მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინდოეთი ახლა მთვარეზეა" - აზიური ქვეყნის ისტორიული კოსმოსური მისია და ახალი სიტყვა მთვარის შესწავლაში
"ინდოეთი ახლა მთვარეზეა" - აზიური ქვეყნის ისტორიული კოსმოსური მისია და ახალი სიტყვა მთვარის შესწავლაში

Chandrayaan-3 უკვე მთვა­რე­ზეა! კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­თან. ამ მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბით, ინ­დო­ე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა ხდე­ბა, რომ­ლის კოს­მო­სურ­მა მი­სი­ა­მაც მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე დაშ­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა: მთვა­რე­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა წინა ხო­მალ­დი ეკ­ვა­ტორ­თან ახ­ლოს დაჯ­და.

Chandrayaan-3-ის მთა­ვარ მი­ზანს სამ­ხრეთ პო­ლუ­სის წყალ­ზე ნა­დი­რო­ბა წარ­მო­ად­გენს. ახლა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­ე­ლო­დე­ბი­ან, რათა ამ­ტვე­რე­ბუ­ლი მთვა­რე დამ­შვიდ­დეს და დე­და­მი­წა­ზე ფო­ტო­ე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. შემ­დეგ ის მთვა­რის კრა­ტე­რებ­ზე იმოძ­რა­ვებს და მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს შე­აგ­რო­ვებს, რაც ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა გა­მო­საკ­ვლე­ვად.

"ინ­დო­ე­თი ახლა მთვა­რე­ზეა", - აცხა­დებს ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნა­რენ­დრა მოდი.

"ახლა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა ინ­დო­ე­ლის, ჩემი გული და გო­ნე­ბაც Chandrayaan-3-თა­ნაა", - თქვა პრე­მი­ერ­მა და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა ინ­დო­ე­თის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს და ყვე­ლა ინ­დო­ელს მი­უ­ლო­ცა.

შე­გახ­სნებთ, ეს ინ­დო­ე­თის­თვის რი­გით მე­ო­რე მცდე­ლო­ბა იყო. ქვე­ყა­ნამ მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პირ­ვე­ლად 2019 წელს, Chandrayaan-2-ით სცა­და, მაგ­რამ ის წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და, რად­გან ხო­მალ­დი მთვა­რის ზე­და­პირს შე­ე­ჯა­ხა. მი­ზე­ზად პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრობ­ლე­მე­ბი და მუხ­რუ­ჭე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და­სა­ხელ­და.

ინ­დო­ე­თი რი­გით მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც მთვა­რის ზე­და­პირ­ზე რბი­ლი დაშ­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას და­ე­უფ­ლა. მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი არი­ან: აშშ, ჩი­ნე­თი და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
u
1

ახლა მთვარეს აკლდა ინდოეთი და ეგააა რა))))

Levan
11

მილიონობით ინდოელი უკიდურეს გაჭირვებაშია, რა გემთვარებათ თქვე საცოდავებო?

ავტორი:

"ინდოეთი ახლა მთვარეზეა" - აზიური ქვეყნის ისტორიული კოსმოსური მისია და ახალი სიტყვა მთვარის შესწავლაში

"ინდოეთი ახლა მთვარეზეა" - აზიური ქვეყნის ისტორიული კოსმოსური მისია და ახალი სიტყვა მთვარის შესწავლაში

Chandrayaan-3 უკვე მთვარეზეა! კოსმოსური ხომალდი წარმატებით დაეშვა მთვარის სამხრეთ პოლუსთან. ამ მისიის წარმატებით დასრულებით, ინდოეთი პირველი ქვეყანა ხდება, რომლის კოსმოსურმა მისიამაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება მოახერხა: მთვარეზე დაშვებული ყველა წინა ხომალდი ეკვატორთან ახლოს დაჯდა.

Chandrayaan-3-ის მთავარ მიზანს სამხრეთ პოლუსის წყალზე ნადირობა წარმოადგენს. ახლა სპეციალისტები რამდენიმე საათი დაელოდებიან, რათა ამტვერებული მთვარე დამშვიდდეს და დედამიწაზე ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელი გახდეს. შემდეგ ის მთვარის კრატერებზე იმოძრავებს და მნიშვნელოვან მონაცემებს შეაგროვებს, რაც ჩვენს პლანეტაზე გამოიგზავნება გამოსაკვლევად.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">LANDED! Chandrayaan-3 touchdown on the Moon.<a href="https://t.co/vQCGXMtAwa">https://t.co/vQCGXMtAwa</a> <a href="https://t.co/29lX65gZGg">pic.twitter.com/29lX65gZGg</a></p>&mdash; Chris Bergin - NSF (@NASASpaceflight) <a href="https://twitter.com/NASASpaceflight/status/1694327079133749379?ref_src=twsrc%5Etfw">August 23, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ინდოეთი ახლა მთვარეზეა", - აცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი.

"ახლა სამხრეთ აფრიკაში ვიმყოფები, მაგრამ როგორც ყველა ინდოელის, ჩემი გული და გონებაც Chandrayaan-3-თანაა", - თქვა პრემიერმა და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ინდოეთის კოსმოსურ სააგენტოს და ყველა ინდოელს მიულოცა.

შეგახსნებთ, ეს ინდოეთისთვის რიგით მეორე მცდელობა იყო. ქვეყანამ მისიის განხორციელება პირველად 2019 წელს, Chandrayaan-2-ით სცადა, მაგრამ ის წარუმატებლად დასრულდა, რადგან ხომალდი მთვარის ზედაპირს შეეჯახა. მიზეზად პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები და მუხრუჭების გაუმართაობა დასახელდა.

ინდოეთი რიგით მეოთხე ქვეყანაა, რომელიც მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვების ტექნოლოგიას დაეუფლა. მისი წინამორბედები არიან: აშშ, ჩინეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა