პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის ბჟანია? - აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ავადმყოფობის პარალელურად, ინალ არძინბა "მეფის გვირგვინის მორგებას" ცდილობს
სად არის ბჟანია? - აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის  ავადმყოფობის პარალელურად, ინალ არძინბა "მეფის გვირგვინის მორგებას" ცდილობს

რაც დრო გა­დის და აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია აღარ აქ­ტი­უ­რობს, დროს არ კარ­გავს ახალ­გაზ­რდა "სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი" ინალ არ­ძინ­ბა, რო­მელ­მაც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლა­მის მთე­ლი აფხა­ზე­თი შე­მო­ი­ა­რა. ენ­გუ­რის ხიდ­ზეც კი იმ­ყო­ფე­ბო­და. გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტზე, მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ბე­ლა­რუ­სის მიერ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე...

ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ირო­ნი­უ­ლად ხუმ­რო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბამ მე­ფის გვირ­გვი­ნი უკვე მო­ირ­გო. დარ­ჩა მხო­ლოდ ერთი რამ - სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­ფორ­მე­ბა, რო­მელ­საც ასე ელო­დე­ბა, ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა მოხ­დეს, თით­ქოს ბჟა­ნი­ამ მის­ცა კურ­თხე­ვა. ბჟა­ნია კი, რო­მელ­საც ვი­თომ მსუ­ბუ­ქი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს, რა­ტომ­ღაც მოს­კო­ვის კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბას არ ჩქა­რობს.

ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან­ქვა­ბი კი გავ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ასაკ­შია და ძვე­ლე­ბუ­რი რიხი არ აქვს. ამა­სო­ბა­ში არ­ძინ­ბას პი­ა­რი გა­აქ­ტი­ურ­და. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ახა­ლი ემა­ტე­ბა - პუ­რის, საწ­ვა­ვის და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა პრო­დუქ­ტე­ბის ფასი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. ამის შე­სა­ხებ წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

  • ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სი­მარ­თლე იცოდ­ნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პრე­ზი­დენ­ტი, რათა გა­ი­გონ, რის­თვის უნდა იყ­ვნენ მზად, რას აპი­რე­ბენ და გეგ­მა­ვენ მათი კონ­კუ­რენ­ტე­ბი.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი, მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სიც­რუ­ეა. არა­ვის სჯე­რა, რომ ამ­დენ ხანს რა­ღაც მსუ­ბუ­ქად მკურ­ნა­ლობს, მა­შინ, რო­დე­საც იცის, რა ვი­თა­რე­ბაა მის ქვე­ყა­ნა­ში, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი არი­ან, შინ და გა­რეთ... ყვე­ლა ცდი­ლობს, სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს, ჩა­ა­ჩო­ჩოს და თა­ვად გა­აქ­ტი­ურ­დეს, ინალ არ­ძინ­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ატა­რებს, მისი პი­ა­რი ძა­ლის­ხმე­ვას არ ზო­გავს და­წი­ნა­ურ­დეს, თა­ვი­სი ძალა აჩ­ვე­ნოს, აფუთ­ფუთ­დნენ. ხან ვის ხვდე­ბა, ხან ვის.

გარ­და ამი­სა, ტუ­რიზ­მის ქვე­ყა­ნა­ში, არ­ცერ­თი კუ­რორ­ტი გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს. ყვე­ლა მხა­რეს პრობ­ლე­მე­ბია და თურ­მე ბჟა­ნია კარ­გად არის, მაგ­რამ ჯერ ჩა­მოს­ვლას არ ჩქა­რობს... მე ბჟა­ნი­ას მე­ხოტ­ბე არ ვარ, მაგ­რამ კი­დევ უფრო არ მინ­და არ­ძინ­ბას მოს­ვლა, მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ის ლავ­რო­ვის კა­ცია. მისი მოს­ვლის­თა­ნა­ვე, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­და­ცე­მის თემა დას­რულ­დე­ბა", - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი აიას წვი­ნა­რია.

ას­ლან ბჟა­ნია თით­ქმის ორი კვი­რაა მოს­კო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის მო­წამ­ვლა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­ზი­დენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ურო­ლი­ტი­ზის გამ­წვა­ვე­ბა, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რება“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეჭვი აქვთ, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთხელ მო­წამ­ლეს.

2019 წლის აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მოს­კო­ვის კლი­ნი­კა­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ბერ­ლინ­ში.

გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზე­ბის მი­ხედ­ვით, ის მო­წამ­ლეს. ამის შე­სა­ხებ თა­ვად და მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს. მის სის­ხლში ვერ­ცხლის­წყლის, კად­მი­უ­მის და ალუ­მი­ნის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ მოს­კო­ვის კლი­ნი­კის პა­სუ­ხე­ბი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გა­დაჭ­რით ეწე­რა, რომ მას მო­წამ­ვლის არა­ვი­თა­რი ნიშ­ნე­ბი არ ჰქონ­და და კვლე­ვებ­მა მხო­ლოდ პნევ­მო­ნია აჩ­ვე­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აფხა­ზეთ­ში ით­ქვა, რომ მას გა­ლენ-ბა­რე­ნის სინ­დრო­მი ჰქონ­და, თუმ­ცა, აფხა­ზუ­რი მე­დი­ის მო­თხოვ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, მისი დი­აგ­ნო­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

ას­ლან ბჟა­ნია იმ პე­რი­ოდ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მისი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა იყო. მა­ლე­ვე, ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "იმ ხალ­ხს, ვინც მისი მო­წამ­ვლა და­გეგ­მა, აპა­ტია" და გა­მო­ძი­ე­ბაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედია,
0

ბჟანია გაასაღეს!

გოჩა
3

ჯანდაბაში წასულა რაში გვაინტერესებს ბჟანიას ასავალ დასავალი სხვა საფიქრალი არ გვაქვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

სად არის ბჟანია? - აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ავადმყოფობის პარალელურად, ინალ არძინბა "მეფის გვირგვინის მორგებას" ცდილობს

სად არის ბჟანია? - აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის  ავადმყოფობის პარალელურად, ინალ არძინბა "მეფის გვირგვინის მორგებას" ცდილობს

რაც დრო გადის და აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია აღარ აქტიურობს, დროს არ კარგავს ახალგაზრდა "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ლამის მთელი აფხაზეთი შემოიარა. ენგურის ხიდზეც კი იმყოფებოდა. განცხადება გააკეთა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე...

ოკუპირებულ რეგიონში ირონიულად ხუმრობენ, რომ ახალგაზრდა არძინბამ მეფის გვირგვინი უკვე მოირგო. დარჩა მხოლოდ ერთი რამ - სამართლებრივი გადაფორმება, რომელსაც ასე ელოდება, ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, თითქოს ბჟანიამ მისცა კურთხევა. ბჟანია კი, რომელსაც ვითომ მსუბუქი ოპერაცია გაუკეთეს და ყველაფერი კარგად აქვს, რატომღაც მოსკოვის კლინიკის დატოვებას არ ჩქარობს.

ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანქვაბი კი გავლენების მიუხედავად, მაინც ასაკშია და ძველებური რიხი არ აქვს. ამასობაში არძინბას პიარი გააქტიურდა. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ახალი ემატება - პურის, საწვავის და შესაბამისად, სხვა პროდუქტების ფასი ყოველდღიურად მატულობს. ამის შესახებ წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

  • ekhokavkaza.com-თან საუბარში, ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი იმსახურებენ სიმართლე იცოდნენ, სინამდვილეში რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი, რათა გაიგონ, რისთვის უნდა იყვნენ მზად, რას აპირებენ და გეგმავენ მათი კონკურენტები.

"ოფიციალური, მშრალი ინფორმაცია, თითქოს ბჟანიას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ყველამ ვიცით, რომ სიცრუეა. არავის სჯერა, რომ ამდენ ხანს რაღაც მსუბუქად მკურნალობს, მაშინ, როდესაც იცის, რა ვითარებაა მის ქვეყანაში, ჩასაფრებული არიან, შინ და გარეთ... ყველა ცდილობს, სარგებელი ნახოს, ჩააჩოჩოს და თავად გააქტიურდეს, ინალ არძინბა, არაოფიციალურ საარჩევნო კამპანიას ატარებს, მისი პიარი ძალისხმევას არ ზოგავს დაწინაურდეს, თავისი ძალა აჩვენოს, აფუთფუთდნენ. ხან ვის ხვდება, ხან ვის.

გარდა ამისა, ტურიზმის ქვეყანაში, არცერთი კურორტი გამართულად არ მუშაობს. ყველა მხარეს პრობლემებია და თურმე ბჟანია კარგად არის, მაგრამ ჯერ ჩამოსვლას არ ჩქარობს... მე ბჟანიას მეხოტბე არ ვარ, მაგრამ კიდევ უფრო არ მინდა არძინბას მოსვლა, მარტივი მიზეზის გამო - ის ლავროვის კაცია. მისი მოსვლისთანავე, უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაცემის თემა დასრულდება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აიას წვინარია.

ასლან ბჟანია თითქმის ორი კვირაა მოსკოვის საავადმყოფოშია. ადგილობრივ საზოგადოებაში მის მოწამვლაზე ლაპარაკობენ. მოსკოვში ვიზიტის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

"წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტს აღენიშნება უროლიტიზის გამწვავება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში ეჭვი აქვთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოწამლეს.

2019 წლის აპრილის შუა რიცხვებში, იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს მოსკოვის კლინიკაში და მოგვიანებით - ბერლინში.

გერმანიაში ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ის მოწამლეს. ამის შესახებ თავად და მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს. მის სისხლში ვერცხლისწყლის, კადმიუმის და ალუმინის დიდი კონცენტრაცია აღმოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით, აფხაზურმა მედიამ მოსკოვის კლინიკის პასუხები გაავრცელა, სადაც გადაჭრით ეწერა, რომ მას მოწამვლის არავითარი ნიშნები არ ჰქონდა და კვლევებმა მხოლოდ პნევმონია აჩვენა.

მოგვიანებით, აფხაზეთში ითქვა, რომ მას გალენ-ბარენის სინდრომი ჰქონდა, თუმცა, აფხაზური მედიის მოთხოვნისა და საზოგადოების ინტერესის მიუხედავად, მისი დიაგნოზი ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ასლან ბჟანია იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, მისი მთავარი კონკურენტი რაულ ხაჯიმბა იყო. მალევე, ბჟანიამ განაცხადა, რომ "იმ ხალხს, ვინც მისი მოწამვლა დაგეგმა, აპატია" და გამოძიებაც არ ჩატარებულა.