პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 წელია, რაც მამა აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის..." - თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა
"5 წელია, რაც მამა აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის..." -  თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

თბი­ლის­ში, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში ერთ-ერთ ქუ­ჩას ილუ­ზი­ო­ნისტ ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რი­ას სა­ხე­ლი ეწო­და. ლა­პა­რა­კია გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ქუ­ჩის მო­ნაკ­ვეთ­სა და გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ჩიხზე. ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ზუ­რაბ ჩიკ­ვი­ლა­ძე გა­ავ­რცე­ლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

"ზუ­რა­ბი თბი­ლისს ეკუთ­ვნო­და და თბი­ლისს უყ­ვარ­და. ჩემ­თვის, რო­გორც ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რის­თვის და ამ რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რის­თვის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ჩუ­ღუ­რე­თე­ლის­თვის, სა­ა­მა­ყოა, რომ ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რი­ას სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად ჩვენს რა­ი­ონ­ში მისი სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბა. ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, ჩემი რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ქუ­ჩის შერ­ჩე­ვა. ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი", - და­წე­რა ზუ­რაბ ჩიკ­ვი­ლა­ძემ.

ambebi.ge ზურა ვა­და­ჭ­კო­რი­ას შვილს, მიმი ვა­და­ჭ­კო­რი­ას ესა­უბ­რა:

- ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა. თა­ვად ბა­ტონ­მა ზურა ჩიკ­ვი­ლა­ძემ და­მი­რე­კა და შე­მა­ტყო­ბი­ნა. ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და... ზურა გულ­ჩვი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისიც ასე­ვე აღელ­დე­ბო­და... ეს ამ­ბა­ვი ბა­ტო­ნი ზურა ჩიკ­ვი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და, რა­საც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა, ქალ­ბა­ტონ­მა რიმა ბე­რა­ძე­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი და ამის­თვის ორი­ვეს უდი­დე­სი მად­ლო­ბა.

სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის, მა­მის სა­ხელს ამ ქა­ლაქ­ში ერთ-ერთი ქუჩა ატა­რებს. მა­მა­ჩემს თბი­ლი­სი უზო­მოდ უყ­ვარ­და, ჩუ­ღუ­რეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, "პლე­ხა­ნოვ­სა“ და "ოქ­როს უბან­ში“ სი­ა­რუ­ლი მის­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. ამ ად­გი­ლებ­ში და სა­ერ­თოდ ქა­ლაქ­ში სულ ფე­ხით და­დი­ო­და... ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი ხსოვ­ნის და სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად მოხ­და. ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამის­თვის ყვე­ლას, ვინც ამ პრო­ცეს­ში რა­ღაც ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ზუს­ტად ვიცი, მა­მა­ჩე­მი, იქ, სა­დაც არის, ამას გრძნობს და მად­ლი­ე­რია.

- რო­გო­რია მა­მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

- 2018 წელს, 58 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... 5 წე­ლია, რაც აღარ არის. ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი­აო, ასე არ არის. დრო გვას­წავ­ლის ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. კი, ჩვენ ეს ზუ­რას წას­ვლამ გვას­წავ­ლა. ყო­ველ­თვის გვახ­სოვს - წუთი, წამი არ გავა, რომ ის ჩვენ გვერ­დით არ იყოს. მე და ჩემი ძმა ნიკა თუ რა­მეს მი­ვაღ­წევთ, გა­ვა­კე­თებთ, ვამ­ბობთ, ახლა ამას ზუ­რი­კო რომ ხე­დავ­დეს ან რომ ენა­ხაო... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე მე­ო­რე შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, ჩემი ძმა მე­სა­მე შვი­ლის მამა გახ­და. და­ი­ბად­ნენ თუ არა პა­ტა­რე­ბი, მა­შინ­ვე ზუ­რი­კო გაგ­ვახ­სენ­და... უბედ­ნი­ე­რე­სი იქ­ნე­ბო­და მათ და­ბა­დე­ბას რომ მოს­წრე­ბო­და...

გა­და­ყო­ლი­ლი იყო ოჯახ­ზე, ჩვენ­ზე. რძა­ლი და სი­ძეც შვი­ლე­ბად მი­აჩ­ნდა, 4 შვი­ლი მყავ­სო - ამ­ბობ­და. ნი­კას შუ­ა­თა­ნა ბიჭი ზურა ვა­და­ჭ­კო­რი­აა. ჩემი შვი­ლიც უკვე ფო­კუ­სე­ბის გა­კე­თე­ბას სწავ­ლობს, ძა­ლი­ან უნდა, რომ ამ კუ­თხით რა­ღაც გა­მო­უ­ვი­დეს. სულ ამას გა­ი­ძა­ხის, ზურა ვა­და­ჭ­კო­რი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი ვარო. ბავ­შვე­ბი ბა­ბუ­ით ამა­ყო­ბენ. მეც ამა­ყი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის მა­მა­ჩე­მის შვი­ლო­ბით... ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, მაგ­რამ რაც ამ­ქვეყ­ნად აღარ არის, კი­დევ უფრო ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ.

მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე, რამ­დენ ადა­მი­ანს ჰყვა­რე­ბია ზურა. ბევ­რი რამ გა­ვი­გე ისე­თი, რაც მის სი­ცო­ცხლე­ში არ ვი­ცო­დი, მა­გა­ლი­თად, მისი სი­კე­თე­ე­ბის, კარ­გი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ და სწო­რედ ამი­ტო­მაც ვარ ას­მა­გად ამა­ყი... ის ჩემ­თვის ცო­ცხა­ლია. ბო­ლოს ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძეს, რო­მელ­მაც და­მი­რე­კა და პი­რა­დად მო­მი­ლო­ცა. სა­ერ­თოდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს და მი­ლო­ცავს. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მად­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს!

  • ცნო­ბის­თვის ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რია იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­ი­ლუ­ზიო ხე­ლოვ­ნე­ბის კულ­ტუ­რა ჩვენ­ში შე­მო­ი­ტა­ნა და გა­ნა­ვი­თა­რა. იყო აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ილუ­ზი­ო­ნის­ტთა საძ­მოს, ბრნოს ილუ­ზი­ო­ნის­ტთა კლუ­ბის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ილუ­ზი­ო­ნის­ტთა კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი. 2000 წელს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი გახ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ მისი ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
0

ნამდვილად იმსახურებს ზურა ამ დაფასებას.ზურა ხომ ჩვენი ქალაქის კოლორიტი იყო.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი 🙏🌷

მაია მღვდელაძე
2

ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა ზურა ვადაჭკორიას სახელუს უკვდავსაყოფად. მრავალი სასიკეთო საქმეები ეკეთებინოს ზურა ჩიკვილაძეს-კეთილშობილი ადამიანია, სხვანაირი ვერც იქნებოდა, შესანიშნავი ოჯახის შვილია. წარმატებები ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"5 წელია, რაც მამა აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის..." - თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

"5 წელია, რაც მამა აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის..." -  თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა. ლაპარაკია გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთსა და გიორგი ჩიტაიას ჩიხზე. ეს ინფორმაცია სოციალური ქსელში თბილისის საკრებულოს წევრმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძე გაავრცელა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

"ზურაბი თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა. ჩემთვის, როგორც ჩუღურეთის რაიონის მკვიდრისთვის და ამ რაიონის მაჟორიტარისთვის, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელისთვის, საამაყოა, რომ ზურაბ ვადაჭკორიას სახელის უკვდავსაყოფად ჩვენს რაიონში მისი სახელობის ქუჩა იქნება. ამ საკითხის შესწავლის პროცესში, ჩემი როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჩართულობით განხორციელდა ქუჩის შერჩევა. ყველას მადლობას ვუხდი", - დაწერა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ambebi.ge ზურა ვადაჭკორიას შვილს, მიმი ვადაჭკორიას ესაუბრა:

- ბედნიერები ვართ, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ინფორმაციის მოსმენა. თავად ბატონმა ზურა ჩიკვილაძემ დამირეკა და შემატყობინა. ცრემლები წამომივიდა... ზურა გულჩვილი ადამიანი იყო და დარწმუნებული ვარ, ისიც ასევე აღელდებოდა... ეს ამბავი ბატონი ზურა ჩიკვილაძის ინიციატივით მოხდა, რასაც პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა რიმა ბერაძემაც დაუჭირა მხარი და ამისთვის ორივეს უდიდესი მადლობა.

საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი საყვარელი ადამიანის, მამის სახელს ამ ქალაქში ერთ-ერთი ქუჩა ატარებს. მამაჩემს თბილისი უზომოდ უყვარდა, ჩუღურეთში დაიბადა და გაიზარდა, "პლეხანოვსა“ და "ოქროს უბანში“ სიარული მისთვის უდიდესი სიამოვნება იყო. ამ ადგილებში და საერთოდ ქალაქში სულ ფეხით დადიოდა... ახლა ეს ყველაფერი მისი ხსოვნის და სახელის უკვდავსაყოფად მოხდა. ჩვენი ოჯახის სახელით უდიდესი მადლობა ამისთვის ყველას, ვინც ამ პროცესში რაღაც ფორმით მონაწილეობდა. ზუსტად ვიცი, მამაჩემი, იქ, სადაც არის, ამას გრძნობს და მადლიერია.

- როგორია მამის გარეშე ცხოვრება?

- 2018 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა... 5 წელია, რაც აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის. დრო გვასწავლის ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. კი, ჩვენ ეს ზურას წასვლამ გვასწავლა. ყოველთვის გვახსოვს - წუთი, წამი არ გავა, რომ ის ჩვენ გვერდით არ იყოს. მე და ჩემი ძმა ნიკა თუ რამეს მივაღწევთ, გავაკეთებთ, ვამბობთ, ახლა ამას ზურიკო რომ ხედავდეს ან რომ ენახაო... მისი გარდაცვალების შემდეგ მე მეორე შვილი შემეძინა, ჩემი ძმა მესამე შვილის მამა გახდა. დაიბადნენ თუ არა პატარები, მაშინვე ზურიკო გაგვახსენდა... უბედნიერესი იქნებოდა მათ დაბადებას რომ მოსწრებოდა...

გადაყოლილი იყო ოჯახზე, ჩვენზე. რძალი და სიძეც შვილებად მიაჩნდა, 4 შვილი მყავსო - ამბობდა. ნიკას შუათანა ბიჭი ზურა ვადაჭკორიაა. ჩემი შვილიც უკვე ფოკუსების გაკეთებას სწავლობს, ძალიან უნდა, რომ ამ კუთხით რაღაც გამოუვიდეს. სულ ამას გაიძახის, ზურა ვადაჭკორიას შვილიშვილი ვარო. ბავშვები ბაბუით ამაყობენ. მეც ამაყი ვიყავი ყოველთვის მამაჩემის შვილობით... ეს ჩემთვის ყველაფერი იყო, მაგრამ რაც ამქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო ამაყი და ბედნიერი ვარ.

მამის გარდაცვალების შემდეგ დავინახე, რამდენ ადამიანს ჰყვარებია ზურა. ბევრი რამ გავიგე ისეთი, რაც მის სიცოცხლეში არ ვიცოდი, მაგალითად, მისი სიკეთეების, კარგი საქმეების შესახებ და სწორედ ამიტომაც ვარ ასმაგად ამაყი... ის ჩემთვის ცოცხალია. ბოლოს ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შალვა ოგბაიძეს, რომელმაც დამირეკა და პირადად მომილოცა. საერთოდ, ბევრი ადამიანი მირეკავს და მილოცავს. ყველას დიდი მადლობა. მადლობა მთელ საქართველოს!

  • ცნობისთვის ზურაბ ვადაჭკორია იყო ადამიანი, რომელმაც საილუზიო ხელოვნების კულტურა ჩვენში შემოიტანა და განავითარა. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2000 წელს ღირსების ორდენის კავალერი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე დღეში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.