს: მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართო" - რატომ გამოუშვეს ამერიკულ კონკურსიდან თათია კობალაძე?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კის ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სში 2 ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი - თა­თია კო­ბა­ლა­ძე და ნინი შერ­მა­დი­ნი წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, თა­თია კონ­კურსს დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით გა­მო­ე­თი­შა, თუმ­ცა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ლი­დე­რობ­და... თა­თია ახლა ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, რად­გან "კო­ვი­დის" ახა­ლი შტა­მით გახ­ლავთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი,

- თა­თია, თავს რო­გორ გრძნობთ?

- უკეთ. ჯერ ჩემი შვი­ლი გახ­და ავად, ოღონდ - არ იცოდ­ნენ, "კო­ვი­დის" რო­მე­ლი შტა­მი იყო, შემ­დეგ - ბებო... ყვე­ლა გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლე, მერე კი თა­ვად და­ვინ­ფი­ცირ­დი, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ფორ­მით: კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, ხვე­ლე­ბა, მა­ღა­ლი სი­ცხე... "კო­ვიდ"-ტეს­ტი 3-4-ჯერ გა­ვი­კე­თე, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და, რომ ნამ­დვი­ლად "კო­ვი­დი" მქონ­და. ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბას ვგრძნობ­დი, ამი­ტომ "სას­წრა­ფო­ში" დავ­რე­კე და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­მა­თავ­სეს... მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ახლა ნამ­დვი­ლად ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით...

- სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბევ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია?

- ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და კი, ბევ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ტუ­რის­ტია, თუმ­ცა მათ "ტუ­რის­ტებ­საც" ვე­ღარ და­ვარ­ქმევთ - აქ ჩა­მო­სახ­ლდნენ...

- ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა ამე­რი­კის ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. რო­გორ შეხ­ვდი იმ ფაქტს, რომ კონ­კურსს მა­შინ გა­მო­ე­თი­შე, როცა ფი­ნა­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­ღა გქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი?

- გა­ვოც­დი, შემ­დეგ კი გავ­ბრაზ­დი... "ტოპ ხუ­თე­ულ­ში" ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვხვდე­ბო­დი. ხმის მი­ცე­მის 8 სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მო­ნა­ცე­მე­ბით კი­დევ პირ­ველ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი... კონ­კურ­სის ან­კე­ტის შევ­სე­ბი­სას, კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი არ იყო მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა წეს­დე­ბა წა­ვი­კი­თხე, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ კონ­კურ­სან­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ამე­რი­კის ან კა­ნა­დის რე­ზი­დენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო - ამე­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბის და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრი­ზი მი­ე­ღო. მა­შინ ვი­ფიქ­რე, თუ ჩემი სიმ­ღე­რა შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვა, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს-მეთ­ქი. ყვე­ლა­ფერს ისე მო­ვას­წრებ­დი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის შე­სა­ხებ ვერც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და, ვი­ღაც ქარ­თველს რომ არ მი­ე­წე­რა... თა­ვად კონ­კურ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­თხრეს: მოგ­ვწე­რეს, რომ თქვენ რე­ზი­დენ­ტი არ ხართ. შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეთ, თო­რემ კონ­კურ­სან­ტე­ბის სიას ახ­ლა­ვე დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით "ჩა­ეხ­სნე­ბი­თო". იმ­დე­ნად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, რომ სა­ნამ პა­სუხს მივ­წერ­დი, ჩემი ან­გა­რი­ში უკვე წაშ­ლი­ლი იყო - რომ სცა­დოთ, ჩემს "პრო­ფილ­ზე" ვე­ღარ გა­დახ­ვალთ...

ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა უფრო მე­ტად და­მე­წყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­საყ­ვა­ნი გავ­ხდი. არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ­დენს წვა­ლობს, იბ­რძვის, ასე­თი ბო­რო­ტე­ბა გა­უ­კე­თო... მა­გა­ლი­თად, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა, რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა, ახ­ლის ჩა­წე­რა რა თან­ხებს უკავ­შირ­დე­ბა... სა­ვა­რა­უ­დოდ, მეც და ნი­ნიც ფი­ნალ­ში ვიქ­ნე­ბო­დით, რად­გან ჩვენს ჯგუ­ფებ­ში, ორი­ვე პირ­ველ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაყაყა
4

იქნებ ნინიმ ჩაგიშვა?კონკურენტი მოიშორა? :)

?????
2

და მერე თაღლითობა მოსულა?? ყველაფერი არ უნდა იკასრო წარმატებისათვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა... კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს: მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართო" - რატომ გამოუშვეს ამერიკულ კონკურსიდან თათია კობალაძე?

"ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა... კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს: მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართო" - რატომ გამოუშვეს ამერიკულ კონკურსიდან თათია კობალაძე?

მოგეხსენებათ, ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში 2 ქართველი მომღერალი - თათია კობალაძე და ნინი შერმადინი წარმატებით მონაწილეობდა. სამწუხაროდ, თათია კონკურსს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა, თუმცა ხმების რაოდენობით ლიდერობდა... თათია ახლა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია, რადგან "კოვიდის" ახალი შტამით გახლავთ ინფიცირებული,

- თათია, თავს როგორ გრძნობთ?

- უკეთ. ჯერ ჩემი შვილი გახდა ავად, ოღონდ - არ იცოდნენ, "კოვიდის" რომელი შტამი იყო, შემდეგ - ბებო... ყველა გამოვაჯანმრთელე, მერე კი თავად დავინფიცირდი, გაუარესებული ფორმით: კანზე გამონაყარი, ხველება, მაღალი სიცხე... "კოვიდ"-ტესტი 3-4-ჯერ გავიკეთე, მაგრამ ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღე. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნამდვილად "კოვიდი" მქონდა. ჰაერის უკმარისობას ვგრძნობდი, ამიტომ "სასწრაფოში" დავრეკე და საავადმყოფოში მომათავსეს... მადლობა ღმერთს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ნამდვილად ვერ დაგელაპარაკებოდით...

- საავადმყოფოში ბევრი ინფიცირებულია?

- ბათუმის ინფექციურში ვიმყოფები და კი, ბევრი ინფიცირებულია. ალბათ იმიტომ, რომ ქვეყანაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათ "ტურისტებსაც" ვეღარ დავარქმევთ - აქ ჩამოსახლდნენ...

- ამ პერიოდს დაემთხვა ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის შედეგების გამოქვეყნება. როგორ შეხვდი იმ ფაქტს, რომ კონკურსს მაშინ გამოეთიშე, როცა ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა გქონდა დარჩენილი?

- გავოცდი, შემდეგ კი გავბრაზდი... "ტოპ ხუთეულში" ჩვეულებრივად ვხვდებოდი. ხმის მიცემის 8 საათი იყო დარჩენილი. მონაცემებით კიდევ პირველ ადგილზე ვიყავი... კონკურსის ანკეტის შევსებისას, კონკრეტული კითხვები არ იყო მოცემული, თუმცა წესდება წავიკითხე, რომელშიც ეწერა, რომ კონკურსანტი აუცილებლად ამერიკის ან კანადის რეზიდენტი უნდა ყოფილიყო - ამერიკაში მუშაობის და ცხოვრების უფლება ჰქონოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პრიზი მიეღო. მაშინ ვიფიქრე, თუ ჩემი სიმღერა შემდეგ ეტაპზე გადავა, დოკუმენტაციის მომზადება პრობლემას არ წარმოადგენს-მეთქი. ყველაფერს ისე მოვასწრებდი, რომ ფაქტობრივად, ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა... თავად კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს: მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართ. შესაბამისი დოკუმენტები წარმოგვიდგინეთ, თორემ კონკურსანტების სიას ახლავე დისკვალიფიკაციით "ჩაეხსნებითო". იმდენად დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სანამ პასუხს მივწერდი, ჩემი ანგარიში უკვე წაშლილი იყო - რომ სცადოთ, ჩემს "პროფილზე" ვეღარ გადახვალთ...

ნერვიულობის ფონზე, სუნთქვის უკმარისობა უფრო მეტად დამეწყო და საავადმყოფოში გადმოსაყვანი გავხდი. არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც ამდენს წვალობს, იბრძვის, ასეთი ბოროტება გაუკეთო... მაგალითად, წარმოიდგინეთ, საავტორო სიმღერის არანჟირება, რაღაცების შეცვლა, ახლის ჩაწერა რა თანხებს უკავშირდება... სავარაუდოდ, მეც და ნინიც ფინალში ვიქნებოდით, რადგან ჩვენს ჯგუფებში, ორივე პირველ ადგილზე ვიყავით... გააგრძელეთ კითხვა