პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ურჩხულები ცხოვრობენ, რომლებსაც ვძულვართ... ადამიანებს ტელეფონის კაბელით აწამებდნენ, ბევრმა ვერ გაუძლო" - რუსების ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნებული სამხედროების უმძიმესი მონაყოლი
"იქ ურჩხულები ცხოვრობენ, რომლებსაც ვძულვართ... ადამიანებს ტელეფონის კაბელით აწამებდნენ, ბევრმა ვერ გაუძლო" - რუსების ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნებული სამხედროების უმძიმესი მონაყოლი

უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, ვინც სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა რუ­სე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ტა­გან­რო­გის ცი­ხის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, bbc.com-ს იქ გა­და­ტა­ნილ არა­ა­და­მი­ა­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და რუსი ოფიც­რე­ბის სი­სას­ტი­კე­ზე უყ­ვე­ბი­ან. ისი­ნი სამ­შობ­ლოს ტყვე­თა გაც­ვლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­უბ­რუნ­დნენ.

"სა­უ­ბა­რია ათ ტყვე­ზე. მათი თქმით, ელექტრო­შო­კით წა­მე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, მუდ­მი­ვი სახე ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი და­კი­თხვა, არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ზოგი მათ­გა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ცრუ ჩვე­ნე­ბა და­ე­წე­რა, რომ არ მო­ეკ­ლათ...

"ქა­ლებ­სა და კა­ცებს გა­ნურ­ჩევ­ლად ურტყამ­დნენ, ზურ­გსა და მკერ­დზე, თუ ეს ვერ ჭრი­და, საქ­მე­ში ელექტრო­შო­კი შე­მოჰ­ყავ­დათ... მა­შინ, რო­დე­საც ტყვე­ებს რუსი ოფიც­რე­ბი და ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა არ სცემ­და, დაც­ვა სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბო­და, აშიმ­ში­ლებ­დნენ, დაჭ­რილ ტყვე­ებს კი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი, რომ იზო­ლა­ტო­რებ­ში ტყვე­ე­ბი წა­მე­ბის დროს შე­მო­აკ­ვდათ, თუმ­ცა ჩვენ ამის გა­და­მოწ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს" - წერს გა­მო­ცე­მა.

დმიტ­რი ლუ­ბი­ნე­ცი ერთ-ერ­თია, ვინც რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ის გა­მო­ცე­მას უყ­ვე­ბა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ფიქ­რა­ლი რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სახ­სნე­ლად გზის პოვ­ნაა, რად­გან მათ სი­ცო­ცხლეს ყო­ველ წუთს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი არ­ტემ სე­რედ­ნი­ა­კი, თით­ქმის ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში. ის, კი­დევ 50 უკ­რა­ი­ნელ­თან ერ­თად, ტა­გან­როგ­ში, СИЗО- 2-ში სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვი­ცო­დით, სად მივ­ყავ­დით. ხე­ლე­ბი ზურგს უკან გვქონ­და შეკ­რუ­ლი, თვა­ლე­ბი კი ახ­ვე­უ­ლი გვქონ­და. ოფი­ცერ­მა, რო­მე­ლიც ტა­გან­როგ­ში შეგ­ვხვდა, ასე მოგ­ვე­სალ­მა, სა­ლა­მი ბი­ჭე­ბო, იცით სად მო­გიყ­ვა­ნეს? თქვენ უნდა ეწა­მოთ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დეო... შემ­დეგ კი, თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი აგ­ვი­ღეს. ჩვენს ყო­ველ ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ოდ­ნა­ვი მი­ზე­ზიც კი საკ­მა­რი­სი იყო და "დუ­ბინ­კე­ბით", ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, გვცემ­დნენ მთელ სხე­ულ­ზე" - იხ­სე­ნებს ის.

27 წლის აზო­ვე­ლი, ყო­ფი­ლი ტყვე სე­რედ­ნი­ა­კი მა­რი­უ­პოლს იცავ­და და სნა­ი­პერ­თა ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამი­ტო­მაც მას ცი­ხის პერ­სო­ნა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით და­უნ­დობ­ლად ექ­ცე­ო­და. ყო­ფი­ლი ტყვე ჰყვე­ბა, რომ ის და­ნარ­ჩე­ნებს ჩა­მო­ა­შო­რეს და და­სა­კითხ ოთახ­ში, საც­ვლე­ბის ამა­რა შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ია­ტაკ­ზე სა­ხით და­აგ­დეს და უბ­რძა­ნეს, არ­მი­ა­ში მის როლ­ზე მო­ე­ყო­ლა. პირ­ვე­ლი­ვე კი­თხვას ზურ­გზე, კი­სერ­სა და ფე­ხებ­ზე ელექტრო­შო­კი მო­ა­ყო­ლეს.

"ტყვე­ებს დღე­ში ორ­ჯერ ამოწ­მებ­დნენ, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დას­ცი­ნოდ­ნენ და ურტყამ­დნენ. ამის­თვის ნე­ბარ­თვა არ სჭირ­დე­ბო­დათ... ერთ-ერთი ასე­თი შე­მოწ­მე­ბის დროს სე­რედ­ნი­აკს ჰკი­თხეს, ჰყავ­და თუ არა მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­დეგ, მას­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­კავ­ში­რე­ბა უბ­რძა­ნეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უთხრეს, რომ მის შიშ­ველ ფო­ტოს გა­და­უ­ღებ­დნენ და გა­უგ­ზავ­ნიდ­ნენ. გო­გო­ნას და­სა­ცა­ვად უთხრა, რომ პი­რა­დი გვერ­დი არ ჰქონ­და, რის­თვი­საც მას კი­დევ ერთხელ, და­უნ­დობ­ლად გა­უს­წორ­დნენ.

ერთ-ერთი ცე­მის შემ­დეგ, ის ცი­ხის სარ­დაფ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი 20 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე დახ­ვდა. ბიჭ­მა უამ­ბო, რომ რუსი ოფი­ცე­რი ტყვეს ხის სკა­მით სცემ­და... სე­რედ­ნი­ა­კის თქმით, სარ­დაფ­ში ძი­რი­თა­დად, აზო­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ ყო­ველ და­კი­თხვა­ზე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მა­რი­უ­პო­ლი გა­ძარ­ცვეს. ხო­ცავ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­ანთ სამ­ხედ­რო­ებ­საც. და­კი­თხვა­ზე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ იქამ­დე აწა­მებ­დნენ, ვიდ­რე მათ­თვის სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბას არ მის­ცემ­დნენ. რუსი ოფი­ცე­რი, რო­მელ­საც ტყვე­ე­ბი ასე ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ, ეკი­თხე­ბო­და, ჰქონ­დათ თუ არა ნამ­ღე­რი აზო­ვის ჰიმ­ნი. ის გუ­ლის­ხმობ­და უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ ლოც­ვას, რო­მელ­საც მე­ომ­რე­ბი ბრძო­ლის წინ კი­თხუ­ლობ­დნენ... ტყვე იხ­სე­ნებს, რომ ერთ-ერთი ცე­მის დროს, მას თავი გა­უს­კდა, თუმ­ცა ამან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ვერ შე­ა­ჩე­რა. მხო­ლოდ მა­შინ გა­ჩერ­დნენ, რო­დე­საც თქვეს, რომ და­ი­ღალ­ნენ", - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე თქმით, ცი­ხე­ში გა­მუდ­მე­ბით სა­უბ­რობ­დნენ პუ­ტი­ნის სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია წა­მო­ი­წყო.

"ტყვე­ე­ბის თქმით, ტა­გან­როგ­ში ურჩხუ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ. მათ ვძულ­ვართ და მზად არი­ან, დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად გაგ­ვის­წორ­დნენ... ყვე­ლა მათ­განს, ტყვე­ებ­ზე გაც­ვლი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, ზოგს, ქი­რურ­გი­უ­ლიც კი, რად­გან ცე­მის დროს მო­ტე­ხი­ლი კი­დუ­რე­ბი არას­წო­რად ჰქონ­და შე­ხორ­ცე­ბუ­ლი. ზოგს ცე­მის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ია­რე­ბი დღემ­დე აქვს.

იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ტე­ლე­ფო­ნის კა­ბე­ლით აწა­მებ­დნენ - კი­სერ­სა და ხე­ლებ­ზე ისე ახ­ვევ­დნენ, რომ თა­ვის მცი­რე­დი შეტ­რი­ა­ლე­ბი­სას ის იგუ­დე­ბო­და, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, სა­ა­თო­ბით, ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე-ღამე ერთ პო­ზა­ში მსხდა­რიყ­ვნენ. ბევ­რმა ვერ გა­უძ­ლო", - წერს გა­მო­ცე­მა ტყვე­ე­ბის მო­გო­ნე­ბას.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ტყვე­თა გაც­ვლას, ამ ომში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექტს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა, ჯერ მხო­ლოდ 2500 ადა­მი­ა­ნია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თის ტყვე­ო­ბა­ში, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თალარე
15

უკრაინელები ხომ ცხელ შოკოლადს და ყავას ასმევენ რუს ტყვეებს.რუსიც და უკრაინელიც ორივე ერთნაირი გარეწარია.დადიან საქართველოში ეს კუნთმაგარი უკრაინელები,საუკეთესო მანქანებით,ყოველღამე რესტორანში გრიალებენ და დახმარებას ითხოვენ.სარჩენად დააწვა ჩვენს ქვეყანას.

goga
66

ესსენი მე მგონი მიშას დროინდელ გლდანის ციხეზე ყვებიან ამბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იქ ურჩხულები ცხოვრობენ, რომლებსაც ვძულვართ... ადამიანებს ტელეფონის კაბელით აწამებდნენ, ბევრმა ვერ გაუძლო" - რუსების ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნებული სამხედროების უმძიმესი მონაყოლი

"იქ ურჩხულები ცხოვრობენ, რომლებსაც ვძულვართ... ადამიანებს ტელეფონის კაბელით აწამებდნენ, ბევრმა ვერ გაუძლო" - რუსების ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნებული სამხედროების უმძიმესი მონაყოლი

უკრაინელი სამხედროები და სამოქალაქო პირები, ვინც საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტაგანროგის ციხის იზოლატორში გადაიყვანა, bbc.com-ს იქ გადატანილ არაადამიანურ დამოკიდებულებასა და რუსი ოფიცრების სისასტიკეზე უყვებიან. ისინი სამშობლოს ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში დაუბრუნდნენ.

"საუბარია ათ ტყვეზე. მათი თქმით, ელექტროშოკით წამებას, ფაქტობრივად, მუდმივი სახე ჰქონდა. რამდენიმეკვირიანი დაკითხვა, არაადამიანურ მოპყრობის ფონზე მიმდინარეობდა და ზოგი მათგანი იძულებული იყო, ცრუ ჩვენება დაეწერა, რომ არ მოეკლათ...

"ქალებსა და კაცებს განურჩევლად ურტყამდნენ, ზურგსა და მკერდზე, თუ ეს ვერ ჭრიდა, საქმეში ელექტროშოკი შემოჰყავდათ... მაშინ, როდესაც ტყვეებს რუსი ოფიცრები და ციხის ზედამხედველობა არ სცემდა, დაცვა სიკვდილით ემუქრებოდა, აშიმშილებდნენ, დაჭრილ ტყვეებს კი, სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებოდნენ. ვრცელდებოდა ცნობები, რომ იზოლატორებში ტყვეები წამების დროს შემოაკვდათ, თუმცა ჩვენ ამის გადამოწმების შესაძლებლობა არ გვაქვს" - წერს გამოცემა.

დმიტრი ლუბინეცი ერთ-ერთია, ვინც რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა. ის გამოცემას უყვება, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფიქრალი რუსების ტყვეობაში დარჩენილი ადამიანების გამოსახსნელად გზის პოვნაა, რადგან მათ სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება.

უფროსი ლეიტენანტი არტემ სერედნიაკი, თითქმის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა რუსების ტყვეობაში. ის, კიდევ 50 უკრაინელთან ერთად, ტაგანროგში, СИЗО- 2-ში სატვირთო მანქანით გადაიყვანეს.

"რამდენიმე საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად მივყავდით. ხელები ზურგს უკან გვქონდა შეკრული, თვალები კი ახვეული გვქონდა. ოფიცერმა, რომელიც ტაგანროგში შეგვხვდა, ასე მოგვესალმა, სალამი ბიჭებო, იცით სად მოგიყვანეს? თქვენ უნდა ეწამოთ სიცოცხლის ბოლომდეო... შემდეგ კი, თითის ანაბეჭდები აგვიღეს. ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ოდნავი მიზეზიც კი საკმარისი იყო და "დუბინკებით", ხელებით, ფეხებით, გვცემდნენ მთელ სხეულზე" - იხსენებს ის.

27 წლის აზოველი, ყოფილი ტყვე სერედნიაკი მარიუპოლს იცავდა და სნაიპერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამიტომაც მას ციხის პერსონალი განსაკუთრებით დაუნდობლად ექცეოდა. ყოფილი ტყვე ჰყვება, რომ ის დანარჩენებს ჩამოაშორეს და დასაკითხ ოთახში, საცვლების ამარა შეიყვანეს, სადაც იატაკზე სახით დააგდეს და უბრძანეს, არმიაში მის როლზე მოეყოლა. პირველივე კითხვას ზურგზე, კისერსა და ფეხებზე ელექტროშოკი მოაყოლეს.

"ტყვეებს დღეში ორჯერ ამოწმებდნენ, დაცვის თანამშრომლები დასცინოდნენ და ურტყამდნენ. ამისთვის ნებართვა არ სჭირდებოდათ... ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს სერედნიაკს ჰკითხეს, ჰყავდა თუ არა მეგობარი გოგონა. დადებითი პასუხის შემდეგ, მასთან სოციალური ქსელით დაკავშირება უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უთხრეს, რომ მის შიშველ ფოტოს გადაუღებდნენ და გაუგზავნიდნენ. გოგონას დასაცავად უთხრა, რომ პირადი გვერდი არ ჰქონდა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ, დაუნდობლად გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი ცემის შემდეგ, ის ციხის სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც ხელ-ფეხშეკრული 20 წლის უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვდა. ბიჭმა უამბო, რომ რუსი ოფიცერი ტყვეს ხის სკამით სცემდა... სერედნიაკის თქმით, სარდაფში ძირითადად, აზოველები იყვნენ. მათ ყოველ დაკითხვაზე ეუბნებოდნენ, რომ მარიუპოლი გაძარცვეს. ხოცავდნენ სამოქალაქო პირებს და ზოგ შემთხვევაში, თავიანთ სამხედროებსაც. დაკითხვაზე ეუბნებოდნენ, რომ იქამდე აწამებდნენ, ვიდრე მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდნენ. რუსი ოფიცერი, რომელსაც ტყვეები ასე ხშირად ახსენებდნენ, ეკითხებოდა, ჰქონდათ თუ არა ნამღერი აზოვის ჰიმნი. ის გულისხმობდა უკრაინის ეროვნულ ლოცვას, რომელსაც მეომრები ბრძოლის წინ კითხულობდნენ... ტყვე იხსენებს, რომ ერთ-ერთი ცემის დროს, მას თავი გაუსკდა, თუმცა ამან მოძალადეები ვერ შეაჩერა. მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ, როდესაც თქვეს, რომ დაიღალნენ", - წერს გამოცემა.

მისივე თქმით, ციხეში გამუდმებით საუბრობდნენ პუტინის სწორ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უკრაინის დენაციფიკაცია წამოიწყო.

"ტყვეების თქმით, ტაგანროგში ურჩხულები ცხოვრობენ და მუშაობენ. მათ ვძულვართ და მზად არიან, დიდიან-პატარიანად გაგვისწორდნენ... ყველა მათგანს, ტყვეებზე გაცვლისა და უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ზოგს, ქირურგიულიც კი, რადგან ცემის დროს მოტეხილი კიდურები არასწორად ჰქონდა შეხორცებული. ზოგს ცემისგან დარჩენილი იარები დღემდე აქვს.

იყვნენ ადამიანები, ვისაც ტელეფონის კაბელით აწამებდნენ - კისერსა და ხელებზე ისე ახვევდნენ, რომ თავის მცირედი შეტრიალებისას ის იგუდებოდა, ამიტომ ადამიანები იძულებული იყვნენ, საათობით, ზოგჯერ მთელი დღე-ღამე ერთ პოზაში მსხდარიყვნენ. ბევრმა ვერ გაუძლო", - წერს გამოცემა ტყვეების მოგონებას.

მისივე ცნობით, ტყვეთა გაცვლას, ამ ომში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს უწოდებენ, თუმცა, ჯერ მხოლოდ 2500 ადამიანია გათავისუფლებული, რუსეთის ტყვეობაში, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 10 ათასზე მეტი ადამიანი რჩება.

წყარო