პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები
სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები

"თვის ბო­ლოს კი­დევ გვაქვს კონ­ცერ­ტი ზღვის­პი­რეთ­ში, მა­ნამ­დე შინ მშვე­ნივ­რად გამ­ყავს დრო"

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, მომ­ღე­რა­ლი: - ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ ბა­თუ­მი­დან. სა­დაც "დუეტ ჯორ­ჯი­ას" კონ­ცერ­ტი გვქონ­და. შემ­დეგ რუსა მორ­ჩი­ლა­ძის სა­ღა­მო­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. თვის ბო­ლოს კი­დევ გვაქვს კონ­ცერ­ტი ზღვის­პი­რეთ­ში, მა­ნამ­დე შინ მშვე­ნივ­რად გამ­ყავს დრო. მე წყნეთ­ში ვცხოვ­რობ, რატი დურ­გლიშ­ვი­ლი - მცხე­თა­ში, იქ ვსტუმ­რობ ხოლ­მე, მისი აუზი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა სი­ცხეს­თან ბრძო­ლის­თვის.

მიყ­ვარს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც უკვე 2 წლის კა­ცუ­ნაა. პა­ტა­რა მი­ქა­ე­ლი ჩემი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბაა. ახ­ლა­ხან 5 დღით მყავ­და ცემ­ში ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად და შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ჩერ­და ჩემ გა­რე­შე. ისე­თი ტკბი­ლია, "მაკა, მო­დიო", მე­ძა­ხის ხოლ­მე, როცა მხე­დავს. ის კი არა, დე­და­მის­საც მა­კას ეძა­ხის და, სა­ლო­მე, ცოტა არ იყოს ეჭ­ვი­ა­ნობს.

"ჩემი ნამ­დვი­ლი დას­ვე­ნე­ბაა, რო­დე­საც არ ვფიქ­რობ, რა უნდა ჩა­ვიც­ვა"

დალი ჩი­ტა­ლა­ძე, მო­დის ექ­სპერ­ტი: - აქამ­დე ვერ გა­ვე­დი ქა­ლა­ქი­დან, თვის ბო­ლოს­თვის ზღვა­ზე მივ­დი­ვარ, ჩემს გრი­გო­ლეთ­ში. იქ აგა­რა­კი მაქვს. ზა­ფხუ­ლო­ბით თით­ქმის ყო­ველ­თვის იქ ვა­ტა­რებ დროს.

- რო­გორც ვიცი, გრი­გო­ლეთ­ში ხში­რად გსტუმ­რობთ ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დი.

- რა თქმა უნდა, წელ­საც წი­ნას­წარ აქვთ და­ჯავ­შნი­ლი, მე ამ­დე­ნი ხნით ვიქ­ნე­ბი, მე კი - ამ­დე­ნი­თო. ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი დას­ვე­ნე­ბაა, რო­დე­საც არ ვფიქ­რობ, რა უნდა ჩა­ვიც­ვა, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, ანუ ხა­ლა­თი­სა და მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ჭიქა ყა­ვით გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტია.

"ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა მიყ­ვარს ჩემს გო­გო­ნებ­თან ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბის დღე­ე­ბის მო­წყო­ბა"

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: - ამ­წამს თბი­ლის­ში ვარ, კარ­გად და­ვის­ვე­ნე. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ყა­ვი ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, მერე თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან გუ­რი­ა­ში გა­მო­ვი­ა­რეთ, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ, ბახ­მა­რო­შიც ავე­დით. ჩემს ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბას ახ­ლავს ქუ­თა­ის­ში შევ­ლა 1-2 ღა­მით მა­ინც. ახლა მე­გობ­რებ­თან ერ­თად გო­ნი­ოს­კენ მაქვს გეზი აღე­ბუ­ლი.

- შენი ქა­ლა­ქი ქუ­თა­ი­სი უფ­როა თუ თბი­ლი­სი?

- ქუ­თა­ი­სი ჩემი ქა­ლა­ქია, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ყო­ველ­თვის ქუ­თა­ი­სე­ლი ვიქ­ნე­ბი. თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარს თბი­ლი­სი, რო­მელ­მაც მი­მი­ღო და გულ­ში ჩა­მიკ­რა. სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე და რაც არ უნდა კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რო, ყო­ველ­თვის, როცა თბი­ლის­ში შე­მოვ­დი­ვარ, სხვაგ­ვა­რად მიძ­გერს გული, იმი­ტომ, რომ აქ ჩემი სახ­ლი მე­ლო­დე­ბა, ოჯა­ხი, ჩემი ნივ­თე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუბი
2

ჩემთვის არც ერთი რომ არ არის ცნობილი რა ვქნა? ეჰ, ეტყობა ჩამოვრჩი ცხოვრებას

აკია
2

"ქართული ბომონდი" ანუ ქართველი გორსალების ბომონდი...😜

ავტორი:

სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები

სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები

"თვის ბოლოს კიდევ გვაქვს კონცერტი ზღვისპირეთში, მანამდე შინ მშვენივრად გამყავს დრო"

მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - ახალი ჩამოსული ვარ ბათუმიდან. სადაც "დუეტ ჯორჯიას" კონცერტი გვქონდა. შემდეგ რუსა მორჩილაძის საღამოშიც ვმონაწილეობდით. თვის ბოლოს კიდევ გვაქვს კონცერტი ზღვისპირეთში, მანამდე შინ მშვენივრად გამყავს დრო. მე წყნეთში ვცხოვრობ, რატი დურგლიშვილი - მცხეთაში, იქ ვსტუმრობ ხოლმე, მისი აუზი არაჩვეულებრივი საშუალებაა სიცხესთან ბრძოლისთვის.

მიყვარს თავისუფალი დროის შვილიშვილთან ერთად გატარება, რომელიც უკვე 2 წლის კაცუნაა. პატარა მიქაელი ჩემი ყველაზე მთავარი და საყვარელი არსებაა. ახლახან 5 დღით მყავდა ცემში ჩემს მშობლებთან ერთად და შესანიშნავად გაჩერდა ჩემ გარეშე. ისეთი ტკბილია, "მაკა, მოდიო", მეძახის ხოლმე, როცა მხედავს. ის კი არა, დედამისსაც მაკას ეძახის და, სალომე, ცოტა არ იყოს ეჭვიანობს.

"ჩემი ნამდვილი დასვენებაა, როდესაც არ ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა"

დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი: - აქამდე ვერ გავედი ქალაქიდან, თვის ბოლოსთვის ზღვაზე მივდივარ, ჩემს გრიგოლეთში. იქ აგარაკი მაქვს. ზაფხულობით თითქმის ყოველთვის იქ ვატარებ დროს.

- როგორც ვიცი, გრიგოლეთში ხშირად გსტუმრობთ ქართული ბომონდი.

- რა თქმა უნდა, წელსაც წინასწარ აქვთ დაჯავშნილი, მე ამდენი ხნით ვიქნები, მე კი - ამდენითო. ჩემთვის ნამდვილი დასვენებაა, როდესაც არ ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა, როგორ გამოვიყურებოდე, ანუ ხალათისა და მაკიაჟის გარეშე, მეგობრების გარემოცვაში, ჭიქა ყავით გატარებული დრო ჩემთვის დასვენების ყველაზე საუკეთესო მომენტია.

"ოჯახთან ერთად დასვენება ძალიან კარგია, თუმცა მიყვარს ჩემს გოგონებთან ერთად განმარტოების დღეების მოწყობა"

სალომე ბაკურაძე, მომღერალი: - ამწამს თბილისში ვარ, კარგად დავისვენე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვიყავი ქუთაისში, ბათუმში, მერე თურქეთში, შემდეგ მეგობართან გურიაში გამოვიარეთ, სადაც შვილებთან ერთად კარგი დრო გავატარეთ, ბახმაროშიც ავედით. ჩემს ყველა მოგზაურობას ახლავს ქუთაისში შევლა 1-2 ღამით მაინც. ახლა მეგობრებთან ერთად გონიოსკენ მაქვს გეზი აღებული.

- შენი ქალაქი ქუთაისი უფროა თუ თბილისი?

- ქუთაისი ჩემი ქალაქია, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ქუთაისელი ვიქნები. თუმცა არანაკლებ მიყვარს თბილისი, რომელმაც მიმიღო და გულში ჩამიკრა. სადაც არ უნდა წავიდე და რაც არ უნდა კარგი დრო გავატარო, ყოველთვის, როცა თბილისში შემოვდივარ, სხვაგვარად მიძგერს გული, იმიტომ, რომ აქ ჩემი სახლი მელოდება, ოჯახი, ჩემი ნივთები... განაგრძეთ კითხვა