პოლიტიკა
მსოფლიო

19

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არც ჭირისუფლის ინტერესს არ ემსახურება..." - დეპუტატი ბექა ოდიშარია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
"ეს არც ჭირისუფლის ინტერესს არ ემსახურება..." -  დეპუტატი ბექა ოდიშარია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა ურე­ი­ტინ­გო ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის რა­მე­ნა­ი­რად პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბო­ბის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამას ჩვენ არც აწ­მყო­ში და არც მო­მა­ვალ­ში ხელს არ შე­ვუ­წყობთ! - ასე უპა­სუ­ხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ შო­ვის სტი­ქი­ის შე­დე­გებ­ზე პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას.

რო­გორც ოდი­შა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მომ­ხდარს შს სა­მი­ნის­ტრო იძი­ებს და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რაც ჩა­ერ­თვე­ბა.

"თუ შე­დე­გი იმ­დაგ­ვა­რი დად­გე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი­თხვე­ბი დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ.

რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­სა და მოწ­მე­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში და­ბა­რე­ბა, მათ წი­ნა­შე პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი­სა და კორ­დე­ბა­ლე­ტე­ბის მო­წყო­ბა, რო­გორც ეს ოპო­ზი­ცი­ას ხე­ლე­წი­ფე­ბა. ეს არც ჭი­რი­სუფ­ლის ინ­ტე­რესს და არც იმ გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რესს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, ვინც და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და მთელს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­უგ­რძნო­ბენ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა მხო­ლოდ ხელ­მო­ცა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ რა­მე­ნა­ი­რად ნე­გა­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გი შექ­მნან და ასეთ დღის წეს­რიგ­ზე იტივ­ტი­ვონ", - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა შო­ვის სტი­ქი­ის თე­მა­ზე ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით შს მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის და­ბა­რე­ბას, რო­გორც ოდი­შა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, შს სა­მი­ნის­ტრო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი უწყე­ბაა, რო­მე­ლიც აპო­ლი­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად და ადეკ­ვა­ტუ­რად მოქ­მე­დებს.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, გო­მე­ლა­უ­რი სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა ქვე­და­ნა­ყოფს კარ­გად ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

"გარ­და იმი­სა, რომ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი არის ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი, არის მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სა­კითხს ყო­ველ­თვის დამ­ჯე­რებ­ლად და აღელ­ვე­ბის გა­რე­შე უხ­სნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პარ­ლა­მენტს.

თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში სპექ­ტაკლს არ მო­ა­წყობს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი არ­ცერთ კი­თხვას უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს“ , - აღ­ნიშ­ნა ოდი­შა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Მარგალი
1

Დაანებე თავი პოლიტიკას, ბექა. Ჩამოხმი კაცი. Სულ არ გაიცვითო ფულის შოვნაში. 

მონარქია უნდა აღსდგეს !
5

საქართველოსი მონარქია უნდა აღსდგეს ! საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დაშლიდა და ამნაირი კორუმპირებულების და კრომინალების ყურება აღარ მოგვიწევდა !! მეფის შენახვა უფრო იაფი დაჯდება ვიდრე უამრავი კორუმპირებული ჩინოვნიკისა რომლებმაც გაყვლიფეს გაჟიჯგნეს ბიუჯეტი . 25 მილიარდი ვალი აიღეს შეწამეს და ხალხმა უნდა იხადოს მთელი ცხოვრება გადასახადებიდან .. მე არ ვცნობ ესეთ მთავრობას მტრებსა მოღალატეებსა და კრიმინალებს ... კალაძე , მდინარაძე , კობახიძის და ოპოზიციის როჟების ყურება ბოკერიასა და კეზერაშვილის ყურებას ბაგრატიონის ყურება და მეფობა მირჩევნია .. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები
ავტორი:

"ეს არც ჭირისუფლის ინტერესს არ ემსახურება..." - დეპუტატი ბექა ოდიშარია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

"ეს არც ჭირისუფლის ინტერესს არ ემსახურება..." -  დეპუტატი ბექა ოდიშარია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ურეიტინგო ოპოზიციური ძალების რამენაირად პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე არსებობის მიზანს ემსახურება, ამას ჩვენ არც აწმყოში და არც მომავალში ხელს არ შევუწყობთ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შოვის სტიქიის შედეგებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მომხდარს შს სამინისტრო იძიებს და თუ საჭირო გახდება, გამოძიებაში პროკურატურაც ჩაერთვება.

"თუ შედეგი იმდაგვარი დადგება, რომ საზოგადოებისთვის კითხვები დარჩება, შემდეგ შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვიმსჯელოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლებისა და მოწმეების პარლამენტში დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, როგორც ეს ოპოზიციას ხელეწიფება. ეს არც ჭირისუფლის ინტერესს და არც იმ გულწრფელი ადამიანების ინტერესს არ ემსახურება, ვინც დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველოს თანაუგრძნობენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურება, რომ რამენაირად ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან და ასეთ დღის წესრიგზე იტივტივონ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

რაც შეეხება შოვის სტიქიის თემაზე ინტერპელაციის წესით შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარებას, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, შს სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა, რომელიც აპოლიტიკურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და ყოველთვის დროულად და ადეკვატურად მოქმედებს.

მისივე შეფასებით, გომელაური სამინისტროს ყველა ქვედანაყოფს კარგად ხელმძღვანელობს.

"გარდა იმისა, რომ ვახტანგ გომელაური არის ძალიან ადამიანური, არის მაღალპროფესიონალი და საკითხს ყოველთვის დამჯერებლად და აღელვების გარეშე უხსნის საზოგადოებას, პარლამენტს.

თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში სპექტაკლს არ მოაწყობს, ვახტანგ გომელაური არცერთ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებს“ , - აღნიშნა ოდიშარიამ.