რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად "ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პროგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ- გენეტიკური გამოკვლევა.
"ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. მათი შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას", -აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, მგზავრებს შორის "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო.
კაი დავიჯერეთ ვითომ რომ პრიგოჯინი მოკვდა. მაგრამ წყალსაც წაუღია.
სადაა სატატია რომ ნატოს სამხედრო უფროსობა უკრაინის სამხედრო უფროსობას შეხვდა? სადაა ინფორმაცია? რატომ არ მსჯელობთ ამაზე? ანუ რა გამოდის უკვე ცალი ფეხით ნატოც ჩაერია ომში არა? ტფუი რა. სირცხვილია